ჩვენი საყვარელი ლექსები
|
|
nukria | Дата: პარ, 26.02.2016, 18:38 | Сообщение # 4251 |
![nukria](/.s/a/21/564026709.png) Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გთხოვ რომ მოხვიდე მზისფერი კაბით, არ დაიშალო, გქონდეს ნაწნავი, მოდი და მერე, მაგ ორი საბლით ლოყაზე ვნება შემომაწანი.
და როცა ორი წყვილი ალმური ააბრიალებს კოცონს ზეცამდე, რაც იყო გულში გადამალული ნუღარ დამალავ, ჩემთვის... ეცადე...
მერე კი, მერე, თუგინდ გაწვიმდეს, თავზე დაგვატყდეს დელგმა და თქეში... რაც შენს თვალწინ დევს, რაც ჩემს თვალწინ დევს, ეს ყველაფერი შემოვა ჩვენში!
ჩვენში შემოვა ეს გაზაფხული, ეს ყვავილები... ზეცა... ბუნება... მაგ წამწამების ნაზი ფახული ლოყაზე ფრთხილად მელამუნება...
ეს სიზმარია... ცხადში დამწვარი გული ოცნებებს ფიქრებში ლამბავს... არ დაიშალო, გქონდეს ნაწნავი და ნუ გაიხდი მაგ მზისფერ კაბას
კახა შალამბერიძე
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 26.02.2016, 20:01 | Сообщение # 4252 |
![nukria](/.s/a/21/564026709.png) Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| რა შორს წავედი
საკუთარი თავიდან
შენში...
ვინ იფიქრებდა...
ერთხელ მაინც გეთქვა:
შეჩერდი...
რომ საშიშია შენი სიღრმე
და რომ უკან
ვერასოდეს ვერ დავბრუნდები...
რამდენი რამე დაგაბრალე,
ხედავ?
იყვირე,
რომ სიცრუეა ყველაფერი
და რასაც ვყვები შენზე და შენში -
ერთი ღამის სიზმარი იყო...
იყვირე, გესმის?
გამომაღვიძე... გამომაფხიზლე
შენი ძილიდან...
მითხარი: რისთვის შემოვეხეტე,
რა დამკარგვია,
ან რას დავეძებ?!!...
ხმა ამოიღე, რამე მითხარი
და რასაც მეტყვი,
აღარ დავეძებ...
რა შორს წავედი
საკუთარი თავიდან
შენში.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 26.02.2016, 20:02 | Сообщение # 4253 |
![nukria](/.s/a/21/564026709.png) Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| 'აბა გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას, გიპოვი სადმე და ქვეყანას დაგიმტკიცებ, მე შენი თვალებით შევხედავ სამყაროს არ გჯერა? თუ გინდა იებზე დაგიფიცებ ''პატარა იების სიცოცხლეს გეფიცები, მათ ახლად ახელილ თვალებს'' ო! ისე ლამაზად მეყვარები შენს თავს შენ თვითონვე შეგაყვარებ, არა გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას, გიპოვი სადმე და ქვეყანას დაგიმტკიცებ მე შენი თვალებით შევხედავ ყვავილებს არ გჯერა?თუ გინდა იებზე დაგიფიცებ ''პატარა იების სიცოცხლეს გეფიცები''.--დათო კრაწაშვილი
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 26.02.2016, 20:03 | Сообщение # 4254 |
![nukria](/.s/a/21/564026709.png) Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე სიყვარულში აწი ვეღარ გამოგიტყდები... ვეღარ გაგიმხელ ჩემი გულის მწარე იარებს ... და თუ სიყვარულს წმინდა გულით არ დამპირდები, წადი!!!! იარე!!! საუბედუროდ, შენთან ახლოს ვერ გავჩერდები... გრძნობები ჩემი ცივი ხელით დაარიალე... ვიცი, რომ ტკბილად ორივენი ვერ დავბერდებით, გასწი!!! იარე!!! ო, საბოლოოდ მივხვდი ყოველს, მივხვდი და ვნანობ... დამახრჩობს, ალბათ შავ გრძნობების ავი მდინარე მე შენ გეძახი , მაგრამ , რადგან წასვლა გიბრძანე ... მოიცა.... ანდა.... ვაი, რა ვქნა...
.....
წადი.................. იარე!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 26.02.2016, 20:15 | Сообщение # 4255 |
![nukria](/.s/a/21/564026709.png) Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ''მალ-მალე უნდა ხვდებოდესგულს სიყვარულის მახვილი,- თორემ იქნები ეული,მიტოვებული სახლივით, უსიხარულოდ ნატანჯი,უსიხარულოდ დაღლილი, უმზეო გზებით მავალი,უმზეო ცეცხლზე დახრილი. რომ დეკემბერშიც გესმოდესმელოდიები აპრილის: რომ უდაბნოშიც თვალს გჭრიდესოქრო,უფლისგან დაღვრილი: რომ შენში მუდამ ფეთქავდესმზე, ტანზე იებდაყრილი,-მალ-მალე უნდა ხვდებოდეს,ზესკნელებიდან სწვდებოდეს გულს სიყვარულის მახვილი!''
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 26.02.2016, 20:15 | Сообщение # 4256 |
![nukria](/.s/a/21/564026709.png) Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ''მალ-მალე უნდა ხვდებოდეს გულს სიყვარულის მახვილი,- თორემ იქნები ეული, მიტოვებული სახლივით, უსიხარულოდ ნატანჯი, უსიხარულოდ დაღლილი, უმზეო გზებით მავალი, უმზეო ცეცხლზე დახრილი. რომ დეკემბერშიც გესმოდეს მელოდიები აპრილის: რომ უდაბნოშიც თვალს გჭრიდეს ოქრო,უფლისგან დაღვრილი: რომ შენში მუდამ ფეთქავდეს მზე,ტანზე იებდაყრილი,- მალ-მალე უნდა ხვდებოდეს, ზესკნელებიდან სწვდებოდეს გულს სიყვარულის მახვილი!''
