ნანა მეფარიშვილი - Page 43 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ნანა მეფარიშვილი
nukriaДата: ოთხ, 11.03.2015, 20:40 | Сообщение # 421
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იმდენ სიმღერას დაგიწერ,
იმდენჯერ აგიმღერდები,
ჩვილიან აკვნებს დაგირწევ,
არასდროს დაგიბერდები.
იმდენ ალიონს მოგირთავ,
წამით არ ამოვიკვნესებ,
გულს ამოვიღებ, მოგიტან,
გიღიმილებ და გილექსებ.
სულ მისხალ–მისხალ მოვითხოვ,
დაჭრილი მიწის მტკაველებს,
ხელს შემოგხვევ და მოგითბობ,
ცრემლებით დამბალ მთა–ველებს.
იმდენ სიყვარულს აგიხსნი,
ღმერთიც კი გაკვირდებოდეს,
სულს განაცვალებ, დაგიხსნი,
რამე არ აგტკივდებოდეს.
იმდენჯერ აგიმღერდები,
ყელს ძარღვებს დავაჭიმინებ,
არც ოდეს დაგიბერდები,
სამშობლოვ, შენი ჭირიმე.

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: შაბ, 14.03.2015, 15:15 | Сообщение # 422
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წახვედი რად,
გეძებო სად,
შარად, თუ გზად,
მიწად, თუ ცად.
მინდოდი ხსნად,
ოცნების ფრთად,
დაგედე მტლად
და არა მტვრად.
გულს შერჩი ხმად,
არ უცხოდ, სხვად,
ღაწვებზე ცვრად,
სიცოცხლის ფრად.
მე ყოველ წლად,
ამოვალ მთად,
მთებიდან ზვრად,
თესვად, თუ ხვნად,
გექცევი ძნად,
ან წყაროს წყლად,
მუდამდღე მზად,
ლექსების თქმად,
რითმების წვნად,
სიკეთის ქმნად,
კვირტების სხმად,
საშენოდ წვად,
სულ-ხორცით მთლად,
დაგედე მტლად.
და მაინც რად,
იქეცი სხვად,
მიწად, თუ ცად,
წახვედი სად...

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: შაბ, 14.03.2015, 19:39 | Сообщение # 423
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უბრალო ლოცვა
***

ლექსებით მინდა ვკემსავდე,
თუ სადმე ვნახე იარა,
ვიდრე ტაძრამდე, ფრესკამდე,
ვინ ცოდვა მადლით იარა.
გახსნილ ჭრილობას დავადო,
რითმა გამთბარი გულში და
ყველა სათქმელი გავანდო,
ცოდვები ხელს რომ უშლიდა.
დამტოვე ასე მართალი,
გულო სულ მეიმედები,
ხვალ არ ვინანო ნათქვამი,
თორემ ხომ ხედავ ვბერდები.
მარტო სინანულს არ მინდა,
დრო–ჟამი გავათელინო,
ცხოვრება სანამ გავიდა,
მშვიდ ღამე გავათევინო.
ღმერთო, თუ წამლად გადმოღვრი,
კალამზე სიტყვებს– სალბუნებს,
თვით დედამიწაც ვერ მომღლის,
უსასრულოდ რომ გვაბრუნებს.
იმ კარის დამსვი ზღურბლთანა,
სით ხმა გამოდის კვნესისა,
მიმატანინე გულთანა,
მადლი სუტყვის და ლექსისა.
დაფნას ვინატრებ გგონია?
სულო მიხდები მორჩილი,
ფიქრადაც არა მქონია,
მე სხვა სატკივარს მოგჩივი.
რითმებით მინდა დავკემსო,
ჭრილობა ტანჯულ კაცისა,
ყველას ტკივილი გავლექსო,
თუ თავად ღმერთი მაცლისა.

/ნანა მეფარიშვილი
 
nukriaДата: შაბ, 14.03.2015, 19:40 | Сообщение # 424
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
წახვედი რად,
გეძებო სად,
შარად, თუ გზად,
მიწად, თუ ცად.
მინდოდი ხსნად,
ოცნების ფრთად,
დაგედე მტლად
და არა მტვრად.
გულს შერჩი ხმად,
არ უცხოდ, სხვად,
ღაწვებზე ცვრად,
სიცოცხლის ფრად.
მე ყოველ წლად,
ამოვალ მთად,
მთებიდან ზვრად,
თესვად, თუ ხვნად,
გექცევი ძნად,
ან წყაროს წყლად,
მუდამდღე მზად,
ლექსების თქმად,
რითმების წვნად,
სიკეთის ქმნად,
კვირტების სხმად,
საშენოდ წვად,
სულ-ხორცით მთლად,
დაგედე მტლად.
და მაინც რად,
იქეცი სხვად,
მიწად, თუ ცად,
გეძებო სად...

