ჩვენი საყვარელი ლექსები
|
|
nukria | Дата: სამ, 08.05.2012, 01:28 | Сообщение # 71 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** შუქნიშანი... შუქის ნიშანი – წითელი! ყვითელი! ... მწვანე!
შეჩერდი! ყურადღებით! გაიარე!
ვინ მოიგონა? ვინ დააწესა? რა უფლებით? წესრიგის იდილია – დიდი ფარსი...
ყველა ჩვენს ხმაზე და ღერძზე ვწიკწიკებთ... ერთმანეთს ვემთხვევით დროში, სივრცეში, სიზმრებში...
ქუჩა – ფერადი წესრიგით და უფერული უწესრიგობით...
უცნობი ხალხის ნაცნობი ნაბიჯები... ნაბიჯები ითვლიან დროს... გული ითვლის დროს... დრო სამია– გუშინ, დღეს, ხვალ... ისევ წიკწიკი მოჯადოვებულ წრეზე...
ქუჩა – ქარიანი მზიანი წვიმიანი... გუბე შუქის ანარეკლით.. ვიღაცამ გუბეს თვალი ჩაუკრა. შუქნიშანი, შუქის ნიშანი, ნიშან–წყალი ... გაიარე! (კატო)
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 08.05.2012, 18:54 | Сообщение # 72 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ნაპირს გავუყვები ფრთხილად
ნაპირს გავუყვები ფრთხილად, ტალღა დამიკოცნის ფეხებს...
ქვიშას სურნელი აქვს შენი, სიო საიდუმლოს მიმხელს...
ცას ცისარტყელა შვენის, გამილამაზებს ფიქრებს
კვლავ ტკივილია ძველი, კვლავაც გმირულად ვითმენ
უკვე გავლილია გზები და წინ მოგონებებს ვიფენ
მზეა უსაშველოდ მწველი, ტალღა მოალერსედ სველი,
ყურშიც მელოდია ძველი – უკვე აღარაფერს ველი
თუმცა, კვლავ მივყვები ნაპირს ტალღა დამიკოცნის ფეხებს... –––––– ირმა ზუმბულიძე
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 08.05.2012, 21:22 | Сообщение # 73 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჩემი თვალის ფერი
ჩემი თვალის ფერი შენი მკლავისებრი შეხებაა მწველი სულის შემუსვრელი
ჩემი თვალის გუგა გუნდად ცრემლად მუდამ გადმოსული მმუხტავს რომ დავკარგო სუნთქვა
ჩემი თვალის ფერი შენს ჰორიზონტს ებმის სადღაც გული კვნესის სიოს მონაბერი
ჩემი თვალის ფერი ფართოდ გამოხედვის შიშის სინდროს ხედნის ბრმა სიყვარულს ეტრფის
ჩემი თვალის ფერი სამაისო დღენი სადღაც ვიღაც ებრძვის სადღაც ვირაც წყევლის
ჩემი თვალის ფერი კომპლიმენტი ბევრი დაკარგული მგელი ჩემს თვალებში მგესლის
ჩემი თვალის ფერი არც კი იცი შენიც ერთად შესატყვისად რაღაც რითმას მეტყვის ჩემი თვალის ფერი არა თაფლისფერი შავისაგან მკვეთრი მწვანე მინდვრისფერი
ყულაბაა ცრემლის სევდას იტევს წლების ჩემი თვალის ფერი ოცნებაა სხვების
ჩემი მწვანე ფერი ჩემი შუქი მკვეთრი ჩემი ჩაძირული სადღაც მოჩანს გემიც
ჩემი თვალის მღვრიე ანაბეჭდი გზების იმ სიმართლეს ყვება მალვა რომ არ შვენის
ჩემი თვალის ფერი მარტოა და ღმერთის მადლიერი , ზეცით იმზირება რწმენით.
ჩემი თვალის ფერი ეგ ზურმუხტისფერი მახალისებს ხშირად თუ გარიჟრაჟს ელის
ჩემი თვალის ფერი შავ –თეთრ კადრებს ვერ ხსნის გამითენეთ დილა გაზაფხულის ფერი
ამ გაზაფხულს ვიცი ჩემი თვალიც შვენის.....
ლელა ნინუა......
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 08.05.2012, 22:48 | Сообщение # 74 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჩაპლინის მონოლოგი *** -არამაქვს სახლი, -ვცხოვრობ ქირით, -ვცხოვრობ დროებით... -გავჭაღარავდი წანწალით და გამოთხოვებით!!!!!... ქილიკობს ხალხი გადაღლილი ოქროს გროვებით: -არააქვს სახლი, -ცხოვრობს ქირით -ცხოვრობს დროებით!.... *** ბექა სივსივაძე
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 09.05.2012, 00:23 | Сообщение # 75 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ზღვის სურნელებით აგევსო თმები
ზღვის სურნელებით აგევსო თმები, შენ უნდა შერთო მზეს ჰორიზონტი, ჩემში მოხვიდე ნაცნობი ხმებით, ქაფად, სისველედ, ტალღების შოლტით.
