ჩვენი საყვარელი ლექსები
|
|
nukria | Дата: ოთხ, 16.05.2012, 12:16 | Сообщение # 101 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| * & *
როცა გეძახი,როცა მინდიხარ, როცა გენდობი და როცა გელი, ჩემგან ყოველთვის მაშინ მიდიხარ და გამოწვდილი მირჩება ხელი.
როცა მოვილტვი,როცა მიყვარხარ, როცა მოგდევ და შენობას ვნატრობ, ვიღაცას სწორედ მაშინ მიჰყავხარ და ჩემი წილი ალერსით ათრობ.
როცა მწყურიხარ,როცა მაგიჟებ, როცა გიჩოქებ,როცა ვენთები, მაშინ დუმილის ზღურბლზე აბიჯებ და ცრემლად დამდის წვიმის წვეთები.
როცა ვივსები,როცა ვარ შენი, როცა გნებდები,როცა მინდიხარ, როცა ვიჯერებ,ჩემს ყოფას შვენი, ჩემგან ყოველთვის მაშინ მიდიხარ...
მანანა ფრუიძე
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 17.05.2012, 15:24 | Сообщение # 102 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| * * * ის თეთრი იყო, უსაზღვროდ თეთრი, ის მათ არ ჰგავდა, არ იკარებდა ჭუჭყსა და ტალახს და ამიტომაც მათ ვერ იგუეს, რად არ გვგავხარო? და ასე თეთრი რატომ, რად ხარო? შენც ჩვენნაირი რატომ არ ხარო?! გადაუარეს, გადათელეს, გადაამსხვრიეს, მაგრამ ვერ ჩაკლეს, ის ისევ აღსდგა! მისი ადგილი არ იყო მათთან.. გაარღვია და გაფრინდა, გაჰყვა, მზის სხივებს გაჰყვა! ..... მერეღა მიხვდნენ და აღიარეს და გააღმერთეს... მაგრამ რაღა დროს? – ქვა ნასროლია, ტალახიც, ჭუჭყიც... და ეს ქვა მხოლოდ ჩვენს თავს ვესროლეთ, მას არაფერი, სულ არაფერი... მას ვერაფერი, სულ ვერაფერი ... ეს ჩვენ დაგვაკლდა მხოლოდ და მხოლოდ.. მას ? – მას არაფერი არ დაჰკლებია! ....... ის თეთრი იყო, უსაზღვროდ თეთრი!
––––––––– ირმა ზუმბულიძე
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 17.05.2012, 15:37 | Сообщение # 103 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ***
არ ვარ მე შენზე ნაწყენი, ღმერთია მოწამე, უბრალოდ ეჭვებმა შემშალეს, ეჭვებმა მომწამლეს, არ ვიცი ახლა რა მიშველის, არ ვიცი რა გიყო, სჯობია შევრიგდეთ, კამათი – არავინ გაგვიგოს, თუმცა კი არ არის საშველი, ვერ გამოვსწორდები, როცა კი ღვთის ნებით ახლოს ვართ, მე მაშინ გშორდები. და მგონი ასეთად დავრჩები სამარის მიწამდე, რა მოხდა, ასეთი მიმიღე, ასეთი მიწამე. არ ვარ შენდამი გულგრილი, ღმერთია მოწამე, უბრალოდ ეჭვებმა შემშალეს, ეჭვებმა მომწამლეს. ხომ იცი არ მსურდა გვეჩხუბა, ეს ერთიც შემინდე, თუ გინდა ხვალ კიდევ ვიჩხუბოთ, ოღონდ დღეს შევრიგდეთ.
დათო ახლოური
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 18.05.2012, 16:33 | Сообщение # 104 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ***
როგორ დაგვიშორდა გზები, ტკბობის ოკეანეც ჩაშრა, შენ რომ მანდ დამეძებ გზნებით, მე აქ სიმარტოვე მშანთავს. თითქოს ლექსიც ვეღარ მშველის, სულსაც ღამის მწუხრი უყეფს, სევდა მომრევია მწველი, ერთ დროს ძლიერსა და უტეხს. ჩუმად ვეცრემლები ფურცლებს, ნაწერს წერტილებად ერთვის, ჩემს გზას ერთფეროვანს,უცვლელს, უკვე ვეღარაფრით შევცვლი. გავცქერ ჩემს გასავლელ ბილიკს, მგონი მივადექი კიდეს... ზოგი...მომაყოლებს ქილიკს, ზოგი...მომაშველებს კიბეს...