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: შაბ, 14.03.2015, 19:40 | Сообщение # 425
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიხარულს რას უზამ,
რას უზამ იმ წამებს,
მიწას რომ ვეღარ გრძნობ და
სწყდები ორბიტას,
შენს ყოფნას,
ვიღაც რომ ნამდვილად იწამებს,
მოვა და თვალებით
გაზაფხულს მოგიტანს.

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: შაბ, 14.03.2015, 19:42 | Сообщение # 426
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იესოს ხელია
***
როდესაც განსაცდელს გიგზავნის ღმერთი და
სავალზე ბინდია,
როდესაც გგონია არსაით არ არის
იმედის მარცვალი,
როდესაც ფიქრობ, რომ შენი ცა დაიქცა, სხვისი კი მშვიდია,
დასტირი შენივ თავს,
გოდებ და არ გახსოვს არც ლოცვა, არც ვალი.

როდესაც გგონია, მთავრდები,
გადიხარ ცხოვრების როლიდან,
ცისფერებს, მზისფერებს,
ვერ ხედავ, გგონია უკუნში დაგმარხეს,
იმედად არ გიჩანს სინათლის წერტილი,
რომ მოსჩანს შორიდან,
ვერ ვხდები იმ ციცქნა შუქიდან
ღმერთი რომ სამყაროს განახებს.

შენს სხეულს ცოდვების ბუდედ რომ ძერწავენ
სული აქვს იცოდე,
გამოდი ლეშიდან,
შენივ თავს იხილავ ნამდვილს და საშინელს,
გრიგალი რომ იყოს,
ან სულის გამოცდის კოცონში იწვოდე,
მაშინ რას შესძლებდი,
როდესაც პატარა ნიავი გაშინებს.

როდესაც გგონია, მორჩაო, დამთავრდა
დაეშვა ფარდები,
თვალების გახელა არ გინდა რადგანაც
გვირაბი ბნელია,
სიცოცხლით გადაღლილს, როდესაც გგონია
სიკვდილთან ბარდები,
ამ დროს რომ გაფხიზლებს და ფეხზე გაყენებს
იესოს ხელია.
 
nukriaДата: შაბ, 14.03.2015, 19:43 | Сообщение # 427
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნაცნობი ქუჩა ცამეტი ნომრით
(პაოლო იაშვილს)
***
აქ, ღამ-ღამობით აჩრდილი დადის,
გარინდებული კედლების იქით,
აქ, ღამ-ღამობით პოეტის ლანდი,
ნესტიან წარსულს დაჰყვება ფიქრით.

აბრუნებს ბედი ცხოვრების ბორბალს,
პოეტი ლექსით თუ კვდება ბოლოს,
აქ, ღამ-ღამობით აჩრდილი ბორგავს
და უჰაერო სივრცესთან ომობს.

აქ, მაღალ ჭერზე აბლა-ბუდებში,
ჩაქსოვილია ძველი ღირსება,
ისე ვით ლექსი გულის ბუდეში,
ცისფერი ყანწი სისხლით ივსება.

ყოველ ბინდისას სხვაგვარი ფორმით,
მიჰყვება ძველ გზას, დარდი ატყვია,
ნაცნობი ქუჩა ცამეტი ნომრით,
ვით მეცამეტე ვაზნაში ტყვია.

გასასვლელს ეძებს პოეტის ლანდი,
სიმართლე ბოლო სავალს ანათებს,
აქ, ღამ-ღამობით პაოლო დადის
და სულის ადგილს ამისამართებს.
 
nukriaДата: ორ, 16.03.2015, 00:18 | Сообщение # 428
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბოროტი ფიქრობს ფერებს დაისის,
შერჩება ბნელი, ნდომის ნერწყვს იშრობს,
სადღაც ქოხიდან დედის ხმა ისმის,
იავ-ნანინას უმღერის პირმშოს.

ნატრული ბედი, ჩავლილი გვერდით
და მაინც რწმენით ნაიმედები,
ღარიბის ჭერქვეშ, რძიანი მკერდით,
ალგეთის ლეკვებს ზრდიან დედები.

ვერ შეაჩერებს კეთილს ბოროტი,
რწმენით არავინ მიდის რისხვამდე,
მყარი ფესვიდან აყრილი ყლორტი,
გაიყვავილებს უკუნისამდე.

ღარიბისათვის ანათებს სხვა მზე,
დაბალი ჭერი უმაღლებს სინდისს,
დგას შიმშილობის სულ ბოლო ზღვარზე
მიწას კი, მაინც არასდროს ყიდის.

ვით ქრისტეს ბაგას, აქაც მადლს აკმევს,
თვით მამა ღმერთი
და ცოდვის დროში,
ანგელოზები ურწევენ აკვნებს,
ალგეთის ლეკვებს ღარიბის ქოხში.

