ჩვენი საყვარელი ლექსები
|
|
nukria | Дата: ორ, 29.02.2016, 15:01 | Сообщение # 4331 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ცოტა მაქვს, ცოტას ვჯერდები, ბევრის არა ვარ მდომელი, არა ვარ მგელი, ყორანი, ხარბი და გაუძღომელი. საბალახოდაც ფიქრი მაქვს, ფიქრისავე ვარ მძოვნელი, თვალი სულ გზებზე მიჭირავს, მუდამ ვიღაცას მოველი, არც სიყვარული მაკლია, დარდი მაქვს აუწონელი... სუყველა მიყვარს რაც, სუნთქავს, გველიც - მიწაში მძრომელი, სიცოცხლეც მიყვარს, სიკვდილიც, სამზეო განუზომელი. ცაზე ვარსკვლავნი, ძირს მიწა, მადლით მკვებავენ, რომელნიც, მზე, მთვარე, ქარი, ნისლები, ჩემი ცრემლების მწოველნი. ცვარი ასხმული ბალახზე მალაღებს, ვტკბები ცქერითა, როგორც მიწაზე ვარსკვლავნი გასხმულნი უფლის ხელითა, ხან ყინვა მაზრობს, ვიწვები ხან ამინდებით ცხელითა, ხან ვიწროდ მიჩანს საწუთრო სამყაროებით ვრცელითა. ხან ნათელი ვარ მზესავით, ხან დაფარული ბნელითა, ხან თითქოს მთელი სამყარო მე მიკავია ხელითა... არვის ვვნებ ჩემი ცად ასვლით, არც ვინმეს - ჩამოქცევითა, თუ რამე მტკივა, სხვას არ ვთხოვ, მე თვითონ ვკურნავ ცრემლითა.
ტარიელ ხარხელაური
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 29.02.2016, 16:08 | Сообщение # 4332 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ახლა რომშიც წამიყვანე, ვეუბნები ჩემ ცხოვრებას,რომელიც იცინის. ალბათ ბოლომდე არ მჯეროდა, რომ სამყარო მართლა არსებობს, რომ ის ქვეყნები, ქალაქები, ჩანჩქერები, კუნძულები მართლა არსებობს,და როცა ერთხელ, ორჯერ, მესამედ თვითონ აღმოვჩნდი ისე სხვაგან, როგორც არასდროს, უხერხულობა, გაწბილება, ყველაფერი ერთად ვიგრძენი, გაწბილება ორივეთი, სამყაროთიც, ჩემი თავითაც, მაგრამ უფრო – სამყაროთი, რადგან მისგან მეტს მოველოდი. ის კი აღმოჩნდა ისეთი და სწორედ ისეთი,როგორიც უნდა ყოფილიყო. თანაც –ნამდვილი. --
რაც მეტს ნახავ, მით ნაკლები გეხსომება,ვეუბნები საკუთარ თავს, ის კი უღიმისმაღალფეხება ქერა მიმტანს, რომელიც მისი მაგიდისკენ მოირწევა საფერფლით ხელში და არ არის გამჭვირვალე. მე ვაფხიზლებ საკუთარ თავს: შეჩერდი, დაფიქრდი, ეს ყველაფერი მირაჟია! ის კი იცინის და ნეტარებით ეწაფება ზომიერად ქაფმოდებულ ქარვისფერ სითხეს, რომელიც არის ისეთი და სწორედ ისეთი, როგორიც ლუდი უნდა იყოს. ყველაფერი არის ისეთი, როგორიც არის. ყველაფერი მართლა არსებობს. მათშორის – რომიც. უკვე მჯერა. და თუ ასეა, ახლა რომშიც წამიყვანე, ვეუბნები მთელ სამყაროს,მაგრამ არ ესმის. == ყოველთვის სხვები მიდიოდნენ. მე კი, აეროპორტიდან მობრუნებული, კმაყოფილი ჩემი თავით – რომ გავაცილე, ავტობუსის გრილ მინაზე შუბლმიდებული, მონუსხული გავყურებდი ნაადრევი დილის მზეში გათქვეფილ თბილისს და საკუთარ თავს დაბრუნებას ვათამაშებდი:
თითქოს წლების წინ დაკარგული და სამყაროშემოვლილი, როგორც იქნა, სახლში ვბრუნდები და სიყვარულით შევყურებდი ყველა ხეს და სახლს და ფანჯარას და ყველა გამვლელს. ეს არ იყო ცუდი თამაში.