წყალზე დაირწეს შენი სხეული, გულზეც ხანდახან ჩნდება ხალები, ეს მერამდენედ დნება ზაფხული, მზის აისამდე გარდაცვალებით.
დაიქანცება დღეს სანაპირო, და დაისვენებს ივლისში ზარმაც, ვინ იცის კოცნა რომ დააპირო, შეხება შენი ისურვოს ზღვამაც.
შენ კი ბავშვურად დახარო მხრები, უძღვნა ღიმილი მიწურულს მკათა, რომ არყოფნაშიც შენ არსად ქრები, არ უშვებს ქარი სარაფნის კალთას.
სხეულზე პეპლის გაყრია ჩრდილი, ცაში იწვევენ ქალღმერთთა კრებას, ეცეკვე სხივებს მკათათვის დილით, მეც გულს უნებლი მიგიშვი ნებას.
შენ უნდა შერთო მზეს ჰორიზონტი, ივლისის სავსე, გრძნობიან კვირას, შენ უნდა შერთო მზეს ჰორიზონტი, თვალებით შავით, შავი ზღვის პირას.
ირაკლი ყიფიანი
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 09.05.2012, 00:30 | Сообщение # 76 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ტაო
ჩამოიქცევაო, - მოლამ, - ქართულ გალობაზე იშხნის კედლები, უნდა გაჩუმდეთო... და ოშკთან მოლურად აყივლდა, მიწას გაერთხა და... კედლები არა, და ძრწოლვით ჩამომექცა მკლავები, ცრემლი ლოცვა-ლოცვა დამცვივდა.
იშხნის გუმბათს ვერ ახედავ მშვიდად, მარტივად, უფლის ზეცისფერი თვალის ფერი აქვს, გრძნობ, რომ შესციცინებ უფალს თვალებში, და დღე ემსგავსება ბერულ კელიას.
ოშკის გუმბათს ვერ ასწვდები ასე მარტივად, კაცის თვალის ჩინი მას ვერ შესწვდება, უნდა უფალს სთხოვო, რომ დაიჯერო, მზესთან მიგიშვა და სული გეწვება.
ხახულში ჩაგვირაზა მოლამ კარები, პარხალშიც ვერ შეაღწევ ასე მარტივად, შევდივარ ფეხშიშველი (მუსლიმანივით), და თავს ვაჯერებ, რომ შლეგი მარტი ვარ,
სხვას რას მივაწერო, ტაძარ-მეჩეთში გვერდიგვერდ ვლოცულობთ მე და მუსლიმი, ის ალაჰს ადიდებს ხელებაპყრობილი, მე - ღმერთს, და ამ სასჯელს სიმწრისგან ვუცინი.
დოლისყანაში თურქი ბავშვები ასპარეზობას მართავენ, მათთვის არაფრისმთქმელ საკურთხეველში ველოსიპედებით დაქრიან, მე კი, კედლებს ვკოცნი, თან ერთს ვუთვალთვალებ, იქნებ ქართველია, ნეტა, რა ჰქვია?!...
ოთხთა, მომეჩვენა, უფრო მშვიდი იყო, როგორც ოცნებების ძვალშესალაგი, გინდა იგალობებ, გინდა ლოცვას იტყვი, აქ არც მოლა გიშლის და ვერც ალაჰი.
შემდეგ დაბრუნება... საქართველოდან საქართველოში ჩავდივარ, მომაქვს ღამე მთების სიგრილით და დილა - ტაოს სუსხით, ნიავით... მომაქვს ქვები - სანთლის ნაღვენთივით, ტაძარს ჩამომწყდარი ცრემლები, მომაქვს ჩემი ბაგე - მიწანაკოცნია! მომაქვს სევდა და თავს ვევლები.
თურმე რა ძნელია, როცა არ გინახავს, უფრო ძნელი - როცა გინახავს, კლარჯეთს შევატოვე ჩემი თვალები და ტაძრის ნაპრალებში ინახავს. როცა დავბრუნდები სულ სხვა დაბრუნებით, ავაციმციმებ მადლიან ღამეში, მერე ფეხს მოვირთხამ იშხნის გუმბათის ქვეშ, კრძალვით ჩავეკვრები უფალს თვალებში.
