შოთა იათაშვილი - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » შოთა იათაშვილი
შოთა იათაშვილი
nukriaДата: ორ, 20.06.2016, 19:23 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
1.ბაბუაწვერა.

2.
მე.

3.
ნიავი ქრის.

4.
უფალო შეგვიწყალე.
 
nukriaДата: ორ, 20.06.2016, 19:29 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვიჯექი და ვუყურებდი -ციდან ჯოხი ჩამოდიოდა.

გაკვირვებული ვუყურებდი,
მზერას ვძაბავდი.
არაფერი იცვლებოდა -
ციდან ჯოხი ჩამოდიოდა.

დილა იყო.
აივანზე ვიჯექი და,
როგორც წესი, ვეწეოდი.
ნაწვიმარზე, სიჩუმეში,
ჟივჟივებდნენ ჩიტები და -
ციდან ჯოხი ჩამოდიოდა.

რა უნდოდა ჯოხს ზეცაში,
ან ზემოდან რანაირად ჩამოდიოდა
ვერ ვხვდებოდი -
მზერას ვძაბავდი,
და ვძაბავდი გონებას, მაგრამ
არაფერი იცვლებოდა,
არც პასუხი მოდიოდა,
ჩიტები ფრენდნენ, ჭიკჭიკებდნენ,
მეზობლები ფუთფუთს იწყებდნენ,
ციდან კი ჯოხი კვლავ ჯიუტად ჩამოდიოდა.

„ფანქარი ცაში“ რომ დავწერე,
ალბათ ამიტომ მამასხარავებს
ახლა ღმერთი (თუ ეშმაკი)
უნდა რომ „ჯოხი ცაში“ დავწერო
და საბოლოოდ გადავგვარდე, როგორც პოეტი -
დავასკვენი.
გავედი, ფურცელი და კალამი ვიპოვე და
უკან დავბრუნდი.
მოვემზადე, ხელი შევუწყვე
საბოლოო გადაგვარებას.

ციდან ჯოხი ჩამოდიოდა -
დავწერე ერთხელ.
ციდან ჯოხი ჩამოდიოდა -
დავწერე კიდევ.
ციდან ჯოხი ჩამოდიოდა… –
აი, ფრაზა, რაც ადასტურებს
ჩემს საბოლოო შემოქმედებით გადაგვარებას.

ამასობაში ჯოხის სიგრძეც გაიზარდა.
ჩამოეშვა.
წამონაზარდიც გაუჩნდა: რგოლი.
მერე ფეხებიც.
ანუ ნისლი გაიფანტა.

და ვიჯექი მოწყენილი,
დათრგუნული,
ანძას ვუმზერდი მთაწმინდაზე.
ჩიტები ფრენდნენ,
მეზობლები ყაყანებდნენ,
პოეზიის ბოლო ნასახი -
ჯოხი ცაში -
უცებ მოკვდა.

მე გადავგვარდი?
თუ პოეზია გადაგვარდა?
თუ ერთდროულად გადავგვარდით?
თუ გადავრჩით?
თუ უბრალოდ ნისლი ჰაერში გაიფანტა? –
ვერაფერს მივხვდი.

იმას კი მივხვდი,
მაინც რა კარგი იყო, როცა

ციდან ჯოხი ჩამოდიოდა.
 