== ყოველთვის სხვები ბრუნდებოდნენ. მე ვხვდებოდი აეროპორტში და ვისმენდი მათ მონათხრობ უცნაურ ამბებს უცხო ქვეყნებზე, ქალაქებზე, ჩანჩქერებზე, კუნძულებზე, მოკლედ – ქალებზე,
და მჯეროდა. არ მჯეროდა. არ მჯეროდა. ისევ მჯეროდა.
მჯეროდა, მაგრამ არ მჯეროდა, რომ სამყარო მართლა არსებობს
და როცა ერთხელ, როცა ორჯერ, როცა მესამედ თვითონ აღმოვჩნდი ისე სხვაგან, როგორც არასდროს, უხერხულობა, გაწბილება, ყველაფერი ერთად ვიგრძენი,
და თან ჩემს თავზე ვბრაზდებოდი, რომელიც ისე ბუნებრივად, ისე სწრაფად მოერგო სივრცეს, ისე მოერგო, შეირგო და გაშინაურდა,
თითქოს არასდროს წვეთი ეჭვიც არ გასჩენოდეს, რომ ის, სამყარო, უსასრულო, მართლა არსებობს. --
მართლა არსებობს, ვფიქრობდი სტამბოლში. მართლა არსებობს, ვფიქრობდი ვენაში.მართლა არსებობს, ვფიქრობ ახლა, გოტებორგის ღია კაფეში და ნეტარებით ვეწაფები ზომიერად ქაფმოდებულ ქარვისფერ სითხეს,რომელიც მართლა ზღაპრულია. მართლა როგორ ყვარებიათშვედებს სასმელი. მართლა როგორი მშვენიერი გოგოები ყოლიათ შვედებს. მართლა რამდენი წრფელი მართლა გროვდება ტვინში. და ყველა მართლა თუკი მართლა, მაშინ რომშიც წამიყვანე,აკი ყველა გზა რომში მიდის,ვეუბნები ჩემს ცხოვრებას,რომელიც მიკვირს.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 29.02.2016, 16:11 | Сообщение # 4333 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მაქვს ჩემს რედაქტორთან ჭადრაკის თამაში, ლაზიერს უნდა მხედარი ჩავაფარო, ხვალ-ზეგ ჩაიშვება კრებული სტამბაში რაღაც-რაღაცეები მინდა გავაპარო
მურმან ლებანიძე
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 01.03.2016, 06:36 | Сообщение # 4334 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გაზაფხული
(”...მოდიხარ სხვისთვის!”)
მოსავს გადახრუკულ მინდვრებს, (ამწვანდება ტოტი ოდეს), თან მოდის და თან ფეხს ითრევს- ვითომ ჩემთვის მოდიოდეს!
ვითომ ამირევდეს თავგზას, დამასევდეს იმ ქალწულებს, სადაც ერთი კოცნის ფასად ვინმე შემომილაწუნებს...
აბა სიზმრის ათინათი მწვანეს შეურიოს კოცონს, ფერში ამოთხვრილი თათი ჩემს მოწყენას შეახოცოს;
ამ სიმძიმის გადამკიდეს - სად სიყვითლის ჟამი მეტობს, შემაყვაროს ვინმე კიდევ - (კიდევ ერთხელ გამიმეტოს!);
ჩემთან მოინდომოს დაცდა ვარდის ფურცლით, ნოტიოთი, (ასე გაურკვეველ კაცთან, ჩემთან - შენ თუ მოდიოდი).
ახლა მივიწყებულ მოტივს, ვითმენ - წლების ალიყურებს, ისევ გაზაფხული მოდის, ისე, ზედაც არ მიყურებს.
მოდის როგორც ცრემლი ნატვრის - (წკრიალებდა ნოტი ოდეს), თან მოდის და თან მამადლის - ვითომ ჩემთვის მოდიოდეს.
ხან ყვავილით მეპრანჭება, ხან მტირალა ვენახებით, ვიცი, ჩემთან ვერ დარჩება, რომ დამცინის ხელაღებით;
რომ ამ ლექსსაც წამიყრუებს, ვერც მთმობს, აღარც ვენაღვლები... რომ ლექსითაც თავს ვიტყუებ - ბაღანას ხომ ვერ ავყვები...
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 01.03.2016, 06:38 | Сообщение # 4335 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ზამთრის ცა, სახეს იღებდა მგოსნურს, ქარში იციან ფიფქებმა როკვა, იანვრის მწუხრზე თოვლივით მოსულს, ეს გაზაფხული საიდან მოგყვა.
თითქოს სიზმრებმა უცხო გზნებიდან, განცხადებული წილი დამითმო, იმ შორეული ცივი გზებიდან, ვით მოიყოლე ამდენი სითბო.
მინავლებული იყო წუხილი, სულზე ბორგავდა ცოდვილი ლეში, როგორ მოხვედი ასე ქუხილით, ამ უჩვეულო სიმარტოვეში.
ფერით მიხდილი ვუმზერდი სხვა ცას, ვიღაც ამბობდა_ ვერაფერს შეცვლი, დანახშირებულ გრძნობას და ნაცარს, როგორ აუნთე ამხელა ცეცხლი.
რა ნისლიანი დღე იყო გუშინ, ფიქრები ძველი, ნატვრები მდორე, ვით შემიმსხვრიე კარები გულში და რა მწველი მზე შემომიგორე.
ზამთარი გულზე ეკიდა მთვარეს, ქარში იციან ფიფქებმა როკვა, ამ ყინვით მორთულ იანვრის ღამეს, ეს გაზაფხული საიდან მოგყვა.
/ნანა მეფარიშვილი/
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 01.03.2016, 06:40 | Сообщение # 4336 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| წუხელის ღმერთი აპრილს ხატავდა ***
დაემსგავსება ეს აპრილი ავსებას პეშვის, წელს ყვავილებიც უჩვეულო იქნება ერთობ, გულზე მოქარგულ ნატვრებს უკვე ვერავინ შესცვლის, ეს სიყვარულის წყურვილია, რომელსაც ვერ თმობ.
წუხელის ღმერთი მთელი ღამე ხატავდა აპრილს, რომ დილას სცმოდა მოქარგული კაბა_იანი, თეთრი ტერფები შერჩენოდა უძილო ნაპირს ცხელ ქვიშაზე კი მზეს ხატავდა ადამიანი.
სიცოცხლე არის უსასრულო საბადო მადლის, მკერდზე ასხმული გაზაფხული ფერად_ღილება და როცა ვინმე ყვავილობის ანთებას გადრის, ეს ნიშანია, ნაზამთრალის გააპრილება.
მთვარევ, შენც ზოგჯერ აარიდე გულის ფიქრს თვალი, დაჰყვები ისევ, არ აშორებ მზერას წლებია, თუ გზად ის ბავშვი, კვლავ შემოგხვდა ოცნებით მთვრალი, სთქვი, რომ ღმერთს მისი დაქალება დავიწყებია.
/ნანა მეფარიშვილი/
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 01.03.2016, 06:53 | Сообщение # 4337 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ზამთრის ცივი დღეებიდან რა გისაგზლო სააპრილოდ, რა მოგართვა ძღვნად კარებთან, შენ რომ მოსვლა დააპირო ?.. იქნებ ლოცვა, აივანზე რომ დატოვეს ბეღურებმა? ან- იმედი, გულისგულში საშენოდ რომ მეგულება?.. იქნებ შვების მირაჟები, აყოლილი - სიზმრებიდან, სითბო, წვეთ - წვეთ ნაგროვები, მზის უძალო ისრებითა ?.. მითხარ, როცა დაბრუნდები, გზას რომ ნატვრით არ გახედო, ამ უჟმური დღეებიდან კართან ძღვნად რა დაგახვედრო ? /მ.კ./
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 01.03.2016, 19:00 | Сообщение # 4338 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მაღალ მთაზედა ავაგე სასახლე ახალ - ახალი, ლითონზე უფრო მაგარი, პირამიდებზე მაღალი“ -- დე, ჰომეროსის და ჰესიოდეს ფეთქდნენ ვარდები მაღლა ა ხრილი... ...რომელი ლხინი იყო უვარდო, და ან - რომელი დღე საცნაური, 42 ან ანაკრეონს ვინ განუმარტოს, რაა უვარდოდ დღესასწაული?“ == ,თოვლი იყო ირიბი, ალმაცერი. დი კ კენსის გმირი ვით ცეცხლთან ჩაფიქრება. ელვარებს ღუმელი. ვფიქრობ, საცაა, ცეცხლიც ჩამიქრება. გაიღო ფანჯარა. თოვლი იყო ირიბი, ალმაცერი. იფანტება თეთრი ფიფქები, იფერფლება ხელნაწერი. ნუ ჩამიქრები... და იქაც, შიგნით სულში... თოვლი იყო ირიბი, ალმაცერი...“
-- ,,ეს იყო თხუთმეტი წლის წინათ. ეს იყო თხუთმეტი წლის წინათ. დიკ კ ენსის გმირივით ცეცხლთან ჩაფიქრება. ღამეა, საცაა სანთე ლი ჩამიქრება . ოცნება წარსულზე და ღვინის ფარები, საცაა სანთელი ისევ ჩამიქრება. უეცრად გრიგალმა დააღო კარები და ბინა პოეტის გადიქცა ქვითინად, ეს იყო თხუთმეტი წლის წინათ , ეს იყო თხუთმეტი წლის წინათ , მე თვალით ვეძებდი ზამბახის პრინცესას, მწყუროდა ცისფერი ვარდები” -- ,მიყვარდა, როგორც დი კ კენსის გმირებს ცეცხლთან ღვინის სმა და გაფიქრება, რომ გულში ცეცხლი არ გაგიქრება . მრავალი ფიქრი მას შემდეგ ახდა, ვნების ისრებმა დაცხრილეს გული , ისევ მაისი მშვენიერ ბაღთა იყავ ოცნება და სიყვარული "
,ორი ზღვა შეხვდა ერთიმეორეს, ერთი - ქარიშხლის, მეორე - მშვიდის, მათ აღტაცებით განიმეორეს, რომ დრო ახალი იმედით მიდის. ფეერიულ ნავს სცილდება კორდი, ამაყი ლორდი დგას, დროა ძველი, ბაირონს უსმენს მერი ჩავორტ ი და ფერადებში მისცურავს შელლი. ტალღები სთვლემენ, ვით შორი ბედი და ნაპირებთან მისული ნავი, ზვირთებთან ერთად ოხრავს მი ლედი და პოეზიის დაიძრა ზვავი“ == ,,მე არ მასვენებს ბაიის ბგერა და ანგელოსთა ნაზი პროფილი, თვალები ლურჯი, დალალი ქერა, ბაგე ატმებად გადაპობილი --
,,ნამდვილ ვარდების გვერდით ს დგას ხელოვნური ვარდი, თქვენ სივრცეებზე სწერდით, როგორც ნამდვილი ბარდი. ფეოდალიზმის ნანა მიუსსესა და ვერლენს, დღეს მოიგონებს ხანა, როგორც გარდასულ მწერლებს...
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 01.03.2016, 19:09 | Сообщение # 4339 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| „ჩვენ, პოეტები, მზიდან ვეშვებით და ვსვამთ ცეცხლოვან აზარფეშებით მზის სადღეგრძელოს“, == გარემოცულს მძიმე შხამით, მიმერულა ერთხელ ღამით ფოლიანტზე, რომლის აზრი ნისლით იყო დანაფერი
-- ,,ჩვენ მივდიოდით ტაძრისკენ ორი, იყო საღამო, ლოცვები, ზარი. და ჩვენს საოცარ გზაზე , ლენორა, რტოებს ტირილით ამტვრევდა ქარი. ენატრებოდა ფრთებს სითამამე უზრუნველობის, შენი სიშორის, მაგრამ უეცრად ვიღაც მესამე, ვიღაც მახინჯი ჩადგა ჩვენს შორის. და ჩვენ გვესმოდა ყრუ საუბარი: საცაა, მოვა სიკვდილის წამი! ტიროდა ქარი, კვდებოდა ქარი და მივდიოდით ტაძრისკენ სამი“ --
უეცრად თითქოს ზეციდან მომესმა სიტყვა: ,,ლენორე!“ ლენორე, ნუთუ, შენა ხარ, შენ გელი, შენ დაგემონე... მომეჩვენა თუ წყვდიადში ეს შენი ხმა გავიგონე?! ვარსკვლავეთიდან მოხვედი?! შეგხედო, რამე იღონე...
--
ლანდებს სასახლეში მხოლოდ მაშინ ელი, როცა საუ ბარი ედგარ პოეზეა! აჩრდილს თანაზიარს მარად საშინელი დასდევს განწირულთა შავი პოეზია“ --
,,რადგან არ მაქვს სამშობლო, რადგან არ მყავს არავინ, ისევ უცხოეთისკენ მიმაფრენენ ნავები... რადგან მთელს სიცოცხლეში არავინ მყვარებია, მე მიყვარს საფრანგეთი, ალპები, იტალია “
--
,შორს, ზურმუხტისფერ სივრცეს იქით, სანთ ლები ჩანდა. დასასვენებლად მიიწევდა იქ მეზღვაური. ერთხელ ზღვა გაწყრა, აირია, გაჟინიანდა, ტალღებმა შექმნეს ვაი - ვიში, აურზაური... და გემს უმიზნოდ, საუკუნოდ დააგვიანდა. მას აქეთია, იალქანი ზღვაზე მიფრინავს. მისთვის ერთია, რად დახუჭავს ოცნება თვალებს... მიუწვდ ომ ელი სანთლები კი ბრწყინავს და ბრწყინავს... როგორ მაგონებს ის სანთლები ჩემს იდეალებს”
--
,,ჩვენ ერთხელ დილით, აღგზნებულნი, ავივლით გემბანს, გადაიხსნება ნაღვლიანი სულის ჭრილობა და იქ დაგვარწევს ზვირთი, სადაც ერთმანეთს ხვდება ზღვის ნაპირები და ოცნების უნაპირობა... ოდენ უმიზნოდ ვინც მიარღვევს ზღვას, ჭეშმარიტ ი ის არის მხოლოდ მეზღვაური.. --
,იყავ გულწრფელი, გაიგონე ხმა ანთებული, რომ გზა გაეხსნას ქაოსს ნაგუბარს . შენ თვით შენში ხარ სამუდამოდ დატყვევებ ული, მარტოობაა შენი საკანი" / ,,იყავ გულწრფელი "/ [[
,სადმე ყრუ ადგილს დავესახლები სხვა საუკუნის მგზავრი გვიანი, სადაც იქნება ცოფი ნაკლები და უფრო ნაკლებ ადამიანი". ==
,...ეკლიან გზაზე დაეცა ბევრი, მხოლოდ მე ერთი გადავრჩი მგზავრი, რომ გამომევლო ჯერ არსმენილი 65 ქარტეხილები ცეცხლთა ფენისა და მომეტანა საქართველოში სიმღერა ქვეყნის გადარჩ ენისა " --
გახსენით სკივრნი სავსე უხვი მოგონებებით, ეგ სამკაულნი აკინძულან ვარსკვლავ - ეთერით, ლაჟვარდითა და ვარსკვლავებით სავსე ლუსკუმა, მოგონებების ზანდუკები და ზარდახშები"
--
მუდამ ბრწყინვალე, მედიდური და მოთარეშე, ნუთუ შენ ახლა ვერ დაამსხვრევ ფრთის გაბრაზებით ტბას ყოფილს, სადაც იქარგება თოვლის ხაზებით სპეტაკი ყინვა - უზენაეს ფრენის გარეშე... რომ გადალახავ მკვდარ სივრცეებს, ტყვილად გგონია ეალერსე ბა შენს თეთრ კისერს თვით აგონია, შენ ფრთებითა ხარ მიჯაჭვული ლაღი, გვიანი“
--
სარკეთა სახეებს სანთლები მოედო და შვენის რუსთაველს შირაზის ვარდები, სიმღერის მხურვალე დრო არის პოე ტო, თუ ასე წარმართი გზით წარემართები“
