ჩვენი საყვარელი ლექსები
|
|
nukria | Дата: კვ, 28.02.2016, 18:12 | Сообщение # 4311 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მშვიდობით, კარგო! ჰო, მშვიდობით სამარადისოდ! არ შემიძლია გადმოცემა ამ ჩემი ტანჯვის კაცთა ენაზე, ჩვეულებრივ, მწირი სიტყვებით და მონასავით გაჩუმებაც უკვე არ ძალმიძს.
პირმოთნეობას არ ვიყავით რაკი ჩვეული, არც კი ვიცოდით, თავგანწირვა რას ნიშნავს სრული და არაფრისა ქვეყანაზე ბრმად არ გვჯეროდა, რომ მოგვესმინა, რას ამბობდა მტკივანი გული.
განშორების წამს _ წმინდა ალით მოგიზგიზენი _ ჩვენ ღირსეულად გადავიტანთ, როგორც გამოცდას, არ მოვიქცევით, რა თქმა უნდა, ქარაფშუტულად და სამუდამო ერთგულების ფიცს არ წარმოვთქვამთ.
მერე დაგვრჩება ნაღვლიანი ოცნება ერთი: ვინ იცის, იქნებ _ ჯერ წინაა რაკი ცხოვრება _ ისევ ერთმანეთს გადაგვყაროს სადმე იღბალმა და გავიხსენოთ ეს მწუხარე გამოთხოვება.
ჩვენ გავიღიმებთ, თავს დავუკრავთ ერთმანეთს. ისევ ვიტყვით: \"მშვიდობით!\", რაც არ უნდა გულმა იტიროს და დავშორდებით, რომ ვერც ერთმა ამიერიდან ბედნიერება სიზმარშიაც ვეღარ ვიხილოთ.
იაკობ პოლონსკი
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 28.02.2016, 19:08 | Сообщение # 4312 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| იწვის შუაღამის ბნელი ირონია, თრთიან უმუსიკოდ მწვანე ლიანები სხვისთვის არაფერი, ჩემთვის მირონია მელანს, რომ ეძახით ადამიანები
მთვარეს ჩასასვლელი გზები აერია, და მეც არეული სადღაც ვიარები თქვენთვის არაფერი, ჩემთვის ჰაერია ლექსებს, რომ ეძახით ადამიანები
მოდის უხმაუროდ ფიქრთა აგონია ახლან უხმაურო თავისიანები მცირე მატარებლის დიდი ვაგონია ტკივილს, რომ ეძახით ადამიანები
თვითონ ვერ იგებენ ვის რა ურჩევნია იყვნენ ინები თუ, იყვნენ იანები, მაგრამ სულ უბრალო, სულის ჭურჭელია სხეულს, რომ ეძახით ადამიანები
არის ოცნება და არის სინამდვილე მეკი არცა ვარ და არც დავიმალები სხვისთვის სირთულეა მე კი ვიადვილე სიყვარულს ეძახით ადამიანები
მთვარეს ჩასასვლელის გზები აერია და მეც არეული სადღაც ვიარები თქვენთვის არაფერი, ჩემთვის ჰაერია ლექსებს, რომ ეძახით ადამიანები
2013
პ.ს. ესაა ლექსი. ესაა პოეზია. ვიზიარებ საქართველო !
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 28.02.2016, 19:21 | Сообщение # 4313 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| Мой Арлекин чуть-чуть мудрец, так мало говорит, мой Арлекин чуть-чуть хитрец, хотя простак на вид, ах, Арлекину моему успех и слава ни к чему, одна любовь ему нужна, и я его жена. Он разрешит любой вопрос, хотя на вид простак, на самом деле он не прост, мой Арлекин -- чудак. Увы, он сложный человек, но главная беда, что слишком часто смотрит вверх в последние года. А в облаках летят, летят, летят во все концы, а в небесах свистят, свистят безумные птенцы, и белый свет, железный свист я вижу из окна, ах, Боже мой, как много птиц, а жизнь всего одна. Мой Арлекин чуть-чуть мудрец, хотя простак на вид, - нам скоро всем придет конец вот так он говорит, мой Арлекин хитрец, простак, привык к любым вещам, он что-то ищет в небесах и плачет по ночам. Я Коломбина, я жена, я езжу вслед за ним, свеча в фургоне зажжена, нам хорошо одним, в вечернем небе высоко птенцы, а я смотрю. Но что-то в этом от того, чего я не люблю. Проходят дни, проходят дни вдоль городов и сел, мелькают новые огни и музыка и сор, и в этих селах, в городках я коврик выношу, и муж мой ходит на руках, а я опять пляшу. На всей земле, на всей земле не так уж много мест, вот Петроград шумит во мгле, в который раз мы здесь. Он Арлекина моего в свою уводит мглу. Но что-то в этом от того, чего я не люблю. Сожми виски, сожми виски, сотри огонь с лица, да, что-то в этом от тоски, которой нет конца! Мы в этом мире на столе совсем чуть-чуть берем, мы едем, едем по земле, покуда не умрем.
Бродский Иосиф
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 28.02.2016, 20:11 | Сообщение # 4314 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თუ ოდეს ორი ყოფილა ერთი, ეს ჩვენ ვიყავით; თუ ოდეს ქმარი ჰყვარებია ცოლს, ეს შენ იყავი; თუ ოდეს მდედრი ბედნიერი ყოფილა მამრში მე ვიყავი ის დედოფალი, მე შემეჯიბრეთ!
ქვეყნიერების ოქროს ვანაცვალებ მე შენს სიყვარეულს, აღმოსავლეთის ბზინვარება თვალს ვერ მიბრმავებს, მინთია შენი ტრფობის ალი, ასე ძლიერი, ადიდებული მდინარეც რომ ვერას დააკლებს.
ეგ შენი ტრფობა ძალას მმატებს, სიცოცხლით მავსებს, ხან საჩუქარი ღვთისნიერი, შენზე ვლოცულობ, ჩვენ რომ გვაცოცხლებს სიყვარული, ჩვენთან არს ღმერთი! ჩვენთან იქნება სიყვარულიც სიკვდილის შემდეგ.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 28.02.2016, 20:12 | Сообщение # 4315 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ღვთისმშობელო დედაო, ჩივილს შემოგბედაო, ობლის მოთქმა-ვაებას თუ შეისმენ ნეტაო. ჩემი დედა სად არი, ანდა მამა სადაო, ასე რად მომიძულეს, რა აქვთ ჩემთან სადაო. ალბათ სხვა ჰყავთ შვილები, კარგადაც ჰყავთ ყველაო, ნუთუ არ ენატრებათ მათი ცუგრუმელაო? ერთმა ქალმა მიშველა- სიზმრად აგრე ვნახეო, შენი ჰქონდა თვალები, ღიმილი და სახეო. არაფერი არ მინდა, ერთ რამეს გთხოვ თანაო: დამასიზმრე დედიკო, მისი იავნანაო...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 28.02.2016, 20:19 | Сообщение # 4316 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვატყობ გული აღარ ხუმრობს, დგება ჩემი თრობის დღე, ჩქარა თორემ გაზაფხულო ცოცხალს ვეღარ მომისწრებ. გზა-გზა ვიღაც მიყრის ჭორებს, სული იქცა ჭიხვინად სიყვარულო ჩქარა,თორემ ცოცხალს ვეღარ მიხილავ.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 28.02.2016, 20:25 | Сообщение # 4317 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ახლოა ჟამი შუაღამისა,ცაზე ვარსკვლავი უფლის კრთება...კვდება სრულიად საქართველოსთვის, ლოცვით,გალობით,ვინც ახლა კვდება!ახლოა ჟამი ცისკრისა,იწვიმებს სისხლი,დადგება ტბებად... კვდება სრულიად საქართველოსთვის,მამულზე ფიქრით ვინც ახლა კვდება! არა გაქრობა,-აღდგომა მკვდრეთით!არა დალევა,-მრავლობა შვილთა, რომ... გამოვუსხლტეთისევ ყორანთადა ფრთებს უფრორეძლიერად ვშლიდეთ!
