ჩვენი საყვარელი ლექსები
|
|
nukria | Дата: კვ, 06.03.2016, 14:48 | Сообщение # 4401 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თბილისში როგორი ამინდია? ხო არ წვიმს? ცოცხალი ჯაჭვი არ დასველდეს და არ დაიჟანგოს... გირჩებიც გადიან თუ სუ მარტო შუმი ნაცები? ვისაც არ გეზარებათ, დათვალეთ ჯაჭვის რგოლების ოდენობა...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 06.03.2016, 22:13 | Сообщение # 4402 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| რა ლამაზია ჩემი მაცივარი გარედან, მცირე კაცი ვარ და მიწევს საზრდოობა მწირით, აქეთ შუქის ფული, იქით დიასახლისს არენდა ყველა თვის პირველში თუ არ ჩაუთვალე წივის. რა ლამზია ჩემი გარდერობი გარედან, ერთი პერანგი და მისი შესაფერი შარვლით, უნდა ამოვიცვა, ბევრი შესავალი არ უნდა ასე სანახევროდ სველი, სანახევროდ მშრალი. რა ლამაზია ჩემი სიყვარული გარედან, მაგრამ თქვენ შიგნიდან უნდა ნახოთ
ლაშა ბიბიჩაძე
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 06.03.2016, 22:15 | Сообщение # 4403 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| როგორ მინდოდა მენახე, გული მიცემდა მალიმალ, ფიქრებს, მზის სხივებ შენახებს, გზადაგზა ვშლიდი ყვავილად... ნუშმა რომ იცის, ტყემალმაც მოფენა ციდან მიწაზე, მაგრამ ცრემლებს რომ ვერ ვმალავ, ესეც იმათგან ვისწავლე...
შემომხვდი, როგორც ფოთლებს მზე, ცრემლებით ასე ნაწამებს... და გადაპენტილ რტოებზე ნამად ციმციმი მასწავლე... როგორ მინდოდა მენახე, გული მიცემდა მალიმალ, ფიქრებს, მზის სხივებ შენახებს, გზადაგზა ვშლიდი ყვავილად...
თუკი მზემ გამათამამა, ნუშსაც ვეტყვი და ტყემალსაც, ცრემლი გამიყონ თანაბრად, – სიხარულადაც... წყენადაც... შემომხვდი, როგორც ფოთლებს მზე, ცრემლებით ასე ნაწამებს... და გადაპენტილ რტოებზე ნამად ციმციმი მასწავლე...
ბადრი სულაძე
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 06.03.2016, 22:38 | Сообщение # 4404 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მიყვარს გაზაფხული, ხეთა ყვავილობა, ხასხასა სიმწვანე, იების სურნელიც. მინდვრის ყვავილთა და ვარდთა გაშლილობა. სიცოცხლით ავსება მძინარე ბუნების.
ატმის ყვავილობა,ეს ულამაზესი ფერი საუცხიოო, თვალის გასახარი. ბრწყინავს სილამაზით მართლაც დამამშვენი ამ გაზაფხულისა, როგორც პატარძალი.
მორთულან ხეები ვარდისფერ სამოსით, ზღაპრულ სილამაზით ყველაფერს ჩრდილავენ, მე ამ მშვენებას ვეტრფოდი,ვნატრობდი და ახლა ასრულდა სურვილი ბრწყინვალედ,
თუ გინდათ შეიგრძნოთ ძალა გაზაფხულის, თქვენ გულშიც დატოვოს კვალი წარუშლელი, იხილეთ ყვავილნი გულში დახალულნი, მათი სილამაზეც ენით აღუწერი!
მანანა ბოჭორიშვილი
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 06.03.2016, 22:39 | Сообщение # 4405 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| "რას მიქვია მწუხარებით თავდახრილი კაცი, ეს სიცოცხლე ბრძოლაა და ბრძოლა გვმართებს მკაცრი... მხოლოდ თავისუფლებაა ქვეყნად ჩემი ღმერთი, აბა, მეფემ გაბედოს და ხელი მახლოს ერთი!" რობერტ ბერნსი
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 07.03.2016, 00:27 | Сообщение # 4406 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ოდნავ უჩვეულო, მთვარის გარეშე.
ჩვენ, ოღონდ უკვე ცალ-ცალობით სადღაც გვიცდიან.
არ ვიცი ხელი თუ პირველმა ვინ ვის გაუშვა.
მაგრამ ის ვიცი, რომ დაჭერა არცერთს გვიცდია. //დავით სულთანიშვილი//
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 07.03.2016, 20:58 | Сообщение # 4407 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სხვა არაფერი, მინდა მხოლოდ შეგეხმიანო, რათა მჯეროდეს: _ ჩემ გარეშე ისევ არსებობ და მოწყენილი ცხოვრება გაგყავს სვენებ-სვენებით... ბევრი გეძებე ჩემში, მაგრამ ვეღარ გიპოვე, ჩემში რომ იყავ, არც გიხსენებდი...
სად დაიმალე, სად წახვედი ან რა უჩუმრად ამოიპარე ჩემი გულიდან. შენ მიატოვე ძველი სივრცე თანდათანობით გადასხვაფერდი, მე ცრემლით უფრო შორს ვიხედები, ვიდრე თვალებით, უდროობაში ჩავიძირე, განა დავბერდი...
სულ მალე მარტი აუხელს თვალებს ქალაქის ხეებს და თვალისჩინი დაუბრუნდებათ _ მოაწყდებიან როცა მზიან ქუჩებს იები, ყველაფერს ცეცხლი უკიდია, როგორც ყოველთვის, პოეზია და სიყვარული არის იაფი...
