ჩვენი საყვარელი ლექსები
|
|
nukria | Дата: შაბ, 27.02.2016, 18:54 | Сообщение # 4291 |
![nukria](/.s/a/21/564026709.png) Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ამაღამ ისევ ძველ სიზმრებს ვნახავ, – ჭინჭრის ღერივით მწველსა და მსუსხავს, ვისაც ვეძებდი, თითქოს ის არ ხარ, მაინც რატომღაც გელტვი და მსურხარ.
რა ახლოს ჩანან ჯვარი და მცხეთა, ღრუბლები ქართლის ზეცას კაფავენ, თუკი ვიცოცხლე, დავრჩები შენთან, აქ წავყრი ამ გულს ლაგამ-სადავეს.
ვით დედოფალი ზღაპრულ მისრეთის, აგიხდენ ყველა ნატვრას და სურვილს, მე თვით სიკვდილიც მინდა ისეთი, რომ შენს მუხლებთან ამომხდეს სული.
ჯერ კი ეს ძეწნა ტრფიალით მიმზერს და თავბრუს მახვევს სურნელი ვარდის, და არაგვიდან წამოსული მზე ჩემს ულამაზეს თვალებში ჩადის.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 27.02.2016, 18:55 | Сообщение # 4292 |
![nukria](/.s/a/21/564026709.png) Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
|
"გაზაფხულმა რაც მათქმევინა" ლექსების ციკლი
სამასი არაგველის გახსენება ბაბუა ალუდაურს
წვიმს და მთებს არყევს ქუხილის ხმები, ღრუბლები ელვის შუბებს ლეწავენ, თუ არაგველთა თამამი ხმლები კრწანისის ველზე სიკვდილს კენწლავენ.
”ხახმატის ყმა და ქართვლის მონა ვარ!~ – ბაგეზე უცხო ცეცხლი ვარვარებს... სამას კაი ყმას, მთებით Mმომავალს, ბარში სამასი უცდის სამარე.
თუმცა გულიც და გორდაც ვარგობდა, შავად ჩამოდგა იმ დღეს დაისი... ჯავრმოუშუშებ საარაგვოდან კვლავ სისხლმდინარი მოჩანს კრწანისი.
ნისლო, რა მწარე ნაღვლით ითვრები, – სული ვერ მოკლა მომხდურის დანამ, დღესაც არაგვის მრისხანე მთები ომში მიმავალ მოლაშქრეთ ჰგვანან.
წვიმს და ცას არყევს ქუხილის ხმები, ღრუბლები ელვის შუბებს ლეწავენ, თუ არაგველთა თამამი ხმლები კრწანისის ველზე სიკვდილს კენწლავენ.
* * * რამდენი დარდით ვნებულხარ, გულო, ამყოლო ქარებსა, რამდენჯერ დავუღუპივარ ჩემს სიმართლ-სიალალესა.
რამდენჯერ დამიკოცნიხარ, ცისკარო, ქართლის ჭალებსა, მუხლჩოქვით შეგვედრებივარ არგათენებას მალესა.
რამდენჯერ მჩეხეს უწყალოდ, ნაღველს მასმევდნენ მწარესა, შუბლზე ნათელი უფლისა ღვთის რისხვად ჩამითვალესა.
ძმათაგან ბეჭში დაჭრილი, წყლულს არ ვუჩენდი მთვარესა, რამდენჯერ გაბრუნებულხარ, ცრემლო, მომდგარო თვალებსა!
ეგრე ნუ მიგლოვ, დედაო
ეგრე ნუ მიგლოვ, დედაო, ცრემლის ნუ გიდგას გუბები, ნაშობი ცისკრის სხივიდან ბნელში ვერ ჩავიღუპები.
ტანი რომ მიწაზე მიდგას, თმას მივარცხნიან ღრუბლები, ჟამდაჟამ კარი იღება, ცად უფალს ვესაუბრები.
თუ ისე მიმტრო საწუთრომ
თუ ისე მიმტრო საწუთრომ, ერთად დამიმხო ცხრა კარი, დავლად წაიღო მომხდურმა, ჩემი ნათიბი, ნამკალი. თუ მტერს ვერ გადავეწიე, გული ჯავრისგან დავკალი, ვერ ჩამიხვია სწორფერმა მთვარით ნაფერი მხარ-მკლავით. ნურცავის ზღაპრად უამბობ, არცვის უჩვენო გზა-კვალი, ვინ მე და სულის განლევა, სიკვდილთან თრთოლა-კანკალი, მოდი და ლექსის სტრიქონი გულზე ხმალივით დამკარი.
მამულისადმი
ხან თუ სევდიან სტრიქონებს ვწერდი, ხანაც მზე მწვავდა შორი ცის... ვიდრე გჭირდები, რომ გყავდე გვერდით, – სწორედ იმდენ ხანს მოვიცდი.
ხმამაღლა ვერ ვთქვი ამ მიწის ტრფობა, სევდით გავყურებ ჭაუხებს... დედასავით რომ ჩამიკრავს გულში, მაშინ ჩურჩულით გავუმხელ.
საღამო არაგვზე
ამაღამ ისევ ძველ სიზმრებს ვნახავ, – ჭინჭრის ღერივით მწველსა და მსუსხავს, ვისაც ვეძებდი, თითქოს ის არ ხარ, მაინც რატომღაც გელტვი და მსურხარ.
რა ახლოს ჩანან ჯვარი და მცხეთა, ღრუბლები ქართლის ზეცას კაფავენ, თუკი ვიცოცხლე, დავრჩები შენთან, აქ წავყრი ამ გულს ლაგამ-სადავეს.
ვით დედოფალი ზღაპრულ მისრეთის, აგიხდენ ყველა ნატვრას და სურვილს, მე თვით სიკვდილიც მინდა ისეთი, რომ შენს მუხლებთან ამომხდეს სული.
ჯერ კი ეს ძეწნა ტრფიალით მიმზერს და თავბრუს მახვევს სურნელი ვარდის, და არაგვიდან წამოსული მზე ჩემს ულამაზეს თვალებში ჩადის.
გადაძახილი
აღარ ვიცი, ვინ ან როგორ შევაჩვენო, ქსანს და არაგვს უცხო მუმლი მისევია, ქართლი, როგორც გაროზგილი დედაჩემი, გადატყაულ მუხლისთავზე მისვენია.
გვერდით მიდევს ვერცხლისფერი ამულეტი, თვალს ვარიდებ გადამტვრეულ, პირბლაგვ მახვილს, ”რა უყავით, რა უყავით მამულები?!~ – ტირილის ხმით ვიღაც გაღმით გამომძახის.
ეს ხმა ათას ჩემისთანა გულთან დაობს, ხან მრისხანებს, ხანაც გლოვის ისმის ზარი – ”ვის მიეცით ეს წყალ-ჭალა საიგავო, უფლისაგან სასოებით ნაბოძვარი?! ~
ამობრწყინდი, მზეო, ღამის გამთენებო, ჩვენ თუ არა, სხვა ვინ შეცვლის ამგვარ ამინდს... გაიღვიძეთ, გაიღვიძეთ, ქართველებო! – დამდგარია ტანზე თაფლის წასმის ჟამი.
აღარ ვიცი, ვინ ან როგორ შევაჩვენო, ქსანს და არაგვს უცხო მუმლი მისევია, ქართლი, როგორც გაროზგილი დედაჩემი, გადატყაულ მუხლისთავზე მისვენია.
ყაყაჩოს ბაგე დავკოცნე
იის თვალები მათრობდა, ყაყაჩოს მწვავდა ბაგენი, შენც იმათ შუა გეძებდი, ვერ იქნა, ვერ მოგაგენი.
ტრფობის მორევმა წამიღო, რისი ნავი და რა – გემი, ყაყაჩოს ბაგე დავკოცნე, შენი ხო მქონდა ნაგემი.
მანანა ჩიტიშვილი
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 27.02.2016, 23:01 | Сообщение # 4293 |
![nukria](/.s/a/21/564026709.png) Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| აღარ ვიცი, ვინ ან როგორ შევაჩვენო, ქსანს და არაგვს უცხო მუმლი მისევია, ქართლი, როგორც გაროზგილი დედაჩემი, გადატყაულ მუხლისთავზე მისვენია.
გვერდით მიდევს ვერცხლისფერი ამულეტი, თვალს ვარიდებ გადამტვრეულ, პირბლაგვ მახვილს, ”რა უყავით, რა უყავით მამულები?!~ – ტირილის ხმით ვიღაც გაღმით გამომძახის.
ეს ხმა ათას ჩემისთანა გულთან დაობს, ხან მრისხანებს, ხანაც გლოვის ისმის ზარი – ”ვის მიეცით ეს წყალ-ჭალა საიგავო, უფლისაგან სასოებით ნაბოძვარი?! ~
ამობრწყინდი, მზეო, ღამის გამთენებო, ჩვენ თუ არა, სხვა ვინ შეცვლის ამგვარ ამინდს... გაიღვიძეთ, გაიღვიძეთ, ქართველებო! – დამდგარია ტანზე თაფლის წასმის ჟამი.
აღარ ვიცი, ვინ ან როგორ შევაჩვენო, ქსანს და არაგვს უცხო მუმლი მისევია, ქართლი, როგორც გაროზგილი დედაჩემი, გადატყაულ მუხლისთავზე მისვენია.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 27.02.2016, 23:16 | Сообщение # 4294 |
![nukria](/.s/a/21/564026709.png) Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენ ზამთარი ხარ, მე-ზაფხული. ჩვენ შორის კი მუდმივად იქნებიან ვიღაც შემოდგომა და ვიღაც გაზაფხული.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 27.02.2016, 23:28 | Сообщение # 4295 |
![nukria](/.s/a/21/564026709.png) Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ზის ლამანჩელი კაფეში,ძველს დაუკვეთავს კონიაკს, გახუნებული აფიშასატრფოს ბარათი ჰგონია. ქლესური გადაძახილითთავები წაუქონიათ, ის მიდის მტერზე მახვილით,სიკვდილი მღერა ჰგონია. ტრამალის ქარი დაბმულისაკანის ტიბიკონია, ეს სახიჩარი მამული რაინდს სამშობლო ჰგონია.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 27.02.2016, 23:33 | Сообщение # 4296 |
![nukria](/.s/a/21/564026709.png) Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
|
ხან ბეწვის ხიდს გამკიდებ, ხან გზა-ბაწრებს ამახვევ, თავს ხან მქრქალ სხივთ მაფევად, ხან ჭექვ-ელვ-დელგმთ დამახვევ. მაჩქანჩქალებ, მაცხროებ, უცბად ფითრ კვართს გამახვევ, შენ ზნე-ხასიეთს ნატარს ბოლოს მიწას ჩამახვევ.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 27.02.2016, 23:33 | Сообщение # 4297 |
![nukria](/.s/a/21/564026709.png) Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თქვენთვის არ უთქვამთ ქალბატონო რომ გავხართ აპრილს, რომ გაზაფხულმა ღია რძისფერ ნისლში გარწიათ, კარგა ხანია, მყვირალობა დაიწყო მთაში და ამიტომაც შვლებიანი კაბა გაცვიათ...
არც ის არ უთქვამთ? რომ თქვენა ხართ აპრილის ქარი, ნაფერები და ღიმილივით ოდნავ დამთბარი... ო, ქალბატონო, მე ნამდვილად ვაღმერთებ აპრილს თუ ნებას დამრთავთ, მე ვიქნები თქვენი ზამთარი...
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 27.02.2016, 23:50 | Сообщение # 4298 |
![nukria](/.s/a/21/564026709.png) Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| აღმაშენებელს - მეფეს და სარდალს ხედავთ, როს შეხვალთ გელათის საყდარს: თვალს არ აშორებს ის ქართველთ კერას, სად გული მისი გუგუნებს ჯერაც! პირდაპირ მისა ბიბლიურ დავითს აღუვლენია სიმების ჯღერა... უუძველესი მზის ქვეშე ხალხი, ვით შეწყვეტს სუნთქვას და გულთა ძგერას?!
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 28.02.2016, 00:11 | Сообщение # 4299 |
![nukria](/.s/a/21/564026709.png) Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვის ნაჭარმაგებს მეფენი თორმეტნი პურად დამესხნეს, თურქნი, სპარსნი და არაბნი საზღვარს გარე გამესხნეს, თევზნი ამერთა წყალთანი იმერთა წყალთა შთამესხნეს,- აწღა ამათსა მოქმედსა ჴელნი გულზედან დამესხნეს.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 28.02.2016, 00:27 | Сообщение # 4300 |
![nukria](/.s/a/21/564026709.png) Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გაზაფხულმა გამოაღო დარაბები, სიყვარულში გამოუტყდა ტიტებს... ახლა ჩემზე სულ არაფერს მოგიყვებით,- აპრილია... თავად უნდა მიხვდეთ !!!
|
|
|
|