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 01.03.2016, 19:19 | Сообщение # 4340 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გუგუნებს ალი მხიარულ ბუხრის, მაფიქრებს ალი და ვწვავ წერილებს, კიდევ ედება გედები მწუხრის , გედებს, ცეცხლისკენ გადაღერილებს... რაც უფრო შორს ხარ, ძვირფასო დროო, უფრო სავსეა გზა ამ გედებით, და სიყვარული, ვით ვატერლოო, მოფენილია ამ იმედებით. სხვა მხარე ები უხსოვარ ხნიდან მაწვალებს, მათრობს და მეფერება
--
აჩრდილმა მაღალ ლურსმნებს აჰკიდა ჩონჩხები - ძვლები მაღალ რიგებით, დაფარულია გრძელი მაგიდა შავი წიგნით და ალემბიკებით. ობობებიან კუთხეში დივანს ვხედავ: ვით გიოტე, ზის იქ სატანა, გადაეზმანა კედლებს, ა ივანს და ღამემ სულში შემოატან --
როდესაც პოეტი ყალბი პოეტია, ამაოდ ფიქრობენ, რომ ის გოეთეა... როდესაც პოეტი მავნე პოეტია, ენაჭარტალაა, მიეთ - მოეთია - წინ ჩოთქი უდევს და ნაბოძი ხალათი, პოეტი კი არა, ეს არის ჯალათ ი“
==
,ღრმა ძილით სძინავს მიქანცულ სოფელს. სძინავს ამართულს ჩემს წინ მაღალ მთას, სძინავს ფერდობზე მოხუც ტყეს ...და წყალს ცელქი ზვირთები უკოცნის კალთას. სძინავს კლდი ს ნაპრალს, მდუმარს, სევდიანს, სძინავთ ნანგრევებს ...სძინავს მთას და ბარს. მთვარის ნათელი მკრთ ა ლად ციმციმებს და რაღ აც ნეტარს არეს ჰფენს სიზმარს. სძინავს კორდს. მე კი ადამიანმა მთვარესაც სახე ვეღარ ვაჩვენე სული მიშფოთავს ...ეჰ, დასცხრი გულო, შენც მიიძინე და მომასვენე!"
ღრმა ძილით სძინავს მოქანცულ ტფილისს, ნარიყალასა, შავია სერი. სძინავთ მთაწმინდის ოღრო - ჩოღროებს, ფხიზლობს აღმართი ფუნიკულერის. სძინავს კლდის ნაპრალს, მდუმარს, სევდიანს, სძინავს ნანგრევებს უხმოს, უშვავოს. მხოლოდ არ სძინავს ქარხნის სინათლეს, იქ ვიღაც ფხიზლობს, ვიღაც მუშაობს"
„და ვერ ვივიწყებ ქალწულის სახეს სადღაც, ოდესმე ფიქრში ზმანებულს, შემდეგ ახდენილს სინამდვილეში, მაგრამ... საკმაოდ დაგვიანებულს“
-- ,ო, ცრემლი იყო მისი მისივე ეს ფარვანები მონაცრისფერო, ღამით საწყლები რომ მოისე ვენ და იწვებიან საბედისწეროდ. იყო უბრალო, მაგრამ მართალი მისი სიმღერა და სიარული, და სამუდამოდ იყო ქართული მისი ჰიმნები გენიალური
-- გალაკტიონი, ბარათა შვილის მსგავსად, მარად ეტრფის ცათა საუფლოს ფერებს (გავიხსენოთ: „ლურჯა ცხენები“, „ლურჯ ფანჯრებს იქით“, „ლურჯი იალქნები“...). პოეტებისთვის ეს ფერი სათაყვანებელია და თითქოს აღარც გვიკვირს, როდესაც პოეტების მეფე მიწიერი არსების სიმშვენიერეს სწორედ ამ ზეციურ ფე რთან აკავშირებს. ქალი მუდამ იყო პოეტებისა და ხელოვანთა შთაგონების წყარო. მას ეტრფოდნენ, უძღვნიდნენ ლექსებს, აღმერთებდნენ, აიდეალებდნენ... და