ლიკა ყიფშიძე - Page 37 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლიკა ყიფშიძე
ლიკა ყიფშიძე
nukriaДата: შაბ, 07.02.2015, 02:43 | Сообщение # 361
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
Обожаю чай.
Я пью чай литрами, тоннами.
Я хочу купаться в чае, я хочу быть чаем.
Чай!
 
nukriaДата: შაბ, 07.02.2015, 02:46 | Сообщение # 362
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წვიმდა...
კაბის ჭრილში მაქმანიან წინდას,
უნებურად?
ჩავაყოლე თვალი,
ტერფების წინ,ძირს ეყარა,თითქოს,
სისხლისფერი,მწიფე ალუბალი-
ბრდღვიალებდა,ბრდღვიალებდა წითლად,
ხუთი?
არა!ათი თითის ლაქი...
ჟინი მიყვა მამაკაცურ ექოს...
სურვილები?
რაღა,გითხრათ,აბა?
კაბა,
ლიფი,
იატაკზე ეგდო,
საცვალი კი გემის აფრას გავდა,
პაწაწინას,მონანავეს ზღვაზე,
ქვიშაზე რომ გამორიყა ქარმა.
მე წვიმაზე საუბარი...მსურდა?
სურვილს წვავდა ახლა ცეცხლის ალი,
გადამრია ღარის შუა ხალმა,ძუძუების...
ოჰ!გამხადა ხამი...
და,თვალები?
გუდრონის ზღვებს გავდა...
ო,რა იყო,ის ოხერი,ქალი!
გარეთ ისევ განწირულად წვიმდა...
ახლა ვინღა დაეძებდა ამინდს...
და წინდები?
გველებს გავდა,ალბათ,ძირს რომ ყრია,
დახოცილი,შავი...
თუმცა,მერე,რომ ჩაცურდნენ,ნაზად,
რომ ავყევი ცახცახსა და წადილს,
ვის ეცალა წინდებისთვის,ნეტავ?
მკერდზე თაფლად მეღვრებოდა ქალი.
 
nukriaДата: შაბ, 07.02.2015, 16:57 | Сообщение # 363
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აღარ გსაყვედურობ...
აღარ გსაყვედურობ...
უბრალოდ,ვცოცხლობ!
მაცადე!
იცი,უშენობა
ცუდად სულაც არ დავცადე...
ეხლა შევამჩნიე
საოცრად ლამაზი ყოფილა
სამყარო...
ამ სიზმრებს,ამ ზღაპრებს,ამ განცდებს
უკვე აღარ მსურს რომ გამყარო...
ზღვის კაბის თერძი ვარ,
აისების გავხდი ხარაზი...
მიწა ვაგვირისტე,
მდინარეთა ვერცხლის ვარაყით...
აი,ასე...ასე!
დავფრინავ და,
ქართან ერთად ვნავარდობ...
აყვავებულ ხეთა,ფერად ხეივნებში
ვთამადობ!
ხოდა,ახლა,შენთან,
რაღა მინდა,ნეტავ,მითხარი...
რაღად მინდა ვიყო
მარად,,ხო თუ არა?''–ს მკითხავი...
აღარ გსაყვედურობ...
უბრალოდ,ვცოცხლობ!
მაცადე!
იცი,უშენობა
ცუდად სულაც არ დავცადე...–ლიკა
 
nukriaДата: კვ, 08.02.2015, 23:20 | Сообщение # 364
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ირგვლივ იმდენი ვუარე,
სახეს მალავდა ვუალში...
მოიხსენი–თქო! რომ ვთხოვე,
მთხლიშა სასტიკი უარი.
არადა,კოცნა მინდოდა,
ალის ბაგეთა მხურვალე...
მწყურვალი მზერით სხეულზე
ავუარ–ჩამოვუარე...
ქალი იყო და რა ქალი?!
სხვას რას ნახავდი უამესს...
თუმცა,რად გინდა,სახეზე,
ეფარა ისევ ვუალი...
ირგვლივ ტყუილა ვუარე,
მთხლიშა სასტიკი უარი!–ლიკა
 
nukriaДата: კვ, 08.02.2015, 23:25 | Сообщение # 365
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისევ მოვდივარ,
გულში მიკრავ,
თვალებს მიკოცნი...
ეს მერამდენედ გთხოვ პატიებას,
მხოლოდ იმიტომ
რომ ზღაპარი გამოვიგონე,
მხოლოდ ამიტომ,
ყველაფერი მეპატიება!-ლიკა
 
nukriaДата: კვ, 08.02.2015, 23:31 | Сообщение # 366
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დავით აღმაშენებელი

არ ეყოფოდა!

არა!

არა!

მის ნაბიჯებს მიწა,პატარა!

