ლიკა ყიფშიძე - Page 4 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლიკა ყიფშიძე
ლიკა ყიფშიძე
nukriaДата: ხუთ, 31.05.2012, 16:19 | Сообщение # 31
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გოლგოთა


ამატანინე!

ერთხელ კი არა-

ცხრაჯერ ჯვარი ამატანინე!

და მიმალურსმნე,

სხეულის ყველა წერტილს დაარჭვე,

უზარმაზარი თუა ლურსმანი!

ოღონდ სულის ტკივილს მაშორე,

და გამაშორე

ამ სიყვარულის

ნგრევის სიმძიმე!

მითხარ,უფალო!

რატომ თავზე არ გამოსცადე

სიყვარულის ყველა სტადია,

რად დაგვიტოვე ადამიანებს

ეს გრძნობა მწველი,

საოცნებო,

დამანგრეველი!

სულის ჭიდილი და ტკივილი

ნგრევის სიმძაფრის!

რატომ იმძაფრე,

გაგვწირე თუ დაგვასაჩუქრე?

ამატანინე!

ერთხელ კი არა-

ცხრაჯერ ჯვარი ამატანინე!

ოღონდ სულის ტკივილს მაშორე

და გამაშორე

ამ სიყვარულის ნგრევის სიმძიმე!
 
nukriaДата: ხუთ, 31.05.2012, 16:33 | Сообщение # 32
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
ცხოვრებამ მძევლად ამიყვანა,
ვიცი,მთხოვს,რასაც...
ხოდა,სიცოცხლის,
ბოლო სუნთქვის,
წაიღე ფასად!'
 
nukriaДата: ხუთ, 31.05.2012, 16:34 | Сообщение # 33
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იქნებ,გავბედო,ქალბატონო!

...იქნებ,გავბედო,ქალბატონო!

იქნებ,გავბედო!

მოგიახლოვდეთ,

ჩაგჩურჩულოთ–

,,ვიქნები,ქოლგა!''

თქვენ კი,ასეთი მომხიბლავი,

ასეთი ლაღი,

ვიცი,ამ სიტყვებს ჩამითვლით,ბოდვად!



იქნებ,გავბედო,ქალბატონო!

იქნებ გავბედო....

გაგითამამდეთ,

ვით წვეთები, ახლა წვიმისა....

ღაწვებს რომ კოცნის,

რომ ეხება თქვენს თბილ ბაგეებს,

ყელს მიუყვება,

მკერდს გისველებთ ახლა, ნიმფისას!



იქნებ,გავბედო,ქალბატონო!

იქნებ,გავბედო!

თორემ მივყვები

მე ოცნებით პაწაწა წვეთებს,

აჰა!ჩაგიძვრნენ მკერდის ღარში,

ჩემს თვალწინ,ურცხვად,

და გიკოცნიან, სულ ღიმილით,

ვარდისფერ კერტებს!



იქნებ,გავბედო,ქალბატონო!

იქნებ,გავბედო!...

თორემ მაგ კაბის თაიგული

ნამეს წვეთებმა...

ო,როგორ მინდა,მათ გამოვყვე,

ვიქცე მეც წვიმად,

ოღონდ მეღირსოს

თქვენს სხეულთან ერთხელ შეხება!



...იქნებ,გავბედო,ქალბატონო!

იქნებ,გავბედო!

მოგიახლოვდეთ,

ჩაგჩურჩულოთ–

,,ვიქნები,ქოლგა!''

თქვენ კი,ასეთი მომხიბლავი,

ასეთი ლაღი,

ვიცი,ამ სიტყვებს ჩამითვლით,ბოდვად!
 
nukriaДата: ხუთ, 31.05.2012, 16:35 | Сообщение # 34
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

შენით სუნთქავს გაზაფხული,

არ თქვა–არა,არაო!

შენს თვალებში ზღვა ლივლივებს,

მის ტალღებზე ვნანაობ!

ანა,ბანა,ანა,ბანა,ანა,ბანა,ანაო...

მე, ზეცა და ზღვის ტალღები

შენს თვალებში ვქანაობთ!
 
nukriaДата: ხუთ, 31.05.2012, 16:36 | Сообщение # 35
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
...და თუ დავლიე?


შენზე ფიქრიც კი მშველის,

ხანდახან,

თუ ფხიზელი ვარ და თუ

არ ჩანხარ!



და თუ დავლიე?

და თუ ვარ მთვრალი?

ცეცხლზე ნავთს მასხავს

ფიქრი–აფთარი...



ვნებამორეულს მინდა

შეხება

და ის ცახცახი,

ის–მახსენდება!



მაგრამ შენ არ ხარ,

არც არსად ჩანხარ,

ვიმატებ სასმელს,ა

ბა,სხვა რა ვქნა?
 
nukriaДата: ხუთ, 31.05.2012, 16:37 | Сообщение # 36
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გპირდები...


კმარა,ავიკრიფე ცრემლები,

ვიცი, ვინცა ხარ და რაცა ხარ,

და რადგან მიყვარხარ ასეთიც,

გპირდები,არასდროს დაგკარგავ!

სანამ შენს თვალებში ციმციმებს,

შუქურა,რომელსაც ვერ მალავ,

გპირდები,სულ შენთან ვიქნები,

გპირდები,არასდროს დაგკარგავ!
 
nukriaДата: პარ, 01.06.2012, 01:22 | Сообщение # 37
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

არ დავთმობ,

რასაც ვუწოდე –ჩემი!

ვიქნები რისხვა,

ვიქნები მტერი!

ტორეადორის ვიქნები

ხარი,

ვიქნები სეტყვა,

ვიქნები,ქარი!
 
nukriaДата: პარ, 01.06.2012, 01:23 | Сообщение # 38
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
დავიღალე შენით და...
უშენობით ვილევი...
რაა ასე უძირო,
ასე გამოულევი?
დავიღალე,
არ მინდა,
არც ისა და
არც ესა...
ლოცვა თუ სამდურავი,
ნეტავ, ამ ჩემს, გამჩენსა?
მზე კიაფობს,მზეწვია...
სიყვარული ლერწია,
ყვავილობა და ცრემლი,
ერთბაშად რომ ეწვია!
 
nukriaДата: შაბ, 02.06.2012, 14:02 | Сообщение # 39
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
ერთი დღე შენთან
საუკუნედ გადაიქცევა,
დაემსგავსება მორევს მბრუნავს
სულის წრიალი,
ტრაექტორიას შეიცვლიან
ცად პლანეტები,
დღე გაიხსნება ჩემს გულიდან
მზის განთიადით,
სივრცემოშლილი
თუკი ისევ ქარს გამოყვები,
თუკი ისევე ბედი შეგვყრის
მოხეტიალე
 
nukriaДата: ორ, 04.06.2012, 15:20 | Сообщение # 40
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მაგიჟებს!

როგორ მიყვარხარ!
ყველაფერი მაგიჟებს შენი!
მაგიჟებს ცხვირი,
წიკიანი,
მთვარენახევრის!
მაგიჟებს ბაგე,
წითელ ღვინის ორი ბადიმი...
და ეგ თვალები,
ცუნამია წამლეკავი!
–ვისი ხარ?
–ჩემი!
მაგიჟებს ღაბო,
ეგ ფაფუკი და რბილი მტრედი,
ვნების კლავიში–
მოსათუთე თითები შენი,
მაგიჟებს ქორო–ხმები,
გრძნობის ლაბირინთების...
სხვა რა მაგიჟებს?
ალბათ ის,რომ,
–ვისი ხარ?
–ჩემი!
როგორ მიყვარხარ!
ყველაფერი მაგიჟებს შენი!
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლიკა ყიფშიძე
ძებნა:

მოგესალმები Гость