ჩვენი საყვარელი ლექსები
|
|
nukria | Дата: ოთხ, 09.05.2012, 15:24 | Сообщение # 81 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| უსიტყვოდ მტოვებ
უსიტყვოდ მტოვებ, ... უსიტყვოდ მტოვებ ბედის ამარა, მე უშენობა რომ არ შემეძლო, შენ სწორედ ამან გაგათამამა.
რაღა ვქნა თუკი ისევ მაჩნიხარ, ისევ თუ მინდა შენი დანახვა, შენი სიტყვები 'ო, რა კარგი ხარ' ახლა სადა ხარ, ახლა სადა ხარ?..
კარავი... კოცნა... ალერსი... სითბო, თითების სითბო, შენი თითების, ო, ის აპრილი... იმ აპრილს თითქოს კიდევ გპირდები... კიდევ გპირდები...
... რისთვის ვიხსენებ იმავე გრძნობას, რომ შემაყარა შენმა დალალმა, და სიყვარულმა კი არა მხოლოდ, შენ გაზაფხულმაც გაგათამამა.
გიორგი არაბული
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 09.05.2012, 23:16 | Сообщение # 82 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| საიდან მოდის?
საიდან მოდის ეს სილამაზე? ასე ნაზი და ამო მშვენება?! - მოდის,სამყაროს დასაბამიდან, და არც არასდროს გადაშენდება. - მოდის ზეციურ სიანკარიდან, მზის ღიმილიდან,მერცხლის ბუდიდან. სიბრძნედ ქცეული სიჭარმაგიდან და ფრთაფარფატა სიჭაბუკიდან. - მოდის,ანკარა ნაკადულიდან, ვაზის ფესვიდან,მინდვრის ნამიდან. ნისლწაკონილი მთების სუნთქვიდან და ვარსკვლავების სითამამიდან. - მოდის,ლურჯთვალა განთიადიდან იის ფოთლიდან,ვაზის ბუჩქიდან. უთვალავ ფერთა ათინათიდან და გაღიმებულ მთვარის შუქიდან. - მოდის, ყვითელი ფოთოლცვენიდან, უფაქიზესი თოვლის ფიფქიდან, მიწის მადლიდან,უფლის ცრემლიდან და სიცოცხლეზე უკვდავ ფიქრიდან!.. …ზეცისმიერი მარადისობა, არავინ უწყის,გაქრება როდის. ეს სილამაზე,რომელიც კაცთა უსპეტაკესი სულიდან მოდის!
თემურ დავითაძე
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 10.05.2012, 15:22 | Сообщение # 83 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** თვალთაგან ცრემლი თუ არ მედინა, რისთვის მოვედი ცოდვილ მიწაზე?! რად მინდა გული, თუ არ მეტკინა! რად მინდა ჯვარი, თუ არ ვიწამე!
ნინო ალადაშვილი
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 10.05.2012, 15:23 | Сообщение # 84 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მომნატრებიხარ...
მილიონი თვალია გარეთ, თვალი ცბიერი,თვალი მრუში,თვალი ართვალი, თვალი ცისფერი,თაფლისფერი,შავი და მწვანე, თვალი მტყუანი,თვალი ზოგჯერ ცამდე მართალი.
თვალების ზღვაა ქუჩებში და სარკმელთა მიღმა, სასახლეებში, ქოხმახებში, მდიდრის თუ გლახის, მუქი ვუალი ვნებით სავსე რამდენ თვალს ნიღბავს, რკინის გისოსებს მომწყდარია თვალები ხალხის.
რამდენი თვალი დასაკოცნად ცხელ ბაგეს ნატრობს, რამდენ თვალს მზერას გაუყინავს სიკვდილის ტყვია, რამდენი თვალი გაექცევა სხვებისკენ პატრონს და რამდენს ქვეყნად თვალხარბი და თვალთმაქცი ჰქვია.
ამბობენ ასე, თვალი ჭამს და თვალი სვამს კაცის, თვალში ცხოვრების ანარეკლის ივლება კვალი, წუთისოფელი თვალმოხუჭვას არასდროს გვაცდის და ცოდვილთ ღმერთის წყალობისკენ გაგვირბის თვალი.
რამდენი თვალი იხილება პირველი მზერით, რამდენი თვალი იხუჭება ადრე თუ გვიან, რამდენი თვალის შემოხედვას ცახცახით ველით, რამდენ თვალს ჩვენი საფიცარი თვალები ჰქვია.
მომნატრებიხარ... მილიონი თვალია ირგვლივ, მე ყველა მზერას დავლოცავ და ვეთაყვანები, და სანამ მიწას ამ დაშრეტილ, ბრმა თვალებს მივგვრი, ავგაროზივით დამიცავენ შენი თვალები...
მანანა ფრუიძე
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 10.05.2012, 15:24 | Сообщение # 85 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| პოეზიას
მინდა ჩემი არსება სავსე იყოს შენითა, ვივსებოდე რიჟრაჟზე … მადლითა და ლხენითა. შენი სიტყვის მართვენი ფრინდებოდნენ ცერიდან, ვიღლებოდე ფიქრით და ვიღლებოდე წერითა... სავსე იყოს სამყარო შენი რითმის ფერითა, მარცვლებით და რითმებით, მუსიკით და ბგერითა. გადიდებდე კალმით და გადიდებდე ენითა... მივდიოდე იმქვეყნად ლექსის მღერა - მღერითა!
