მარიამ კოზმანიშვილი - Page 4 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » მარიამ კოზმანიშვილი
მარიამ კოზმანიშვილი
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 01:22 | Сообщение # 31
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიყვარული სიყვარულია, ცალმხრივიც და გაზიარებულიც. ან ბედნიერად გრძელდება, ან სადღაც მთავრდება და ტკივილს აყენებს ადამიანის სულს. მცირეთ ერგებათ წილად ხანგრძლივი აღმაფრენა , სიყვარულით გამოწვეული. თუმცა, იმ მოკლე დროშიც, როცა გულს და გონებას ტრფობის ცეცხლი წვავს, ადამიანი უსაზღვროდ ბედნიერია. ხშირად ეს მცირე ბედნიერება, ერთ , უსიყვარულოდ ჩავლილ ხანგრძლივ სიცოცხლეს გადასწონის. მარტივი არაფერია კარგი. სულს სიძნელეები წვრთნის და ამაღლებს. მარიამ კოზმანიშვილი
 
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 01:22 | Сообщение # 32
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბნელა... აანთე გვირილები,
როგორც მზეები...
რა საჭიროა სიბნელეში
ხელისცეცება?...
ნუ გაერთობი საკუთარი
"მეს" აღზევებით,
თორემ ერთ დღესაც სული
სევდით დაგეძენძება.
ცივა... სამყარო შეიბურა
ნისლის მარმაშით...
აგიწკრიალე სასთუმალთან
ცრემლის აკიდო...
როდის მიხვდები, რომ არ არის
ჟამი თამაში...
გული მომეცი, უჟმურ დღეებს
ცეცხლად წავკიდო.
გახსოვს? - ოდესღაც მიტოვებდი
კართან აპრილებს...
მთელი დღეები დავყვებოდით
ქარებს ხელკავით...
ახლა სიდინჯის მივადექით
უცხო ნაპირებს,
აღარც ქარი გვყავს, ვნების ზართა
ჩამომრეკავი...
ბნელა... აანთე გვირილები,
გხედავდე მინდა.

მარიამ კოზმანიშვილი
 
nukriaДата: ოთხ, 25.02.2015, 16:54 | Сообщение # 33
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე თქვენი ვერარა გავიგე.
ჩემს სულში შფოთიან ქარებს ზრდით.
მაჩუქეთ, ძვირფასო მაესტრო,
ბრიყვს, თქვენთა იგავთა პწკარედი.
თვალებში იდუმალ სხივს მალავთ.
მაწამებთ რაინდის პროფილით.
არ ვიცი, აწმყოში სულდგმულობთ,
მომავლით, თუ სიზმრით - ყოფილით?..
ხან ნიღაბს აართმევთ კაცუნებს,
ხან მხიბლავთ სამეფო ბისონით...
თქვენ მგონი პოეტი იყავით?..
წარსულში თქვენ თითქოს მისნობდით?..
ოდესღაც, შორეულ ბაღნარში,
თქვენ ჩემთვის არჩევდით ყვავილებს,
მერე კი ნაძვების კარავში
გვეძინა ოცნებით დაღლილებს...
მაგრამ მე ცხადი რომ მეგონა,
სიზმარში მიხილავს ყოველი.
არ მხიბლავს ზღაპრული ბაღები,
თქვენგანაც აღარცრას მოველი...
მე თუმცა არ ვიცი ვინა ხართ,
ღმერთმანი, არ გავხართ ბელზებელს,
ეკლიან ბილიკზე მივდივართ,
მწვერვალთა ლანდები გვეძებენ...
თვალებში იდუმალ სხივს მალავთ,
მაწამებთ რაინდის პროფილით,
ხან ჯამბაზს აართმევთ მოსასხმას,
ხან მხიბლავთ სამეფო პორფირით.
 
nukriaДата: ორ, 09.03.2015, 14:56 | Сообщение # 34
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მევედრებოდა სიყვარულს ქარი.
მევედრებოდა, წუხდა, ბორგავდა...
იდგა სარკმელთან ფოთოლთა ქნარით
და აშუღივით ლექსებს ბოდავდა.
ჩიტივით იჯდა თუთაზე მთვარე,
ღაწვს მიკოცნიდა ცრემლი, თავნება,
არ შორდებოდა მიჯნური კარებს,
იღველფებოდა ღამე წამებად...
ბოლოს საშველად მოვიდა დილა
და წაიყვანა დაღლილი ქარი.
სარკმლის გადაღმა შემორჩნენ წყვილად,
უძილო ხე და მდუმარე ქნარი.
/მარიამ კოზმანიშვილი/
 
nukriaДата: სამ, 10.03.2015, 10:23 | Сообщение # 35
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გული ლამობს საგულედან ამოვარდნას,
ვიღას ახსოვს შეჩვეული სევდა...
ფრთას ჩიტივით ავიქნევ და ქარს გავყვები,
განა კიდევ გამიწყრება დედა.
/მარიამ კოზმანიშვილი/
 
nukriaДата: სამ, 10.03.2015, 16:55 | Сообщение # 36
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როცა შენ მყევხარ...
მე მიხარია ყოველი დღე,
ყოველი დილა.
როცა შენ მყევხარ,
შენი სიხარული მიხარია..
შენი ღიმილი მიხარია..
როცა შენ მყევხარ,
შენთან ყოფნა მიხარია..
ჩემი იმედი ხარ და
მიხარია..
როცა შენ მყევხარ,
ჩემი თავი მიხარია..
შენთან ყოველი წამი მიხარია..
ყოველი წუთი მიხარია..
როცა ჩემთან ხარ
ბედნიერი ვარ..
როცა ჩემთან ხარ,
ცხოვრება მიხარია...
მიხარიხარ და
მადლობას გწირავ!
ინგას უყვარხარ...
 
