ჩვენი საყვარელი ლექსები - Page 428 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ჩვენი საყვარელი ლექსები
nukriaДата: შაბ, 27.02.2016, 00:10 | Сообщение # 4271
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სულ გზაო და მხედარო...

ჩემო დაუსაბამო,
მოუთვლელო და მოულეველო,
მარადიული ქორწილის ნეფევ
და მარადიული ომის მებრძოლო,
სულ ტანჯვით ამაღლებულო,
სულ მარცხით გამარჯვებულო,
სულ სიმცირით განდიდებულო,
მადლგაუქრობელო,
სულ გზაო და მხედარო,
სულ შეუძლებლის შემძლებელო,
უკირქვოდ მაშენებელო,
სულ უხრწნელო,
სულ სიყვარულო,
უძლურთ იმედო, სნეულთ მკურნალო,
მართალგზით მავალო,
მე ხომ რუსთაველი არ ვარ,
სიტყვა გითხრა და დაგიტიოს.
მე ხომ მოდრეკილი არ ვარ,
გიგალობო და გეკადრებოდეს,
შენზე მობარებული ბრმა ყრუ-მუნჯი ვარ,
შენი ჩაუსვლელი მზით ვცოცხლობ,
გულის ჩინით ვგრძნობ,
რომ შენ, წმინდაო გიორგი -
საქართველო ხარ!
შენ ხარ საქართველო -
ბედთან მორჩილების ნიჭით მებრძოლი!
დღისა და ღამის ერთობა,
სამასსამოცდახუთი კი არა,
უთვლელი და საუკუნო!
შენ ხარ სული სულარსებობის!
შენ ხარ საქართველო - საკვირველმომქმედი.
ჩვენ სულ მოიმედენი ვართ
შენი ძალის, შენი დიდების.
სულ მოიმედენი და სულ
ურჩობით უცხონებელნი.
როცა ზარები რეკავენ -
ეს შენ გვიხმობ და გვარწმუნებ,
რომ ჩვენც საქართველო ვართ.
და ვერ ვიჯერებთ და არ გვესმის,
რადგან საქართველო ისეთი სასწაულია,
როგორ შეიძლება, რომ ის ჩვენც ვიყოთ?
ჰოდა, გავრბივართ შორს,
გავრბივართ და იქიდან ვუმზერთ,
ვუცხოობთ, ვცრემლიანობთ, ვდარდობთ...
არადა, ხო სასწაულია და ხომაა ბედნიერება,
გყავდეს სამშობლო -
დიდმოწამე და ძლევაშემოსილი გიორგი!
და რა მცირედმორწმუნე უნდა იყო,
ეს რომ ვერ დაიჯერო!
როცა ზარები რეკავენ -
შენი ბედაურების ფლოქვების ხმა
არც ეტევა ცისა და მიწის შუა...
ვტირი, ვტირი და ვინ იცის,
ერთმანეთის თვალებიდან
როგორ გვიყურებს ღმერთი...

mariam wiklauri
 
nukriaДата: შაბ, 27.02.2016, 00:11 | Сообщение # 4272
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ახლა როცა ამ სტრიქონს ვწერ, "კურიერი"გადის მგონი
თან მთვრალი ვარ გახეთქილი, წეღან ვცეცხლე "ბადაგონი"

კარტოფილს წვავს ჩემი ცოლი, ჯერ არ იცის რომ ვარ მთვრალი
მეც "კურიერს"ვუსმენ წყნარად, მწვავს სასმელის ცხელი ალი.

ვუსმენ, მაგრამ რა აზრი აქვს, ცუდი ინფორმაციები:
"მოკლეს, მოკვდა, ააფეთქეს, გადაგვარდა ნაციები,

სტიქიაა, ხანძარია, მოიპარეს მანქანები
გაიხადა ანრიმ კლიპში, გაახარა მან ფანები"

ოხვრით ვუმზერ ცისფერ ეკრანს, ზეზეულად ვეწამები
"კურიერი" ისვენებს და ეთერშია რეკლამები.

