ლიკა ყიფშიძე - Page 7 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლიკა ყიფშიძე
ლიკა ყიფშიძე
nukriaДата: ორ, 11.06.2012, 16:59 | Сообщение # 61
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მარტისთვალება

ჩემო,თავნება!
ჩემო,თავნება!
მიდი!
იგიჟე!
მარტისთვალება!
შემოარღვიე აისს მაქმანი,
დილის სხივების ჩხირით ნაქარგი,
მერე მოქსოვე კაბა ფერადი
და აფერადდი!
და აფერადდი!
სეტყვას წაართთვი თეთრი ღილები,
როგორც ქათქათა მარგალიტები
და დააკერე გულისპირს ნაქსოვს!
ყვავილთა ნათოვლს,
ყვავილთა ნათოვლს
შემოაცალე თეთრი ფიფქები
და მერე,როცა ერთად ვიქნებით,
თავზე მაბნიე და გამახარე,
გადამაყარე!
გადამაყარე!
თმა ამიწეწე გიჟური ვნებით,
მკერდმა იწყვიტოს ეგ საკინძენი,
ო,როგორ მიყვარს,შენი ქროლება,
მარტის ოცნებავ!
მარტის ოცნებავ!
ჩემო,თავნება!
ჩემო,თავნება!
მიდი!
იგიჟე!
მარტისთვალება!
 
nukriaДата: შაბ, 23.06.2012, 12:25 | Сообщение # 62
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იარა
მაგ თვალების ოაზისი
შხეფებს მკერდზე მაყრიდა
და უეცრად,ხვატ სიცხეში
ისე ძლიერ აგრილდა....

დაუბერა,
დაუბერა,
შენი გრძნობის ნიავმა
და ტუჩებთან, მოგონებად,
დამრჩა კოცნის იარა!
 
nukriaДата: კვ, 24.06.2012, 00:24 | Сообщение # 63
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
შენ მიდიოდი,
ვიყავი,
ვიყავი,
ვიღაც ვიყავი!
მე კი მინდოდა,რომ გეგრძნო,
ცხოვრება რომ გაგიყავი!
მკოცნიდი!
მეფერებოდი!
მტკიოდა,სული მტკიოდა!
ბედნიერების სურნელი
ამ გრძნობას არ ასდიოდა!
 
nukriaДата: კვ, 24.06.2012, 14:21 | Сообщение # 64
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"სადა ხართ, ლამაზმანებო,
მოდით, დამათვრეთ ბუნებით,
ამივსეთ ტუჩის ყულაბა
მაგ კოცნის უზალთუნებით.
თორემ ვბერდებით და გულმაც
ლოდინის შხამი დალია
.აუუ, რა კარგი დღე არის!
ეჰეეე, რამდენი ქალია!"
იოსებ გრიშაშვილი

ჩემი პასუხი:

ქვეყნად რამდენი ქალია,
ქარივით ჩაიფრიალებს,
სულს აგიწეწავს,თმასავით,
ჩაივლის,ჩაიშრიალებს!

კარგ ქალს,ყველას ყავს პატრონი,
ყველას თავისი უნდია,
კარგ კაცს თავისი ბარძიმი,
არასდროს არ გაუყვია!

თვალს ვერას ეტყვი,ახარე,
დაიშოშმინე ვნებანი,
სხვისი ქალების შემყურე,
გახდები მალე ცვედანი!
 
nukriaДата: კვ, 24.06.2012, 14:37 | Сообщение # 65
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

დღესაც ავირევი,
ისე,როგორც,მაშინ!
კვლავ შემოგიჩნდები–
ჭირვეული ბავშვი...
აშლის,აშლის,აშლის
ღვინო ვნებებს აშლილს...
არის რაღაც,რასაც
ვერაფერი წაშლის!
კვლავაც დამიყვავებ,
ისე,როგორც მაშინ...
გაყუჩდება,მაგრამ
არ ტყუვდება ბავშვი!
აშლის,აშლის,აშლის,
ღვინო ვნებებს აშლის,
არის რაღაც,რასაც
ვერაფერი წაშლის!
 
nukriaДата: ორ, 25.06.2012, 19:28 | Сообщение # 66
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფიქრები სიმინდის ყანიდან
(მიშა ღანიშაშვილის ლექსის ასოციაცია)

მომესათუთა სიმინდის,მწვანე ფოთოლის სინორჩე,
შეხება კოცნას ვამსგავსე შენსას და მის წინ ვიჩოქებ!
მიწა მდედრივით მკერდს იხსნის,
ჩემს მკერდს სურს შენთვის იწვოდეს,
ქვეყანა მიმზერს შენით და
მიყვარხარ,მინდა იცოდე!
 
nukriaДата: ორ, 25.06.2012, 23:31 | Сообщение # 67
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კარმენი

გაგახელო,ისევ უნდა
გაგახელო!
შეხედე ჩემს მკერდს,
როგორ ვაცახცახებ?!
მიყურებენ ამოჭრილ
გულისპირზე მამაკაცები!
მ ი ყ უ რ ე ბ ე ნ !
ხედავენ,ხედავენ
თავიანთ სურვილებს,
სურვილებს ჩემში!
ო,ამას შეხედე!
როგორ აემღვრა თვალები,
ახლა მაგი ფიქრებში
ყელს მილოშნის
და ყურისძირში ჩამესმის
მისი ველური ხვნეშა!
მეორე,როგორ აწითლებულა?
ეს მორცხვია,ნაზი
მოფერების მოყვარული,
მაგი ფეხისგულებს მიკოცნის
კრძალვით!
ის?თავდაჯერებული მზერით?
ფიქრობს,რომ თავად გაიშოტება
და ყველანაირ ალერსს ლანგრით
მივართმევ!
ეს,ცბიერი გამომეტყველებით?
მაგი მანევრების მოყვარულია,
ო,მტერს,რაზეც მაგი ოცნებობს!
ხო,მხოლოდ შენ მიყურებ
სიყვარულით სავსე თვალებით,
ვცეკვავ,ირხევა,
ირხევა,ჩემი მკერდი,
ერთმანეთს იწვევენ ძუძუები
და ხელდები...
ზურგზე გადავიწიე,
ათმა შემაშველა მკლავი,
ათი მამაკაცის მკლავი ერთდროულად!
გახელდნენ,გახელდნენ კაცები,
შენ კი ეჭვით ივსები,
ივსები,
ივსები...
ხვდები,უკან დარჩა ჩემი ვნება,
ხვდები,არ მიყვარდი!
გახელებ,
გახელებ,
ნიშნისმოგებით,
დამნაშავე ხარ,ვერ შემაყვარე თავი!
თავად უზომოდ შეგიყვარდი!
ჰოდა ახლა,ნახე!
ვტოვებ გახელებულ ვნებებს,
შენსასაც!
შენც ერთი ხარ იმათგანი!
მივდივარ,
მომდევ!
მიმარტოხელებ!
მეუბნები,რომ გიყვარვარ!
–წადი,შემეშვი!
აღარ მაქვს ვნება!–გეუბნები!
მეხვეწები,მემუქრები,
ვერა,ვერ მიიღებ თანაგრძნობას!
ელავს!
ჰაერში ელავს დანა!
პრიალებს,
ცივი,
ვერცხლისფერი ...და
უკვე შიგნით ვგრძნობ,
ჩემში!
ჩემშიც ცივია!
ფრიალებს,ნაზად ფრიალებს,
წითელი ქვედაკაბის მრავალი ფენა,
როგორც მოწყვეტილი
ველური ვარდის ფურცლები!
ძირს ვეცემი...
იტირე...
იტირე...
რა ჩემი ბრალია,
თუ ვერ შემაყვარე თავი!
 
nukriaДата: შაბ, 07.07.2012, 23:13 | Сообщение # 68
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

დამინაოჭდა სიყვარული შენზე ეჭვებით
და ვიცი,ვეღარ გაპატიებ ვერცერთ შეცდომას!
ვერც ნდომას შენსას,
ჩემს იქით და ჩემზე ფიქრს იქით,
ვერ გაპატიებ,
ვერასოდეს,
ვერ გაპატიებ!
გადასულია ახლა უკვე დრო საპინაო,
გულმა ხომ გრძნობა მიითვალა მისხალ–მისხალი,
მითხარი,ხოდა,
აწი რამე რომ შეგეშალოს,
ვინ უნდა ვიყო?
ვინ ვარ ახლა?
ან,ვინ ვიყავი?
მიხვდი,შენა ხარ,შენი ბედის,მხოლოდ,გამრიგე!
მერე ნუ იტყვი,ბედისწერამ მახე დაგიგო...
აბა, რა გიყო,
აწი, რამე, რომ შეგეშალოს,
პატიებას მთხოვ?
ნუღარა მთხოვ,
მხოლოდ,დამშორდი!
დამინაოჭდა სიყვარული შენზე ეჭვებით
და ვიცი,ვეღარ გაპატიებ ვერცერთ შეცდომას!
ვერც ნდომას შენსას,
ჩემს იქით და ჩემზე ფიქრს იქით,
ვერ გაპატიებ,
ვერასოდეს,
ვერ გაპატიებ!
 
nukriaДата: კვ, 15.07.2012, 15:12 | Сообщение # 69
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

მე მინდა სურვილი ვენერას გულიდან
შენს სისხლში დიოდეს
და წერდეს ცხოვრება ჩვენი სიყვარულით
ახალ აქსიომებს!
 
nukriaДата: კვ, 15.07.2012, 15:14 | Сообщение # 70
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გავხდები

გავხდები,
მოვირგებ ამ ზაფხულს
ყვავილთა ფურცლების ხალათით!
გავხდები,
მოვირგებ ცვარ–ნამსაც
ყელზე,ვით ქათქათა მარგალიტს!
გავხდები...
იმდენად გავხდები,
რომ თვალის წარმტაცი გავხდები...
თუმცა,
კი,იცოდე,ვერც ეხლა,
ვერც მერე ვერაფერს გახდები!
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლიკა ყიფშიძე
ძებნა:

მოგესალმები Гость