nukriaДата: სამ, 17.03.2015, 02:08 | Сообщение # 37
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დღე გქონდა
მძიმე და დამქანცველი.
გრძნობები
განცდებად აიმძივე.
საღამომ
გაიარა გასავლელი.
ახლა დაწექი
და დაიძინე.
მე ასე,
შორიდან გიდარაჯებ,
ძილი არ დაგიფრთხონ
მაცილებმა...
ჩემს თვალებს,
თბილსა და მზიან ხანჯლებს,
ბოროტის
შეუძლიათ აცილება.
სუნთქვას შევიკრავ
და გითვალთვალებ...
დაგითვლი
სახეზე დარდის ხაზებს...
შენს გულს და
გონებას მიმათვალე,
გჯეროდეს,
არასდროს გაგცვლი სხვაზე.
„მიყვარხარ“ –
ვამბობ და ვიღიმები,
სინაზის
მეწყება შემოტევა...
ქრებიან
ვარსკვლავები - ცის ღილები,
კართან
ახალი დღე გველოდება.
/მარიამ კოზმანიშვილი/
 
nukriaДата: სამ, 24.03.2015, 17:27 | Сообщение # 38
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გახსოვს? ვერაფრით ვეგუებოდი
შხაპუნა წვეთებს და ცას მტირალას.
მე შევიყვარე წვმა მას შემდეგ,
ჩითის კაბა რომ გაგიმჭვირვალა.

გახსოვს? ქარსაც ვერ ვეგუებოდი,
ქარს თავხედსა და უშნოდ მყვირალას
და შევიყვარე ქარიც მას შემდეგ,
მუხლზე კაბა რომ აგიფრიალა.

და მაინც, მაინც, ყველაზე მეტად
ველტვი ქათქათა დეკემბრის განცდებს.
მიყვარს ფანტელთა ის საოცრება,
შენ საპატარძლო კაბას რომ გაცმევს...

სულა სულაშვილი
 
nukriaДата: ორ, 06.04.2015, 22:46 | Сообщение # 39
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე მაშინ გწერდი,რომ
,,გაზაფხული ვერ მოგიყვანე
შემოდგომის სანაპიროზე...''
ახლა კი თავად თავზე მათოვს
შემოდგომა ყვითელ ფთილებად...
ჩვენ მუდამ ვწუხვართ,
და ასაკიც–დიდიც,პატარაც,
გარემოების ჭირხლით
ხშირად დაითთრთვილება!
მე მაშინ გწედი,რომ
,,გაზაფხული ვერ მოგიყვანე
შემოდგომის სანაპიროზე...''
და მაწუხებდა ჩემი სინორჩე,
მერე ასაკი მეწვია და...
როს ვიყავ დიდი,
მე ის ზღაპარი შენთვის
ვეღარ გამოვიგონე!–ლიკა
მოვედი დღემდე, უფალო,
დარდებით, აურაცხელით,
პირჯვარს ვიწერდი მარჯვენით,
ცოდვას ვთესავდი მარცხენით.
სანთელს ვუნთებდი ანგელოზს,
აფარფატებულს, მარჯვნითა,
ეშმაკს ვდევნიდი ლოცვებით,
ლექსით, შრომით და გარჯითა...
მოვედი დღემდე, უფალო,
ჰა, სული - ჩემი, დაღლილი...
გადამარწიე ღრუბლებზე,
ატირებული ბალღივით.
/მარიამ კოზმანიშვილი/
 
nukriaДата: ხუთ, 30.04.2015, 01:02 | Сообщение # 40
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიო ჩურჩულ - ჩურჩულით,
ჩალებს ჩაუნებივრდა.
სურო, ჩამოფურჩული,
ჯამს ავსებდა ჯებირთან.
მერე ჩიტი - ჩიორა
მოფრინავდა ლოცვითა,
სუროს ტოტზე ფიორა
ნამის მძივებს კოცნიდა.
ფარფატებდა ფოთოლზე
უნაზესი პეპელა,
აცოცხლებდა თოთო მზე,
რაც ჟამს შემოეცელა.
ფრიალებდა ტატნობზე
უფლის თეთრი კვართი და
ანგელოსი ბზას ტანზე
სალამურებს ათლიდა.
/მარიამ კოზმანიშვილი/
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » მარიამ კოზმანიშვილი
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость