ჩვენი საყვარელი ლექსები - Page 442 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ჩვენი საყვარელი ლექსები
nukriaДата: ოთხ, 09.03.2016, 14:59 | Сообщение # 4411
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აღარა მაქვს ამ ქალების ატანა,
დასანახად ვეღარ ვიტან მათ.
მათი სახით ამეკიდა სატანა,
რა შევცოდე? რად ვისჯები, რად?

ცუდად ვხდები, რომ ვიხსენებ სახელებს,
ცუდად ვხდები, სახეებს რომ ვიხსენებ.
ყალბი ხმა და ცრუ იერი მახელებს
თვალწინ მიდგას ყველა - ვეღარ ვისვენებ.

დღეს ტულელი გამახსენდა იულია,
თან სულელი, თანაც ფრიგიდულია,
ან ავიღოთ თუნდაც დალი,
მუდამ გაპობილი მთვრალი.

მრუში არის გალია,
ისე, სათნო ქალია.
რა მსუნაგია თამუნა,
ლამის მეც შემახრამუნა.
უვარგა სახე მინსკელ ტანიას,
მაგრამ, ქართველი კაცის ტანი აქვს.

როგორ ვენდე მე სვან ნინოს?
უმარილოს, თან უტვინოს.
აჭარელიც მყავდა ნინა,
ერთი უნდა მოგესმინა.
მეუღლედ მყავდა ეკატერინე,
ერთ დღეს აღმიქვა, როგორც მტერი მე.
გამომცვალა, როგორც ძველი კალოში,
გაიპარა თვითონ მონტეკარლოში.

ცოდვა მადევს ერთი რუსი მონაზვნის,
რადგან როცა გემო ნახა ორგაზმის ,
- დაივიწყა, რაც კი ჰქონდა აღთქმული,
ჩემი ხათრით შეისწავლა ქართული.
''ყ''- ს გამოსთქვამს, ბაყაყივით ყიყინებს,
დროშასავით აფრიალებს ბიკინებს.

მოგესალმები შენ ჩემო ნელი,
ნუ შიშობ, არ მაქვს მე ენა გრძელი.
რომ აიხადე გახსოვს ვუალი?
- პირველად ვნახე ტრანსსექსუალი.

რას ვიფიქრებდი ქურდბაცაცაა ლამარა,
როგორ დამტოვა პრეზერვატივის ამარა?!

დამეხხენით, ქალბატონო ლილი,
თქვენ ჩემხელა უნდა გყავდეთ შვილი,
რას ნიშნავს, რომ არ ვიყავი ფრთხილი
ახლა თავს ვგრძნობ, როგორც ნეკროფილი.

თეა - მთხლეა, ეს ლია გველია
ცირა, ლალი და ლიზი
- ცარიელი კაპრიზი.
არ გამაგონოთ სქესი ქალური,
მე ერთი აზრი ამიტაცია,
გამოვიცვალო სექსუალური ლამის ორიენტაცია.

მაგრამ, კაცებსაც, როცა ვუყურებ - მიკვდება გული
რამდენი გინდა შემომთავაზო ნეტავი ფული,
რომ შევიყვარო მე ტლუ თემურა, ან ტლანქი ანრი,
ბილწი ბიძინა, მყრალი თენგიზა, მსუქანი ჟანრი,
ბოროტი რატი, ლოთი ვალოდა, ცბიერი ბადრი,
მშიშარა შაქრო, ძმობის არ იცის რომელმაც ყადრი.

ხელმრუდ მურადას, როგორ გავუგო, ერთი მითხარით,
როგორ გავუგო ნუგზარას, ცოლი რომ სცემა გიტარით.