''დიდი ხნის მონატრებულს შუბლით შუბლზე რომ მიეყრდნობი, დახუჭულ თვალებით ერთმანეთის უთქმელ სიტყვებს რომ დაინახავთ,- მაშინ გულები, როგორც ბედნიერი ქედნები, ჩამოსხდებიან უფლის ხელისგულზე და სიყვარულის საგალობელს იღუღუნებენ....''
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 26.02.2016, 20:16 | Сообщение # 4257 |
![nukria](/.s/a/21/564026709.png) Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ''მე ვთხოვ მათ, აიღონ ლექსი და გახედონ სინათლეზე, როგორც ფერად სლაიდს, ან მიაყურადონ ზუზუნს მის შიგნით. ვუთხარი,ჩასვან ლექსში თაგვი და უყურონ, როგორ გამოიკვლევს იქიდან გზას. ანდა თვითონ შეაბიჯონ ლექსის ოთახში და ხელის ცეცებით ეძებონ ჩამრთველი. ანდა ისრიალონ ლექსის ზედაპირზე წყლის თხილამურებით და ხელი უქნიონ ავტორის სახელს, ნაპირზე დარჩენილს. მაგრამ მათ მხოლოდ ერთი უნდათ- ლექსი ბაწრით მიაბან სკამზე და წამებით გამოსძალონ აღიარება. უკვე ურტყამენ რეზინის ხელკეტს, რომ ათქმევინონ,რაა მასში ნაგულისხმები.''
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 26.02.2016, 20:42 | Сообщение # 4258 |
![nukria](/.s/a/21/564026709.png) Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ''მე ვთხოვ მათ, აიღონ ლექსიდა გახედონ სინათლეზე, როგორც ფერად სლაიდს,ან მიაყურადონ ზუზუნს მის შიგნით. ვუთხარი,ჩასვან ლექსში თაგვიდა უყურონ, როგორ გამოიკვლევს იქიდან გზას. ანდა თვითონ შეაბიჯონ ლექსის ოთახშიდა ხელის ცეცებით ეძებონ ჩამრთველი. ანდა ისრიალონ ლექსის ზედაპირზე წყლის თხილამურებით და ხელი უქნიონ ავტორის სახელს,ნაპირზე დარჩენილს. მაგრამ მათ მხოლოდ ერთი უნდათ-ლექსი ბაწრით მიაბან სკამზე და წამებით გამოსძალონ აღიარება. უკვე ურტყამენ რეზინის ხელკეტს,რომ ათქმევინონ,რაა მასში ნაგულისხმები.''
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 26.02.2016, 20:44 | Сообщение # 4259 |
![nukria](/.s/a/21/564026709.png) Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ''ისინი ამბობენ,რომ ლექსისთვის საზიანოა მის შესახებ ლაპარაკი,ვიდრე დაასრულებ. თუ შენს გარეთ დროზე ადრე გაახედე,გვაფრთხილებენ, შეიძლება გაფრინდეს და ვეღარც დაიჭერ. მე მათ სავსებით ვეთანხმები. ხომ გახსოვს ღამე,როცა გითხარი, რომ მინდოდა დამეწერა ლექსი შეშლილზე (ეს სახელი გაზეთებმა ნაჩქარევად გამოუძებნეს), რომელიც დანით და ჩაქუჩით, და არა კალმით, თავს დაესხა ხელოვნებას პრაღისა და ამსტერდამის მუზეუმში. ''ისინი არიან ნამდვილი მხატვრები'', თქვი შენ და ჭიქაში ჩააგდე ყინული, ''სახრახნისი- მათი ფუნჯია''.
''ვანდალი-რესტავრატორია'', განაგრძობდი და თან ყინულს ურევდი კოვზით, ''თუ ვინმეა ბარბაროსი,-რესტავრატორი, თეთრი ხალათით შემოსილი,როგორც ექიმი, რომელიც კერავს პეიზაჟის ღია ჭრილობებს და ანგრევს ნამდვილ ხელოვნებას,ხელოვნებას ნანგრევების და შეშლილობის''
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 26.02.2016, 21:16 | Сообщение # 4260 |
![nukria](/.s/a/21/564026709.png) Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ახლა მოვკვდებოდი... (ბევრჯერ დამიწუნეს წერა სიკვდილზე და, მაინც მეწერება) გულზე დავიწყობდი მინდვრის თაიგულებს_ ღიღილოების ან, მშვიდი ენძელების...
მზერას გავატანდი წყაროს სამღარიანს, ღიმილს_მაისის ქარს,_ხეებს დაურიგოს. სადღაც ნიკორები მიწას ჩაბღავიან... დები იტირებენ ალბათ "ძამულიკოს".
მერე დაიწყება წლები დავიწყების, ცელით დაატყობენ მიწას ნაბილიკარს... ძვლები გათეთრდება_ დედის საფიცრები, მხრებში მოიხრება ძველი ბაზილიკაც.
მეხი დააფეთებს სადღაც მიკიოტებს. (ნატვრით როდის იყო, გზები მოკლდებოდნენ!) მე ახლა მზისკენ უნდა მივდიოდე, ჩემი კლდე-ბილიკით უნდა მივდიოდე, ხევებს და ქარიშხლებს უნდა მივკიოდე, თუმცა... რომ შემეძლოს, ახლა... მოვკვდებოდი.
ნუკრი ბერეთელი
|
|
|
|