თავი მტკივა, რამისაა გადამეწვას საფეთქელი
ვიღაც ხარობს: "საფენები გამოვიდა უფრო თხელი"

სადღაც ერთი მეფე ცხოვრობს, ზუსტი გვარი მეც არ ვიცი
რაღა მოგვკლავს, დღეს ტვალეტში მარტო მიდის მისი პრინცი.

მე მინდა, რომ ჩემი კალმით რეკლამები ვაკრიტიკო
თუმც იწყება "კურიერი" და გაგვაცნობს ამინდს დიკო.

ისევ ყინვა, ისევ წვიმა, აღარ მინდა, დავიღალე
ამ ამინდის გადამკიდე გავგიჟდები ალბათ მალე.

სპორტის ამბებს ჩვეულებრივ დაბნეულად ყვება დიმა
დიკო კვდება სიცილისგან, ზალიკოსაც გაეღიმა.

"ჰოლივუდის""ნიუსების" გაგება მე რაში მინდა,
თავს მოვიკლავ,სიხარულით, ტომ კრუზი თუ დაქორწინდა.

ამ დროს მოდის ჩემი ცოლი, ვითარც მხეცი, "სტრაშნი ზვერი"
ცოცხს მირტყამს და თან დამკივის: "ლოთო, კიდევ დაითვერი?"

ახლა როცა ამ სტრიქონს ვწერ, ვარ ნაცემი, თუმც ფხიზელი
მესმის ჩემი ცოლის წყევლა: "ნავთი ცეცხლე და დიზელი"

ასეთია ჩემი ბედი, შევეგუე თუმც მე ამას
ჰა, მთავრდება "კურიერი", ოხვრით ვუმზერ კვლავ რეკლამას...
 
nukriaДата: შაბ, 27.02.2016, 00:13 | Сообщение # 4273
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბრალი რა მედო ეგეთი

სულში - სიცოცხლე,
გულში - შენ,
თვალებში - ცა არ მეტია.
რაგინდ ფრთა შალოს ოცნებამ,
ცხადი ცხრა მტკავლით მეტია.
ეჰ, ჩემო ბედის პეპელავ,
მაინც საიდან სად გდიე,
ჩემი სახელის შროშანზე
ერთი ღამეც არ ათიე. . .
შენთვის რომ ნამს ვინახავდი,
სხვისთვის ცრემლებად ვანთხიე.
ბრალი რა მედო ეგეთი,
წამს საუკუნოდ გავდიე.
სულში - სიცოცხლე,
გულში - შენ,
თვალებში - ცა ვერ ჩავტიე!

***
შემოგეჩვიე...
როგორც ბალახი მზის სხივს.
მერე ჩავიწვი,
როგორც - მზის სხივზე თივა.
ახლა მშვიდად ვარ...
ჩიტის ბუდეში ვწევარ
და უშენობა
სიყვარულივით
მტკივა.
 
nukriaДата: შაბ, 27.02.2016, 00:13 | Сообщение # 4274
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლევან ხარანაულს

როგორც ნამათრახებ თეთრონებს,
ქარი ერეკება ღრუბლებს,
ჩემი ალიონის ცრემლებს და
შენი ფიქრებივით უბრებს

და შენ, ნათელი და მაღალი,
თხელი... აწოწილი ლამის,
გამორიდებული ქალაქს და
ჩრდილს კარგი პოეტი მამის,

დგახარ... აესკიზებ თვალებით,
ქარის ნამათრახებ ღრუბლებს,
ორღობის პატარძალ ასკილებს,
კუნელებს - ტყის ჭირისუფლებს.

ხარბად იმახსოვრებ დაფთილულ
ცას - უფლის ნაბოძებ ტილოს.
მსუბუქ თრობასავით ამინდის
ფერის გამორჩევას ცდილობ

და სული, მზის მირონნაგემი,
ფიქრებს გიფერადებს ქუფრებს.
დგახარ... აესკიზებ იორზე
ქარის ნამათრახებ ღრუბლებს.

