ჩვენი საყვარელი ლექსები
|
|
nukria | Дата: პარ, 11.05.2012, 18:09 | Сообщение # 91 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ლექსი ცოტაი
ცა მაღალ მთებზე ჩამოფხატული, ლამის გადაჰყვეს ღრუბლის სიმძიმეს... მოწყენა... ალბათ ჩამოჰყვა დუმილს...
იმედი ჯახუა ისევ იწვიმებს...
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 12.05.2012, 21:16 | Сообщение # 92 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ლექსი ვარ მე ! დაეშვა ციდან ცოცხალი სვეტი, მანდ იშენებდა სასახლეს ღმერთი, წმინდა ტაძრები ერთმანეთს ერთვის, ეს სილამაზე აშენდა ჩვენთვის. ყველას დაიცავს სვეტი ცხოველი ღმერთს ყველა უყვარს მისთვის მლოცველი, წყალობას ელის მისგან ყოველი, და მეც ღმერთისგან კეთილს მოველი. მე ამ ლექს ვწერდი ზუსტად იმ ღამეს, როცა ტაძარში სვეტი ინათებს, ვიცი მის ნახვას ბევრი ინატრებს , მის სილამაზეს ენით ვინ აღწერს????
პავლო პავლიაშვილი
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 12.05.2012, 21:17 | Сообщение # 93 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| რად არის ასე
რად არის ასე, რად არის ასე, ასე შორიშორს სამყაროები... მაშინ, როდესაც მზე თვალებს ახელს, მთვარე იძინებს განმარტოებით... ასე დაგეძებ ცაშიც, მიწაზეც, მაგრამ ვერაფრით ვერ მიპოვიხარ... როცა, შენ, ალბათ, მთებში იზამთრებ, მე ზღვებზე დავქრი, არ გამოვრიცხავ... ამბობენ, თურმე იშვიათია, იშვიათია ბედთა თანხვედრა... შენ ვარსკვლავეთის ხარ სიმპათია, მე შორეული მკვდარი პლანეტა... იქნებ ვხვდებოდით კიდეც ოდესმე, და ერთმანეთი ჩვენ ვერ ვიცანით... მე ვიყავ, ალბათ, ვინმე მოლექსე, შენ გზას გითმობდნენ თაღნი ცისანი... და მართლაც ვნანობ, რომ ეს სამყარო, დააქუცმაცეს ასე ღმერთებმა... მოდი, აბჯარი მინდა ამყარონ, და დამიმონონ შენმა ხელებმა!!!
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 13.05.2012, 15:11 | Сообщение # 94 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გარეთ წვიმაა...
გარეთ წვიმაა და ყველაფერი სხვაგვარად მოჩანს, გარეთ წვიმაა და ჩემს სულშიც გადაუღებლად წვიმს, მერე რა, რომ ამას ჩემს გარდა ვერავინ ხედავს, მერე რა რომ ზოგჯერ მე ჩემს გარდაცვალებას ვხედავ. გარეთ წვიმაა და კედლებზე მიხატული შენი თითები ჩემს პატარა ოთახს სიკეთით ავსებენ, გარეთ წვიმაა და მინდა წვიმას გავუმხილო საიდუმლო, რომელიც შენს გარდა არავისთვის მითქვამს. გარეთ წვიმაა და გარეთ გასვლა მინდა, მაგრამ თან ფეხებს ვითრევ, სიჭაბუკის ქარი ხომ უკვე აღარ მახლავს. გარეთ წვიმაა და მე ახლა ვწერ გიჟ სტრიქონებს, რომლებიც შეიძლება ხვალ ცეცხლში დავწვა. გარეთ წვიმაა და შენი ტუჩებიც ალბათ ჩემი ტუჩებივით ეწებებიან მინას. ალბათ ჯერ კიდევ შორია მანძილი ჩვენ შორის და მე ეს მანძილი შენზე არანაკლებ მიყვარს... გარეთ წვიმაა... აქაც მიყვარხარ...