nukriaДата: ორ, 20.06.2016, 19:38 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დღეს ჩემს დისშვილებს წითელ კვერცხებზე შეავლებინეს ხელი.დღეს წვიმს, ისე, როგორც ამ დღეს ყოველთვის წვიმდა.
ხვალ საღამოთი ნინო და მაიკო ეკლესიაში წავლენ და დილამდე დარჩებიან იქ.
მე გამახსენდება კარლოს «აღდგომა დასავლეთ საქართველოში».
მე და კარლო არ ვიყავით მეგობრები -
მხოლოდ პოეტები თბილისში.
თბილისი ნელ-ნელა იცლება ნაცნობებისგან
და შენც უკვე ახალ ხალხს ესალმები და ესაუბრები.
ისინი ლაპარაკობენ იმ ქვეყნებზე,
რომლებშიც არასოდეს ყოფილხარ.
ისინი ხანდახან ძალიან კარგები არიან
და შენ გიჩნდება სურვილი, შეიყვარო ისინი გამქრალი ნაცნობებივით,
მაგრამ ვერ ახერხებ ამას.
ხვალ საღამოთი შენც გახვალ ქალაქში და ეკლესიებს ჩაუვლი -
მარხვა არ დაგიცავს,
არც სანთელი დაგინთია,
წითელ პარასკევს იმუშავე და
რამდენიმე ჭიქა წითელი ღვინოც დალიე -
და მაინც გიხარია ეს დღე -
ეს მშვიდი ხალხმრავლობა ქუჩებში,
ეს მშვიდი გუგუნი ზარების,
ეს მშვიდი შეგრძნება საკუთარი ცოდვების,
ეს მშვიდი სევდა გარდასული აღდგომების -
ნინოსთან, შორენასთან...
ეს მშვიდი გამოხედვა გოგონების, ღამის შუქზე,
და ეს მოუსვენარი ძიება ვიღაცის,
რომელიც თითქოს იცი კიდეც, სად უნდა იპოვო.
ჰო, ხვალ საღამოთი ნინო და მაიკო ეკლესიაში წავლენ და დილამდე დარჩებიან იქ.
დილით კი გაზაფხულის ბოლო თვის პირველი დილა დადგება და
უცებ რაღაც ძალიან სევდიანს მიგახვედრებს.
დილით არ გამოეფინებიან ბავშვები და უფროსები
ბუშტებით და ტრანსპარანტებით და დროშებით ქუჩებში.
არ იქროლებენ ველოსიპედები და რადიო მთელს ქალაქს არ
მოჰფენს საზეიმო მარშებს.
დილით ჩემს დისშვილებს გაატეხინებენ წითელ კვერცხებს და
მე კიდევ ერთხელ გამახსენდება კარლოს ლექსი.
დათო დამირეკავს და მომილოცავს. და ალეკო. და ზურა. და შეიძლება სხვებიც.
მერე კი ერთმანეთს ვნახავთ და დავლევთ.
აი, ასე იქნება ყველაფერი, ან დაახლოებით ასე.
ნინო და მაიკო კი ეკლესიაში აუცილებლად წავლენ.
 
nukriaДата: ორ, 20.06.2016, 19:53 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩაიქროლა დღემ.მიაბრუნე თავი,
მზერა გააყოლე:
ხელს გიქნევს ადამიანი უთვალავი.

ჩაიქროლა თვემ.
თავი მიაბრუნე,
გააყოლე მზერა:
ბოლო ვაგონის ფანჯრებიდან
რამდენიმეღა ფრიალებს ცხვირსახოცი.

ჩაიქროლა წელიწადმა.
მიაბრუნე თავი ერთხელაც,
მზერა გააყოლე:
ბოლო ფანჯრიდან
გულმწარედ მოგყვირის ვიღაც...

ჩაიქროლა ცხოვრებამ.
მიაბრუნე თავი ბოლოჯერ,
გააყოლე მზერა:
აღარავინ გემშვიდობება.
 
nukriaДата: ორ, 20.06.2016, 20:32 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცხოვრება _ რეისიარქტიკიდან ანტარქტიდამდე.
შუაგზაზე აფრიკა გვიძევს
 
nukriaДата: ორ, 20.06.2016, 21:25 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩაიქროლა დღემ.მიაბრუნე თავი,
მზერა გააყოლე:
ხელს გიქნევს ადამიანი უთვალავი.

