ლიკა ყიფშიძე - Page 5 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლიკა ყიფშიძე
ლიკა ყიფშიძე
nukriaДата: ორ, 04.06.2012, 15:24 | Сообщение # 41
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

მენანება შენი ვნება
გადაცლილი სხვაში,
ჯერ ხომ გაუცვეთელია
ჩემი გრძნობის თასი!
ჯერ ხომ ისევ შემიძლია
დღე დაგამხო თავზე,
ნეტარებით აგიყვანო
ისევ მეცხრე ცაზე!
ჯერ ხომ ისევ შემიძლია
გიბარბაცო მიწა
და ცხოვრება დაგიმსგავსო
კვლავ ჯადოსნურ სიზმარს!
მენანები,მენანები,
მენანები სხვისთვის,
ჩემს მკლავებში მსურს გხედავდე
მხოლოდ ვნებამიხდილს!'
 
nukriaДата: ორ, 04.06.2012, 15:26 | Сообщение # 42
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დამაბედე!

დამაბედე,
ისევ დამაბედე,
დედამიწა–ჩემი სამლოცვეელო,
სიყვარული–გულში დანთებული
სანთელი,
ამომავალი მზე–მეჯვარე,
ჩვენი გრძნობის და
მკერდზე დაფენილი
მოლიცლიცე სხივები,–
მთიდან გადმოყრილი ყვავილები!
დამაბედე,
ისევ დამაბედე,
მსუყე მთვარე –მეორე მეჯვარე
და მისგან გამოგზავნილი,
ბედისწერას გამოტანებული,
რგოლი!
თვალები–მოუსვენრობა ზღვის
და ჩემი სახე მასში არეკლილი,
ეს სიყვარული,
დედამიწაზე შობილი ,
და ზეცით კურთხეული,
დამაბედე,ღმერთო!
 
nukriaДата: ორ, 04.06.2012, 15:27 | Сообщение # 43
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

–მინდა გხედავდე!არ მინდა მეტი!
–სულ ცოტა მეტი?
–მკერდში გეკვროდე!არ მინდა მეტი!
–სულ ცოტა მეტი?
–ყელს გიკოცნიდე!არ მინდა მეტი!
–სულ ცოტა მეტი?
–კარგი,ტუჩებსაც!არ მინდა მეტი!
–სულ ცოტა მეტი?
–გავხსნა საკინძე!არ მინდა მეტი!
–სულ ცოტა მეტი?
–კაბა საკიდზე?....
–ძირს, ყველაფერი!
–სულ ცოტა მეტი?
–მეტი და მეტი...
-მგონი,ზედმეტი!
 
nukriaДата: ორ, 04.06.2012, 15:28 | Сообщение # 44
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
მე ნაბიჯ–ნაბიჯ,
წვიმაში,
ღვარში,
ქარაშოტში თუ
ქარბორბალაში,
მზეში,
გვალვაში,
თოვლში,
ყინვაში,
მოვდიოდი და მეძარცვებოდა
სამოსი ჩემი!
და ნაწილ–ნაწილ,
ნაკვალევზე,
ნაფლეთად,
ნაკუწ,
ვტოვებდი,
ვთმობდი,
სამოსს,რომელიც სულს ათბობდა,
სხეულს აძლევდა ენერგიას,
სიცოცხლე რომ გადაერჩინა,
და სიყვარული
მოეძღვნა შენთვის!
და მერე,
როცა,
მოვაღწიე
და მეგონა
სულს გაძლევდი,
გიზიარებდი,
აღმოჩნდა ,რომ
მხოლოდ ვნება ვიყავი შენი!
და ამაო იყო მსხვერპლი
სულის სამოსის!
და გავბოროტდი!
მე წავედი!
დაგიტოვე დედამიწა ღერძის გარეშე,
და სამყაროც–გამოვაცალე ეპიცენტრი!
რადგან მივხვდი,
მიზიდულობა
არის შენთვის
მეტისმეტი!
დე ,დედამიწა იყოს შენთვის
საქანელა,
სამყარო -კალეიდოსკოპი!
ილივლივე...
მე?
მე კი,
შევძლებ უკან აღარ გამოვიხედო!
 
nukriaДата: ორ, 04.06.2012, 18:26 | Сообщение # 45
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
დავიშაქრავდი ახლა ტუჩებს შენი კოცნებით,

შევერწყმებოდი შემოდგომას ურცხვი ოხვრებით,

ირგვლივ ფერდობებს დახანძრავდა ჩვენი ვნებანი,

გზიდან მეველე თვალს მოგვკრავდა,მხოლოდ,შეფარვით

და იქნებოდა დღე ველური და დღე ნეტარი,

შენ იქნებოდი ფუტკარი და მე კი ნექტარი...