ილიკოს ბლოგი
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 13.05.2012, 20:18 | Сообщение # 95 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ლ ა შ ა გ ა ხ ა რ ი ა
მუზამ ბოლომდე დამაღალატა, ლექსები ვერც აქ მოვისახადე, ოცდამესამეს ვიცვამ პალატას, ოცდამეორე სხვაგან გამხადეს...
გაბორჯღილი ვარ ჯვარზე იმ ბორჯით, ვერ გადმომხსნიან თვით სატანებიც, არა უშავს რა, თუკი კიბო მჭირს, ლუდსაც ხომ უნდა მისატანები...
უკვე ბედთანაც ვეღარ ვნიძლაობ, სიკვდილს სიფათში ვენაფაზები, და ყელში ლექსად ამომდის ძმაო, ამ წუთისოფლის მეტასტაზები.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 13.05.2012, 21:02 | Сообщение # 96 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ***
გზის პირას თეთრი გვირილა, ჩამოიმძიმებს თვალებს, ჩამობინდებას ნათელით შემოუძღვება მთვარე. განთიადისას დაფურცლავს მიწას ყვავილთა თოვა, კითხვადქცეულა გვირილა:- ''მოვა?! არ მოვა?! ...მოვა!'' ნამში იბნევა ცრემლები, სხივს გაუგრძელდა სავალ, თუ არ მოვა და...,ნუმც მოვა, მაშინ მეც არსად წავალ.
მანანა ფრუიძე
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 13.05.2012, 23:06 | Сообщение # 97 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ასეთი ქალები არ მოჰყავთ ცოლად
ასეთი ქალები არ მოჰყავთ ცოლად- ზამთრის ცასავით არეულები. მზერის მაგივრად- დამტვრეული, სველი ტოტებით, სიტყვის მაგივრად- დაგუბებულ ყელთან ლექსებით. ასეთი ქალები არ მიჰყავთ მზესთან- ინთებენ ღამეს,ხავსისგან და კაჟი ქვებისგან
ნანა ქელეხიძე
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 13.05.2012, 23:10 | Сообщение # 98 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| აღსარება ********* ეს მე ვარ ღმერთო, ის პირველი, ცოდვილთა შორის. ლაფში გასვრილი და უმწეო, განდეგილს ვგავარ, შენ კი მაღალო, ის პირველი ნათელი ყოვლის, ვის წინაც, ახლა შერცხვენილი მუხლებზე ვდგავარ.
სად არ ვიარე, სიამისთვის რა არ ვარჩიე, დაბრმავებული ვერ ვხედავდი ყველაზე ნათელს. შავი და თეთრი ერთმანეთში ვერ გავარჩიე, ვერ შევიგრძენი, რა სურნელი ჰქონია სანთელს.
მოვედი ღმერთო, მოვიტანე დაღლილი მხრებით, სული, რომელიც სიმძიმისგან სინდისზე მაწევს. ამაოდ განვვლე საოცარი ცხოვრების გზები, ჩემივ სისუსტე უსარგებლო ტოტივით მარწევს.
მე ვარ უფალო, ის უგნური, მდაბალი ქალი, შენ უწყო ახლა, როგორ მტკივა ცოდვა ყოველი. მე ვარ ის მრუში, გამკითხავი, სიყრალით მთვრალი, ვგავარ შენს წინ და ყველაფრისთვის განსჯას მოველი.
მე ვუღალატე, მე მოვკალი, ვიამპარტავნე, დავწამე ცილი, მშობელს ჩემსას არ ვეც პატივი. ათივე მცნება ჩადენილი ცოდვით ვატარე, საცხოვნებელად ავირჩიე გზები მარტივი.
ეს მე ვარ ღმერთო, გამომჭედი ოცდაათ ვერცხლის, მწარე სინანულს ვერ ვუპოვე საზღვარი ახლა, ეს მე ვარ მართალს სახეში რომ ტალახებს ვესვრი, სასაცილოდ რომ არ ვიკმარე მოყვასის მარხვა.