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: ორ, 16.03.2015, 10:44 | Сообщение # 429
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქალი რომ დაგითქვავს პაემანს თავისთან
დაგხვდება გამომწვევ კაბით და მკლავებით,
შენ უნდა გახსოვდეს რომ უცხო არის და
დაკეტე ზურგსუკან ოთახის კარები.

არ უთხრა ყავაზე გადაჭრით უარი,
ალკოჰოლს თუ დალევთ, მან მეტი დალიოს,
როდესაც დათვრება გულდასმით უარეთ
რომ შენმა ფიქრმა და ზრუნვამ გადარიოს.

ლექსი წაუკითხე ალერსზე ხმადაბლა
ეცეკვე მგზნებარედ, თამამად, უხეშად
ასწავლე ტუჩებით ტუჩებზე გადაბმა
და კოცნა აქციე სევდიან ნუგეშად.

უთხარი, რომ მისი სუნისგან ირევი
რომ მისი სხეული აპრილზე ნაზია
დათვალე კაბაზე ნამცეცა ღილები
პეპლებად დაბერილ მკერდზე რომ აზია.

აჩვენე ნიღაბი, რომელსაც მოიხსნი
მიხვდეს რომ მარტო ხარ და მისით აივსე,
მსუბუქი მისი თმა სახეზე მოისვი,
ბევრი ესაუბრე ვნებაზე, მაისზე.

გაჩუმდი როდესაც დაიწყებ ფერებას.
რამე რომ ზედმეტი წამოგცდეს, ინანებ
ჯობია აჩვენო ვნების გახელება
და მერე დაღლილმა თვალები მინაბდე.

ახლა მან დაიწყოს ზრუნვა და გიაროს,
ოთახში მთავრის შუქს შიშველი დაუდგეს
ღამემ გათენება რომ დაიგვიანოს
მზის სხივად ლოგინზე შენ უნდა გაუთბე.

როდესაც გადაღლილს ძილი მოერევა
და შენზე დაღვრილი ბურანში ჩარჩება,
იქაც არ მოაკლო მგზნებარე ფერება
ვერ შეძლოს სიცხადის სიზმრისგან გარჩევა.

ადექი ჩუმად და გამოდი სახლიდან,
თავთან დაუტოვე ყვავილის ფურცელი,
ვიდრე ამ შეგრძნებას სიყვარულს გახდი
და გამოებერება სიმწიფით მუცელი.

იარე ცარიელ ქუჩაში თავდახრით,
ცუდად მოიქეცი ასე რომ დატოვე,
თავს ირჩენ გრძნობებზე უხეში თავდასხმით
და ისევ ერთად ხართ შენ და სიმარტოვე.

დრო მოვა, როდესაც გონება შეშლილი
მიხვდები არავინ გიყვარდა მასავით,
მას გრძნობა ექნება შენდამი შეცვლილი
და გულში ჩაგიკრავს საყვარელ ძმასავით.

შეცდი რომ ასე ბრმად აყევი ჩემ რჩევას...
ქალი რომ თავისთან პაემანს დაგითქვავს,
ისწავლე ბედნიერ წუთების შემჩნევა...
ჩათვალეთ მე თქვენთვის ეს სიტყვა არ მითქვამს
- გიორგი ზანგური -
 
nukriaДата: სამ, 17.03.2015, 02:05 | Сообщение # 430
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვფიქრობდი,
შენზე ყველა ლექსი უკვე დაწერეს,
ან კი, მე რაღა შემომიჩნდა, დავეძებ მე რას?!
ყველა სიმღერა თუ გიმღერეს, რაღა მამღერებს,
რად ვერ ვანებებ თავს საშენო ლექსების წერას.

მეგონა,უკვე ყველა გულმა ჩაგიკრა,
და ვით
სჩვევია ქართველს,
ყველამ შენი სითბო ინება,
მე რაღა მინდა,
რომ ვერ ვცხრები ცოცხალი თავით,
შენს სიყვარულზე მუდამ რატომ მეღიღინება.

მჯეროდა,
თუმცა არ ირწმუნო სირცხვილიც კია,
როდესაც ასე ძლიერია ჯიში და ფესვი,
ქართველი ხარ და უკვე სულით პოეტი გქვია,
ვის მიუძღვნია სამშობლოსთვის ამდენი ლექსი.

ან, აწი რაღა უნდა ითქვას,
სადამდე ანდა,
სამშობლოვ ჩემო დაუშრეტი წყარო ხარ მგოსნის,
შენს სიყვარულში ვერასოდეს დაუშვეს ფარდა,
ვერ დაგასრულეს,
იმედი ხარ რადგანაც მოსვლის.

მზის მუზა თუ ხარ,
აზრ- წარმართულს წაიყვან წაღმა,
თუ ყველა ლექსი ნათქვამია, ვინც რა ინება,
მაშინ პოეტებს უსასრულოდ ამღერებთ რაღა,
ან მე რა მინდა,
მუდამ რატომ მეღიღინება.

/ნანა მეფარიშვილი/
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость