ჩვენი საყვარელი ლექსები
|
|
nukria | Дата: შაბ, 27.02.2016, 00:16 | Сообщение # 4281 |
![nukria](/.s/a/21/564026709.png) Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| უძრაობა ქალაქში, უძრაობა სრულიად... ირგვლივ ყველას თვალები გახდომია უაზრო, იქნებ მე ამ წვიმაში, გზა რომ დანისლულია შენი ნახვა მოვასწრო, შენი კოცნა მოვასწრო... მთელი ჩემი სხეული -სველი სინანულია მინდა თვალზე ცრემლების - ალუბლების დაკრეფა, და ღრუბლებიც გარშემო, მერცხლები რომ უვლიან, შენი ქარით გაქრება, შენი სუნთქვით გაქრება. მარტოობა ოთახში, მარტოობა რთულია... რაღაც ნისლისმაგვარი შემოიჭრა ფანჯრიდან, რომ არ გამომეღწია შენი სიყვარულიდან ეგ თვალები დამჭრიდა, ეგ ღიმილი დამჭრიდა... უთქმელი განშორება ჩემთვის არაფერია, შენ ხომ ზღავში დაკარგულ მარგალიტის ფასი ხარ, მიწას ორსულობისგან მთები გამობერვია, იცი რა ლამაზი ხარ, იცი რა ლამაზი ხარ? ლამპიონი ჩემსავით, მასაც მოუწყენია, თავდახრილი გაჰყურებს ქუჩას მთვრალი ლოთვივით, ჩამქრალია იმედი, მისი ნატვრა -ნათურა, შენი ცა მოლოდინით, შენი ზღვა მოლოდინით, მთვარე თითქოს ჯალათის ალესილი ცულია, თავი მოჭრეს ქალაქს და მზე გაგორდა აისის, კარგო ისე მიყვარხარ, კოცნა ისე მწყურია მაგ თვალებმა რა იცის, მაგ ტუჩებმა რა იცის .... უძრაობა ქალაქში, უძრაობა სრულიად... ირგვლივ ყველას თვალები გახდომია უაზრო, იქნებ მე ამ წვიმაში, გზა რომ დანისლულია შენი ნახვა მოვასწრო, შენი კოცნა მოვასწრო... დუდუნ-დუდუნ-დუდუნ-დუდუნ -დუდუნით შენს ფიქრებში გავაბოლე თუთუნი, ნუგეშ-ნუგეშ-ნუგეშ-ნუგეშ -ნუგეში, კვამლი იდგა მატარებლის კუპეში, რადგან-რადგან-რადგან-რადგან-რადგანაც, შორს წახვედი ჩემგანაც და მათგანაც, ჩქარი-ჩქარი-ჩქარი-ჩქარი-ჩქარია, ამ სულსწრაფი ვაგონების არია...
გიორგი ზანგური
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 27.02.2016, 16:39 | Сообщение # 4282 |
![nukria](/.s/a/21/564026709.png) Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე შენ მიყავრხარ როგორც მერცხალიიდაყვის თავზე მქონდა მეც ხალი მე შენ მიყვარხარ როგორც ალუჩადაიმახსოვრე კარგად მანუჩარ მე შენ მოგიძღვნი ქათქათა ვარდებსხელი მოკიდე არ გადავარდეს! მე შენ გატარებ ცხოვრების გზაზემიდი ლობიო შემოდგი გაზზე მე შენ გაგითბობ გაცრეცილ თითებსბოლო მოვუღოთ უაზრო მითებს მე შენ მიყვარხარ როგორც ბეღურაგუშინ მაგარი ქუდი მეხურა. ისე მიყვარხარ როგორც მაწონი,მე შენს სიყვარულს ვეღარ ავწონიმე შენ მიყვარხარ როგორც ჩაქუჩი თევზი იხრჩობა - სძვრება ლაყუჩიმე შენ მიყვარხარ როგორც ნაცარი შენი თმებია ჯაგრის ბაწარიმე შენ მაგონებ ჭუჭყიან ნაგავს ჩვენი ცხოვრება არაფერს არ გაქვსმე შენ მიყვარხარ როგორც ციცარი გულში ვიღაცამ მტყორცნა ისარიშენ მე მაგიჟებ ჩემო ფისუნა იქნებ ვიღაცამ ფეხზე მისუნა?!მოდი ავიხსნათ ერთად აღვირი იქნებ ვიყიდო ჩემთვის საყვირი!მოდი ჩამაგდე, ცეცხლში ვიწვოდე იმას რა უნდა ნეტა ვიცოდე...მე შენ მიყვარხარ როგორც მაუსიენა მაგ კონვერტს კიდევ გაუსვი.
Сообщение отредактировал nukria - შაბ, 27.02.2016, 16:41 |
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 27.02.2016, 16:52 | Сообщение # 4283 |
![nukria](/.s/a/21/564026709.png) Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სულში ლექსია და გულის სისხლად აპრილის არაგვი დახმაურობს, გაუნელებელი წყურვილი ხარ, ჩემი სიყმაწვილის სასწაულო. მთები - სანავარდო არწივების, სოსანმორეული ყანის კიდე, დილის ნისლი - დედის ნამზითვები, მზისკენ მიმავალს რომ თვალი ვკიდე; შენი ღამეები ვარსკვლაფჭორფლა, ატმის ყვავილებად გაცისკრება, რაკი შენად ყოფნით მეწყალობა და მიწყივ სრულდება უფლის ნება - დავთმობ ნატვრებს გულში ჩარჩენილებს, ჯავრი არ მექნება არცა რისი, ოღონდ ერთი ლექსი მათქმევინე, შენი ცის და მიწის საკადრისი.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 27.02.2016, 16:52 | Сообщение # 4284 |
![nukria](/.s/a/21/564026709.png) Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა, მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 27.02.2016, 16:54 | Сообщение # 4285 |
![nukria](/.s/a/21/564026709.png) Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თუშეთის მთებში ავიდგი ფეხი, მათი სპეტაკი მირონი მცხია, თოვლიან მწვერვალთ სიდარბაისლე, შეუპოვრობა ჩანჩქერი მქვია.
ვფიცავ ნაპრალებს და ჯანღის ქულებს, რიჟრაჟზე შურთხის სტვენასა ვფიცავ, რომ თუ დაგჭირდა, სამშობლოვ ჩემო, ზვავზე ნაწრთობი მკერდით დაგიცავ.
ეს არის თუშის უტეხი სიტყვა, ფუჭი არაა, წინაპრებს ვფიცავ, ომში ფარად და ხანჯლად მიგულე, შრომაში გუთნად, მშობელო მიწავ!
თუნდაც სიცოცხლე დაგჭირდეს ჩემი შენს დღეგრძელობას გადავედები და თუ ვერ შევძელ წამლად დაგედო, მუწუკად მაინც არ დაგედები!
ბახვა ბაიხოიძე.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 27.02.2016, 17:46 | Сообщение # 4286 |
![nukria](/.s/a/21/564026709.png) Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მაღლაით მოვლენ ღრუბელნი, გორებზე დაეკიდება... ჯავრს ნუ მიუშვებ გულზედა, გულს ჟანგი მაეკიდება; ჯავრის მომყოლსა ვაჟკაცსა, რა კარგი წაეკიდება; ჯანი და ღონე წაუვა, გმირობა გაეყიდება... ასადგომნელად აიწევს, არქანზე დაეკიდება!
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 27.02.2016, 17:48 | Сообщение # 4287 |
![nukria](/.s/a/21/564026709.png) Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სამასი არაგველის გახსენება ბაბუა ალუდაურს
წვიმს და მთებს არყევს ქუხილის ხმები, ღრუბლები ელვის შუბებს ლეწავენ, თუ არაგველთა თამამი ხმლები კრწანისის ველზე სიკვდილს კენწლავენ.
”ხახმატის ყმა და ქართვლის მონა ვარ!~ – ბაგეზე უცხო ცეცხლი ვარვარებს... სამას კაი ყმას, მთებით Mმომავალს, ბარში სამასი უცდის სამარე.
თუმცა გულიც და გორდაც ვარგობდა, შავად ჩამოდგა იმ დღეს დაისი... ჯავრმოუშუშებ საარაგვოდან კვლავ სისხლმდინარი მოჩანს კრწანისი.
ნისლო, რა მწარე ნაღვლით ითვრები, – სული ვერ მოკლა მომხდურის დანამ, დღესაც არაგვის მრისხანე მთები ომში მიმავალ მოლაშქრეთ ჰგვანან.
წვიმს და ცას არყევს ქუხილის ხმები, ღრუბლები ელვის შუბებს ლეწავენ, თუ არაგველთა თამამი ხმლები კრწანისის ველზე სიკვდილს კენწლავენ.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 27.02.2016, 18:07 | Сообщение # 4288 |
![nukria](/.s/a/21/564026709.png) Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| რამდენი დარდით ვნებულხარ, გულო, ამყოლო ქარებსა, რამდენჯერ დავუღუპივარ ჩემს სიმართლ-სიალალესა.
რამდენჯერ დამიკოცნიხარ, ცისკარო, ქართლის ჭალებსა, მუხლჩოქვით შეგვედრებივარ არგათენებას მალესა.
რამდენჯერ მჩეხეს უწყალოდ, ნაღველს მასმევდნენ მწარესა, შუბლზე ნათელი უფლისა ღვთის რისხვად ჩამითვალესა.
ძმათაგან ბეჭში დაჭრილი, წყლულს არ ვუჩენდი მთვარესა, რამდენჯერ გაბრუნებულხარ, ცრემლო, მომდგარო თვალებსა!
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 27.02.2016, 18:08 | Сообщение # 4289 |
![nukria](/.s/a/21/564026709.png) Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ეგრე ნუ მიგლოვ, დედაო, ცრემლის ნუ გიდგას გუბები, ნაშობი ცისკრის სხივიდან ბნელში ვერ ჩავიღუპები.
ტანი რომ მიწაზე მიდგას, თმას მივარცხნიან ღრუბლები, ჟამდაჟამ კარი იღება, ცად უფალს ვესაუბრები.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 27.02.2016, 18:48 | Сообщение # 4290 |
![nukria](/.s/a/21/564026709.png) Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ხან თუ სევდიან სტრიქონებს ვწერდი, ხანაც მზე მწვავდა შორი ცის... ვიდრე გჭირდები, რომ გყავდე გვერდით, – სწორედ იმდენ ხანს მოვიცდი. ხმამაღლა ვერ ვთქვი ამ მიწის ტრფობა, სევდით გავყურებ ჭაუხებს... დედასავით რომ ჩამიკრავს გულში, მაშინ ჩურჩულით გავუმხელ.
|
|
|
|