ხატთან არ მყოფი, რას გიცნობდი გლახის ძაძებში, გამოწვდილ ხელში საკადრისი არ ჩავდე სითბო. გადავუდექი გათოშილ მგზავრს ურცხვად კარებში და ასე ურცხვად, ახლა შენგან შენდობას ვითხოვ.
ეს მე უფალო, მე ჩავეცი ზურგში მახვილი, ქართველს, ჩემიანს, მე ვაწვნიე ღალატი ღმერთო! ის ბოროტებაც მე ჩავთესე მადლიან ხნულში, ახლა კი ვდგავარ და შენდობის წყალობას შეგთხოვ.
შემოეძარცვა ცოდვილ სხეულს უმსგავსო ვნება, დედიშობილა სულით ვდგავარ ახლა დაღლილი, შემინდო იქნებ, გასავლელი ცოტაღა მრჩება, ყველაზე მეტად შენს წინაშე დღეს ვარ ნამდვილი.
ეს მე ვარ ღმერთო, ის პირველი ცოდვის ჩამდენი, უსიკეთობით განძარცვული ჭიანი ხე ვარ, ადამის მოდგმას მე მივეცი ცოდვა რამდენი, ცდუნების ცოდვით შეპყრობილი ის ევაც მე ვარ.
შემახე ღმერთო, განსაწმენდად შემახე ხელი, სანამ ცოდვილ სულს დაუდგება განყოფა ხორცთან, და როგორც მუდამ, ახლაც ღმერთო შენ თუ მიშველი, ვიდრე გარდავალ, წამიკითხე შენდობის ლოცვა.
ნანა მეფარიშვილი
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 15.05.2012, 15:07 | Сообщение # 99 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ***
ხელი არ მახლოთ, ფეხშიშველა დამტოვეთ ხნულში! აქ მინდა მოვკვდე, მიწად ჩავყვე სიმინდის მარცვალს, სისხლის მაჭარი ავბედითად თუხთუხებს გულში, ცა თვალში მაყრის ნაღვერდალში არეულ ნაცარს.
რიჟრაჟის სხივი დაშაშრული პეშვებით შევსვი, მივეცი წარსულს, რაც გამაჩნდა,ჯერ კიდევ გუშინ, აქ სველ წვივებზე ოჯალეშის მეხვევა ფესვი, ხელი არ მახლოთ,გევედრებით,დამტოვეთ ხნულში!
მანანა ფრუიძე
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 16.05.2012, 12:15 | Сообщение # 100 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დამპირდი
დამპირდი, რომ არასოდეს მომატყუებ! დამპირდი, რომ თუკი ოდესმე გადამიყვარებ, არ დამიმალავ და არ გაქრები ჩუმად ნელ-ნელა და არ დამტანჯავ უაზრო ფიქრით... დამპირდი, რომ არასდროს დამღლი გაწელილი მოლოდინების ტკივილით სავსე დღე-ღამეებით... დამპირდი, რომ კვლავ გეტკინება ჩემი ტკივილი, მაშინაც, როცა არ გეყვარები... დამპირდი , რომ ამ ტკივილების შესამცირებლად ბოლო შეხვედრას მაინც მომიწყობ, რომ თან წავიღო შენი სურნელი მე განშორების სუსხიან გზაზე, როგორც საგზალი.... დამპირდი , რომ ამ საბოლოო შეხვედრაზე შენ ისე მაგრად ჩამეხუტები, როგორც არასდროს, რომ გავიყოლო, შენი ტუჩების ეს მტკივნეულად ტკბილ-მწარე გემო, რომ მეყოს დიდხანს, რომ დავამარცხო მე განშორების ეს მძიმე სევდა... დამპირდი , რომ არასოდეს მომატყუებ, რომ ყოველთვის გეტკინება ჩემს გამო, მაშინაც თუნდაც გადაგიყვარდე, დამპირდიიიიიი! რომ მომავალში - მე იმ წარსულში ისევ მიყვარდე!
ირმა ზუმბულიძე
|
|
|
|