ჩვენი საყვარელი ლექსები
|
|
nukria | Дата: კვ, 28.02.2016, 00:34 | Сообщение # 4301 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე ისევ აქ ვარ, სადაც დამტოვეს, კუთხეში, მარტო და წიგნით ხელში. უკვე წლებია, ჩემი დები და ჩემი ძმები სადღაც წავიდნენ – ბეჯითები, ბედნიერები, მე კი ჯერ გვერდიც ვერ წავიკითხე. სულ ასე იყო – ტუჩები დავხუჭე – სიტყვები ჩავყლაპე, ქუთუთო მოვიკვნიტე – ცრემელები წამსკდა. (და წიგნიც ალბათ ამ კედლისთვის წაღმა მიჭირავს, სიტყვებსაც ალბათ დასავლეთის ქარისკენ ვმარცვლავ) მე ისევ აქ ვარ, მაგრამ ჩემი ბრალი არ არის – თუკი მშობლები გაეყარნენ ათასი წლის წინ და ზარმაცი ძიძა მივლიდა და დედაჩემი, როცა მზეა, როგორც ობობა, გამომივლის და შემომძახებს: ,,გამო, შემეთამაშე, არვინ ეტყვის მამაშენს, გამო, შემეთამაშე, არვინ ეტყვის მამაშენს.”
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 28.02.2016, 00:36 | Сообщение # 4302 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| რა ვუყოთ რომ სიბერეში მივჩვარდი და თანდათან დამეკარგა მე რიხი ახალგაზრდაც არ ვიყავი რიჩარდი და ბებერიც ვერ ვიქნები ჰენრიხი
ოღონდ ხმისაც არ გეგონოთ ჩამკმეტი და რაც უნდა სიყვარულმა მომთელოს ვერ გავხდები ცხოვრებაში მაკბეტი ეჭვიანსაც ვერ მივბაძავ ოტელოს
არც ფულის ვარ არავისთვის წამღლეტი ქალსაც ხვეწნას არ დავუწყებ მომეო უკვე მივხვდი რომ არა ვარ ჰამლეტი და არც თავი მეჩვენება რომეო
მაგრამ რადგან მაინც აფრქვევს ლექსს პირი მინდა ვიყო ცოტა ხანი შექსპირი
კოტე ყუბანეიშვილი
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 28.02.2016, 01:31 | Сообщение # 4303 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ხვალაც დღესავით გაიაპრილებს, აფეთქდებიან ატმის რტოები, გრძნობები მაინც გაინაპირებს, შევრჩებით აპრილს ჩვენ,მარტოები... მარტი გაგვიღებს დარაბებს ალბათ, იმედით მალე გაიმაისებს, გადავურჩები ამ ბედკრულ ზამთარს და შენ გაჩუქებ ედელვაისებს, ეს სურნელია სიცოცხლის ძალა... ვარდიც დაითვლის მალე აისებს, იქნება გნახო აპრილის გაღმა და ვეტრფიალოთ ერთად დაისებს....
......მარტი... აპრილი... გამაისება........
