გიორგი არაბული - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გიორგი არაბული
გიორგი არაბული
verikolatariaДата: ორ, 12.03.2012, 13:54 | Сообщение # 1
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
არ გეგონოს

არ გეგონოს რომ მიყვარდე ქალავ,
მე მხოლოდ ყვითელ დალალებს ვეტრფი,
ეს გული რამდენ ტკივილებს მალავს,
რამდენი ვთქვი და რამდენი ვერ ვთქვი.

სიყვარულისა რა გითხრა ქალავ,
თუ ვეღარ ვუძლებ მწარე მარწუხებს,
შენდამი ტრფობას ჩემს გულში ვკრძალავ,
ვკრძალავ და უფრო ძლიერ მაწუხებ.

არ ვიცი იქნებ მიყვარხარ ქალავ,
ან თმები მიყვარს მხრებზე რომ იხვევ,
ხევსურ კაცივით სიყვარულს ვმალავ
და პოეტივით ლექსებად გიმხელ.
 
nukriaДата: პარ, 13.04.2012, 16:48 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
მე და შენ ღმერთო, ან მე და თქვენ, ან... (როგორც არი),
არ შეგვიძლია, რომ სხეული წამებას მივცეთ,
ზოგჯერ ისეთი მარტივია შეაღო კარი
და კარის უკან დამწყვდეული ვერ ნახო სივრცე.
გზას მივყვებოდეთ შენ გოლგოთის, მე ჩემი სოფლის,
მერე კი ერთად მივდიოდეთ თოვლში და ქარში,
ჩვენ დედამიწა ისეთივე პატარა გვყოფნის,
სადაც შენ ჯვარზე გაგაკრეს და მე მარტო დავრჩი.
დრო იტყუება... კვლავ გოლგოთის მთიდან დაგვყურებ,
მე პირჯვარს ვიწერ და ვლოცულობ და ღმერთო... "ამინ"
კაცობრიობა დაამწყვდიეს... კარი დახურეს...
ახლა ფანჯრებთან ერთმანეთის სხეულებს ჭამენ.
მიწაზე ყველას დაავიწყდა რწმენაც და ქრისტეც,
ჯვარზე გაცვეს და დაიჯერეს... ჰგონიხარ მკვდარი -
ადამიანებს - ძნელია რომ დღეს რწმენა მივცეთ
მე და შენ, ღმერთო, ან მე და თქვენ, ან...
 
nukriaДата: კვ, 13.05.2012, 20:39 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქალავ

არ გეგონოს რომ მიყვარდე ქალავ,
მე მხოლოდ ყვითელ დალალებს ვეტრფი,
ეს გული რამდენ ტკივილებს მალავს,
რამდენი ვთქვი და რამდენი ვერ ვთქვი.

სიყვარულისა რა გითხრა ქალავ,
თუ ვეღარ ვუძლებ მწარე მარწუხებს,
შენდამი ტრფობას ჩემს გულში ვკრძალავ,
ვკრძალავ და უფრო ძლიერ მაწუხებ.

არ ვიცი იქნებ მიყვარხარ ქალავ,
ან თმები მიყვარს მხრებზე რომ იხვევ,
ხევსურ კაცივით სიყვარულს ვმალავ
და პოეტივით ლექსებად გიმხელ
 
nukriaДата: ორ, 04.06.2012, 18:23 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცასიქითელი თოლია ჯონათანის ვერ(ლექს)ლიბრი

ახლა ძილმკვდარი მთვარე რომ ჩაქრეს,
ღამეს ალბათ სახელს შევუცვლი,
ფიქრები ქარებმა მომტაცეს...
ფიქრისთვის მე ვეღარ მოვიცლი -

ახლა თუ გამაფრენს თოლია,
ზეცისას ჩამოვწყვეტ საყურეს,
მთვარესაც თვალები ჰქონია,
მშორდება და ბრაზით დამყურებს.

"ან ღმერთს გიწოდებენ, ან კიდევ სატანას"
უნდა შეეგუო, ვით ჭირისუფალი.

მრავალი სიყალბის მოგიწევს ატანა...
მაგრამ მთავარია,
ხარ თავისუფალი.

მაშ, თავისუფლება, ჯონათან,
სიმართლეს ზეცაზე გავაფენ,
სამყაროს ამ ღამით მოვნათლავ,
სამყაროს შენს სახელს დავარქმევ.

"მაშ, არავითარი საზღვარი ჯონათან..."
(არც ლექსში).

მე ფრთებით გავივლი ჰაერში,
მივფრინავ, მივყვები მარათონს,
სამყოფლის მზე მიდგას თვალებში.