ჩაიქროლა თვემ.
თავი მიაბრუნე,
გააყოლე მზერა:
ბოლო ვაგონის ფანჯრებიდან
რამდენიმეღა ფრიალებს ცხვირსახოცი.

ჩაიქროლა წელიწადმა.
მიაბრუნე თავი ერთხელაც,
მზერა გააყოლე:
ბოლო ფანჯრიდან
გულმწარედ მოგყვირის ვიღაც...

ჩაიქროლა ცხოვრებამ.
მიაბრუნე თავი ბოლოჯერ,
გააყოლე მზერა:
აღარავინ გემშვიდობება.




 
nukriaДата: ორ, 20.06.2016, 21:29 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ადამიანები არჩევდნენ საქმეს.პატრულის მანქანა ციმციმებდა.

ადამიანები არჩევდნენ
საქმეს.
პატრულის მანქანა
ციმციმებდა.

ადამიანები
არჩევდნენ
საქმეს.
პატრულის
მანქანა
ციმციმებდა.

ადამიანები ციმციმებდნენ.
პატრულის მანქანა კი არჩევდა საქმეს.

ადამიანები
ციმციმებდნენ.
პატრულის მანქანა კი
არჩევდა საქმეს.

ადამიანები
ციმციმებდნენ.
პატრულის
მანქანა კი
არჩევდა საქმეს.

ადამიანები
ციმციმებდნენ.
პატრულის
მანქანა კი
ციმციმებდა.

ადამიანებები ციმციმებდნენ.
პატრულის მანქანა კი
ციმციმებდა
და ციმციმებდა.

ადამიანებები
ციმციმებდნენ.
და მანქანაც
ციმციმებდა.

ადამიანებები ციმციმებდნენ.
და მანქანაც ციმციმებდა.

მე კი ვიდექი აივანზე
და ვციმციმებდი.

მე ვიდექი
აივანზე და
ვციმციმებდი.

მე ვიდექი აივანზე და ვციმციმებდი.

მე ვიდექი აივანზე და ვციმციმებდი.

ანუ:

ადამიანები ციმციმებდნენ.
მანქანა ციმციმებდა.
მე ვციმციმებდი.

ხოლო ზემოთ
ვარსკვლავები წვალობდნენ
რომ ეციმციმათ

ისე
როგორც
ჩვენ.
 
nukriaДата: ორ, 20.06.2016, 21:37 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სარეცხის თოკზეზეწარი რომ გაკიდა,
ეზოში მოთამაშე ბავშვებმა ამოიხედეს.

* * *
ყვავილებს ვრწყავდი.
წყალი მომთხოვა და
ჩაიდნის ღარიდან დავალევინე.

* * *
შიშველ სხეულზე ხალათი მოიცვა და
იატაკს გვის.
მე თმის ღერებს ვაცლი ბალიშს.

* * *
იატაკზე ტარაკანა გაცოცდა და
ძირს დაგდებულ
ბიუსტჰალტერს შემოუარა.

* * *
ძველებური საათის ქანქარა
ჩვენს რიტმს აყვა,
ჩამორჩა და ბოლოს გაუსწრო.
 
nukriaДата: ორ, 20.06.2016, 21:38 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გაჩერებაზე მდგომმა ავიხედე დაჩემი უსახური რვასართულიანი კორპუსი,
სადაც 40 წელზე მეტია ვცხოვრობ,
საოცრად ლამაზი მომეჩვენა.
ვუყურებდი…
ვუყურებდი…
თვალი ვერ მოვწყვიტე,
სანამ ნომერმა 15-მა “მარშრუტკამ”
არ ჩამოიარა და
საქმეებისკენ არ დამიძახა.
 
nukriaДата: ორ, 20.06.2016, 21:39 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღრუბლები დაიშალნენ.ხვალ სხვა ღრუბლები შეიკრიბებიან ისევ აქ.
ბირჟა უცვლელია.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » შოთა იათაშვილი
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость