ლიკა ყიფშიძე - Page 39 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლიკა ყიფშიძე
ლიკა ყიფშიძე
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 00:30 | Сообщение # 381
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იყო და არა იყო რა,იყო ერთი ულამაზესი გოგონა.
ბიჭი შეუყვარდა ძალიან,ძალიან...
იმ ბიჭსაც,თითქოს...
მერე დაკარგულა ყმაწვილი,უგზო–უკვლოდ!
არავის უნახავს,ვერავინ მიმხვდარა ქარს გაყვა,
წვიმას თუ...
თოვლმა გაიყოლა...
გოგო სულ ეძებდა,გოგო სულ ელოდა...
რომ აღარ გამოჩნდა,იმ ტბაზე წავიდა,ბიჭთან რომ უყვარდა
ჯდომა და ბაასი...
ხელები გაშალა,ტბაში შეცურა და...შეწყვიტა ფართხალი...
ისეთი ლამაზი ყოფილა ეს გოგო,ტბის ფსკერმა ისროლა ზევითკენ...არწია...
ახლა თქვენ რომ მოგწონთ და როა ლამაზი,
ეს ის გოგონაა ტბამ რომ შეიფარა,
ლოტოსად აქცია!–ლიკა
 
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 00:34 | Сообщение # 382
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კვირტებს შეუჩნდა
ატმებისას,სხივი,პაწია,
–მიდი,მანახეთ,
თქვენ რაფერი კაბა გაცვიათ?!
მე ხომ არა მგავს,
ხომ არაა,მწველი,ყვითელი...
–ოოო,ჯერ ადრეა,
ფერს დაგვიზრობს
ღამის ყინვები...–
არ დაუჯერეს სიჯიუტეს
სხივის,კვირტებმა,
ფრთები გამოყვეს,
იგალობეს როცა გვრიტებმა...
მიმოეფინა არემარეს
ნაზი სურნელი,
–მე არ მანახეს,
გაეპრანჭნენ ჩიტებს სულელნი!–
ასე იფიქრა,
გაბუტულმა სხივმა პაწიამ,
და შეურიგდა ყვავილებმა
როცა არწიეს!–ლიკა
 
nukriaДата: ხუთ, 26.02.2015, 12:24 | Сообщение # 383
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დღეს ვისაც გინდა უგზავნე
ეგ,შენი,მკვდარი კოცნები,
მე შენს ბაგეზე უკვე ვთქვი
დაუვიწყარი ლოცვები...
მე შენს სხეულზე ცისფერი
ვავლე,ვახელე ხაზები
და შენ კი არა,მეცხრე ცას
ავხსენი კარის რაზები...
შენ რა გგონია,მე ვდარდობ,
თუ სხვას ოცნებით ედები?
შენ ჩემს სხეულზე ველური
ვარდების კაფე ედემი!
დაკაწრულ ვნებებს ატყვია
დღესაც ეკლების ნაჩხვლეტი...
ახლა სივრცეებს მიაპობს,
ულაყი,შენგან ნახედნი...
გიჟური ჟინით ნაკვები
ქარაშოტებზე ხელდება...
რაც უწინ იყო,
აწმყოში არაფრით არ დანებდება...
დღეს ვისაც გინდა უგზავნე,
ეგ შენი მკვდარი კოცნები...
მე შენს ბაგეზე უკვე ვთქვი
დაუვიწყარი ლოცვები...-ლიკა
 
nukriaДата: ხუთ, 26.02.2015, 19:37 | Сообщение # 384
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყველაფერი ბადაგონის ბრალია,
სამმა ჭიქამ ისე ძლიერ ამრია,
გამახსენა ცისფერ ზღვების მითები–
მოტივტივე ვნებიანი სიზმრები...
ხო,მაცდუნა ბადაგონის ხელადამ,
ხელი ციფრებს წაეტანა ხელადა...
შენი ხმების ხავერდების ხიმები,
არ ყოფილა მხოლოდ გულის ხილვები...
გეფერები ახლა ისე ძალიან,
ჩემი–არა,ბადაგონის ბრალია!–ლიკა
 
nukriaДата: კვ, 01.03.2015, 22:56 | Сообщение # 385
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემო,თავნება!
ჩემო,თავნება!
მიდი!
იგიჟე!
მარტისთვალება!
შემოარღვიე აისს მაქმანი,
დილის სხივების ჩხირით ნაქარგი,
მერე მოქსოვე კაბა ფერადი
და აფერადდი!
და აფერადდი!
სეტყვას წაართთვი თეთრი ღილები,
როგორც ქათქათა მარგალიტები
და დააკერე გულისპირს ნაქსოვს!
ყვავილთა ნათოვლს,
ყვავილთა ნათოვლს
შემოაცალე თეთრი ფიფქები
და მერე,როცა ერთად ვიქნებით,
თავზე მაბნიე და გამახარე,
გადამაყარე!
გადამაყარე!
თმა ამიწეწე გიჟური ვნებით,
მკერდმა იწყვიტოს ეგ საკინძენი,
ო,როგორ მიყვარს,შენი ქროლება,
მარტის ოცნებავ!
მარტის ოცნებავ!
ჩემო,თავნება!
ჩემო,თავნება!
მიდი,იგიჟე,
მარტისთვალება!
 
nukriaДата: ორ, 02.03.2015, 20:22 | Сообщение # 386
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამ გაზაფხულსაც
ყვავილობის მოელის თოვა,
ფერად ფურცლების ორომტრიალს
აყვება ქროლვა...
ამ სურნელებას,
ამ გაზაფხულს,
ფანტელს ყვავილთა,
პეპელასავით ვაფარფატებ,
ფრთებზე დავისვამ...
ამ გაზაფხულსაც
ყვავილობის მოელის თოვა...
ფერად ფურცლების ხეივნებით
შენ ჩემთან მოხვალ...–ლიკა
 
nukriaДата: ორ, 02.03.2015, 20:51 | Сообщение # 387
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მალე დაიწყება
ნაზ ფურცლებთა ცვენა,
ფერთა გალერეა
იწყებს გამოფენას-
თეთრად აფეთქდება
ტყემლის კუნწულები,
ღია ვარდისფერად-
ნუშის ხეთა ტევრი...
ვარდად იწყებს პენტვას
ატმის ხეთა წყება,
ქარი ბაც ბორდოსფერ
ალუბლებს გაწეწავს...
პეპლებს აფარფატებს
თეთრს,ტოტები,მსხლების,
მოიისფრო მაქმანს
გაბაბთავს კომშები...
ბოლოს გააჩაღებს ხანძარს
ბროწეული...
პრეზენტაციაზე მზე გვყავს
მოწვეული...
მალე დაიწყება
ნაზ ფურცელთა ცვენა,
ფერთა გალერეა
იწყებს გამოფენას!
 
nukriaДата: სამ, 03.03.2015, 14:04 | Сообщение # 388
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მინდა?გინდა?

აღარ გვინდა:
–მინდა?
–გინდა?
–გითხარი და გავირინდე...
მასე,იყოს!–დამთანხმდი და...
ნაზად დაწვდი მკერდზე,ღილებს!
–აღარ გინდა?
არა?
არა?
მითხარი და...
გაიღიმე!
–შენს თავს ვფიცავ,
რომ ვერა ვძლებ,
რომ მიყვარხარ,ისევ,ისევ...
რაფაზე კი ყვავილები,
ირწეოდა ქარზე,ისე...
თითქოს სულ არ ადარდებდა,
ტყუილა რომ დამიფიცე!–ლიკა
 
nukriaДата: პარ, 06.03.2015, 01:35 | Сообщение # 389
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ვერ გაპატიებ...

მე ვერ გაპატიებ იმ ღამეს,
იმ ღამეს...
იმ მთვარეს,დაფერილს მტვრითა
და შლამებით...
იმ ღალატს,იმ ტკივილს,იმ ცრემლებს,
იმ წამებს,
მე რომ უარმყე და სხვასთან რომ
წახვედი...
შენ ახლაც არ დარდობ,არ ნაღვლობ,
არ ფიქრობ...
მერე,რა?თუ გული სანემსედ აქციე,
წახვედი,გაერთე,მოეშვი,დანებდი...
ღალატსაც არ არქმევ მერე
შენს საქციელს...
მე ვერ გაპატიებ იმ ღამეს,
იმ ღამეს...
იმ მთვარეს,დაფერილს მტვრითა
და შლამებით...
და აღარ ვუწოდებ ამ გრძნობას სიყვარულს,
ჩათვალე,
უბრალოდ,
ცოტა ხნით გავები!
ახლა კი,სულ კარგად!
რადგან სულ წავედი!–ლიკა
 
nukriaДата: პარ, 06.03.2015, 01:36 | Сообщение # 390
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
და,ალბათ,ახლა,რამდენჯერაც
დავიბადები,
იმდენჯერ უნდა შემიყვარდე,
იმდენჯერ უნდა გავიწირო,
რადგან, როცა შენ გშორდები
მუდამ შენთან რჩება
ვნება ჩემი,
და გული ჩემი,
ოცნება ჩემი,
ცხოვრება ჩემი
და სიყვარული!
ეტყობა ცოდვას მე
გულით ვერ ვინანიებ!
იქნებ სიყვარულს მიაქვს
ძალა მონანიების!–ლიკა
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლიკა ყიფშიძე
ძებნა:

მოგესალმები Гость