სველ ტილოს ლაქები აყრია ნარგიზის

წვიმს, ბუხარს ფასი აქვს ფასდაუდებელი,
ხაწირზე ღრუბლები დადიან მალაყით,
ხარანაულებთან ლექსი მყავს მხლებელი,
ხაჭოს ხინკალი და ქლიავის არაყი.
ვერც არყით ვთვრებით და ვერც კარგი ლექსებით,
სველ ტილოს ლაქები აყრია ნარგიზის,
ფორტეპიანოსთან, მეტრის საკარცხულში
ამაყი ღიმილით ბესიკის ლანდი ზის.
ცეცხლი იჩინჩხლება დაკოჟრილ კუნძებზე,
ფიცხდება ხინკალი მთვარეს ნადარები,
კედელზე პოეტის ღიმილის მიზეზი –
ხარანაულების ნათელი თვალები
და წვიმა, ნანატრი ორიოდ კვირის წინ,
ღრუბლები ხაწირზე მავალი მალაყით.
და კრთება სარკმელთან დალანდულ ღიმილში –
ერთი კარგი მხატვრით ნაკლები ქალაქი.
წვიმს, ბუხარს ფასი აქვს ფასდაუდებელი...
 
nukriaДата: შაბ, 27.02.2016, 00:14 | Сообщение # 4275
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კიდევაც ვნახავ ხევსურეთს,
კიდეც ვილოცებ გუდანს;
მთაში დარჩენილ ხევსურებს,
არდავიწყება უნდა!
ასა, არღუნი, ანდაქი;
პირიქითაი ხევები;
უნდა მივხედოთ, ანდა კი
მას წაგვართმევენ დევები.
ღმერთო მაჰხედე ხევსურეთს,
საკლავებ იკლას ხატობას;
არ მახკლდებოდეთ ხევსურებს,
ჯიხვის რქა, ლუდი, დათრობა;
სანეს იღრეონ ვაჟებმა,
ათენგენას სცენ თაყვანი;
ხმალ ატრიალოს მაჯებმა,
მტერს არ ვეგონოთ ჯაბანნი;
ქალებს ექსოვოთ ფარდაგი,
ჭრელა-ჭრულაი ნოხები;
სალოცავს ხყავდეს ქადაგი,
საძოვარს ცხვარი ძროხები;
ცხოვრება მიჰქრის ტიალი,
გაჭენებული ცხენივით;
ადათთა ორომტრიალი,
წარსულს ეცემა ბერივით;
კიდევაც ვნახავ ხევსურეთს,
კიდეც ვილოცებ გუდანს;
მთაში დარჩენილ ხევსურებს,
არდავიწყება უნდა!!!

ხევსური გიო
 
nukriaДата: შაბ, 27.02.2016, 00:14 | Сообщение # 4276
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დღეს ბულუბულუბულუამ
ყველას მესიჯი მისწერა:
"ხვალ გელოდებით, ვულკანთან
არის ჩემი ძმის ჯვრისწერა."

ბამბუჩას ცოლი თემქელი
იქ განაზარდი ქალია,
ამიტომ რძლად რომ არ უნდათ,
ეს არც არს დასამალია.
თუმც რას იზამენ, ბამბუჩა
სიყვარულისგან მთვრალია.

სამზადისია სასტიკი
ფაციფუცობენ მავრები.
იატაკს წმენდენ "მასტიკით"
შებრაწეს დინოზავრები.

ვულკანთან კაცი გაგზავნეს,
ლავას უკვეთენ ხვალისთვის,
საჩუქრად მოჰყავთ მამონტი,
ახალი პატარძალისთვის.

შეკერეს ვეფხვის ტყავისგან
შარვალ-კოსტუმი, ბანტები
ზეზვას დუქნიდან მოზიდეს,
მოიმარაგეს "ფანტები".

დღე მზადებაში გალიეს
სუფრას არა აქვს ნაკლია,
სულ ყველაფერი მზად არის,
პატარძალიღა აკლია.


მოსაღამოვდა თემქაზეც
აღარ ურტყამენ თოხებსა,
ვიღაცა ქალი ღიღინით
მოერეკება ძროხებსა.

გაჩუმდა, ჩაცხრა სოფელი
საამო სანახავია.
მიწას ჩიჩქნიან ღორები
აქა-იქ ცხვრებიც ბღავიან.