შარავანდედი მას კი არა,

იმ ალაგს ადგა,

ოდესღაც ღმერთმა

ორ ზღვას შორის

რომ აღმომართა!

თურქები,

სპარსნი,

არაბები,

იმ ქვეყანას ეცილებოდნენ,

ოდითგანვე მისი რომ იყო,

განგებისგან

ბედად რომ დაჰყვა!

ვერა,

ვერ შეძლო,

სიარული ღმერთის კვალდაკვალ,

გვერდი უარა...

ვერ შეიყვარა მტერი თვისი,

უძახა:

,,დაჰკა!''

მეფე აფხაზთა,ქართველთა,რანთა,

სომეხთა,კახთა!

ნიკოფსიიდან დარუბანდამდე

გადაშალა

სამშობლოს კალთა!

იყო მებრძოლი,

უძლეველი,

წინაშე კაცთა!

მას სულს უღრღნიდა

და ტანჯავდა

მიწიერი ცოდვების განცდა!

,,ვნებათა ბილწთა''

უწოდებდა საქმეებს მისას

და არ მიაჩნდა,

არა,

თავი შენდობის ღირსად!

მერე დაწერა

,,გალობანი სინანულისა''

და მიაბარა სულის განსჯა,

და ტკივილი,

ნებას,უფლისას!

გელათის კარში

მოითხოვა სამარხი თვისსა,

რომ გულზე ეგრძნო

ხორციელი ძე თავისი

–შვილნი უფლისა!

რადგან იცოდა,

მხოლოდ მაშინ...

მხოლოდ მაშინ,

ექნებოდა სასუფეველი

სამარადჟამოდ თუ ივლიდა,

ამ ტაძარში,

ქრისტეს რწმენით,

ქართველი ერი!
 
nukriaДата: კვ, 08.02.2015, 23:37 | Сообщение # 367
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დაიგვიანე!
ჩემთან,
ჩემში დაიგვიანე...
სული წრიალებს,
სხეულიდან უნდა გამოსვლა!
აღარ უნდა,არა,
მასთან,
მასში,
მას მოცდა!
დაიგვიანე,
ისე ძლიერ დაიგვიანე,
რომ ვერ მიაგნებ,
აწი უკვე ვეღარ მიაგნებ,
სითბოს,ვნების
განსხეულებას...
არ ეურჩება,
სული სხეულს არ ეურჩება
და ახლა უკვე ვერ გადურჩება
არყოფნის საზღვრებს
ყოფნის კონტური!
საცოდაობა,
უსუსური საცოდაობა,
სევდა,
გრძნობა
და ტკივილი...
გვანან ჯამბაზებს ეს ცრემლები,
ვეღარ აბრაზებს
ემოცია
ნერვს და
გონებას!
არარაობა
ქვია ახლა,
მას–მოგონებას!
დაიგვიანე!
ჩემთან,
ჩემში დაიგვიანე...
და ვერ მიაგნებ აწი,უკვე
კონტურს,წიაღებს...
რადგან უკვე,რასაც ერქვა
ყველაფერი,
არარაობის საზღვრებს
არღვევს!–ლიკა
 
nukriaДата: კვ, 08.02.2015, 23:42 | Сообщение # 368
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დღეს დალევ,
ვიღაც აგინთებს მზერას,
ვიღაცას ვნება გაეკიდება...
ვიღაცა გაშლის შენთან კულულებს...
ის ვიღაც...
მხოლოდ ვიღაც იქნება...
და სადღაც,
ამ დროს,
ის–არ ვიღაცა
შენზე ოცნებით გაირინდება!–ლიკა
 
nukriaДата: სამ, 10.02.2015, 00:54 | Сообщение # 369
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რაც გაგიცანი უშენობას
ვერაფრით ვივსებ,
აღარ ვარ ერთი,
მაგრამ ორიც ვერაფრით გავხდი...
ფიქრებს ვაწამებ...
ვერ ვახამებ სულს შენს მზერაში
და დრო ხარხარებს...
ბედისწერას გაუწყდა ხაზი...
ოხ! ულმობელი ეს სამყარო
საცაა წამშლის...
რაც გაგიცანი,უშენობას
ვერაფრით ვივსებ,
რომ არ გიცნობდი,
მანამდე,კი,საოცრად, მაკლდი!
და აღარ ვიცი,მიხაროდეს,თუ უნდა მწყინდეს,
ცხოვრების გზაზე რომ შემომხვდი
და რომ არ ამცდი?-ლიკა
 
nukriaДата: სამ, 10.02.2015, 04:27 | Сообщение # 370
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თოვლს ვერ შეველიე...
თოვლს ვერ შეველიე...
თეთრად მოფარფატე
ფიფქებს შევერიე...–ლიკა
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლიკა ყიფშიძე
ძებნა:

მოგესალმები Гость