ჩვენი საყვარელი ლექსები
|
|
nukria | Дата: პარ, 04.03.2016, 23:15 | Сообщение # 4371 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ბარნოვს უთქვამს: "მარაზმია - ჩემს გულს რაღაც ეჭვი ხრავსო! სხვა გუნდი და სხვა რაზმია - ვერ დავუჭერ მე მათ მხარსო.
კაცი არ ჰგავს კაცს იქ სულ და ქალს ვეღარ ვთვლი ქალადაო“... აი, ასე დაუსრულდა მას თავისი ბალადაო.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 04.03.2016, 23:16 | Сообщение # 4372 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გადავაგორებ ამ წელსაც ოხვრით, დამრჩება უკან ცოდვილის ხნული, ტაძრამდე მივალ მუხლებზე ხოხვით, უფლის ხატებთან რომ დავდო გული.
მზე შემოაღებს კარებს აღსავლის, წინ გადიხსნება სამყაროს კიდე, მერე კი, თავად ღმერთი მასწავლის, რომელი გზებით უნდა წავიდე.
/ნანა მეფარიშვილი
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 04.03.2016, 23:16 | Сообщение # 4373 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ...და როცა სოფლის ორღობეში ჭყივის ღამურა, სულ მეფიქრება:უნდა რამე თუ არც რა უნდა? თუ არაფერი?რა აჭყივლებს ნეტავ ღამურას? და თუ სურს რამე?ამ ჭყივილით რამე გამოვა?-ლიკა
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 04.03.2016, 23:17 | Сообщение # 4374 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ყავა, სიგარეტი, კარტი... ქარში მოწანწალე მარტი... სულში სურვილების ალით, კენტი, შინაბერა ქალი.
თვალში მოგიზგიზე ცეცხლი, თმაში უკვე ძაფი ვერცხლის... ცივი ღამეების სევდა, თაგვის ფაჩუნი და ელდა.
მზერა , მიჯაჭვული - კარებს, დარდის მოზიარე მთვარე... კარტი, სიგარეტი, ყავა... წავა ეს ცხოვრება, წავა. /მარიამ კოზმანიშვილი/
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 04.03.2016, 23:17 | Сообщение # 4375 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თმები მიწეწა და ფოთლები მაყარა, ურცხვმა! ვუთხრა,თუ არ ვუთხრა, ვუთხრა,თუ არ ვუთხრა, ვუთხრა? ყურში ჩამჩურჩულა, მერე ამიწია კაბაც, გაგთქვა,თუ არ გაგთქვა, გაგთქვა თუ არ გაგთქვა, გაგთქვა? ირგვლივ იბზრიალა, თავბრუ დამახვია,მთვრალმა... წახვალ თუ არ წახვალ, წახვალ თუ არ წახვალ, წახვალ? ასე მეთამაშა, ასე მეთამაშა დიდხანს... მერე შენც მოხვედი, მე კი, არაფერი მითქვამს!–ლიკა
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 04.03.2016, 23:21 | Сообщение # 4376 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ნუშის რტოზე უნუგეშოდ დანატოვი, განა წვიმის, სიმარტოვის ცრემლებია... მერე რაა, თუ ჩემს ფიქრსაც გავანდობდი, მაინც სევდის კრიალოსნად ებმებიან...
ცისკრის ტბათა ელვარება რომ ფერავდა, მე სითეთრე მათრთოლებდა იმ გედების... გაზაფხულის გაღიმება მომენატრა, შენ კი, თურმე სიბნელისთვის მიმეტებდი...
მთვარის შუქი ეფინება სარკმელს ისე, ალბათ, ისევ მონატრების ჟამი დგება... ეს ტირიფიც ტკივილებით თვალს დაივსებს და მერე კი, ღმერთმა იცის, რა იქნება...
ბადრი სულაძე
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 04.03.2016, 23:22 | Сообщение # 4377 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ყვითლად ელვარებენ ნაზი მიმოზები, ქარმა კი ღრუბლები თოკივით დაგრიხა, შენ ვარდის ფურცლებით რომ შეიმოსები, მოხვალ ჩემს ფიქრებში და დაძრწი, დაქრიხარ. წინ დგანან უძრავად ბებერი ჭადრები, დაგკარგე, დაგეძებ, მე ვეღარ გპოულობ, ვსაზრდოობ მხოლოდღა ტკბილი მონატრებით, მუყაოს ყდიდან კი მიღიმის პაულო. რა მოხდა, თუ ერთხელ მეც მწარედ დავეცი?! თურმე უშენობამ ეს გული დადაღა, და ნაცნობ ბაღებში შენს ლანდებს დავეძებ, სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ?!
რითმების კავალერი
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 04.03.2016, 23:23 | Сообщение # 4378 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე მოვედი, ვერ გიპოვე იებთან, მხოლოდ სევდა შრიალებდა ფოთლებზე... მერე ის დრო გამახსენეს ფიქრებმა, მზე რომ გვეჯდა სიყვარულის მოლბერტზე...
ფერს ვეძებდით ერთმანეთის თვალებში, თითებს თმების შერჩენიათ სურნელი... და ნახატს კი უსასრულო ალერსში, არც გვეგონა, თუ კი დავასრულებდით...
ალერსს ახლაც სამახსოვროდ გიტოვებ, ფერი გაცვდა, დამრჩა სევდა ულევი... და მოლბერტის გახუნებულ ტილოზე სევდიანად თვლემენ თაიგულები...
ბადრი სულაძე
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 04.03.2016, 23:24 | Сообщение # 4379 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მშვიდად ლივლივებს ფიქრის ტბის განცდა, წარმოვიდგინო მე ლამის მზედ ქვა, სულ ბოლო სიტყვაც იმიტომ დამცდა, დუმილის მსგავსი რამე რომ მეთქვა. ჩვენ ვეუბნებით ერთმანეთს სიტყვებს, მერე კი ვსუნთქავთ ჩვენი სიტყვებით და აღარ ვიცით, დღეს ამით ვიწყებთ, თუ საერთოდაც ამით ვიწყებით.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 04.03.2016, 23:59 | Сообщение # 4380 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შეშლილი ქარი კვლავ მედავება აფრიალებას შენი კაბისას, ნუთუ არსებობს, რომ მედავება, ნუთუ გაიტანს მაინც თავისას. სულელი სეტყვა ჰყრის მარგალიტებს, რომ დაგამშვენოს ცივი მძივებით, შემთვრალი მთვარე თვალს არ გარიდებს, გადარეულა შენი წვივებით. წვიმა თავნება პირ–სახეს დაგბანს, მოგიალერსებს ცივი ხელებით და შეეცდება ზეცა შენს დაბმას, ოცნების მსგავსი ცისარტყელებით, მაგრამ უქმეა მათი ხარჯები, ვიცი, რომ მაინც ჩემთან დარჩები.
|
|
|
|