არა, არ მინდა, აღარც ქალების, არც კაცთა მოდგმა!
რაც გსურთ იფიქრეთ, მიდით ატეხეთ მითქმა და მოთქმა,
სად არის ახლა ნეტავი, ექიმი აიბოლიტი
ის თუ მიშველის - იქნება გამხადოს ჰერმოფროდიტი
 
nukriaДата: ხუთ, 10.03.2016, 16:17 | Сообщение # 4412
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დაგვტოვეთ მარტო!..
მე დღეს ხმაც და სიმიც დამაცვდა,
იმ საზღვრის ხაზთან,
იმ შავ ხაზთან
დღეს მეც შევჩერდი.
დაგტოვეთ მარტო
ერთი სიტყვაც
მაქვს ქვეყანასთან,
დაგვტოვეთ მარტო
ახლა მე და ეს მზისქვეშეთი.
მე ცამდე სავსე
ათას დრამით, ათას ქარიშხლით,
ყველა ქარიშხლის
ყველა დრამის
სუნთქვით მცნობელი...
ერთი რამ სიტყვაც,
ერთიც დამრჩა
მე ანგარიში
დაგვტოვეთ მარტო
მე და ჩვენი წუთისოფელი.
მე მისი ჯიში,
სისხლი მისი
და მისიანი,
მე ხმა შენდობის
ხმა იმედის
ხმა დამშვიდების;
ქება-დიდებით მე ვავსებდი
ამ დიდ მზიანეთს,
სხვა რამ არ მითქვამს
გარდა
ქება-დიდების.
ახლა დავკეცოთ,
ახლა დავდოთ,
ახლა დავხუროთ
რაც რამ დამთავრდა,
რც რამ გაქრა,
რაც რამ დანაცრდა...
უშუამავლოდ, უმსაჯულოდ, უმეთვალყუროდ
დამტოვეთ მარტო
მე ამ დღესთან, ამ ქვეყანასთან.

ირაკლი აბაშიძე
 
nukriaДата: შაბ, 12.03.2016, 00:28 | Сообщение # 4413
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
...თუკი ჩახსნილი გაქვს საკინძე,
ღამის უძილობას არ იმჩნევ...
თუკი სხეული გაქვს ნეტარი
და კვლავ გაიძახის–
ნეტავი!
თუკი სულში ყვირის მარტის თვე,
თუკი გაზაფხულს შენ აგიჟებ,
თუ მზეს ენანება დაისი,
დილა შენს სარკმელთან კვლავ იცდის...
მიდი,აბზრიალე სამყარო,
ქალო,ველურო და თამამო!–ლიკა

==
ტყეს მოარღვევს ირემი
და სიყვარულს ბღავის ის,
გოგოს მომკლავს სურვილი -
ჩემი სულის ყვავილის.
თვალს ძლივს ვუწვდენ შევარდენს,
მზერა დიდხანს ატარა,
- ხომ მარტო მე გიყვარვარ?
- ჰო, მარტო შენ, პატარა.
არ მანაღვლებს, საწუთროს
ვალად შენთვის რას ვუხდი,
მიყვარს შენი კითხვა და
მასზე ჩემი პასუხი.
 
nukriaДата: სამ, 15.03.2016, 22:36 | Сообщение # 4414
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნოემბერი და ფოთლების აგონია
ანგელოზის ფრთები ფორთხავს ფილაქანზე,
ახლა ქარი თითქოს თეთრი ვაგონია
და მკვდარ ფოთლებს სამარისკენ მიაქანებს..

წალენჯიხის თეთრ სამრეკლოს ნისლი ფარავს,
და ლაზარე აისივით ახელს თვალებს,
კოლხეთიდან წუხელ სევდა გაიპარა
და ლანდივით დიდუბეში დაწანწალებს..

გულზე სისხლი როგორც წყარო, ისე მოდის
ეხეთქება მწარე სისხლი დაღლილ მაჯებს.
შენ ყოველ წამს მხოლოდ სიკვდილს მოელოდი,
და სიკვდილზე ღმერთკაცივით გაიმარჯვე..

სევდა იწევს მიწიდან და ღრუბლებს სერავს,
თვალს კვლავ ცრემლი და გულიდან სისხლი მოსდის,
გაშლის ფრთებს და ზეცისაკენ ალმაცერად
მიქრის სული პოეტის და ანგელოზის..

ნოემბერი და ფოთლების აგონია
ფრთები უკვე აღარ ფორთხავს ფილაქანზე,
თუმცა ქარი ისევ თეთრი ვაგონია
და მკვდარ ფოთლებს სამარისკენ მიაქანებს..
--------------------------------------------------------------
გიორგი ხარაიშვილი
 
nukriaДата: ოთხ, 16.03.2016, 22:37 | Сообщение # 4415
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვინ გამოიცნობს ავტორს?!
 
nukriaДата: ხუთ, 17.03.2016, 17:44 | Сообщение # 4416
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შუაღამისას აივანზე ვზივარ დაღლილი და ფიქრებს მიმკობს შენზე ფიქრი სასიხარულო, მე მაგონდება შენი სახე ღიმილ მორთული, შენი თვალები - ცისარტყელა შემოვლებული! ნეტამც აქ იყო! ღამეც ვარდად გაიშლება არ იქნებოდა ეს ქვეყანა ჩემთვის სამარე! როგორც კუბოში პატარძალი - დაღლილა მთვარე, ირმის ნახტომით იპენტება ლურჯი ცისკიდე. მე კი ვჩურჩულებ: ლელი, ლელი, ნეტამც აქ იყო! ვერ ვამჩნევ ვარსკვლავს ცეცხლის რკალად გასრიალებულს, ვერ ვამჩნევ, თორემ ჩემს ბედიღბალს შევადარებდი. რად მინდა ბედი, როცა გხედავ პირმოცინარეს - შენი ღიმილი დამიბრუნებს გამქრალ გაზაფხულს! ვერ მათრობს ვარდი, ვეღარც ლურჯი იასამანი, შენი ფიქრები დამათრობენ მშვენიერებით!... ვარდისფერ ნაბადს ისხავს ზეცა გაფითრებული, ვარდისფერ ფიქრით ტოკავს გული შეყვარებული, ასე მგონია: გამოსჩნდები, ახლავე გნახავ!... ვხედავ ოქროს ეტლს, მშვენიერი შორით მოსცურავს და ჰაერს არღვევს მღელვარება ცეცხლის ფრთებისა, მესმის შენი ხმა, სიყვარულით ათრთოლებული, შენმა მერდინმა შორს სივრცეში გაიფრიალა... მოსჩანს ეგ სახე, მხიარული შუქის მფრქვეველი, მოსჩანს ჩემი მზე, მოსჩანს ჩემი ბედნიერება!.. მოუახლოვდი ჩემს აივანს და დადგა ეტლი, როგორ ციმციმით ჩამოდიხარ საფეხურებზე, მთვარის ნათელი სამოსელად შემოგხვევია... გულში დაგუბდა სიყვარულის ბედნიერება, გული ჩამიკვდა, ვით ყვავილში მთვრალი პეპელა... შენსკენ ვისწრაფვი მოულოდნელ სიმდიდრით სავსე, ავჟღერდე შენთან, ვით სიმღერა დავიწყებული!.. დამავიწყდება ლაპარაკი, მორცხვად თავს დავხრი, მხოლოდ თვალები მოგასმენენ უთქმელ სიყვარულს!.. ................................................................................... სიცილს მაყრიდნენ ვარსკვლავები ხელებგაშვერილს, მთლად ცახცახებდნენ მოვერცხლილი ალვის ხეები... ახ! ვყოფილიყავ მაშინ წუთი, ხომ გავქრებოდი, არ აჰყვებოდა ჩემს სიმღერას ცრემლის ნისლები!
 
nukriaДата: ხუთ, 17.03.2016, 20:47 | Сообщение # 4417
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უცდი,
დაღლილო და დაქანცულო,
სხვა ზარს
გარდაუვალ ქვეყანიდან.
უკვე ღვინოს წუნობ და ქალს წუნობ -
ყალბს და უნაიროს ვეღარ იტან!