ამ წამს მინდა უცებ ყველა დავივიწყო, ვიგრძნო მარტო დავრჩით მე და ღმერთი,
შეშლილს დავემსგავსო, ისე დავიყვირო:
ჩემი, ჩემი, ჩემი, ჩემი, ჩემი, ჩემი, ტაო, ტაო, ტაო-კლარჯეთიიიიიიი!..... კლარჯეთო ჩემო და ტაო ჩემო.
პილატემ ხელი გადაიბანა და იქით დარჩა ოშკი და ბანა. უკვირთ,რომ ვმღერი მე თავო ჩემოს, კლარჯეთო ჩემო და ტაო ჩემო. ოცნების მზეში კვლავ ვზრდი იმედებს, რომ ვარდებს ჩვენთვის გამოიმეტებ.
ბუბა კუდავა
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 09.05.2012, 14:14 | Сообщение # 77 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ველზე ყაყაჩოთა ნაღვერდალი
ველზე ყაყაჩოთა ნაღვერდალი წვიმის სევდიდანი იდილია. რაც მიყვარს ყველაფერი აქეთ არის, წყალგაღმა მარტო სიკვდილია. მე რას გთხოვ? - ბევრი არაფერი, სიტყვა სიყვარულით მომიწანი, სანამ აქეთა ვარ მომეფერე, ნავში ჩაჯდომამდე მომისწარი. თორემ თუ მგზავრობა დამიპირეს, ვეღარ მოვერიო ქარიშხალებს, მერე როგორც გინდა დამიტირე, ფარჩა-აბრეშუმი გამიშალე, აღარ გამთელდება დაღარავი გული, აქამდეც რომ მიკირია... წაყალგაღმა არაფერი აღარ არის... წყალგაღმა მარტო სიკვდილია...
მ. ჩიტიშვილი
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 09.05.2012, 14:16 | Сообщение # 78 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჩვენ მოვდიოდით
ჩვენ მოვდიოდით, წვიმდა გზა და გზა, ნისლებს ჯერ კიდევ ეძინათ მთებზე... ვედრებასავით გაწვდილ ტოტებით მოგვაცილებდნენ ხეები გზებზე, მოლოდინს ჰგავდა მათი დუმილი… ჩვეც ვდუმდით, მაგრამ ჰაერში თრთოდა, ვერ დამალული ტრფობის სურვილი ... ========= ირმა ზუმბულიძე
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 09.05.2012, 15:11 | Сообщение # 79 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ბოლო სიგარეტი
ბოლო სიგარეტი ისე, განწყობისთვის... ახლა ფიქრი იქით უნდა გავაწვალო. თავს რომ მაწონებდი,მომაწონე. შენ თმებს გამოვები, არსად აღარ წავალ. ჩემი არეული ქუჩა გავასწორე, ღამე მივალაგე საწოლივით. როგორ მოგეფერო, არ მასწავლო. ისე ლამაზი ხარ დაწოლილი, აღარც მინდა ჩემი კოცნის ინსტრუქცია, რადგან ფიზიკურად ისე ანდამატობ. სხვებმა თუ იციან ასე სიყვარული- სუნთქვაც მესმის შენი,თავიც არ დამადო. შენი სიახლოვე უფრო სიშორეა, შენ მაგ სიშორიდან შემოხვედი. სანამ ბეღურები სარჩოს იშოვნიან, მანამ ფანჯარასთან იქნებ შენ მოხვიდე. შემომხედო... მე ხომ ბოლო პოეტი ვარ, ლექსებს უგულობა ასამარებს. ახლა შენ მინდიხარ წარსადგენად, ჩემი პოეზია-დასამალად.
გიო ზედვაკელი
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 09.05.2012, 15:18 | Сообщение # 80 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მარტი
მარტი” მაჩუქეთ, მისი ქოლგებით, მისი იისფერ-რუხი ავდრებით, მოდით და მნახეთ, ნუ დაიზარებთ, ხომ იცით, როგორ გამეხარდებით...
მაჩუქეთ “მარტი” მისი დაქანცვით, მისი ხმებით და მისი ფერებით, ერთი ყვითელი ძაფი მზის სხივით და ენძელების თეთრი ყელებით...
მისი დაბნევით, მისი დათენთვით, ქარით, ცრემლით რომ სული ევსება, “მარტი” მაჩუქეთ, ანდა მომყიდეთ ძალიან ძვირად - მთელ ჩემს ლექსებად...
მაჩუქეთ “მარტი” მისი ქოლგებით, მისი იისფერ-რუხი დარებით, “მარტი” მაჩუქეთ, ანდა მომყიდეთ ძალიან ძვირად, გემუდარებით...
სანათა
|
|
|
|