ლიკა ყიფშიძე - Page 6 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლიკა ყიფშიძე
ლიკა ყიფშიძე
nukriaДата: ხუთ, 07.06.2012, 01:05 | Сообщение # 51
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

ყველგან გეძებდი,და უეცრად,ჩემში გიპოვნე!
გიპოვნე ბავშვში,გოგონაში,
გიპოვნე ქალში!
არ მოასვენე,შენ სამივე გამოიწვიე,
ახლა კი ,უკვე,გაგიჭირდა გაძლება მათი!
 
nukriaДата: ხუთ, 07.06.2012, 02:07 | Сообщение # 52
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

მენანება შენი ვნება,
ნუ გადაცლი სხვაში ,
ჯერ ხომ გაუცვეთელია
ჩემი გრძნობის თასი!
ჯერ ხომ ისევ შემიძლია
დღე დაგამხო თავზე,
ნეტარებით აგიყვანო
ისევ მეცხრე ცაზე!
ჯერ ხომ ისევ შემიძლია
გიბზრიალო მიწა
და ცხოვრება დაგიმსგავსო
კვლავ ჯადოსნურ სიზმარს!
მენანები,მენანები,
მენანები სხვისთვის,
ჩემს მკლავებში მსურს გხედავდე
მხოლოდ ვნებამიხდილს!-
 
nukriaДата: ხუთ, 07.06.2012, 02:08 | Сообщение # 53
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
უყვარხარ?არ უყვარხარ?უყვარხარო!–
გვირილის ფურცლებს ვიყრი ხელზე...
ასე მიმკითხავა ყვავილმადა
მეც მის წინათგრძნობას ვენდე!
 
nukriaДата: ხუთ, 07.06.2012, 13:45 | Сообщение # 54
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე–მზეჭაბუკი

მე მზეჭაბუკად ვეღარ მაქცევს შენი შეხება,
ეს ერთხელ ხდება,
ერთხელ ხდება,
ხო,ერთხელ ხდება,
როცა თითები თვით ჯადოსნურ
ყვავილს ეხება
და ცა იხსნება,
მზის სხივები ფრინავს პეპლებად
და შემოქმედთან მიგაახლებს
ყოვლისშეძლება!
ეს ერთხელ ხდება,
დამიჯერეთ,
რომ ერთხელ ხდება,
რომ მხოლოდ ერთხელ გადაგაქცევს მზეჭაბუკად
მისი შეხება!
 
nukriaДата: პარ, 08.06.2012, 00:46 | Сообщение # 55
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

სად არის,სად არის,სად არის?
არი სად მისი სადარი?
ვადარო,
ვის შევადარო?
დარ–დარი
გამიავდაროს–
დარდობს?
არ დარდობს,
რას დარდობს?
არი სად მისი სადარი?
სად არის?სად არის?სად არის?
 
nukriaДата: პარ, 08.06.2012, 19:09 | Сообщение # 56
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გელოდებოდი!
არ მოხვედი და თორმეტზე,
როცა განულდა და დაიწყო
ისევ ათვლა
დრომ,
ფიფქიად გადავიქეცი!
ახლა პოლარულ ზღაპარს
მივდევ
სხვა პოლუსზე!
შენთან,ვერა,
ვეღარ მოვალ!
შენ ხომ იმიტომ გიყვარდი,
რომ თბილი ვიყავი,
ახლა მხოლოდ ლამაზი ვარ
და ყინულის,
გამჭვირვალე!
ვაფახუნებ ცივ წამწამებს,
და ცრემლები ფიფქად მცვივა,
მე არ მინდა,
სხვაგან წასვლა,
მაგრამ,რა ვქნა?!
ნეტავ,რა ვქნა?!
ოდნავადაც რომ შეგეხო,
დაგადნები!
ხოდა წავალ და
იმ ლექსებს,
ასე ძლიერ რომ გართობდა,
ახლა ყინვას გამოვატან,
წაიკითხე შენ ისინი
ყოველ დილით
შენს მოჭირხლულ
ფანჯარაზე!
ხოდა ასე!
მე წავედი,
სხვა პოლუსზე,რადგან
როცა განულდა და დრომ
დაიწყო ისევ
ათვლა
მე ვიქეცი
ფიფქის ქალად!
 
nukriaДата: კვ, 10.06.2012, 02:13 | Сообщение # 57
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
ჩემი აგონია,
გულს რომ აყოლია,
ნეტავ რა გგონია,
შენი ამბორია..
 
nukriaДата: კვ, 10.06.2012, 02:15 | Сообщение # 58
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

ჩემს დაკარგვას,ჩემს გაფრენას
ვერ ეღირსები!
რადიუსი მაქვს ისეთი მცირე,
მიზიდულობა კი ისე დიდი,
რომ შენს ირგვლივ მომიწევს ფრენა,
არ დამკარგავს შენი,ლურჯი,
თვალსაწიერი!
 
nukriaДата: კვ, 10.06.2012, 02:17 | Сообщение # 59
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე რომ მიხაროდა,რაა ,მერე?!

შენ რომ გიხაროდა,მიკვირდა...

მე რომ ვშივლდებოდი,რაა,მერე?

ყვავილი მოძვრებოდა კვირტიდან!


მონატრება


მთვარე,კვლავ,სიყვარულის თანმდევი,

მშვიდად,ღრუბლის მიღმა, იცდიდა...

მე რომ მიხაროდა,რაა,მერე?!

შენ რომ გიხაროდა,მიკვირდა!
 
nukriaДата: ორ, 11.06.2012, 16:57 | Сообщение # 60
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იყო თუ არა

იყო?
არ იყო?
იყო თუ არა?
იყო,უბრალოდ,
ორად გაიყო!...
ასე უბრალოდ?
ასე ადვილად?
უცებ გაქრა და
უცებ წავიდა?
აბა,თუ არ ჩანს,
თუ დაიკარგა?
სხვა რა ვიფიქრო,
წაიღო ქარმა?
იქნებ ისროლა
ვინმემ ჯაგრისი,
ტყედ გადაიქცა,
მიღმა დარჩა და
ხმაც აღარ ისმის!
ან ვინმემ, იქნებ,
ისროლა კენჭი,
კლდედ აღიმართა
ვერ გადმოდის და...
მიღმა დგას ერთი!
იქნებ დარდისგან
დასცვივდა ცრემლი,
ცრემლი ზღვად იქცა,
გადმოცურვა სურს
და ტალღებს ებრძვის!
იქნება ებრძვის
გველეშაპს,დევებს,
ურჩხულთან ომი
გაუმართავს
და უხმობს მშველელს?...
იქნებ გმირია,
არა-მშიშარა!
იყო?
არ იყო?
იყო თუ არა?
იქნებ იყო
და იქნებ არ იყო!
იქნება გზები
ორად გაიყო?
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლიკა ყიფშიძე
ძებნა:

მოგესალმები Гость