ახლა,
ძილმომკვდარი მთვარე რომ დაბნელდეს,
სამყოფელს შენს სახელს დავარქმევ,
ჯონათან..
 
nukriaДата: ორ, 04.06.2012, 18:24 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დედას და მამას, სოფელში

“დილამშვიდობის დედაჩემო” –
ვამბობ და ვამჩნევ მაგიდაზე გაწყობილ სუფრას,
რომელიც მხოლოდ კუსერბოა და ხმელი პური.
დედას ქვაბიდან ამოჰყავს ყველი,
შედედებულ რძეს კრავს ხელებით,
როგორც მე გუნდას,
როცა თოვლია,
ზამთარია და
მიხარია.

მე მაგიდასთან ვზივარ, ვჭამ და
დედაჩემის სახე, როგორც ჩამქრალი ლამფა მხვდება თვალში.
არაფერს ამბობს, ჩვენს დედებს ხომ უყვართ სიჩუმე.

“მე სულ მაფიქრებს დედაჩემო შენი თვალები,
თითქოს დაღლილი და ამაყიც,
თან გიღიმოდეს,
თან გტუქსავდეს,
თან გარიგებდეს...”

მაგიდის ზემოთ მამაჩემის ნატურმორტია ბროწეულებით,
კაცი, რომელიც დილით ადგა, ცელით წავიდა.
მამაზე მინდა ვკითხო რაღაც,
გადავიფიქრე.

“მე სულ მაკვირვებს მამაჩემო შენი გაძლება,
გათენებიდან მთვარემდე რომ სათიბში დგახარ,
ახლაც თიბავ და მზემდე ალბათ სამი ყანაა,
მოუთიბავი,
მოუკრეფი,
გაუთელავი.”

ვბაძავ მამაჩემს სიარულში, გავდივარ, სადაც ვიწექი წუხელ
და ვფიქრობდი გამგზავრებაზე.

ვხედავ დედაჩემს ყავისფერი თავშლით კარებში,
ხელში სათლით და ლურჯი ხალათით,
რომელიც ახლა ისე უხდება, როგორც ყოველთვის.

არაფერს ამბობს. დედას უხმოდ გამოაქვს ფული.
მე ვიღიმები კმაყოფილი, მაგრამ მინდა სერიოზული,
დაფიქრებული სახე მქონდეს,
როგორც მამაჩემს.

“არაფერი დაგავიწყდეს” ამბობს დედა და
ჩემი ჩანთის შეკვრას ცდილობს.
მერე თვალებში მიყურებს და არაფერს ამბობს.
მე მინდა ძლიერ ჩავეხუტო დაღლილ დედაჩემს,
მაგვიანდება.
ჩვენი ბილიკი ხომ სხვა მხარეს მიიკლაკნება,
და მუდამ სცდება მშობლების სავალს..
ახლა უფრო მაჩქარებს დედა.
უკვე დიდი ვარ, ან ეს სახლი დაპატარავდა.

“არ გამაცილო დედაჩემო” - ვამბობ და წვიმას ვიმიზეზებ.
ეზოში ვარ. ეს სოფელი ჰგავს მამის ნახატს.
ვჯდები მეზობლის მანქანაში,
ვხედავ დედაჩემს ფანჯარასთან,
გაშეშებულს, ლურჯი ხალათით.
ახლა ვხვდები, რომ დამავიწყდა სახლში რაღაცა.
“ნახვამდის დედაჩემო”-
ჩუმად ვამბობ და
სოფლის გზაზე გადამაქვს მზერა.
 
nukriaДата: ორ, 04.06.2012, 18:25 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
(...`ზეცას შახენეო აპარეკავ,)

”ზეცას შახენეო აპარეკავ,
მთვარე დათვისჯვრისკენ იტოლება,”
”ქალავ შავ თვალთ რაად მაპარებავ,
ანამც ჭერხოში რად მიყოლებავ?!”
”დღეს მე შენ სწორფერი ვიქნებიო,
ღამე გავიტანათ საუბარით.”
”ქალავ, ნუ ამირი ფიქრებიო,
მამშორდ გაიგონე ნაუბარი!”
ზეცა უკეცია ვარსკვლავთ ფარდას,
მთვარეც გაწეულა დათვისჯვრისკენ,
”ვაჟავ, სად წახვედი, აღარ სჩანხარ,
ნეტავ, შენ სწორფერსამც დამიცდიდე.”
ღამე უტეხია მათ საუბარს,
დილა გათენებულ ნამიანი,
რიჟრაჟს არყიანი ბოთლა უყვარს,
ბოთლა ნაჭრელიან-სასმლიანი.
სწორფერმ მიუტანა ბოთლით არაყ,
დილამ შუადღისკენ გაიწია,
კაცმა ყანწით სასმელ გადაცალა,
მერე ეშმაკურად ჩაიცინა.
ქალმა ლუკმა მისცა... თავ დახარა,
”კიდევ ერთი სთქვიო ხევსურისა...”
სასმელმ კაცის გონი გადაფარა,
(თანაც ის სწორფერი გვერდს უზის და...)
”...

რაებს ვაზრობ ღმერთმა მარისხას და...” -
შერცხვა, გადაეკრა სახადის ფერ,...
ნელა გადავიდა დათვისჯვარს და
ბილიკს გადაუყვა ხახმატისკენ..
 
nukriaДата: ორ, 04.06.2012, 18:25 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენი მეზობელი შინაბერა ქალი

დილით ჩანთიანი უყვება აღმართს,
საღამოს სახლში...
პურს უყრის ჩიტებს,
საკუთარ ასაკს ყოველთვის მალავს,
საუბარს ხშირად ხელფასზე იწყებს;
-თურმე არ ყოფნის...
ამაზე ნაღვლობს,
ჭორაობს თავის მეზობლის ქმარზე,
თურმე წლებისგან ბევრ რამეს სწავლობს,
ფიქრობს მშობლებზე...
რემონტზე,
სახლზე.
იგონებს სტუდენტობას ან სულაც ბავშვობას,
აწმყოზე საუბარს გაურბის,
თურმე გულისწორებს თავადვე დაშორდა,
ძველი რომანები თემაა საუბრის.
დალაგებულ სახლს ისევ ალაგებს,
სურს, რომ კაცის სარეცხს აფენდეს,
საღამოს ივარცხნის დალალებს,
რომ დილით ბავშვობა გათენდეს..
 
nukriaДата: ორ, 04.06.2012, 18:32 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
(მე და შენ ღმერთო..)

მე და შენ ღმერთო, ან მე და თქვენ, ან... (როგორც არი),
არ შეგვიძლია, რომ სხეული წამებას მივცეთ,
ზოგჯერ ისეთი მარტივია შეაღო კარი
და კარის უკან დამწყვდეული ვერ ნახო სივრცე.
გზას მივყვებოდეთ შენ გოლგოთის, მე ჩემი სოფლის,
მერე კი ერთად მივდიოდეთ თოვლში და ქარში,
ჩვენ დედამიწა ისეთივე პატარა გვყოფნის,
სადაც შენ ჯვარზე გაგაკრეს და მე მარტო დავრჩი.
დრო იტყუება... კვლავ გოლგოთის მთიდან დაგვყურებ,
მე პირჯვარს ვიწერ და ვლოცულობ და ღმერთო... "ამინ"
კაცობრიობა დაამწყვდიეს... კარი დახურეს...
ახლა ფანჯრებთან ერთმანეთის სხეულებს ჭამენ.
მიწაზე ყველას დაავიწყდა რწმენაც და ქრისტეც,
ჯვარზე გაცვეს და დაიჯერეს... ჰგონიხარ მკვდარი -
ადამიანებს - ძნელია რომ დღეს რწმენა მივცეთ
მე და შენ, ღმერთო, ან მე და თქვენ, ან...

(როგორც არი).
 
nukriaДата: პარ, 05.10.2012, 01:44 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უსიტყვოდ მტოვებ,
…უსიტყვოდ მტოვებ ბედის ამარა,

მე უშენობა რომ არ შემეძლო,
შენ სწორედ ამან გაგათამამა.

რაღა ვქნა თუკი ისევ მაჩნიხარ,
ისევ თუ მინდა შენი დანახვა,
შენი სიტყვები…. ‘ო რა კარგი ხარ…’
ახლა სადა ხარ,
ახლა სადა ხარ?…

…კარავი… კოცნა… ალერსი…. სითბო,
თითების სითბო, შენი თითების,
ო, ის აპრილი…. იმ აპრილს თითქოს
კიდევ გპირდები…
კიდევ გპირდები…

…რისთვის ვიხსენებ იმავე გრძნობას,
რომ შემაყარა შენმა დალალმა,
და სიყვარულმა კი არა მხოლოდ,
შენ გაზაფხულმაც გაგათამამა.
 
nukriaДата: შაბ, 15.02.2014, 23:31 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენი მეზობელი შინაბერა ქალი

დილით ჩანთიანი უყვება აღმართს,
საღამოს სახლში...
პურს უყრის ჩიტებს,
საკუთარ ასაკს ყოველთვის მალავს,
საუბარს ხშირად ხელფასზე იწყებს;
-თურმე არ ყოფნის...
ამაზე ნაღვლობს,
ჭორაობს თავის მეზობლის ქმარზე,
თურმე წლებისგან ბევრ რამეს სწავლობს,
ფიქრობს მშობლებზე...
რემონტზე,
სახლზე.
იგონებს სტუდენტობას ან სულაც ბავშვობას,
აწმყოზე საუბარს გაურბის,
თურმე გულისწორებს თავადვე დაშორდა,
ძველი რომანები თემაა საუბრის.
დალაგებულ სახლს ისევ ალაგებს,
სურს, რომ კაცის სარეცხს აფენდეს,
საღამოს ივარცხნის დალალებს,
რომ დილით ბავშვობა გათენდეს..
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გიორგი არაბული
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость