ჩვენი საყვარელი ლექსები - Page 374 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ჩვენი საყვარელი ლექსები
nukriaДата: კვ, 06.09.2015, 14:57 | Сообщение # 3731
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ რომ გგონია ზეცის ბოდვები,
ის ქარი მთისკენ ანაქროლია,
შენს ბედისწერას ვერ გაშორდები,
არცა თქვა, ბედი არა მქონია.

დიდი იმედის ნუ გაქვს იმედი,
უდავოდ ენდე, თუ ის გენდობა,
გწამდეს იმედის, თუნდაც მცირედის,
მკრეხელობაა უიმედობაც.

გაოგნებული მიმზერ ვით ხარი,
ვაჰ თუ გგონივარ ღმერთი გამრიგე,
ხომ ვერ გაიგე, რაც მე გითხარი,
და შენ გგონია,
რომ მე გავიგე?

ჯანსუღ ჩარკვიანი
 
nukriaДата: კვ, 06.09.2015, 15:15 | Сообщение # 3732
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ალბათ ასეთი ვარ ცოტა არეული,
დამყვა ხასაითი მარტის ამინდივით,
დიდი სიყვარულიც უცებ მოვარდნილი
ვიცი ჩემებური უფრო კაპრიზივით.

ფეხქვეშ ამერია დღესაც დედამიწა
და ცის დამხობაზე არ მაქვს სინანული,
ალბათ ასეთივე ცოტა უცნაური დამაქვს
ოცნებებიც,ზოგჯერ ტირანული.

ქარის წისქვილებთან ბრძოლით დავიღალე
ფრთები შევალეწე გავხდი ინვალიდი,
ალბათ ჩემებურიც ვიცი გაბრძოლება,
ბოლო გაღიმებაც კარგი, სიკვდილის წინ.

ალბათ ასეთი ვარ ცოტა უცნაური,
და ნუ გამიკარებთ ხალხნო სიახლოვეს,
ვიცი აგიწეწავთ ყველას მშვიდ ცხოვრებას,
მერე ხელს ჩავჭიდებ ისევ სიმარტოვეს...

გიო ანდრონიკაშვილი
 
nukriaДата: კვ, 06.09.2015, 15:17 | Сообщение # 3733
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე სული ჩემი ფეშქაშად
შენთვისცა შემიწირია.
შენს სიყვარულზე სიკვდიდმდე
მაქვს გასატანი პირია.
დაო, შენც იცი, შორს მყოფსა
მაჭკნობს უხსნელი ჭირია.
პავლე სწერს მოციქულიცა:
"სჯული არს სიყვარულია".

მცირედიღა მაკლს სიკვდილსა!..
ეს არს, მოვიდა ჟამია!..
ტილოს ვმზერ ჩემად პერანგად!..
მიწას მითხრიან!.. ვა-მეა!
ვინ დამიტირებს? არვინ მიცვს,
არვის აქ ცრემლთა ნამია!..
ოდეს ვესტუმრო მიწასა,
გახსოვდე მაშინ - ძამია!
 
nukriaДата: კვ, 06.09.2015, 16:03 | Сообщение # 3734
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღამეში ყოველ წამს.
რასაც არ მთხოვ გეტყვი ხოს,
ნუ მთხოვ ოღონდ კაცის კვლას.
წელიწადის ყოველ დროს,
დღე-ღამეში ყოველ წამს
რასაც არ მთხოვ გეტყვი ჰოს,
ნუ დამიშლი ოღონდ სმას.
წელიწადის ყველა დროს
დღე-რამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ გეტყვი ხოს
ოღონდ დარჩი კიდევ ხანს...
წელიწადის ყველა დროს
დღეა-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ გეტყვი ხოს
მერე რა რო კოცნი სხვას?!
წელიწადის ყველა დროს
დღე-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არმთხოვ გეტყვი ხოს
რა მოხდა რომ, ეჭვი მჭამს!
წელიწადის არც ერთ დროს
დღე-ღამეში არც ერთ წამს
არაფერზე მეტყვი ხოს,
შენი მაინც მუდამ მწამს!
 
nukriaДата: კვ, 06.09.2015, 16:17 | Сообщение # 3735
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ - ჩემი ქრონიკული სიყვარული
მე - შენი ქრონიკული მონატრება,
სახადი, რომელიც ჩემია და
რომელიც არასოდეს მომეხდება.
შენ - ჩემი სისუსტე და სიძლიერე,
მე -შენი შიში და შეშფოთება.
"თქვენ, ალბათ, თავადის ქალობა გსურთ,
დაბრძანდით, გარეთ ეტლი გველოდება".
დღეები მიდიან და გვშორდებიან,
ბადე სადღაც გდია დასაკემსი,
მე - რა გჭირს, ხომ არ დამეღალე?
და ცივი პასუხი "არაფერი".
"იქნებ სიზმარია ყველაფერი.?"
იყუჩე, ნუ ცდილობ გაიღვიძო,
ცხოვრების მტანჯველ სისატიკეს
ნუ ცდილობ, თვალებში გაეხირო.
და თავადს უმიწოს და უმოსახლოს
მომდევს წუთიერი შეშფოთება -
ვაითუ თავადის ქალს მოჰბეზრდეს და
წავიდეს - გარეთ ეტლი ელოდება...

