ჩვენი საყვარელი ლექსები - Page 440 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ჩვენი საყვარელი ლექსები
nukriaДата: კვ, 06.03.2016, 07:50 | Сообщение # 4391
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წუხელის მინდოდა სიკვდილი,
ცა იყო შორი და ყვითელი.
ნისლები ჩამოდგნენ ტყისპირად,
ტყისპირად ყვაოდა ცირცელი.
ბღავიან საფლავთა ლანდები,
ლანდები შავი და მწუხარნი
ვირწევი, ვდგები და ვვარდები,
უქაროდ…
უქაროდ…
უქაროდ…
ვერ შევძელ წუხელის სიკვდილი,
ფოთოლზე ცვარივით ვირწევი,
ბინდს იქით ზარნაშო იკივლებს,
ზარნაშო თოვლივით შიშველი..

ტარიელ ხარხელაური
 
nukriaДата: კვ, 06.03.2016, 14:39 | Сообщение # 4392
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხალხში ვტრიალებ ჯარად,
თუ სადმე ვზივარ ქვაზე,
ვწუხ, შენზე ვპიქრობ მარად,
და არაფერზე სხვაზე!
მინდა ვიფიქრო ბევრზე _
ქალზე, წვიმაზე, ქარზე…

ვფიქრობ _ შენზე და შენზე
და არაფერზე სხვაზე…
უცხო ქვეყნების კარად,_
ცაში, ხმელეთზე, ზღვაზე,_
მე შენზე ვფიქრობ მარად
და არაფერზე სხვაზე!
სიცოცხლე მოსჩანს ჩალად,
ცრემლები მადგას თვალზე,
ვრჩები გაკრული მარად
შენი მონობის ჯვარზე!..
შრება წვნიანი ძვლები _
ხომ გაგვიდებენ მხარზე?!
_ჩვენ ვართ!_იტყვიან ძმები,_
აფსუს! ვერ იყო ჭკვაზე!

/მურამან ლებანიძე/
 
nukriaДата: კვ, 06.03.2016, 14:39 | Сообщение # 4393
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გაზაფხულის სურნელება მიყვარს,
მიყვარს თეთრად შეფერილი ტოტი,
მიხარია ის,რომ ზამთარს ძინავს
და ზაფხული ეგუება ლოდინს....

/თეა მანგოშვილი/
 
nukriaДата: კვ, 06.03.2016, 14:40 | Сообщение # 4394
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს,
ისე მაღალი და სპეტაკი განა მთებია?
მარტის ნიაღვარს აყვირებულს გზები ჩაუხრავს,
უგრიალნია და ზღვის უბეს შეერთებია.

მე ვის უბეში, მე ვის გულში შევინავარდო;
ვის შევუერთდე, - შენი გული დაკეტილია!
ნუთუ ეს ტრფობა, საყვარელო, თეთრო მთის ვარდო,
პოეტისათვის მხოლოდ ძველი გაკვეთილია?

/გიორგი ლეონიძე/
 
nukriaДата: კვ, 06.03.2016, 14:42 | Сообщение # 4395
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გაზაფხულის კანტანტა

ალუბლის რტოზე გალობს მზეწვია,
ჰგავს გაზაფხული ძვირფას სუნამოს,
გზაზე აპრილი წამომეწია,
ლაჟვარდებს ფრთები რომ დაუნამოს.

ეპოქაც ალბათ მისთვის მელოდა,
ხელში ლამაზი ლექსის ჩითილით,
რომ მობიბინე სულის მდელოდან,
აგიფრთხიალო გრძნობა ჩიტივით.

სიცოცხლე შენზე ფიქრში ვათიე,
ჩითის კაბაში კეკლუცობს ველი,
მაგრამ ვერასდროს ვერ გაპატიებ,
რომ სხვამ იგემოს ეგ ბაგე სველი.

ჩამომიქროლა სურვილის მართვემ,
ვინღა დაეძებს სულის ცხონებას...
უსაქმურობით ლუკმა პურს ვართმევ,
ისედაც ჩემზე მშიერ ცხოვრებას.