მარიამ კოზმანიშვილი
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 10.05.2012, 17:47 | Сообщение # 86 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დედა
ახლა ბინდდება,გამოვა დედა, ცის დასალიერს გახედავს ცერად. კვირას ავდარი კვლავ დაებედა, გადაქცეულან თვალები ცქერად. ცის უნუგეშოდ მტირალი თვალი. დროდადრო ისევ უღვთოდ ელმდება, ქარს მიაქვს ღრუბლის გახრილი ნალი, წვიმს...და ღრუბელი ცარიელდება. წვიმს,მაწვიმს,მაგრამ ვერ მხედავს დედა, რომ დამინახოს ,გამიბრაზდება. შუა ეზოში ვქცეულვარ ხედა და მართობს ძლიერ მე ეს მსგავსება. დედას ისედაც აქვს საზრუნავი, ჭირვეულობაც დარის აწუხებს, მაგრამ გადავა ქარი მსუსხავი , ზამთარი მალე გაშლის მარწუხებს. ვდგავარ და ვიცი, უკვე რამდენი კანით ცის ცივი ნაცრემლი შევსვი. ცას ამჩნევია ელვის სადენი, ვით ეზოს მუხის ბებერი ფესვი.
(ეკა ბარბაქაძე)
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 10.05.2012, 19:50 | Сообщение # 87 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დაბრუნდი , დედა. /გოდება ნაგავსაყრელიდან/
რა დაგიშავე ასეთი ნეტავ, უკუნისათვის გამწირე რატომ?.. თვალის გახელას ვერაფრით ვბედავ , როგორ შევხედო სიბნელეს - მარტომ?.. ცივა... რა მყრალი სუნია ირგვლივ... მშია... და ვეძებ შენს ლამაზ სხეულს... მე გპირდებოდი დიდების გვირგვინს, შენ სასიკვდილოდ მიმეტებ, ეულს. არ მინდა გავხდე ნადირთა მსხვერპლი. მეც ხომ მაქვს ნება, ვიხილო ზეცა?.. ნუთუ მარგუნე სიცოცხლე - პეპლის და ბედმა ფრთები უკვე მომკვეცა?.. არ გენატრები დედიკო ახლა?.. არ გინდა , იგრძნო სურნელი - ჩვილის?.. შენს მკერდს ხომ ისევ სისველე ახლავს... და უჩემობას მდუმარედ ჩივის?.. ვაიმე, მზარავს შიში და ელდა. ვიცი, ეს ღამე მომიტანს ზიანს... დაბრუნდი, ჩემო ცოდვილო დედა, დაბრუნდი, ვიდრე არ არის გვიან !
მარიამ კოზმანიშვილი
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 11.05.2012, 14:14 | Сообщение # 88 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ***
კლავიშებს ეხება დაღლილი თითები, თეთრები შავ ნოტებს ვერასდროს ხვდებიან, და სადღაც შორიდან ნატკენი სიმები საკუთარ სევდიან ამბავზე ყვებიან.
ნინო ალადაშვილი
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 11.05.2012, 14:23 | Сообщение # 89 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ტკივილი კაწრავს სულს
ტკივილი კაწრავს სულს - გახელებით და მამალივით ყივის სიფხიზლე. როდის დავკარგე ის წლები, ნეტავ , მე რომ გულდაგულ შემოვიხიზნე?.. ვინ დამიხია სიცილის ფარდა, ან ვინ დაკემსა ცრემლის ძაფებით? ან ის მზისფერი კაბა რა იქნა, ყრმობის ღიმილად გზებზე ნაფენი?.. როდის დაკეცა ოცნებამ ფრთები, რად აღარ ვცდილობ ცაში აფრენას? როდის გაყუჩდა, როდის დადინჯდა
მარიამ კოზმანიშვილი ის სიკისკასე და აღმაფრენა?.. გამქრალა ყრმობის ყველა მირაჟი, დღეს სინამდვილე მბოჭავს ძალუმად. ის ჭინკებიც და ის ფერიებიც სადღაც უკვალოდ გადამალულან. დაღვინებულა ჩემი მერმისი, მუხლმოდრეკილი ვფიცულობ შენს მზეს. შეგუებული - პოვნას, დაკარგვას, კვლავაც ახალს და შეუცნობს ვეძებ
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 11.05.2012, 15:48 | Сообщение # 90 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ზაფხულის წვიმა
ვიცი, გადამრევს ზაფხულის წვიმა და წუთისოფლის ზანტი ეტლები, ასე ყოფილა დიდი ზნის წინათ, ასე შეშლილან სხვა პოეტები. ვიცი გამამხელს სადმე ცდუნება, დრო ჩამემსხვრევა თვალში სიზმრებად, ქარი წამოვა ვით ერთგულება - და შენსკენ, მავალს შემეხიზნება. თეთრი ქედნები მასხედან მხრებზე, ვიღაც მაკავებს ცისკრის ძაფებით - თქვენ ჩემში პოეტს ამაოდ ეძებთ, მე მხოლოდ სურვილს ვეთამაშები. ვიცი, გადამრევს ზაფხულის წვიმა და წუთისოფლის ზანტი ეტლები. ასე ყოფილა დიდი ზნის წინათ, ასე შეშლილან სხვა პოეტები.
თემურ ჩალაბაშვილი
|
|
|
|