დავიშაქრავდი ახლა ტუჩებს შენი კოცნებით,

შევერწყმებოდი შემოდგომას ურცხვი ოხვრებით!
 
nukriaДата: ორ, 04.06.2012, 18:27 | Сообщение # 46
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შემოგლიჯე მაქმანი...

ახლა მინდა მოფერება უხეში,
აღარ მინდა მე გრძნობებით ნუგეში!

დღეს მომინდა მე ველური კოცნები
და შორს ჩემგან სიყვარულის ლოცვები!

დამახიე,დამაფლითე სამოსი,
კიდევ ერთხელ მე შენს ვნებას გამოვცდი!

როგორ მიყვარს მაგ მზერის გაოცება,
როცა მკერდზე დამაცხრები კოცნებად!

ქვემო საცვალს შემოგლიჯე მაქმანი
და აუშვი ბოლომდე იალქანი!

ხო,დღეს მინდა ველურივით მაკივლო,
სიუხეშით ყველაფერი მატკინო!

ახლა მინდა მე სიტყვები გარყვნილი,
ბოლომდე მაქვს ყველა ზღვარი გახსნილი!

და თუ მაინც,რამეზე ვთქვი უარი,
სილა გამცხე,არ იქნები მტყუანი!

აირევა შავ ფანქარში ცრემლები,
შებრალების,შეწყალების ვედრებით!

ვიცი,გრძნობის მზერა გამომერევა,
ვერა,დღეს ის ვნებას ვერ მოერევა!

აღარ მინდა სიყვარულის ნუგეში,
ახლა მინდა მოფერება უხეში!
 
nukriaДата: ორ, 04.06.2012, 18:28 | Сообщение # 47
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ,იცი....

შენ იცი,ვინ ვარ!
რა მტკივა,ან რა მიხარია!
ან რა ფასი აქვს
გაღიმებას,
თუ სულში ყინავს!
შენ იცი ჩემი ქვეტექსტები
და ირონია....
ხო,ისტორიაც კი გვაქვს,
უკვე,
ჩვენი რომ ქვია!
ჩვენს შორის უკვე
იყვავილა,რაღაც, ძვირფასმა,
ამიტომ,ალბათ,
დროს ვერ ვატანთ
ერთურთის ლანდებს,
იქნებ არ გვსურდა,
არც ახლა გვსურს,
მოხდა თავისით,
რომ ერთმანეთის მონატრება,
მუდამ, თან დაგვდევს!
ახლა,კი,ახლა,
რა აზრი აქვს,
რამე რომ გითხრა,
შენც კარგად იცი,
რა მეწყინა,
რატომ და რისთვის...
ახლა თვალებში რომ ჩამხედო,
უცებ მიხვდები,
რომ არ ვიყავი
მე ასეთი ტკივილის ღირსი!
 
nukriaДата: ორ, 04.06.2012, 18:29 | Сообщение # 48
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გიჟოო! გიჟო!

მაშინ მეძახდი,
სამყარო როცა საზღვრებს კარგავდა,
როცა სიცოცხლე, უბრალო მოკვდავს,
უსასრულობის ქსელში გხლართავდა!
გიჟოო! გიჟო!
როცა მეძახდი,
შენ ხმაში თრთოდა ვნება ველური,
მერე კი დიდხანს გრძნობებისაგან
იყავ დაცლილი და მილეული!
გიჟოო! გიჟო!
მერე იძახდი,
სიტყვა ამ ცნების შტრიხებს იძენდა,
ვეღარ უძლებდი უკვე შენ ჩემში
ამ თვისებების გამოღვიძებას!
გიჟოო! გიჟო!
ბოლოს ყვიროდი!
და უკვე ჩემი დასჯა გინდოდა...
გიჟებს სასჯელის არ ეშინიათ,
ცნებებს არა აქვს მათი მინდობა!
 
nukriaДата: ოთხ, 06.06.2012, 03:31 | Сообщение # 49
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გვირილების ზღვიდან...

(ია მშვიდობაძეს)

ქალო,გიშრისთვალებაო,
გვირილების ზღვიდან,
ყვითელგულა,თეთრ მაქმანებს
თმებში ვინ გაწნიდა?
იცინოდა,იცინოდა
თეთრკბილება მდელო
და საკინძე მარგალიტის,
გადახსნოდა ფერდობს!
 
nukriaДата: ოთხ, 06.06.2012, 15:06 | Сообщение # 50
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
მიყვარხარ!მიყვარხარ!მიყვარხარ!
თუმცა ვერ გავიგე ვინ მყავხარ!
მე მყავხარ,
სხვას ყავხარ,
ვის ყავხარ?
ნატვრაში და ფიქრში –იყავ!ხარ!
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლიკა ყიფშიძე
ძებნა:

მოგესალმები Гость