ლევან ფანჩვიძე
 
nukriaДата: კვ, 06.03.2016, 14:42 | Сообщение # 4396
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აქ მიწაზე შევეგუე იღბალს,
შევეგუე ზეცაში რომ ვერ ფრენ...
შევეგუე, რომ ვერავინ მითხრა
ის, რაც უნდა ეთქვათ, თუნდაც ერთხელ...

შევეგუე დაცემას და კვდომას,
შევეგუე მეგობრების სიკვდილს.
შევეგუე, რაც კი დღემდე მომაქვს,
შევეგუე მას, ვინც აღარ მიცდის.

შევეგუე და გამტეხა ძალამ,
რაც თვითონ ვარ და რაც ჩემში კვდება.
შევეგუე ქვეყნად ყველა ქალაქს,
ყველა ღალატს, რაც ამქვეყნად ხდება.

შევეგუე სიძულვილსაც, თითქმის,
ვითმენ... ვითმენ... შევეგუე თმენას.
შევეგუე ჩემს დღეებს რომ ვითვლი,
შევეგუე, რომ არავის მჯერა...

აღარც სითბო, არც სიცივე არ მაქვს,
შევეგუე სიყვარულს და ტკივილს...
რაც მოვედი, სულ წამართვა ქარმა,
მწარე ფიქრი და სიცრუე ტკბილი...

შევეგუე ყველაფერს და ყველას,
ტყუილ-მართალს შევეგუე ჩემთვის...
მაგრამ... მაგრამ... მაგრამ აღარ მჯერა,
სამუდამოდ რომ ამ ხმელეთს შევრჩი!

/ილია ერქვანია/
 
nukriaДата: კვ, 06.03.2016, 14:44 | Сообщение # 4397
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე მინდა ვიზრუნო შენზე, ისე რომ სურვილი არ მქონდეს ღალატის;
მიყვარდე, მაგრამ თავისუფლებაში გტოვებდე;
სერიოზულად გიღებდე, მაგრამ არაფერს გაიძულებდე;
მოვდიოდე, და თავს არ გახვევდე ჩემ მოსვლას;

რაღაცას გჩუქნიდე, და არაფერს ველოდებოდე საპასუხოდ;
შემეძლოს დამშვიდობება, მაგრამ არ მეშინოდეს, რომ რაღაც მთავარს დავკარგავ;
ჩემ გრძნობებზე გესაუბრებოდე, ოღონდ შენ არ გაკისრებდე მათზე პასუხისმგებლობას;
ცოდნას გიზიარებდე, მაგრამ ჭკუას არ გასწავლიდე;
მიხაროდე, ისეთი როგორიც ხარ.
თუ შენც ასეთივე გრძნობებით ხარ,
გადმოდგი ჩემსკენ ნაბიჯი!

/ჯ. ჰალილ ჯებრანი/
 
nukriaДата: კვ, 06.03.2016, 14:46 | Сообщение # 4398
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დედა

მელანქოლია დათარეშობს წვიმიან ღამეს,
ფანჯრის რაფასთან დაუჩოქა მწუხარეს ძილმა,
შენ ალბათ იცი როგორ ვითვლი უშენო წამებს
მაგრამ არასდროს გაგიმხილე ამაყმა შვილმა...

ალბათ ის გახსოვს ბავშვობაში შორს იყავ როცა,
საბანში ჩაფლულს მიტირია სასთუმლის ველზე,
ახლა უშენოდ გავატარე ამდენი წელი
და საბანაკრულს მხოლოდ ფიქრი შემომრჩა შენზე...

ეხლაც ზეპირად მახსენდება რუსული ტექსტი
რომ არ ვსწავლობდი მიმაცემე ცრემლებით სავსე
კარგი ყოფილა ბავშვობაში ცრემლებით სწავლა
ბავშვობის ცრემლებს მოგონება ღიმილად აქცევს...

დედა, ღიმილით გამახსენდა სარკმელში მზირალს
პატარა ხელით რომ გადებდი საფენებს თავზე,
ახლა, სარკმელში ვიმზირები წვიმიან ღამეს
და წვიმა მიგრძნობს, როგორ ვდარდობ იმ გამქრალ წამზე...

დედა, თუ გახსოვს შენს ხელებში რომ მაძინებდი,
მეპარებოდი მერე ვიცი, მე ახლა ვხვდები
და როგორც იმ დროს გამეპარე მძინარეს მაშინ,
ისე მეცლება ხელებიდან ბავშვობის წლები...

დედა, ყოველთვის ხომ მიყვარდი, მიყვარხარ ახლაც
და მეყვარები სამუდამოდ სრულყოფილ ღმერთად,
როცა ნაოჭი გაგიჩნდება პირველი დედი,
ჩაგეხუტები და მე და შენ ვიტირებთ ერთად...

დედა, როცა მე არ ვიცოდი ჯერ კიდევ კითხვა
შენ მიკითხავდი და კითხვაში მაჩვევდი ღამეს,
როცა სათვალე დაგჭირდება პირველად დედი
თავად ავიღებ, წაგიკითხავ ათასგვარ რამეს...

დედა, ოდესღაც მე შენში ვიყავ და გვერქვა ერთი,
ერთად ვამსხვრევდით მარტოობის საზარელ მითებს,
მე ისიც მახსოვს მასწავლიდი პიანოს დაკვრას,
დო-დან დო-მდეც რომ ვერ ვაწვდენდი პატარა თითებს...

ვიცი გატკინე გული ბევრჯერ, მაწვება ახლა
ბევრჯერ სამოთხე შეგატოვე ბაღებად შლილი,
წავედი სხვაგან, მოვიარე ბოროტის ძალით,
მაგრამ ხომ მაინც დამიბრუნე უძღები შვილი...

დედა, შენ ალბათ ცრემლი მოგდის ამის კითხვისას,
მაგრამ შენს ცრემლად? არა! არ ღირს მიდნოდა მეთქვა,
მე შენ მიყვარხარ ეს იცოდე, გახსოვდეს მუდამ,
და შენ გეკუთვნის, ჩემი გულის ყოველი ფეთქვა...

/თემო შენგელია/
 
nukriaДата: კვ, 06.03.2016, 14:46 | Сообщение # 4399
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ასეა მარად

…ეგრეა, ეგრე, როცა კვდება ეგ სიყმაწვილე,
სამხართან თითქმის ყველაფერი იწვის და ტყდება.
უცქერი მინდვრებს, ბაღში შეხვალ, ნაირ ყვავილებს
და ეს ოხერი არაფერი არ გენატრება.

რა შეგიძლია, განა მუდამ გიშველის ტვინი,
ან და ანთებულ კანდლების წინ წუწკი ნისნობა?
ეხლა დადიხარ უბან-უბან და ხალხს შესჩივი:
რა ვქნა, მიყვარდა: ლექსი, ცა და მარადისობა.

რა ოხრად გინდა ყველამ შენზე ილაპარაკოს,
გაქონ, გადიდონ, ყველა ბრიყვი მტლადაც დაგედოს,
არ გირჩევნია ისე ჩუმად გადაიკარგო,
რომ შენი ბინა მეეზოვემ ლანძღვით დაკეტოს?

ასეა მარად, როცა ქარი ჩადგება ხოლმე,
დარწეულ ხეებს ფერი დიდხანს არ ემატებათ.
დადიხარ მარტო, იცი ღამეც აღარ გაბრკოლებს
და ხედავ, მაინც არაფერი არ გენატრება.დარდი ბუხართან.

/ნიკო სამადაშვილი/
 
nukriaДата: კვ, 06.03.2016, 14:47 | Сообщение # 4400
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვის უფიქრია..
ჯვარს როგორ ტკიოდა
მასზე გაკრული
ღმერთი.

/ალექსანდრე შურღაია/
 
ძებნა:

მოგესალმები Гость