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 28.02.2016, 01:37 | Сообщение # 4304 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
|
დღეა ცისფერი და ცაა ცინიკოსი,გატყდა ოცდაორი მარტის გამთენია, სხივი ნაწნავივით წვება ალიონზე,ღრუბლის ფთილები კი თითქოს ბაფთებია. ბაბას ნალიაში შეაქვს მტრედისფერი,ძმები საბალახოდ ლურჯას მიდენიან, მიკვირს სიცილამდე, ზოგჯერ მეტისმეტიც,ლურჯა რატომ ჰქვია თუკი წითელია. ბავშვურ შეკითხვების პასუხს ველოდები,ფეთქავს გაზაფხულის თოთო მისტერია, ჩემი სურვილი და გოგო მეზობელის,ვხვდები ამ ბოლო დროს ერთად იზრდებიან. სიცხეც ბეჭით დამაქვს, როგორც განაჩენი,ნენე დაწრიალებს დოქით ოწინართან, რაღა საჯანდაბედ წერა ავიჩემე,წლები გამირბიან ახლა ოცის ვარ და უნდა დამიჯერო, ცაა ცინიკოსი,გატყდა გამთენია, მარტის ოცდაორი, წვიმის ბრავისიმო კვდება ალიონზე,ჰოდა დავწერე და... ანუ მომაგონდი...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 28.02.2016, 02:06 | Сообщение # 4305 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| არავინაა, ნაწვიმარია, და შემიძლია შენი საფლავის მიწას ჯოხით ან თითით მივახატო შენი სახე -ზუსტად ისეთი, ბავშვობაში რომ დავხატე სკოლის მერხზედა რომ მოგწონდა. შემიძლია, აღვადგინო ბოლო სიზმარი,რომელშიც გნახე: ველოსიპედს მოაქროლებდიჩემსკენ და გუბეს უმიზნებდი, ყავისფერ გუბეს,ოღონდ, გამწუწე თუგადავრჩი, აღარ მახსოვს. ცხრა წლის შემდეგმე ჩამოვჯექი შენს საფლავზე, ჩამოვჯექი თავის მხარეს -როგორც მაშინ, ცხრა წლისწინა დეკემბრის თვეში,როცა დედაშენა ფანჯარა შეაღო,რადგან ჰაერი ჩამომიძიმდა პალატაში - იმდენნი ვიყავით,იმდენნი გეცილებოდით ჰაერს, რომელიც ისედაც ცოტაღა გრჩებოდა -სამი დღის სამყოფი. და ყველამ ვიცოდით, რომ შენ მოკვდებოდი,მაგრამ მე თავთან გეჯექი და სხვებზე უფრო მშვიდად ვიყავი,რადგან თავის წამოწევა არ შეგეძლო და თვალებშიც ვერ ჩამხედავდი. სხვებმა კითითქმის ჩაისვარეს. კიდევ კარგი, ლაშამ მოაბა თავირაღაც ანეგდოტს. და ვიცინეთ. მაშინ მივხვდი, მას ყველაზე მეტად უყვარდი.და არა, ხშირად არ მოვდივარ შენს საფლავზე, სადაც ცხრა წლის წინჩაგასვენეთ დალეწილი, 19 წლის, ქეარათმიანი,და როცა მიწა აგუგუნდა შენს კუბოზე, ყველანი მივხვდით,რომ ეს ხმა ბევრად მეტი იყო, ვიდრე მხოლოდ უშენობა, რომ ამ გუგუნითჩვენ მა ბავშვობამ მიგვიხეთქა ცხვირწინ კარები.და არა, ხშირად არ მოვდივარ მე შენს საფლავზე; შენთან კი არავინც ცოცხალია, იმათთანაც ვეღარაფერს ვეღარ ვმეგობრობდა ვერც კი გეტყვი, სად არიან. წარმოიდგენდი?არავინაა, ნაწვიმარია, და მე ვიხსენებ შენს სასაცილო სიცილსრომელიც იმ დღეს, ცხრაწლისწინა დეკემბრის ოცში,როგორ ღაც დიდხანს გაგიგრძელდა. როცა უკვე ყველა ვდუმდით და დედაშენიცროცა ფანჯრისკენ შეტრიალდა, შენ ჯერ კიდევ იცინოდი,ბოლოს თქვი, ვაი.სამი დღის შემდეგ იქ არცერთი არ ვიყავით; და კიდევ დიდხანსვატყუებდით ერთმანეთს და თავს ვიტყუებდით,თითქოს იმ წუთში, როცა მოკვდი, რაღაც ვიგრძენით.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 28.02.2016, 02:08 | Сообщение # 4306 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სულელო, ნუთუ მართლა დაიჯერე, რომ ლამაზი ხარ, რომ გაზაფხულზე აყვავდები როგორც საკურა, რომ სურვილების თანაზიარ ჭრელი ჭინჭებით მესიის სარძლოდ ღვთისმშობელმა თავად გაკურთხა?! ხედავ? თოჯინებს, ბავშობიდან გამოყოლილებს უგულოდ ხვრეტენ, ოცნებები იქცევა ნაცრად, ქართლის ველებზე ძნებად დამდგარ აგვისტოს ხვატში ცას სისხლად დასდის ხანძრის ალი და გულს უკაწრავს,
ამოგიყრია ფესვებივით გაშიშვლებული არა წარსული, მომავალი, ასე ოცი წლის ჯერ უმწიფარი, საზარბაზნე ბავშვების ხორცი, როგორც ყოველთვის, წაგებული, ალბათ, ომისთვის. რას ელოდები?! დრო დამარხავს მიცვალებულებს?! დაფარავს მიწა, დავიწყების დაწვავს ნაცარი?! არ შემაპარო ტკივილებში ზიზღი_ბალღამი, ჭირნახულივით ჭრილობები მინდა დავთვალო, მომავლისათვის ლოცვა არა, გლოვა მაცადე... დრო სწრაფად გადის...
მაგრამ ვინ გითხრა, რომ ცხოვრება ტკივილს აყუჩებს, რომ შეგრძნებები თურმე ბლაგვდება, რომ რწმენა ცვდება, ხოლო წარსული ჩრჩილის საჭმელად სხვენში ლაგდება... გათავისუფლებ! ჩამოგხსენი ჩემი სურვილი (სხვა სურვილები ქართლის ველებს სისხლად მიახმა) მინდა წავიდე, გაგეცალო, გადავიკარგო, რომ არასოდეს, აღარასდროს გითხრა: მიყვარხარ!
ქეთი დიდიშვილი
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 28.02.2016, 03:19 | Сообщение # 4307 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| არგრძნობის ქალაქში სიყვარულს არ ცნობენ,არ ცნობენ იმ ნაცნობ ხეივანს, სადაც გაზაფხულზე კოცნები ანცობენ და ნუში კვირტობას ზეიმობს. წყვილები პაემანს ნიშნავენ მოწყენით,საათის ისრებმა დროება გაცვითა, ლურჯ ღამის ლარნაკში ყვავილებს მოსწყდებით ცრემლებად ღაწვიდან. აღარ მაქვს ქალაქის განწყობის ატანა,ატმებით ვეფერე,დახორკილ ატმებით, ყანწივით ქვეყანა რომ შემომატარა...ზოგჯერ რა უაზრო სურვილით ატყდები... მე მინდა გაჩუქო სამყაროს ნაწილი მე რომ არ მეკუთვნის არცერთი მტკაველი. არც მინდა,მეყოფა სამშობლოს მანძილიყანები,სიბრძნისგან დახრილი თავებით! მე სუნთქვაშეკრული დავაკვდი ბასიანს,აჯანყდა სისხლი და ძარღვებში ომია, ვენახის დალალებს თმალერწამგაზიანს,ვენაცვლე!...რა ტკბილი მტევანი ჰქონია! ო,ერთხელ მე თქვენი ქეიფი მანახა,რითი სვამთ_ჭიქით თუ კრამიტზე მდინარით? ვინ არის ის გმირი,მიწა რომ გალახადა მთები დასივდა,გინახავთ?ვინ არის?უსმინეთ!... ქართველი ღიღინებს "გუთანოს",ხარები შეუბამს ნახევარმთვარეში,ცა მინდა სახნავად რომ ჩამოვუტანო_ვარსკვლავებს დათესდა დალოცვილ მხარეში.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 28.02.2016, 03:59 | Сообщение # 4308 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სიყვარულისთვის არასოდეს არაა გვიან; დრო განუსაზღვრონ; ნაღდ სიყვარულს ეგღა აკლია; ვაი, იმ ტრფობას, - სიყვარული რომელსაც ჰქვიან, სინამდვილეში დახვეწილი სიყალბე კია. ქებათაქება იმ უტკბეს წუთსა, იმ ნეტარებას ქებათაქება, როდესაც გიყვარს (არ იცნობ თუმცა), ძმარიც კი როცა გებადაგება.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 28.02.2016, 04:02 | Сообщение # 4309 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ნუ დაუკარგავ ჩემს სატრფოს მადლს, გულზე ცეცხლის მდებელსა, ნუ დაუძვირებ ოცნებას, შენს ხმას, სხივ-გამომღებელსა: სიცოცხლედ უღირს ბეჩავსა, ეძახის თავის მხლებელსა. გულს დარდი გამიდიადე იმ სანეტარო საგანზე, დაწერე ფიქრი, ღრმა, მწვავე ჩემის გონების საბანზე!.. გონებას ფიქრი სტანჯავდეს, გულს ცეცხლი სწვავდეს ძლიერი, მშიოდ-მწყუროდეს კეთილი, ვერ გავძღე, მოვკვდე მშიერი...
ნუ დამასვენებ ნურა დროს, მამყოფე შეძრწუნებული, მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებული; როცა გულს ცეცხლი მედება, გონება მსჯელობს საღადა, - მაშინ ვარ თავისუფალი, თავს მაშინა ვგრძნობ ლაღადა. მფარავდეს შენი მარჯვენა, კალთა სამოსლის შენისა, სანამ არ მოვა დრო-ჟამი სულ ბოლოს ამოქშენისა. სული - შენ, ლეში - მიწასა, - აღარა ვგლოვობ ამასა; თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი, შვილი - დედას და მამასა.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 28.02.2016, 17:58 | Сообщение # 4310 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| და იყო ასე. რაღაც ერქვა. გრძნობა. ან ჩვევა. ერთმანეთს ვშლიდით. დრო გაგვყავდა. ორნი. ვისხედით. ზამთარი კაბას იხდიდა და ძირს ეგდო ჩვრები. შეკითხვებს არ ვართ. არც პასუხებს. მხოლოდ ნაჯერი სითხეა ცრემლი. რამდენჯერაც დაარტყამს გული, წუთში იმდენი სიყალბეა. გიხსნი. მიჯერებ. ისარი ორჯერ გადაკვეთს ამ დღე-ღამის ღერძს და სხვადასხვა დროში გადაგვაგდებს ისევ. ორჯერვე.
ახლა ასე ვწერ. შენ ჩემს გვერდით. ჩემში. ჩემს უკან. ჩემს სათქმელს იქით. ჩემს სათქმელში. თუნდაც მანამდე უთქვამს ეს ბევრს. ან უთქვამს ერთს. ან არავის უთქვამს და ვზივართ ორნი, სახლში სადაც გრძელ აივანზე ვერასდროს გავალთ, რადგან არ გვაქვს. პატარა ბინა მხოლოდ ჩვენ გვიტევს და ამიტომ აქვე ვივახშმებთ. საათს შეხედე, რამდენჯერაც დააარტყამს გული წუთში იმდენი სიკეთეა. გიხსნი. მიჯერებ. ისარი ორჯერ გადაკვეთს ამ დღე-ღამის ღერძს და სხვადასხვა ფერებს გვაგრძნობინებს ეს დროც ორჯერვე.
და დავწერ ასე: შენს ფიქრებში. მე. შენთვის. შენად. შეკითხვებს არ ვართ. არც პასუხებს. თუკი საღილე აგიწყდა ანდა, გინდა ვინმეს ზურგით მიეყრდნო, კედელი. უკან დაბრუნდე და ან წინ წახვიდე, ჩამომიჯექი ჩემს სათქმელში.ან სათქმელს იქით. და არასოდეს აიფარო ხელი სახეზე. გიხსნი. მიჯერებ. ისარი ორჯერ გადაკვეთს ამ დღე-ღამის ღერძს და სხვადასხვა მხარეს გადაგვაგდებს ისევ.ორჯერვე.
ოღონდ ჩემს მელანს შენს ფურცელზე ნუ გადააქცევ თეთრია, შვილო...
|
|
|
|