მეც სადმე წავალ ამ ქალაქიდან, უცხო მხარეში გადავინაცვლებ, შენს ძებნაში თუ არ დავძაბუნდი და ნაადრევად არ ჩავინაცრე, თუმც მოთმინება დედაა ჩემი, ფიქრით ვეჩვევი ყველა სიმკაცრეს: აღარ არსებობს ჩემთვის ტკივილი _ უჩვეულო და დაუყუჩები, მოსაფერებლად იმეორებენ შენი სახელის ხმოვნებს ტუჩები.
...სხვა არაფერი, მინდა მხოლოდ შეგეხმიანო და მე არ ვიცი, ეს სურვილი გაძლებს რამდენ ხანს, რაც თავი მახსოვს, და არ მახსოვს, მუდამ აქა ვარ, განვლილმა ჟამმა კი არ გამტეხა, კი არ ჩამაქრო და გამაქვავა, დაუნელებლად ამაგიზგიზა და ამ წყვდიადში ისე აღმანთო, რომ შემეშინდა საკუთარ შუქის, რომელმაც ბნელი აზრი გამანდო.
მე ასე ვიფრენ უმისამართოდ, საამო წუთებს წავართმევ ნექტარს და მეშინია, რომ კვლავ ვეკუთვნი _ შეყვარებულთა საეჭვო სექტას.
Сообщение отредактировал nukria - ორ, 07.03.2016, 20:58 |
|
|
|
nukria | Дата: სამ, 08.03.2016, 09:08 | Сообщение # 4408 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მიყვარხარ, დღეს მარტმაც მიამბო თავისი, საკაბეს ვეძებო, ღიმილით გამანდო... მიყვარსო ძალიან სურნელა მაისი, მითხრა და.. მარჯვენა საგულეს დაადო.
მიყვარხარ, რა მოხდა, თუკი მეც გავამხელ, დღეს მარტის ქარებში ჩემი ხმა ვიცანი... ნაცრისფერ სარკმელთან თვალებს რომ ავახელ, ოცნებად გიწყებ და ყველას შენ გიგზავნი.
მიყვარხარ, მოვფინე ცასა და ქვეყანას, (მეც მინდა ის კაბა, მაისს რომ უყიდეს..) თუ მარტის გრძნობებმა სოფელი შეჰყარა, ეს, ჩემი სიგიჟე, ვის უნდა უკვირდეს.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 08.03.2016, 09:08 | Сообщение # 4409 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| "ღმერთო, რა მშვენიერია გაფითრებულ, ცარცისსახიან ქალაქში აყვავებული ხე, რომელსაც არც სახელი აქვს, არც ნაყოფი, ისე უმიზეზოდ ყვავის, როგორც ბავშვს უხარია, მანამ სიცოცხლე მისთვის ნიჭია და არა ვალი..."
ლია სტურუას ლექსიდან ("იუდას ხე")
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 08.03.2016, 14:46 | Сообщение # 4410 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| აქ დანდობილა გლეხი სახრეზე, აქ შესწრებია ორშაბათ დილას. ახლაც კი ვამჩნევ ლაშას სახეზე - ჯალალედინის შემოკრულ სილას.
აქ გაუხსნია გული დედოფალს, თმაში ჩაუწნავს ბაფთის შაირი, აქ თავის თითით თხრიდა საფლავს მწყემსდაღუპული სოფლის ნახირი.
ჟამს ტაძრის კანი ისე დაუხრავს, რომ გარეთ ჟონავს ჭრაქის ნათელი. ძლივს ვამშვიდებდით შემკრთალ მაცხოვარს რჯულდაწყვეტილი ექვსი ქართველი.
აქ შეგეწირე ნეტავი, დედა, თავი დამედო და დაგეკალი, ალბათ ოდესმე წესს ამიგებდა შავი ღრუბლების ცივი წინწკალი.
რომ ეთქვათ ქარებს - მადლი დედაშენს!.. თან ღმერთს შესჭროდა საყდრბის გლახა, რომ ჩემი სისხლი, როგორც ზედაშე, ქვევრში ჩაგესხა, დაგეტალახა.
... დაუსუსხია ბზის ბუჩქი ჭინჭარს, ქანდაკება დგას აღთქმული მგზავრის. ტაძრის ფუტურო ქერქში ჭრიჭინებს ვიღაც უძეგლო ხუროთმოძღვარი.
მათხოვარი ზის, როგორც ობობა - მყრალ ჯოჯოხეთის მოხდილი პკეა, არც ზღაპარია, აღარც მოთხრობა, ის თითქოს ჩიტებს აუკენკიათ.
აქ წრმართებიც მუხლებს იყრიდნენ, როგორც ამბობენ - დიდ გიორგობას, თურმე ამ ჯვარცმას რომ უყურებდნენ, გვჭორავდნენ: "ხედავთ კაცობრიბას?"
სამრეკლო იდგა მუდამ პირქუშად, თუ დარეკავდი - გაყრიდა ნაგავს, სვეტიცხოველი ზურგით ზიდავდა თუნგში ჩამოსხმულ ქოთქოთა არაგვს.
აკლდამის ჭოჭში დახოცილთ ძვლები ეყარა, როგორც მოჭრილი ფიჩხი. გაღმა ბუდობდა ძველი საბძელი და ალაგ - ალაგ ღვია და კვირჩხი.
* გზა ჩანდა ოდნავ, ხან ბექობს ზევით ქრებოდა განცდა გზნების მომგვრელი, უკან ყმუოდა ხატის მიზეზით სახადშეყრილი ვარაზის მგელი.
ძნელია მუდამ გუდაძმარება, კაცის შელოცვა ტლანქი მთქნარებით... უსინანულოდ ვტოვბდით ტაძარს უკანასკნელი ქრისტიანები.
|
|
|
|