უკვე
განსხვავებულ ჭიქით ფრთხები,
სულში
შემოდგომის გემო არი,
ისე მოსაწყენად იკითხები,
როგორც წაკითხული მემუარი.

გული გიჩქარდება ეხლა უცებ,
და თუ ზამთრისპირულ ქარს აიტან...
აწი მოგონებებს ეღლაბუცე
აწმყოს გახუნებულ არსაიდან.

აწი
მტვერს და ჰაერს შეერიე,
წლები ბარგივით რო ჩაწყობილა,
და იმ ფუფუნებას შეელიე,
რაც არ იქნება და,
არც ყოფილა...
 
nukriaДата: ხუთ, 17.03.2016, 22:10 | Сообщение # 4418
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
Над Бабьим Яром памятников нет. Крутой обрыв, как грубое надгробье. Мне страшно.Мне сегодня столько лет, как самому еврейскому народу. Мне кажется сейчас — я иудей. Вот я бреду по древнему Египту. А вот я, на кресте распятый, гибну, и до сих пор на мне — следы гвоздей. Мне кажется, что Дрейфус — это я. Мещанство — мой доносчик и судья. Я за решеткой.Я попал в кольцо. Затравленный,оплеванный,оболганный. И дамочки с брюссельскими оборками, визжа, зонтами тычут мне в лицо. Мне кажется — я мальчик в Белостоке. Кровь льется, растекаясь по полам. Бесчинствуют вожди трактирной стойки и пахнут водкой с луком пополам. Я, сапогом отброшенный, бессилен. Напрасно я погромщиков молю. Под гогот:«Бей жидов, спасай Россию!» насилует лабазник мать мою. О, русский мой народ! — Я знаю ты По сущности интернационален. Но часто те, чьи руки нечисты, твоим чистейшим именем бряцали. Я знаю доброту твоей земли. Как подло,что, и жилочкой не дрогнув, антисемиты пышно нарекли себя "Союзом русского народа"! Мне кажется — я — это Анна Франк, прозрачная,как веточка в апреле. И я люблю.И мне не надо фраз. Мне надо,чтоб друг в друга мы смотрели. Как мало можно видеть,обонять! Нельзя нам листьев и нельзя нам неба. Но можно очень много — это нежно друг друга в темной комнате обнять. Сюда идут? Не бойся — это гулы самой весны — она сюда идет. Иди ко мне.Дай мне скорее губы. Ломают дверь? Нет — это ледоход... Над Бабьим Яром шелест диких трав. Деревья смотрят грозно,по-судейски. Все молча здесь кричит,и, шапку сняв, я чувствую,как медленно седею. И сам я,как сплошной беззвучный крик, над тысячами тысяч погребенных. Я — каждый здесь расстрелянный старик. Я — каждый здесь расстрелянный ребенок. Ничто во мнепро это не забудет! «Интернационал» пусть прогремит, когда навеки похоронен будет последний на земле антисемит. Еврейской крови нет в крови моей. Но ненавистен злобой заскорузлой я всем антисеми там,как еврей, и потому — я настоящий русский!
 
nukriaДата: პარ, 25.03.2016, 00:02 | Сообщение # 4419
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სა–ქართველო, – ესე იგი სამყოფელი ქართველების,
მზის ქართულად ამოსვლის და ცისკრის ლოცვით გათენების.
სა–ქართველო, – წინაპრების მკერდზე მდგარი ალაგეა, უფლისაგან დალოცვილი ენით მოლაპარაკეა.
სა–ქართველო, – ქართველების ზეცაა და ტაძარია,
გულში ცეცხლად მოდებული სიყვარულის ხანძარია.
სა–ქართველო, – ქართველთათვის, სიცოცხლეზე უფრო ტკბილი,
როგორც ღმერთი, როგორც დედა როგორც ერთად–ერთი შვილი.
სა–ქართველო, – სტუმრისათვის საარაკო მასპინძელი, ღვინის მადლი, დედას პური, სუფრის წესი ძველთა–ძველი. სა–ქართველო, – ვინც გასწირა ცოდვას ხელი მოაწერა,
მისი შვილი, მომავალი სამუდამოდ დაიწყევლა.
სა–ქართველო, სა–ქართველო–დ! და არ ვინმე გადამთიელს,
ყველას მისი მიწა უნდა, ვინც აქ ღამე გაათიეს.
სა–ქართველო ქართველებსო!– ბრძანებაა თავად ღმერთის, ვინც სიცოცხლე ანაცვალა, სიტყვაც სწორედ იმას ეთქმის.
სა–ქართველო, – მისი მიწა სისხლით ამოდუღებული, ვებერთელა დედამიწის, პატარა და ცხელი გული.
სა–ქართველო,– შვილთა ჩვენთა დალოცვილი მიწა–წყალი, სიცოცხლეს და სიკვდილს შუა გავლებული დიდი ზღვარი. სა–ქართველო, – არა რამე მოგონილი ზღაპარია, ნამდვილია, მას იესოს დედის კალთა აფარია.
სა–ქართველო, – ქართველთათვის ტვირთიც, მადლიც საოცარი,
ზეცაც, მიწაც, სახლიც, კარიც, სიწმინდე და სალოცავი.
სა–ქართველო, – უქართველოდ არც ერთ წამსაც არ გვენახოს,
ქართველთათვის იყვავილე სათიბო და ზვარ–ვენახო.
სა–ქართველო,– ყველა ლექსის ფუძეც, ძირიც მუზის ძალა, ვინც შესძლო და უორგულა, ვერასოდეს გაიხარა.
სა–ქართველო, – უცხოთათვის გაღებული დიდი კარი,
ხან ვაჟკაცი გულზვიადი, ხან ოჯახის დედა ქალი.
სა–ქართველო, – მირონებით გაპოხილი და ნაწვიმი,
ზეცის თაღზე შეტყორცნილი, ფრთა გაშლილი მთის არწივი. სა–ქართველო, – წმიდანების სამყოფელი სულის მიწა, დედის რძე არ შერგებია, ვინც ეს წუთით დაივიწყა.
სა–ქართველო, სა–ქართველოდ!– და არ ვინმე უცხო ტომელს,
ვინც კი გნახა, ღმერთო ჩემო, ყველამ როგორ მოგინდომეს?! სა–ქართველო, – დილის ნამო, დანისლულო დიდო მთებო,
უფლისაგან შებნეულო, ასაფრენო ჩვენო ფრთებო.
სა–ქართველო, – ქართველების სინდისო და თავ–სახრელო,
მხოლოდ ქართველს, მხოლოდ ქართველს, შეუძლია გასახელოს.
სა–ქართველო,– უფლის ტახტო, დილით მზეო, ღამით მთვარე,
დაუძახე გენაცვალე, ქართველები მიითვალე.
სა–ქართველო, – მშობელო და მგალობელო იავნანის, მარიამის დარწეულო მიწავ მოსვლის ბოლო ჟამის.
სა–ქართველო, მრავალ–ჟამი–ერი შენი გათენების,
სა–ქართველო,– სამყოფელო, მხოლოდ ნაღდი ქართველების!

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: შაბ, 26.03.2016, 19:02 | Сообщение # 4420
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მაგიჟებს შენი ვნება,
ქალო!
რა ხარ,ასეთი!
დადიხარ,
თან დაგყვება
გზნება თავხედი...
გაზაფხული ხარ,
ყვავილთ ფურცლის
კორიანტელი...
რა ხარ,ქალო,
რა ხარ,
რა ხარ,
ასეთი...
აიყოლე ღელვა
გზა-ფილაქნების,
სურნელება დაგდევს
ვნების ამშლელი,
ქარი შარი-შურობს
კაბის კალთებში,
აღარ მიყუჩდება
გულის თარეში....
მზე რომ იზმორება
მიწის ალერსში,
მთვარე რომ ებმება
ვარსკვლავთ ბადეში,
ისეთი სხივი გაქვს
მაცდურ თვალებში,
როგორ მინდა,ქალო,
შენი ალერსი!
მაგიჟებს შენი ვნება,
ქალო!
რა ხარ ასეთი,
მინდა გავიხლართო
შენს ცხელ მკლავებში!
მოდი,დავიხარჯოთ,
ნუ ხარ მტანჯველი,
რა ხარ,ქალო,
რა ხარ,
რა ხარ,
ასეთი!-ლიკა


????? ?????, ????????? ??????????, ?????? ??????
?? ???????? ???????, ?????????? ????????.
მგელი არწივი კაი ყმა
და ჭიანჭველაც მანდ არი_
მუდამ მზიდველი ტვირთისა
/ლამაზისა და დიდისა/
სიტყვაძუნწი და მართალი
ხან მაცნე ბედნიერების
ხან ნაომარი სარდალი.

გაზაფხული და ზაფხული
შემოდგომა და ზამთარი_
სიყვარულისთვის უძღვნია
უშენებია ტაძარი
ათი ძმის გასახარებლად
/იციან ცამ და ქარებმა/
ეყოფა ერთი თავთავი.

კაი ყმა მგელი არწივი
და ჭიანჭველაც მანდ არი_
შეუმჩნეველი ზვარაკი
ოქრო მზეს ჩამონათალი
არმომდურავი ბედისა
მხარში მდგომელი ღმერთისა
წინაპრის გზაზე დამდგარი.
??? ?????????? ????? ????????, ???????? ??????? ????
?? ?? ????? ?????? ?????, ??? ????? ?? ??? ??????!..
??? ???????? ????? ?????, ????? ??????? ????? ?????,
??????????? ??????? ?????? ?????????? ????????!..
ერთურთის დარდზე სიხარულის ვაგებთ ხუხულებს,
"ბედნიერების" ნიღბების ქვეშ დავცინით მოყვასს,
ამ დროს უფალი ყველაფერს და ყველას უყურებს
და ძირს დაცემულს თავად სწმინდავს ცრემლიან ლოყას.

გონებას გვირევს სხვისი კარგი, ერთურთის წინსვლა,
საკუთარ ღვარძლში ისე გვიჭირს სულის მიგნება,
ჩვენივე სიტყვით გულმოკლულის საწოლთან მისვლა,
არც მოგვდის აზრად, ამ დროს კაცი კვდება იქნება.

ყოველ ნაბიჯზე სულ-გაცლილი სხეული ბორგავს,
სიტყვა მჭრელია, ალესილი ცელის პირივით,
ზოგჯერ ნუგეშიც საამებელ რიტუალს მოჰგავს,
ჩანს სხვისი ჭირი, მიგდებული ღობის ჩხირივით.

არა მგონია, არა, ასე არ იყო წინათ,
თუმც სული მუდამ იწრთობოდა ტკივილის წნეხით,
დღეს უფრო “კარგი “რომ გამოვჩნდეთ ვიღაცას ვწირავთ
და რომ “ავმაღლდეთ” სხვის სხეულზე ვადგებით ფეხით.

მიწით შექმნილნი, კვლავ მიწაზე დავრჩებით ლეშად,
სხვისი დაცინვით ან როდემდე უნდა გავერთოთ,
მივხვდებით, ღმერთმა ერთმანეთის შეგვქმნა ნუგეშად,
რომ არავინ ვართ ცალ-ცალკე და უერთმანეთოდ.

ერთურთის დარდზე სიხარულის ვაგებთ ხუხულებს,
"ბედნიერების" ნიღბების ქვეშ დავცინით მოყვასს,
ამ დროს უფალი ყველაფერს და ყველას უყურებს
და ძირს დაცემულს თავად სწმინდავს ცრემლიან ლოყას
 
ძებნა:

მოგესალმები Гость