მშვიდად მიდიან ძროხები
ქალიც წაიღო ფიქრებმა,
დღეს სოფლელია უბრალო,
ხვალ პატარძალი იქნება.

ცა მოიქუფრა რატომღაც
გაწვიმდა, ქუხდა, ელავდა
არ ჰქონდა ამის მიზეზი
თუმც ქალი მაინც ღელავდა.

ლამაზი დილა გათენდა
ნამი ბალახზე ბრწყინავდა,
ღელავდა სიძე ბამბუჩაც
ჩუმად ოხრავდა, დრტვინავდა.

ქალი მზითვებით დატვირთეს
გაანიავეს ქონება,
ისეთ "ვიდზეა" ჩაცმული
ვაკელი რომ გეგონება.

ვულკნის ძირას, ბამბუჩეთში
გაიმართა "ფანტა-ფართი"
კუჭი იყო სასმელების
ერთადერთი მისამართი.

არ ლოთაობს ღვინით ზეზვა
იმიზეზებს ალერგიას.
სიძეს ჭორავს მისი მზია,
თან ლავას სვამს ნალექიანს.

ქეიფსა და ღრეობაში
საათები გალიესო,
ცეკვავდნენ და თან მღეროდნენ,
ერთხმად: "სამი დალიესო"

ჩხლამფურთაძეა თამადა
უნდა პატარძალს აამოს,
თემქასაც უძღვნის ამადა,
სადღეგრძელოებს საამოს:

"მსოფლიოს მერვე საოცრებაა
თუმც უნდა იყოს პირველი
თემქა, მითიურ კოლხეთის მსგავსად
ზღაპრული და საკვირველი.

მსახიობთათვის ის საოცნებო,
მხარეა საგასტროლოდ
და სილამაზით მთელს მსოფლიოში
გლდანი სჯობია მხოლოდ.

მე მირჩევნია ის პარიზს, ლონდონს
რომს, ბამბუჩეთს და მექას
და ამ სასმისით მინდა დავლოცო,
მაშ, გაუმარჯოს თემქას."

ამ დროს მიწა შეზანზარდა,
წამოვიდა ცხელი ლავა.
გადაბუგა ყველაფერი და
ქორწილიც ჩააფლავა.

ხალხმა ლავას ვერ გაასწრო
შეიბრაწა თითქმის ყველა,
თუმც გადარჩა პატარძალი
მხოლოდ ერთხელ დაახველა.

თემქელს ლავა რას დააკლებს,
უნახია ბევრი ჭირი
ჩაიფერფლა ბამბუჩეთი,
დარჩა მათგან ქვა-ნახშირი.

დანახშირდა თამადაც და
გაუვარდა ღვინის ჭიქა
ასე რჩება ეს ამბავიც,
ლხინი აქა,ჭირი იქა.
 
nukriaДата: შაბ, 27.02.2016, 00:15 | Сообщение # 4277
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნეგატივი. 20 წლის შემდეგ

ჩვენ, ვინც არასდროს გამოვალთ გარეთ
და ხმას არასდროს შევუერთებთ მშიერ რაინდებს,
არც საპროტესტო წერილებზე მივაწერთ გვარებს
და სხვებსაც, თუკი დაგვიჯერეს, გამოვარიდებთ
ასეთ საქმეებს, დიდ საქმეებს. საკუთარ წვენში
ვინც ვიხარშებით, და ხანდახან თუკი ხმამაღლა
რამე დაგვცდება – მხოლოდ ვიწრო, შინაურ წრეში,
და ისიც მაშინ, თუ სასმელმა გაგვაამაყა.

– ჩვენ, ვნც არასდროს ავტუზულვართ ჩარაზულ კართან
და თუ შევდივართ, იქ შევდივართ, სადაც გვიშვებენ.
ვინც ვკეტავთ ფანჯრებს და სასწრაფოდ ვაფარებთ ფარდას,
როცა ქუჩიდან განწირული ისმის მიშველეთ.
ვინც დიდხანს არვის ვუჩერდებით სალაპარაკოდ,
განსაკუთრებით – თუკი სურვილს თვითონ იჩენენ.
ვინც არა მხოლოდ წაკითხულს და სხვისგან განაგონს,
ჩვენივე თვალით ნანახსაც კი ვეღარ ვიჯერებთ.