გიო ანდრონიკაშვილი
 
nukriaДата: კვ, 06.09.2015, 16:28 | Сообщение # 3736
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წაიღე ნიღბები, დანისლულ სამყაროს
სცადე რომ დაატყო შენი ანაბეჭდი,
გადაბმულ წარბებზე გადევი კიბე და
ტუჩებზე ტუჩებით მაცადე თარეში.

მაჩუქე სულყველა ფიქრი და ოცნება,
რაც კი გაქვს სათქმელი გამანდე ბოლომდე,
დავხატოთ და თუ კი ფერები მოგვრჩება,
მე გაგაფერადებ, შენ მხოლოდ მომენდე.

მოვყვეთ და შევთითხნოთ ახალი ზღაპრები,
სადაც არ სრულდება არასდროს თორმეტი,
მივწეროთ ერთმანეთის ასობით წერილი
და აღარასოდეს არ გავხსნათ კონვერტი.

გიო ანდრონიკაშვილი
 
nukriaДата: კვ, 06.09.2015, 16:30 | Сообщение # 3737
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
...საოცარია, ჩვენთან ისევ მოვიდა მარტი.
დღეს პოეტები შემოდგომად შფოთავენ ძილში.
მე კი უბრალო მაწანწალა, ვითხოვ გიყვარდე
და ამ სურვილით მთელ სამყაროს ვუდგები ჯიბრში!

ამ ღერსაც ისე სწრაფად ჩავწვავ როგორც ცხოვრებას.
ვიღიმები და ვგრძნობ,რომ მიცდის სადღაც სიკვდილი.
მუზებმა, ალბათ, დამანათლეს ბედი , მეწერა
და შემატოვეს ამ სამყაროს ლექსებმისჯილი...

გიო ანდრონიკაშვილი
 
nukriaДата: კვ, 06.09.2015, 16:33 | Сообщение # 3738
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დღეს შენი სურვილი დამაქვს სხეულით და
ისეთი ამინდია, დალევა მოგინდება.
მე ვარ გადაღლილი მკვდარი ისტორიით,
ჩემი მომავალი შეთხზან მოირებმა.

ვწერ ლექსებს და ისევ არაფერს ვინანიებ.
დროა, რომ ვერიდო ფანჯრებს კილომეტრზე.
ვიცინი უნებურად, ყველა უნიჭობა
ღიმილს მგვრის, საოცრად მინდება შემირიგდე.

ვუყურებ მზის ჩასვლას, როგორ მომენატრე...
და ვითვლი რამდენი ვიარე უშენოდ.
ეგოსიტი ვიყო თუნდაც, არაუშავს,
თქვენც თუ გადაგღალეთ დამტოვეთ მუზებო.

მე ვარ გათანგული, ძველი ისტორიით.
ჩემი ბედისწერა წერონ მოირებმა.
დღეს შენი სურვილი დამაქვს სხეულით და
ისეთი ამინდია დალევა მოგინდება...

გიო ანდრონიკაშვილი love.gif
 
nukriaДата: კვ, 06.09.2015, 16:35 | Сообщение # 3739
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დროო, უდროოდ ნუ იქადნი შენ ჩემს ცვლილებას,
არც ახალია ეგ ქადილი და არც ძველია...
თვით პირამიდაც, რაგინდ სდევდეს ჟამთა დინებას,
მაინც წარსულის ზმანებათა სამოსელია.

დღემოკლენი ვართ და მიტომაც ასე გვგონია,
მხოლოდ ჩვენ გვესმის საოცარი შენი ზღაპარი,
რომ წუთისოფლად დაბადებას აზრი ჰქონია
და ჩვენ გვეკუთვნის ეს სიცრუის თავშესაფარი.

მაგრამ მე ვხედავ, რა მუხთალიც გიპყრობს ზრახვები,
სხვების დათესილს როცა იმკი სხვაგან მოსავალს,
რა შემზარავი მაცდურობით დაგვენახვები,
სიკვდილის გარდა, რომ ვერ ვპოვებთ სხვა გამოსავალს.

მიტომაც ვფიცავ, სიცოცხლე რომ ჩაივლის მთელი,
ვერ შემცვლი ვერც შენ და ვერც შენი სიკვდილის ცელი
 
nukriaДата: კვ, 06.09.2015, 16:38 | Сообщение # 3740
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
საირმეში დამესიზმრა ფურირემი,
მკერხატულა, ყელმაღალა, გიშრისთვალა,
დამინახვს სილამაზე ქვეყნად ბევრი,
არასოდეს შევხვედრივარ იმისთანას.

ხელთუქმნელი ქანდაკივით იდგა მთაზე,
ცისარტყელა ციდან რქებით ჩამოჰქონდა,
შენი ჰქონდა მჩქეფარება და სინაზე,
ყელიც შენი, თვალთა შუქიც შენი ჰქონდა.

ბროლის თასით გავუწოდე წმინდა წყალი,
არც მომხედა, თვალი სადღაც გაურბოდა,
სულ ტყუილად შევხაროდი მე საწყალი,
იმ ურჯულოს, თურმე გულიც შენი ჰქონდა...
 
ძებნა:

მოგესალმები Гость