მარიამ კოზმანიშვილი - Page 5 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 5 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » მარიამ კოზმანიშვილი
მარიამ კოზმანიშვილი
nukriaДата: ორ, 04.05.2015, 13:31 | Сообщение # 41
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოგონებებს გაუვიდათ ყავლი,
მაინც მახსოვს დღეს აბრია პაპა,
ორღობეში მოფრიალე თავშლით,
სათო ბებოს ყალბი პა, პა, პა, პა!..
კარგად მახსოვს ურმის ხმელი კოფო,
კაკლის ხის ქვეშ მოკუნტრუშე ზაქი,
ჩვენი ყურშა, მიფრენილი - ოფოფს,
შუბლის ჯვართან ნაცრისფერი ლაქით.
ისევ მახსოვს ბებოს ძველი გობი,
ჩირ-ჩურხელით მოყიმყიმე ხონჩა,
თუმც ნაკვალევს მოეკიდა ობი,
წნელის ღობის სუსიც აღარ მოჩანს.
მაინც მახსოვს ხევის გაღმა მდელო,
ვენახებთან, დაბურღული წყალი,
სამფეხ სკამზე მობუტბუტე ელო,
დედაჩემის ნისლჩამდგარი თვალი...
ბლების რიგი, ყურძნის მსუყე გემო,
კამეჩების გამურული რქები...
დარჩა სახლში ბიძაჩემი - თემო,
ჩვენც ნისლივით მალულ - მალულ ვქრებით.
როგორ არა, ყველაფერი მახსოვს...
თუმცა წარსულს გაუვიდა ყავლი.
მახსოვს „ჭიტა“, ანიჩკა, თუ ტასო...
კამეჩის ჩლიქს მილურსმული ნალი...
მახსოვს მწვანე ბალახებზე წოლა,
შორს, მთვარის და ვარსკვლავების ჯარი...
საწორაოდ გადმოსული ოლა,
ჭრაქი... ლამპა... კოპტონი და კვარი...
მთხოვ, წარსულზე დაწერეო რამე,
ძველ საგანძურს შეავლეო თვალი...
ეს ნაწერი იყოს, როგორც ფესვი,
ჩვენი ყრმობის მზეჩაწნული კვალი
/მარიამ კოზმანიშვილი/
 
nukriaДата: სამ, 09.06.2015, 02:08 | Сообщение # 42
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლურჯი ჩემი ფერია,
ჩემი სულის ფერი.
სადღაც დამრჩა ბავშვობა,
მზისფრად შენაფერი.
ცა უსაზღვროდ ლურჯია,
ლურჯია და მუნჯი...
მოვალ ლურჯი იებით,
დროს თუ გადავურჩი.
/მარიამ კოზმანიშვილი/
 
nukriaДата: სამ, 09.06.2015, 11:39 | Сообщение # 43
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თითებს მიკოცნი და იღიმები...
თითებს, რომლითაც გიწერდი ლექსებს...
მერე ვიღვიძებ... და ვებუტები
სიზმარს, რომელიც ოცნებით ვკემსე...
მერე რიჟრაჟი მოდის უშენო...
დაისევს ჩემი სარკმელი ჩიტებს...
დაეკიდება ლექსის აკიდო
სიზმარში შენგან დაკოცნილ თითებს.
/მარიამ კოზმანიშვილი/
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » მარიამ კოზმანიშვილი
  • გვერდი 5 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
ძებნა:

მოგესალმები Гость