ღვთისმშობელთან აიგივებდენენ. ეს ყოველივე განსაკუთრებით თვალშისაცემია გალაკტიონის ლირიკაში. მისი შორეული იდეალი, რომ ანტიკული ხატი და ზოგადი იდეალი ქალისა მერია, ინსპირირებული კონკრეტული პირის, მერი შერვაშიძის პერსონ ით. თუმცა ზაზა შათირიშვილი წერდა: „რაც შეეხება მერის, იგი წარმოადგენს ობიექტს, რომელთანაც ურთიერთობა შეიძლება მხოლოდ მაქსიმალური სიშორის სიტუ ა ციაში. ერთადე რთი რელაცია ხორციელდება მხოლოდ მე – სთან, რომელიც იკითხება არა როგორც შიფტერი, არამედ როგორც საკუთარი სახელი საკუთარ სახელში – მერი“ [ 1 53 , 55 ] . მკვლევარი მერის გა იაზრებ ს , როგორც ავტორის თავისებურ ორეულს, ორიგინალურ „სარკისებურ ინვერსიას“. სარკისებური ინვერსი ა გულისხმობს „ტირესიას კომპლექსსაც“, ესე იგი არა მხოლოდ დაბრმავებას, არამედ ,, სქესის შეცვლას ” . ამ აზრით , „ ლე ნორა, მერი, ვერონიკა და სხვა წარმოადგენს ორეულების უსასრულო სერიას, რომელიც ჩნდება მე – სა და ჩემ - ს შორის გაჩენილ წყვეტილში“ [ 1 53 , 57] . გალაკტიონის პოეზიასთან ურთიერთობისას თითქოს ნორმად დამკვიდრდა მისი სტრიქონების გაუგებრობაზე ლაპარაკი. მოვუსმინოთ თავად პოეტს: „არ მინდა სიტყვა, არ მინდა სიტყვა! როდესაც სიტყვა და იბადება, სიმართლის ალი – როგორც ბურუსი, ისე ირღვევა და იფანტება.“
--
გალაკტიონი: ბაირონი: „ მაგრამ ეს გწამდეს , „ მაგრამ,იცოდე, ვინც გიერთგულებს, ვინც უნდ გხატავდეს, ვერ შეგიყვარებს შენ ჩემზე მეტად. “ ჩემდენ სიყვარულს ვერ იგრძნობს აღძრულს...
== ვინც მე მიყ ვარდა, ვისაც ძმად ვთვლიდი, ყველა წავიდა, ყველა გაფრინდა. მე მარტო ვდგავარ ქარგადავლილი – იმედიც, ალბათ, მიტომ წამიხდა!“ (თარგმანი ი. მერაბიშვილისა) გალაკტიონის ლექსიდან „სად“: „მარტოდმარტო ვარ... ვისაც ოცნება ედემის ციურ ხატებად სთვლ იდა, ვისაც სიყრმითვე მე თაყვანს ვცემდი, ყველა მომცილდა, ყველა წავიდა“
-- „...ოჰ, მომეცალეთ, კმარა! მხოლოდ სიკვდილი მინდა, არც პოეზია მატკბობს, არც მეგობრობა წმინდა. ეს რამდენიმე დღეა და რამდენიმე ღამე არე მიდამოს შხამავს ღრმა მწუხარების შხამი. ჩამოიბუროს ზეცა, მისიც აღარა მჯერა – მერის თვალებით იგი ვერ გაბრწყინდება, ვერა!“
00
„შენ მაინც ვერსად გიპოვე, მერი! ო, გული მტკივა, გული სხვა გრძნობის, არსად არ გნიშნავს ჩემს წინ ცბიერი რელიეფური რუკა ევროპის! სადა ხარ, სადა? რომელი მიწა შენ აირჩიე ჩვენის მაგიერ? – ბადენ – ბადენი, ლონდონი, ნიცცა, თუ (მოგონებავ, გვერდს ვერ აგიარ).
|
|
|
|