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 28.02.2016, 20:30 | Сообщение # 4318 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ამ წინადადების ბოლოს იწყება წვიმა. წვიმაში ჩნდება იალქანი.იალქანი თანდათან ქრება კუნძულების თვალთახედვიდან. ბურუსში შედის რწმენა, რომ სადღაც ისევ არსებობს ნაპირი.ათწლიანი ომი დასრულდა. რუხი ღრუბელი, ელენეს თმა. ტროა, ნაცრის თეთრი სვეტი წვიმიან ზღვაში. წვიმა, ცერად დაჭიმული სიმები არფის. ერთერთს დასწვდება ალალბედზე უსინათლო მამაკაცი,გაიჟღერებს ოდისეის პირველი ბწკარი.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 28.02.2016, 20:44 | Сообщение # 4319 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ღამის სიმშვიდე დაარღვიეს ძაღლების ყეფამ ალბათ შენიშნეს ნამთვრალევი მოხუცი კაცი. ჩემი სიჩუმე დაარღვია წყლის წვეთის თრთოლვამ, მოხუცი კაცი გზას აგრძელებს,დაიწყო თოვა. მე ვეძებ ახალს,რაღაც უცხოს,ნაცნობს და უცნობს, ამ ანბანიდან მინდა ჩემი ანბანი შევქმნა. მინდა მივიდე მოხუც კაცთან რაღაც ვუამბო და ჩემი გულის საიდუმლო უხმოდ გავანდო. ირგვლივ მრავალი გაყინული თვალები მეფობს, რამდენი ბოღმა დაგროვილა აქ თქვენს ტვინებში. მოხუცის თვალში მინდა რაღაც ნუგეში ვიგრძნო და ერთი ღამე გავათენო თივის ზვინებში. ქალაქის ხმაურს მინდა გავსცდე, წავიდე მთებში, ამდენი ავი განზრახვები საიდან თქვენში?! კუჭის მონების ამღვრეული თვალები მებრძვის და ამ ჭაობში კაცის კვლას ხომ მრუშობა ერთვის. მე არ ვარ მოსე ვერ გატარებთ ორმოცი წელი, არ ვარ იუდა ვერ გაგყიდით ოცდაათ ვერცხლად, არ ვარ პლატონი გაგიტენოთ ტვინი იდეით, არც პითაგორა დაგიხაზოთ ზუსტი ცხრილები. მე ვარ ადამი და მაკლია ჩემივე ნეკნი, მე ვარ მთის წყარო,შვლის ნუკრი და ხმელი წიფელი, მე ვარ მშვიდობის მანიფესტი,ვარ თეთრი დროშა, მე ვარ მოხუცის თვალები და ძაღლების ყეფა!
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 28.02.2016, 21:20 | Сообщение # 4320 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ყინვავ და თოშო, გულშემწირველო, ჩემს ღრმა სოროში რატომ მომბუზე, მე ახლაც ვხედავ - მწუხრის ფრინველი თავის ჩრდილს როგორ აფენს კორპუსებს.
მზე როგორ გაშლის ხოლმე ზონარებს სახურავებზე და ბათქაშებზე, და მეც აქა ვარ - წყნარი მოზარე წარმოდგენაში სივრცეს ვაშენებ.
საღამო მადგას ჭრელი ჩითივით და წაფერდებულ სურათს შევტირი, საით გაფრინდნენ მწუხრის ჩიტები ამაოებით ფრთაშეჭედილნი?
ამ გარეუბანს გადაუარეს, სადაც ლანდშაფტი გადამსხვრეულა, ან რას იზამდნენ ნეტავ უარესს, რომ არ ეფრინათ ასე ხვეულად?
ეს კაცი ჩემი მეგობარია, ქალაქგარეთ რომ მიდის გზაწვრილზე და მხრით მიათრევს აბგას გვარიანს და შეიძლება მისთვის გაწვიმდეს, -
და შეიძლება შეხვდნენ მგზავრები, მინდორში ლუკმის გადამტეხველნი, ჩემსავით მწუხრის ჟამს მოზარენი და ამ ცხოვრების უნდო მეხრენი.
ყინვავ და თოშო, გულშემწირველო, გადამახედე ჩემი ფანჯრიდან, - როგორ მიფრინავს მწუხრის ფრინველი კორპუსებს შორის მოძრავ აჩრდილად.
ის ხომ მაცნეა მთელი მასივის დაღამებიდან დაღამებამდე, სადაც სხივები მწუხრში გასვრილი სასოწარკვეთილ ალვებს ღებავენ.
ბარგი-ბარხანა უკვე ახიკეს მათხოვრებმა და კვარტლის გლახებმა, მზის ათინათი ადგას სახინკლეს და ბინდი ფარავს სახლებს ნახევრად.
|
|
|
|