– ჩვენ, ვინც არასდროს ვეზიდებით სხვების ჩემოდნებს.
არც სხვას დავიხმართ; მითუმეტეს – თუა ნაცნობი.
ვინც მუდამ ვცდილობთ, არავისგან გავირჩეოდეთ
არც სისუსტით და, მთავარია, არც ვაჟკაცობით.

– ვინც ახალ ამბებს დაბალ ხმაზე ვუსმენთ ყოველთვის,
რომ მეზობელმა არ გაიგოს, ქვეყნის ავ-კარგი
ჩვენც რომ გვადარდებს. და როდესაც იქ უცხოეთის
სიახლეებზე გადადიან და დასაკარგი,
უფრო სწორად კი – დასამალი, არაფერია,
ტელევიზორებს ბოლო ხმაზე ავაგუგუნებთ
და ვაღებთ ფანჯრებს. ვინც ვიცინით, როცა მღერიან,
და მაშინ ვმღერით, როცა ირგვლივ ყველა სლუკუნებს.

---------------------
– შვილო, განა ჩვენ გაჩენიდან ასე ვიყავით!
დედის მუცლიდან, აკვნიდანვე კი არ შეგვახმა
შუშის თვალებით გაწყობილი ცვილის ნიღაბი;
შენ ეს თვალები ოცი წლის წინ უნდა გენახა –
ანთებულები სიამაყით, შავ-მეწამული
დროშების ქარში, ბნელ ქუჩებში, როდესაც ქშენით
ხმის ჩახლეჩამდე გავყვიროდით: ენა, მამული,
სარწმუნოება...
შავლეგ, შენი...
სულ შენი, შენი,
შენი ბრალია ყველაფერი! ჩვენს ცას, მხიარულს,
შენ წააფარე შენი შავი ჩოხის კალთები
და გაგვახედე უფსკრულისკენ, სამოთხეაო;
ჩვენ ვიწამეთ და გვიხაროდა, როგორ ვმრავლდებით,
როგორ ვიჩოქებთ სველ ასფალტზე, როგორ ვსისინებთ,
დარწმუნებულნი, რომ ვლოცულობთ. ჩვენი ლოცვები
არ დარჩენილან უპასუხოდ – მალე ისმინეს,
ანუ მალევე დავაჩერდით ტყვიით მოცელილ
ჭაბუკს, რომელიც იცინოდა... პირველს... მეასეს...
და ჯერ ვინატრეთ მათი ბედი, მერე შევცვივდით
ბუჩქებში, სადარბაზოებში, სადაც შევასწრეთ,
და რადგან უკვე ვეღარაფერს ვეღარ შევცვლიდით,
ამოვაყოლეთ გულისრევას ყველა იმედი,
ყველა ოცნება. საკუთარ თავს სიტყვა მივეცით,
რომ საქართველოს უსათუოდ ვაზღვევინებდით
ამ დაცინვისთვის: ისარგებლა ჩვენი სიბეცით
და ჩვენი ხელით მოინდომა გამოსაშვები,
მოჭარბებული სისხლისაგან დაცლა-განტვირთვა;
გადახალისდა მისი მიწა მკვდარი ბავშვებით,
ცრემლით განელდა მისი წყლები, რადგან ატირდა
ყველა, – ჩვენს გარდა, – ჩვენი ხვედრი ბევრად მძიმეა,
რადგან იმ ბავშვებს ყოველ ღამით გვერდით ვუწვებით
და ასე ვხდებით უკვდავები.
ნუ გეცინება,
ეს ჩვენ დავღუპეთ საქართველო ჩვენი გულწრფელი
და საზეპირო სიყვარულით. როგორ ვუმზერდით,
როგორი რწმენით, რამდენიმე წამებულ შეშლილს,
რომლებსაც ფრთებით შეენიღბათ ხმელი კუზები,
ხოლო წვერებით – თითო წყვილი ელვარე ეშვი.
ისინი მოკვდნენ. საზეიმოდ. თითმის ელოდნენ
და ბოლოს მისცეს უხილავი ჩვენთვის ნიშანი___
უცებ იფეთქეს და აალდნენ, ჩვენ კი ვმღეროდით.
ბოლოს გავხვეტეთ მათი ფერფლი, და დავიშალეთ.

-----------------------
– და ჩვენ არასდროს გამოვალთ გარეთ,
ხმას აღარასდროს შევუერთებთ შეშლილ ფანტომებს,
მთელ უკვდავებას მრავლისმეტყველ დუმილში გავლევთ
და არსად, გარდა სიზმრებისა, კვალს არ დავტოვებთ.
ხოლო სიზმრებში – იქ ვერასდროს თავს ვერ დავაღწევთ
იმ წლებს, იმ გვამებს, იმ სამშობლოს, სადაც უწყვეტად
ახალი სისხლი, თბილი სისხლი, წვეთავს ტალახზე,
სადაც შვილები მოკლულ მამებს გვერდით უსხედან
და აღვიძებენ. იმ სიზმრებში ისევ განგაშის
მჭახე და სისხლის გამყინავი რეკენ ზარები
და ისევ, პალტოს საყელოში, როგორც სანგარში,
თავჩარგულები, ბნელ ქუჩებში მივიპარებით
და ვცდილობთ, დროზე გავერიდოთ ქალაქს ნაომარს,
ფრთხილად ვაბიჯებთ იქ მიმოყრილ შავ-თეთრ ბიჭუნებს;
უკნიდან ვიღაც გამუდმებით ყვირის
გაუმააარ...
ჩვენ კი ჩუმად ვართ. ისევ ყვირის. ისევ სიჩუმე.
 
nukriaДата: შაბ, 27.02.2016, 00:15 | Сообщение # 4278
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე და შენ, - მოტივი ძველი და ნაცნობი.

სათქმელი რაც დარჩა, ვთქვათ, - წინ კვლავ გზებია.

პირველი აკორდი მოვპაროთ კლავიშებს, -

შენს გამო ჩემს სულში ძლიერი ძვრებია.

ძველი აივანი, ოდნავ მორყეული...

მერვე საფეხური ისევ თუ ჭრიალებს?

წავალ, შევაკეთებ, თუმცა არა, იყოს, -

მერე ხომ წარსულის დაკარგვას ვინანებ?!.

ნაცნობი მოტივია, - ისევ უშენობა

და ბანალურობის ნიღაბს არ ავაკრავ.

მარტის ამინდივით მინდა ხეტიალი,

მინდა ჩემს ცხოვრებას სახელი დავარქვა.

ვაბრუნებ აღებულ ვალებს და მივდვარ.

ათასერთი ღამე არ მეყო ზღაპრისთვის.

მე პოტენციური გიჟი ვარ და შენ კი,

ჩემს გვერდით რომ იყო, მზად არ ხარ ამისთვის.

გიო ანდრონიკაშვილი.
 
nukriaДата: შაბ, 27.02.2016, 00:15 | Сообщение # 4279
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რასაც ვფიქრობ იმას ვამბობ,
არ მაქვს დასაფარია,
ბიუჯეტს თუ ფულს პარავენ,
ნეტავ რა გვიხარია?!

"ჩაკრულოზე" უფრო მეტად
მოდაშია "მარია",
ჩვენს სიმღერებს თუ ვივიწყებთ,
ნეტავ რა გვიხარია?!

სწრაფი ტემპით იწევს ფასი,
კვერცხი გახდა ლარია!
გაგვიძვირეს ყველაფერი,
ნეტავ რა გვიხარია?!

ცუდს თუ ეტყვი დაგიჭერენ,
არ ეტყვი და შარია,
მოძმეთ სისხლი დაღვარეს და
ნეტავ რა გვიხარია?!

შადრევნებით "აგვაყვავეს"
მორწყეს მთა და ბარია,
შადრევნებს თუ ეცეკვებათ,
ჩვენ რაღა გვიხარია?!

რუსეთიდან გამოგვყარეს,
მოგვიკეტეს კარია,
"ნატოშიც" ვერ "შევიპარეთ"
ნეტავ რა გვიხარია?!

რომ ვეომოთ დავმარცხდებით,
ვერ გვიშველის ჯარია,
ამერიკაც დაგვიკიდებს,
ნეტავ რა გვიხარია?!

აღარ არის აღარც ნდობა,
გაჩნდა დიდი ბზარია,
ერთმანეთს თუ ვერ ვენდობით,
აბა რა გვიხარია?!

მოგვიმრავლდნენ თან "ცისფრებიც"
საგანგაშო ზარია,
ვაჟკაცობას თუკი ვკარგავთ,
ნეტავ რა გვიხარია?!

ეს ყვითელი ავტობუსი,
კუზე ოდნავ ჩქარია,
მგზავრობის დროს ტრამვებს ვიღებთ,
ნეტავ რა გვიხარია?!

აღარ გვიჭრის უკვე თითქოს,
აღარც კალმისტარია,
ბურჭულაძეს მწერლად ვთვლით და
ნეტავ რა გვიხარია?!

ეს ლექსი რომ გავაგრძელო
ლოგინს შეცვლის ნარია,
ყველაფერზე ვშიშობთ უკვე,
ნეტავ რა გვიხარია?!

მთავრობის წინ ვაწყობ მიტინგს,
დამიჭირეთ მხარია,
ვინც არ მოვა,მოღალატე
და მთავრობის ჩვარია.

თუმცა ვიცი რომ არ მოხვალთ,
მიშას უდგას დარია,
ეჰ რას ვიზამ, მე მომიწევს,
მარტომ ვზიდო ჯვარია.
 
nukriaДата: შაბ, 27.02.2016, 00:16 | Сообщение # 4280
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნისლით დაუბურა მაღალი მთები
გამუქდა ნაღები ცის,
წვიმა გამჭირვალე ბილიკებით
ძირს ეშვება და ცრის...

ქარი შეატოკებს ალვის კენწეროებს,
არწივიც აფარებს კლდეებს თავს,
გრგვინავს არემარე, ქშენს და იღრინება,
მეხი ღმუის, ელვა კაწრავს ცას...

ღრიალებს მდინარე მკაცრი ბარიტონით,
ლოდებს მიათრევს და ბორგავს,
თეთრი მოკამკამე სამოსელი
ტალხით ისვრება და ოხრავს...

ჰაერს შერევია სურნელი მტვრის,
სუნთქვაც ცივია და სველი,
სიგრილის აგონია დაგათრობს,
და სული ცად გაფრენას ელის...

ფოთლებს ეწრიტება ბოლოები,
ნუკრი ეფერება დედას,
სწრაფად ახამხამებს სველ წამწამებს
თითქოს ახლა სწავლობს ხედვას...

ბუნება ლამაზია წვიმის შემდეგ
ნიავიც შეირხევა ოდნავ,
ცაც ისევ ლურჯია და გამჭირვალე
მზე ისევ ანათებს და... ჰოდა...

მიყვარს ნაწვიმარზე სეირნობა
ფიქრი და ოცნება შენზე,
მერე სევდიანი, უიმედოდ
იქვე ჩამოვჯდები სერზე...

ალბათ მარტო ვარ ამ ქვეყანაზე,
სევდა ფიფქებივით მათოვს,
მაგრამ სიყვარული შენთვის ანთებული
მე ამ წვიმაშიც კი მათბობს...

არა, არ ვუჩივი უშენობას,
შენ ხომ სადღაც აქ ხარ ახლოს,
თითქოს სიზმარია საზარელი,
მალე გაივლის და... გახსოვს?

ერთად მოვდიოდით ბინდბუნდში ორნი,
სიჩუმეს მოეძებნა ბინა,
ვინ იცის ჩვენს გულებში საწადელმა
რამდენჯერ გაირბინა...

თუმც კი ვერ გითხარი ვერაფერი
და არც სიამაყემ მარგო,
მაგრამ ამ დაჭრილ და დაღლილ გულს კი
მუდამ ეყვარები კარგო!!!
 
ძებნა:

მოგესალმები Гость