ლიკა ყიფშიძე - Page 38 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლიკა ყიფშიძე
ლიკა ყიფშიძე
nukriaДата: სამ, 10.02.2015, 18:53 | Сообщение # 371
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რაც გაგიცანი უშენობას
ვერაფრით ვივსებ,
აღარ ვარ ერთი,
მაგრამ ორიც ვერაფრით გავხდი...
ფიქრებს ვაწამებ...
ვერ ვახამებ სულს შენს მზერაში
და დრო ხარხარებს...
ბედისწერას გაუწყდა ხაზი...
ოხ! ულმობელი ეს სამყარო
საცაა წამშლის...
რაც გაგიცანი,უშენობას
ვერაფრით ვივსებ,
რომ არ გიცნობდი,
მანამდე,კი,საოცრად, მაკლდი!
და აღარ ვიცი,მიხაროდეს,თუ უნდა მწყინდეს,
ცხოვრების გზაზე რომ შემომხვდი
და რომ არ ამცდი?-ლიკა
 
nukriaДата: ოთხ, 11.02.2015, 01:43 | Сообщение # 372
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩართულს გიტოვებ ჩემს სიყვარულს სულ-დღე და ღამე,
თუ შეგაწუხოს,ან მოგწყინდეს,
მარცხენა მხარეს ორმაგი ცრემლის ფორმის ღილაკი აქვს,წითელი ფერის,გააჩერე... გამოირთვება!-ლიკა
 
nukriaДата: ოთხ, 11.02.2015, 15:06 | Сообщение # 373
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
...და რადგან აღარ გჭირდები,ახლა,
უბრალოდ,წავალ...
ჩემი გზით ვივლი...
დრო დგება,როცა მთავრდება,რაღაც,
როდესაც უნდა დახურო წიგნი...
ხოდა,გავყვები ახლა ჩემს შარას,
გადავიარო იქნება ხიდიც...
და რაც იყო და რაც გულს შერჩება,
იმისთვის გულწრფელ მადლობას გიხდი!–ლიკა
 
nukriaДата: ხუთ, 12.02.2015, 00:41 | Сообщение # 374
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დავიღალე...

ამ არაფრისაგან,
რომელიც ყველაფერია,დავიღალე!
ამ აბსტრაქციისაგან
კონტურების ამოყვანით დავიღალე...
ვპოულობ,
მეკარგება...
ვპოულობ,
მეკარგება...
დავიღალე...
ვთითხნი...
აღარ ვეძებ...
ვუყურებ...
არაფერია...
ამ არაფრისაგან,
რომელიც ყველაფერია,დავიღალე!
 
nukriaДата: ხუთ, 12.02.2015, 00:43 | Сообщение # 375
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბედნიერებას რად უნდა ძებნა,
ან მისთვის ცხენზე ეჟვანის შებმა.
ცოტათი ახლოს იყავი ღმერთთან,
ძაღლივით მოვა, დაწვება ფეხთან...
ბედნიერებას რად უნდა ძებნა,
ამისთვის მთა და ველების შეძვრა .
მოვალ და ახლოს ვიქნები შენთან ,
და მაშინ ახლოს ვიქნები ღმერთთან..
ირაკლი გაფრინდაშვილი
 
nukriaДата: ოთხ, 18.02.2015, 14:47 | Сообщение # 376
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
**

ფიქრიდან გშლი და
სიხალისე აკლდება დღეებს...
ოქროს იარლიყს ღამეს ვასვამ–
რომ ამას შევძლებ!

გარეთ კი ფარჩას
იჭრელჭრულებს ტანზე ივნისი
და ნელა–ნელა ფერმკრთალდება
ქარვა–ირისი...

ფიქრიდან გშლი და
სიხალისე აკლდება დღეებს...
ნეტავ რად მინდა უშენობა,
რად ავიჩემე!–ლიკა
ხან ისე შორს ხარ,
ხან ისე ახლოს...
რაც მთავარია,
ერთ ცის ქვეშ ვსახლობთ...
ერთი მზე გვათბობს,
ვუმზერთ ერთ მთვარეს...
ერთ ციდან ვკრიფავთ
ციდა ვარსკვლავებს...
ყვავილებს ვეტრფით
ერთი მიწისას,
ერთად ვბზრიალებთ,
ერთი მიწის ვართ...
ზოგჯერ მიდიხარ,
ზოგჯერ ვართ ახლოს..
რაც მთავარია,
ერთ ცის ქვეშ ვსახლობთ!–ლიკა
 
nukriaДата: ოთხ, 18.02.2015, 14:47 | Сообщение # 377
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოვედი ქალი–შემოდგომა,
ფერებით მთვრალი,
ოქტომბერივით ხან ცხელი და
ხანაც,მიმცხრალი...
სევდას ვერევი,
სიხარულის მიჭირს გაძლება...
და მაინც,მაინც
ვშარიშურობ ფერად განცდებად...
მოვედი ქალი შემოდგომა,
მსუყე სურნელით,
ზოგჯერ მსუბუქი არომატით
ნაბახუსევი...
მოვედი,
აქ ვარ,
ისევ თქვენთან,
ისევ თქვენი ვარ
და შემოდგომის ყვითელ–წითელ
კაბის ფერი ვარ!–ლიკა
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 02:37 | Сообщение # 378
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
და თავგნწირვა,
როგორც განცხრომა...
წავედი ზღვაზე,
მინდა რომ ვნახო,
ლურჯის და თეთრის
შერწმის მითები...
მინდა ვუყურო
ზღვა როგორ ხარობს
ცისფერი ზეცის
გადაფითრებით...-ლიკა
 
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 00:13 | Сообщение # 379
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წავედი ზღვაზე,
მინდა რომ ვნახო
გაბაბთულ ზეცის
ზღვასთან ანცობა,
თეთრ თოლიების
ზღვასთან წრიალი
და თავგნწირვა,
როგორც განცხრომა...
წავედი ზღვაზე,
მინდა რომ ვნახო,
ლურჯის და თეთრის
შერწმის მითები...
მინდა ვუყურო
ზღვა როგორ ხარობს
ცისფერი ზეცის
გადაფითრებით...-ლიკა
 
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 00:30 | Сообщение # 380
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მარტიდან აყვავილდება
ფერად-ფერადი საკურა
მომნუსხველ სურნელს მაპკურებს
და უშენობას განკურნავს...
ფერად ტევრების კარიბჭეს
ფურცლების თოვლში შევაღებ...
შენ რომ სიშორე გგონია,
საკურას გზაა შენამდე!-ლიკა
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლიკა ყიფშიძე
ძებნა:

მოგესალმები Гость