ჩვენი საყვარელი ლექსები
|
|
nukria | Дата: შაბ, 23.04.2016, 23:06 | Сообщение # 4471 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| უნდა დამშვიდდე, სულო, უნდა დაწყნარდე, სულო, უნდა განელდეს შენში ცეცხლის ქარების ფეთქვა და სამყაროებს ვიდრე განეფინები სრულად, ეს ღამეები ბევრჯერ დაგვთენებია თეთრად... უნდა დამშვიდდე, სულო!.. უნდა დაწყნარდე, სულო!.. შენ შუბლს ვიდრემდის სივრცე არ მოევლება რკალად, შენ ეს დღეები მღვრიე ვერ გაგინელებს წყურვილს, ვერ შემოგაცვეთს ტანზე ყვითლად შეშლილის ხალათს, უნდა დამშვიდდე, სულო!.. უნდა დაწყნარდე, სულო!.. ვიდრე ძარღვებში სისხლი არ შეანელებს დუღილს და მიღმიერი ვიდრე არ გასრულდება ურვა, არ დაეცემი ვიდრე ქარში გატეხილ უღლით, უნდა დამშვიდდე, სულო!.. უნდა დაწყნარდე, სულო!.. ვიდრე გაივლის სხეულს უკანასკნელი სუნთქვა, ვიდრე გულიდან ცხელი ამოიღვრება წყლული, განსაკუთრებით სუფთა მიეახლები უფალს, უნდა დამშვიდდე, სულო!.. უნდა დაწყნარდე, სულო! მარადიული ცეცხლი მიწის სიღრმეში ენთო, შენ დაიცალე ცრემლის ოკეანეში ცურვით და გვირილათა მტვერში დაესრულები ერთი, უნდა დამშვიდდე, სულო!.. უნდა დაწყნარდე, სულო!.. ახლა მე თვითონ ვბორგავ, ახლა მე თვითონ ვღელავ, ჩაესვენები ვიდრე ჟამივით უსახური, დასასრულისკერ რადგან მიედინება ყველა... აბა, დამშვიდდი, სულო!.. აბა, დაწყნარდი, სულო!.. ხომ გაფენია მხრებზე მზეთა დაღლილი ფერფლი... გამოიგლოვეს ცათა ოკეანენი სრულად... და მარტოსულმა მიწა შეატორტმანე ყეფით, აბა, დამშვიდდი, სულო!.. აბა, დაწყნარდი, სულო!.. აბა, დაუგდე ყური, გული ჯავრს როგორ ლოკავს, უნდა დაიწვე, მაგრამ წვა ვერ ანელებს სურვილს, ჯერ უნდა შესძლო ქარის მსუბუქ სუნთქვაზე როკვა... აბა, დამშვიდდი, სულო!.. აბა, დაწყნარდი, სულო!..
ტარიელ ხარხელაური
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 23.04.2016, 23:06 | Сообщение # 4472 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| განა ლექსს ვამბობ
მწვერვალის ჭვრეტით განა ვერთობი, ვუახლოვდები მთებს და ქარაფებს, მივდივარ,მაგრამ ზურგზე მეტყობა, რაც ჩემს ზურგს უკან ილაპარაკეს...
განა ლექსს ვამბობ, ჩემს სიზმარს ვყვები, მქოლავენ, მაგრამ მაინც მიმართლებს და მოშურნეთა ნასროლი ქვებით შენდება ჩემი ც ი ხ ე ს ი მ ა გ რ ე...
>>>
ზურგს უკან კბილები გაილესეს, მე ვფიქრობ რატომღაც აკაკიზე, ყოველდღე ყოველი კარგი ლექსი, ”მეგობარ პოეტებს” მაკარგვინებს...
ლექსით ვარ ყველაზე უმდიდრესი, რითმები ზოდებად ლაგდებიან, ”ძმები” კი სრულიად უმიზეზოდ მტრის გათხრილ სანგრებში მაგრდებიან...
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 23.04.2016, 23:07 | Сообщение # 4473 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| არავინ იცის სინამდვილეში რა არის ცაზე, ანდა მის მიღმა, თუნდაც იყვირო ვერ გააგონებ, არა აქვს ყური, არა აქვს გული და მთელი გულით ვენდობით მას და ვმეგობრობ ცასთან!
და ვიდრე მყავდა ერთგული ძმა და ვაწყობდი მიწას, ვშლიდი ბალახის ხასხასა სუფრას, წვიმის სასმისებს ვავსებდი ვიდრე, ვაშრობდი ტიტებს, თითებს ვიმტვრევდი, ვლეწავდი ქვას და ვწერდი ქაღალდებს;
ვითხოვდი ღამის გამზიანებას, დაშლილი ძვლების გამთლიანებას ვნატრობდი ვიდრე,- ბღაოდა ლურჯი ზეცის კარავში გამომწყვდეული საბრალო კრავი, მზის საგუშაგოს დაეპატრონა მანამდე ცხვარი, ყელგამოღადრულს მნახავდით ვიდრე, წყალჭალებიდან დიოდა ჩემი სისხლის მდინარე...
ვიარე ეკლის ბილიკებით, არა გვირგვინით, არა სანთლებით, არა მუხლზე, ანდა ვედრებით, ბორანთან მყავდნენ მგლებზე უფრო ლამაზი მგლები, სამგლეთში ვკვდები... ვერაფერს გშველი ვაზის ჯვარზე ჩამოწნულო სინანულო, ვერაფერს გშველი... თავად ვარ მგელი და გამირბის თვალი კრავისკენ!
ვეღარ ავიცდენ ჩემი მარცხისთვის ღიმილ-მოტირლებს.. შენ არ მომიკვდე, ოღონდ შენ მყავდე გატეხილო, წელში მოხრილო, ამაყო ჩემო, ოღონდ შენ მყავდე!
და ვიდრე ცამდე, მიწვდება ჩემი - ეჰეი, შავლეგ! და ვიდრე მკლავენ, გადაეფარე ჩემი სისხლით გალეწილ კალოს, რომ სიძულვილმა ვეღარ წაშალოს, მხრებში გაშალოს, გაამზიანოს, უფლისციხესთან თავდახრილი ყაყაჩოს კვალი!
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 23.04.2016, 23:07 | Сообщение # 4474 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| არავითარი ვარდები არა! არ უხდებიან ჩემს მეორადში ნაყიდ ბათინკებს. ცოტა ნასვამი, გზა არეული, შენს სახლთან მოვალ. კართან დავტოვებ.. ნასესხები ფულით ნაყიდ მინდვრის ყვავილებს..
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 23.04.2016, 23:08 | Сообщение # 4475 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| და სამყარო პატარავდება ----------------- დედა შვილს ელაპარაკება სიტყვები გულიდან ისეთი ნათებით ამოდიან თითქოს ახალი ვარსკვლავები იბადებიან ახალი ცის გასახარებლად.
დედა შვილს ელაპარაკება და მწვანე ყურმილი ფერმკრთალი თითების სევდიან სითბოში ისე ფეთქავს ვით მაჯა შვილისა.…
მათ შორის დიდი მანძილია ვინ იცის რამდენჯერ გადავლილ-გადმოვლილი მონატრების მზისფერი ბილიკებით.
დედა შვილს ელაპარაკება და სამყარო პატარავდება და სადაცაა ბუდედ იქცევა და იმ ბუდეში ორი გული უკვდავების წყაროსთან ამოსული ყვავილივით დაიწყებს ფეთქვას.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 23.04.2016, 23:08 | Сообщение # 4476 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ბავშვებს უნდა ერბინათ ეზოში, შენ შეშა უნდა მოგეტანა ტყიდან, მე კი ჩვენი ჭრელი სარეცხი გამეფინა თოკზე... ყველაფერი იქნებოდა კარგად. მე რომ ჭრელი სარეცხი გამეფინა თოკზე, შენ რომ დაბრუნებულიყავი ტყიდან, ბავშებს რომ ერბინათ ეზოში....
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 23.04.2016, 23:08 | Сообщение # 4477 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სიცარიელევ, გიკაკუნებ. არავინ არის შენს სივრცეებში, ვისაც ჩემთვის გამოიმეტებ. გაზაფხულია, ხეზე ყვავილი ისე იშლება, თითქოს ქარი ხვალინდელში არ გაყურსვოდეს, რომელიც დღეს ნიავია და ეფერება...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 24.04.2016, 11:40 | Сообщение # 4478 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მეშვიდე ციდან და სხვა ციდანაც მოედინები და კვლავ იდინებ აგიყვან ხელში როგორც გიტარას და გაბრწყინდება სიმი შვიდივე.
როდესაც გზებზე თოვლი ელავდა გვირილებს ვრგავდით ღმერთის კალთაში ერთად ავანთებთ ცაზე კელაპტარს და გაიხარებს ხატი ათასი.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 24.04.2016, 11:41 | Сообщение # 4479 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვისაც ცხენით ველით, სახედარით მოდის, მუხლი მოუყრიათ უკვე ბზიან ჭალებს, როცა მზე ამოვა, ყველა პალმის ტოტი, როგორც პილიგრიმი ისე იშრიალებს..
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 24.04.2016, 11:41 | Сообщение # 4480 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| როდესაც განსაცდელი ახლოვდება ბროწეულის მარცვლებივით ეკვრიან ერთმანეთს წუთები სიხარულის.
*** ჩაცხრა ქარიშხალი და ახლა მისი ხმა ქედნის ღუღუნივით მოისმის შორიდან.
|
|
|
|