ჩვენი საყვარელი ლექსები
|
|
nukria | Дата: შაბ, 23.04.2016, 00:10 | Сообщение # 4461 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვერ მომიტანა შუქი აისმა, გითხრა არასდროს არის გვიანი, გულმა ვერაფრით გაითავისა, ამდენი ყალბი ადამიანი.
რამდენი მსხვერპლი უნდა გაგვეღო, რომ ჩვენს განთიადს შუქი რგებოდა, მაინც რამდენ წელს უნდა გაევლო, რომ ერთმანეთი მოგვნატრებოდა.
მე საკუთარმა თავმაც დამტოვა, შორს უმზეობით მკვდარი მთებია... ისე შორს ვარ და ისე მარტო ვარ, ხან ჩემი თავის გამკვირვებია.
ქეთევან ნათელაძე.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 23.04.2016, 01:10 | Сообщение # 4462 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| უშენო წამები გადიქცა წამებად, უშენო სოფელიც წუთივით მცირეა, მექეცი სიცოცხლის ახდენილ ზმანებად და ახლა ჩვენ შორის პატარა ტირეა.
ტირე_ ვით სიკვდილთან სიცოცხლის გამყოფი, სხვა სევდის მიზეზი აღარ მაქვს ნამდვილად, ჩემთან ხარ, ჩემში ხარ და მაინც არ მყოფნი, სამყარო არ მყოფნის შეხვედრის ადგილად.
სულიდან ვიშორებ ცოდვიან ნარჩენებს, ჩანს ამ სიყვარულში ღმერთია მთავარი, პირ_აღმა მივყვები დავარდნი ჩანჩქერებს, ბაგეზე ღიმილად მაწყდება ჯავარი.
ზეცისკენ გავუშვი მზისფერი ბურთები, სინათლეს გადავფენ მთებიან, გზებიან, გაიფანტებიან უშენო წუთები, უშენო დღეებიც გაიცრიცებიან.
ჩვენს შორის ღმერთია_ ფესვი და ნაყოფი, ლოცვებად, წყურვილად, ნატვრების წადილად, ჩემში ხარ და მაინც არ მკმარა, არ მყოფნი, სამყარო არ მყოფნის შეხვედრის ადგილად.
/ნანა მეფარიშვილი/
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 23.04.2016, 01:37 | Сообщение # 4463 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| "ჩვენ, ოღონდ უკვე ცალ-ცალობით სადღაც გვიცდიან… არ ვიცი ხელი თუ პირველმა ვინ ვის გაუშვა, მაგრამ ის ვიცი, რომ დაჭერა არცერთს გვიცდია..."
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 23.04.2016, 04:05 | Сообщение # 4464 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ასე სევდიანად რატომ მომაფიქრდა ახლა ბავშვობანა ჩემო, შენი სახლის კიბე,გრძელი აივანი, თბილი მინდორი და ეზო. ყოველ გაზაფხულზე შენი ღობის გასწვრივ იასამნებია ბებო, ახლაც თვალებს ვხუჭავ, ისევ აყვავდნენ თუ- ეს მე მეჩვენება,ვერ ვგრძნობ... ...ვერ ვგრძნობ მერამდენედ, უკვე გაიდარა, როგორ გაგეზარდე,ვერ ვგრძნობ.- -თითქოს გუშინ იყო,შენს წინ წავიქეცი, შენ რომ მამშვიდებდი ბებო, თითქოს გუშინ იყო,შენი თავსაფარი კაბად მერგებოდა ჩემო, ნეტავ დამაბრუნა,ნეტავ ამატირა, შენს წინ წამაქცია ბებო... .....ახლაც გაზაფხული ისევ მზით ამოდის, მე კი გულთან მიჭერს ერთობ, ისე მენატრება შენი ეზოს სუნი, იასამნები და მდელო...
//დიკა სალაყაია//
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 23.04.2016, 04:08 | Сообщение # 4465 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| წამოდი, გავიქცეთ მე და შენ, ზღვის პირას გავშალოთ კარავი, წამოდი, ვაშენოთ ნანგრევზე, არავინ გაგვიგოს -არავინ. დრომ უნდა დაგვინდოს ისევე, სიყვარულს ებრძვიან ხუნდებით, წამოდი, გავიქცეთ მე და შენ, ოცნებით , დღითი-დღე ვხუნდებით.. მეთევზე გახდები იმ ნაპირს, მე კიდევ აგინთებ კელაპტრებს, წამოდი, გავიქცეთ მე და შენ შეგითხზავ უამრავ მე ზღაპრებს. დიდი დრო არ დამრჩა , ეს ვიცი... ხვალ,სიტყვამ დაკარგა ელფერი. დრო,ვიცი არ ინდობს არავის, ვშიშობ ,რომ ---გადამეჩვევი.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 23.04.2016, 04:10 | Сообщение # 4466 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| იცი, ბოლო დროს ღმერთს ვიხსენებ ძალიან ხშირად...
ყოველთვის, როცა მენატრები,
(ვიცი, შენთვის არ უნდა მეთქვა),
თვალებს ვხუჭავ და შენს ხელებს ვხედავ,
ასე მძაფრად დამახსოვრებულს,
როდესაც ტანი სავსე არის
ავბედითად ჩაგუბებულ შენი სურვილით,
ყოველი ნაკვთი, ყველა ნერვი
თრთის, კანკალებს უძლურებისგან,
როცა ათასი დანა დადის
ჩემს სხეულში მბრუნავ ცელივით
და გამეტებით სერავს ძარღვებს
მონატრებით ალესილ პირით,
როცა მგონია, აღარ დამრჩა ძალა ბრძოლისთვის,
მინდა, მოგიხმო შენ, ვინც ამას რა ხანია მოთმენით ელი...
მე ამ დროს ვამბობ: ღმერთო მიშველე!
და ისიც, ჩემდა გასაკვირად სულ ფხიზლადაა,
ერთი წამით არ ხუჭავს თვალებს.
ნინო ალადაშვილი
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 23.04.2016, 04:10 | Сообщение # 4467 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მილიონ ქალში შეგაჟრჟოლებს ჩემი ჩურჩული, ევას თხემიდან მოყოლილი მაცდური მზერა, ტუჩებზე იგრძნობ მამრად ქცევის უცნობ სისველეს, წითელი ვაშლის მოგაწვება ძარღვებში ვნება... არ მოგასვენებს დატალღული ჩემი სიტყვები და გაგაოცებს გარდასახვა მათი შხეფებად... მილიონ ქალის უხვი გზნებით გარემოცული ჩემს ხმაში იგრძნობ და შეიცნობ შენ მაცდურ ევას... ოდეს,ვიდრე და მარადიულ მამრულ გზნებაში, მხოლოდ მე-ერთის შეგაჟრჟოლებს თრთოლვა-სიტყვები, რადგან ყოველთვის იბადება ვინმე ვინმესთვის და ბედნიერი არის ის,ვინც ამას მიხვდება!-ლიკა
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 23.04.2016, 04:12 | Сообщение # 4468 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ბებიები
ბებიებიც კითხულობენ ლექსებს, განა ცოტას? არა!არა! ბევრ ბევრს! ბებიებსაც ძლიერ უყვართ ცელქობები, ბებიები ზღაპრებითაც ერთობიან! და ბებიებს არ ადარდებთ ნაოჭები, რაც უნდოდათ დროს ხომ უკვე გამოსტყუეს? თქვენ უნდოდით...თქვენთან ერთად თამაშები, სიცილები,ვითომ-ვითომ რომ ამარცხებთ! ბებიები... ო,არიან ლამაზები! კრთებით,როცა ნაოჭებზე საუბრობენ, რადგან იცით,თუ სახე აქვთ დაღარული, ბებიები მაშინ ცისკენ მიფრინავენ! ბებიები... ონავარი ბებიები... ხატავთ...ძერწავთ...და ბებოა ბედნიერი! თუ ჩუმად სთხოვთ ითამაშებს ასკინკილას, მარტო როა,მერე ტკბილად გაიცინებს! ბებიები...გითმენთ ნეტავ ვინმე ამდენს? ჩუმდებიან იატაკს თუ მიახატეთ! კარადებზე მიკრობილი ზღაპრის გმირი, ბებოსთვისაც გახდა უკვე გულის ჩინი! საყვედურებს არ უფრთხიან ბებიები, მერე რა რომ სულ ხართ ბებოს ნებიერი! ბებიები, ო,ეს ცელქი ბებიები... თქვენ იზრდებით,ისინი კი ბავშვდებიან!ლიკა ბებო :))))
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 23.04.2016, 04:12 | Сообщение # 4469 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| როცა ჩაცხრება ყველა იარა
და მოერევა თვალს ძილი მწარედ,
სანამ ტრამვაი გაიჭრიალებს
და ჩაახველებს ვიღაცა გარეთ.
გამახსენდება მემაწვნის ვალი,
დაფეთებული მოვიჩხრეკ ჯიბეს,
ხოლო მეზობლის ლამაზი ქალი,
წაეკიდება ცეცხლივით კიბეს.
კვლავ სუკუნედ იქცევა წამი
ვიდრე თოკიდან ჩამოხსნის კაბას...
გადამავიწყებს წუხანდელ ღამეს,
როგორც დალაქის მონაყოლ ამბავს.
მერე ღიმილით ჩამივლის გვერდით,
ჟრუანტელს მომგვრის, როგორც ხავერდი
,და აყვირდება ქუჩაში წყნეთი–
მემაწვნეებით და მხერხავებით.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 23.04.2016, 04:14 | Сообщение # 4470 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სანამ ბრუნავს დედამიწა და მზის შუქი გვფარავს, ღმერთო, ყველას ის უბოძე, რაც სურს, მაგრამ არ აქვს: ბრძენს _ სიბრძნე და შთაგონება, შიშით დამფრთხალს _ ცხენი, ღარიბს _ ფული... არ ინებო დავიწყებაც ჩემი.
ღმერთო, სანამ ამ ქვეყანას მართავს შენი ნება, ვინცა გთხოვოს, ის დაატკბოს ხელმწიფობის სნებამ. ძმისმკვლელ კაენს სინანულის უწყალობე ცრემლი, დაღლილს _ სიმხნე...… არ ინებო დავიწყებაც ჩემი.
შენის ყოვლისშემძლეობის მწამს და ვწვდები არსსაც, მწამს, როგორც სწამს მკვდარ მეომარს, სამოთხეში შთასვლა. მწამს, როგორც სწამს ყურს კაცისას შენი ტკბილი სიტყვის, მწამს, როგორც გვწამს იმ საქმისა, რაც არა გვწამს თითქმის.
ჰე, უფალო, ღმერთო ჩემო, მოწყალეო მარად, სანამ ბრუნავს დედამიწა და მზის შუქი გვფარავს, ყველას უძღვენ თუნდ მცირედი ღვთაებრივი ძღვენი. ყველას უძღვენ... არ ინებო დავიწყებაც ჩემი.
/ბულატ ოკუჯავა/
|
|
|
|