გიული ჩქარეული
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 18.05.2012, 16:37 | Сообщение # 105 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მაისის ლექსი
წინ სისველეა მაისის წვეთით
და თავდახრილი მთვარის სიმშვიდე,
არ მავიწყდება ყოფნა შენს გვერდით,
როგორც სიზმარი ვერ ავირიდე.
ტრიალებს სულში სუსხი თებერვლის
და თოვლის ცქერა რა ალმაცერი,
შენი ღიმილი მათოვს ღაწვებზე,
ზამთრის ბოლოს რომ გადმომაცერი.
დღეს კვლავაც მარტო ავივლი ქუჩას,
სადაც სითბოს ვგრძნობ შენი აივნის,
მონატრებას ხომ კიდე არ უჩანს,
ნამაისარი ვნებებით ივნისს.
თვალი უწინდელ ამბავს იხსენებს
და უპეები სავსეა ქალით,
რომ მივეყრდნობი ნაცნობ ნეკერჩხალს,
ტანზე წვიმა რომ დასდის კანკალით.
ფარული დარდი მეყრება ხმაში
და მომინდება ღერი თამბაქო,
მეც მსურს ცხოვრებას განზე განვუდგე
და ლექსი ყვითლად შემოვალაქო.
მაგრამ ფეხს ითრევს ძველი დამბაჩა,
თითქოს ცოდვისგან დაღალულია,
ტყვია ყოველთვის პირით უჭირავს
და სამიზნე კი სიყვარულია.
მიტაცებს სველი მთვარის, ღარიბი
და მუდამ მთვრალი კაცის ფარდული,
უწინდებურად დავრჩები ქოხი,
მე კედელ-კედელ შემოძარცული.
გაძარცულ ქოხში შემრჩება კვარი,
როგორც ნაშრეტი გულისგან გრძნობა,
დილით გიხილო მსურს იის ცვარი
და სილაჟვარდის ნათევი თრობა.
ვერცხლის სურათი დამყურებს თავზე,
ნელა ეხვევა ღრუუბლის საბანში,
და არსადა ჩანს ქალი ღვთაება,
თმაგადაშლილი თეთრ სარაფანში.
ძვირფასო, იცი, ახლაც კი მახსოვს
ბავშვური კარგვა ოკეანეში
და სიყვარულის ცრემლით მონათვლა
შენი თვალების იორდანეში.
ირაკლი ყიფიანი
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 18.05.2012, 18:15 | Сообщение # 106 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სევდა - თქმული ანბანურად ...
... აზრი, რომელიც არ მომივა... ... ბგერა, რომელასც ვერ ავიღებ... ... გრძნობა, რომელსაც ვერ გავიგებ... ... დილა, რომელიც არ თენდება ... ... ელვა, რომელიც არ დამივლის... ... ვნება, რომელიც გვერდს ამივლის... ... ზარი, რომელიც არ დარეკავს... ... თოვლი, რომელიც აღარ მოვა... ... ია, ჩემთვის რომ არ ამოვა ... ... კვალი , რომელიც უკან მრჩება... ... ლექსი, რომელიც არ ითქმება ... ... მზერა, რომელიც ჩამიქრება ... ... ნამი, თვალში რომ გამიქრება ... ... ოხვრა, რომელიც ამომხდება ... ... პულსი, რომელიც გაჩერდება ... ... ჟანგი, ფერებს რომ დაედება ... ... რკალი, რომელიც დასრულდება ... ... სიტყვა, რომელიც უნდა მეთქვა ... ... ტილო, რომელიც ვერ დავხატე ... ... ურო, საფეთქელს ისევ რეკავს ... ... ფიქრი, ტკივილით გამოვხატე ... ... ქარი, სევდიანად ისევ ცეკვავს .... ... ღმერთი, რომელიც ვერ ამოვხსენ ... ... ყურში ჩამესმება მელოდიად... ... შენ, რომ ვერასოდეს ვერ გიმღერე... ... ჩემი უსასრულო ტკივილია... ... ცა კი ისევ სხვისთვის გაიხსნება... ... ძველი არაკები მახსენდება ... ... წავალ, იმ ქვეყანას მიმელიან ... ... ჭრელი ბედაური გახელდება ... ....ხედავ? -მთვარეს შუქი მილევია ... ... ჯავრი გულზე ცეცხლად მომდებია... ... ჰაერს სინანული მორევია ...
----------------------- ავტორი - ირმა ზუმბულიძე
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 18.05.2012, 23:25 | Сообщение # 107 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** ერთმანეთისგან ჩვენ ისე შორს ვართ და მონატრების დაგვქანცა სევდამ. არ შეგიძლია შენ ჩემთან მოსვლა, ახლა მე უნდა მოვიდე შენთან. შენ მიწაში და მე მიწის გარეთ, შუაში მიწის საზღვარი გვიდევს. მაინც მგონია ,ძალიან მალე დაბრუნდები და იცოცხლებ კიდევ. არ მინდა შენი საფლავის ნახვა, არ მინდა შენი სიკვდილი მწამდეს. რატომღაც მჯერა,დრო მოვა,გნახავ, გადაგეყრები უეცრად სადმე. გაგიხარდება,გამოდებ ხელკავს, გამიღემ და თავს დახრი მორცხვად დაქაშუაეთთან ზარების რეკვა გვამცნობს ნანატრი აღდგომის მოსვლას.
(ვახტანგ ხარჩილავა)
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 20.05.2012, 23:29 | Сообщение # 108 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** მე ხომ არასდროს მითქვამს შენთვის როგორ მიყვარხარ?! ან იქნებ მითქვამს, მაგრამ სიტყვებს როდი აქვთ ძალა, გააფერადონ სივრცე ჩემს ბაგესა და შენს შორეულ ოცნებას შორის...
...მე შემიძლია ის ფანქარი ავიღო , რომელიც წუხელ, ჩათვლემის წინ ეჭირა მთვარეს და ხატავდა გზას...განთიადისკენ... მაგრამ იქნება ეს საკმარისი, რომ გავთქვა ფიქრი, გულისგულში საიმედოდ გადამალული?!
(ქეთევან გარაყანიძე)
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 23.05.2012, 00:48 | Сообщение # 109 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ***
შენ თვალებიდან აპრილი გცვივა, იღვიძებს დილა რძისფერი კაბით. წელმოწყვეტილი იები მტკივა, შენ მაპატიე, თუ შემიყვარდი. წუხელის წვიმამ დატბორა გზები, და აჩრდილივით გეძებდი ქარში, შენ თვალებიდან გცვივა იები, და გაზაფხული გიფეთქავს ტანში. იასამნებად გეტყობა წლები, დამაქვს ზღვისფერი შენი სურვილი, მინდა გიყურო შორიდან გზნებით, მინდა მოვიკლა ასე წყურვილი. მინდა გაფრენა ოცნების ფრთებით, მარტმა ფიქრები ისევ არია, მიყვარხარ-ამას ნუ მეკითხები, თუ გინდა გეტყვი, გეტყვი ძალიან...
მამა პეტრე
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 25.05.2012, 15:31 | Сообщение # 110 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| უფლის ცრემლი
ისევ წვიმა, ისევ წვიმა, იყოს, იყოს ის, რაც არის, ეს წვეთები ისე ბრწყინავს, როგორც შუქი მზის და მთვარის. ღვთის მადლს იღებს დედამიწა, ბრუნავს, ბრუნავს ზეცის კარი, უფლის ცრემლი მოდის წვიმად, ზეცად ტირის მაცხოვარი. რა ატირებს მაღალ უფალს, რად ზუზუნებს ცივი ქარი? საქართველო ძლივსღა სუნთქავს წელში მტრობით გადამტყდარი. მოდის წვიმა... მოდის წვიმა, ღიად რჩება ზეცის კარი.
ნინო როსტომაშვილი
|
|
|
|