თამაზ მეტრეველი - Page 118 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » თამაზ მეტრეველი
თამაზ მეტრეველი
nukriaДата: ხუთ, 24.07.2014, 17:52 | Сообщение # 1171
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამაღამ მთვარეს მოიტაცებენ,
როცა ჭინკები გარეთ გამოვლენ...
ცა კი უმთვაროდ თუ იარსებებს
ბულბული ვარდზე ვერ იგალობებს...
ძვირფასო, შენც ხომ ჩემი მთვარე ხარ,
რომ მოგიტაცონ, მე როგორ გავძლებ...
დავემსგავსები ვაზებს ნამეხარს,
ტაძრის კედელზე ჩამომხმარ სანთლებს...
ხედავ, ვარსკვლავებს, ერთად შეჯგუფდნენ,
ალბათ, გაიგეს მთვარის ამბავი...
მიწას ჩასცქერის ძველი მეგუთნე,
კოშკში კი სარკეს მზეთუნახავი...
ეს რა ქარია, ეს რა ელვაა?...
გადაეფარა ზეცას ღრუბლები...
დღეს მთვარე ჩემი საკუთრებაა,
დიახ, მიყვარს და ვესაკუთრები...
 
nukriaДата: ხუთ, 24.07.2014, 18:15 | Сообщение # 1172
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ან კაცმა რომ თქვას, საიდან სად და,
მე და შენ რატომ შევხვდით ერთმანეთს;
შენ მანდ ივლისის ცხელი მზე გწვავდა,
მე აქ მაისის სეტყვით მსეტყვავდნენ...
როგორ მინდოდა, რომ შენთან ერთად,
თუნდაც შავი ზღვა გადამეცურა,
გადმომდებოდა ის შემართება,
შენ რომ მიმზერდი ზოგჯერ მეფურად...
შენ რომ მიმზერდი ასე ამაყი
და სიმართლეში დარწმუნებული,
შენ არ გჭირდება სხვა იარაღი,
სილამაზეა შენი ერთგული...
სილამაზეა შენ რომ გამშვენებს,
ორივე ერთად, სულის, სხეულის...
უშენოდ ღამეს რა გაათენებს,
ჩემი ბოდვა ხარ სიზმარეული...
კი, წყალნი ისევ წავლენ–წამოვლენ,
და დარჩებიან მხოლოდ ქვიშანი,
გარეთ ჩიტები ისე გალობენ,
თითქოს შენი ხმა ამოვიცანი...
 
nukriaДата: ხუთ, 24.07.2014, 18:37 | Сообщение # 1173
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რატომ მიყვარხარ, რატომ მიყვარხარ,
ასე სულელი, ასე მარტივი,
ასე მგონია, პაწაწინა ხარ
და პირს გამიღებ ჩიტის ბარტყივით...
თოვს და მინდა რომ შემოგიფარო,
ჩემი ფრთების ქვეშ აგაფართხალო,
ულამაზესო ჩემო ცისკარო,
ჩემო პატარა მზეთუნახავო...
ნუ შიშობ, მალე, მალე გვეწვევა,
აფეთქებული გაზაფხულები,
და როგორც მოლზე ია–ენძელა,
გადაეწვნება ჩვენი გულები...
 
nukriaДата: ხუთ, 24.07.2014, 18:39 | Сообщение # 1174
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დამთავრდა, თურმე ვერასდროს გნახავ,
თუნდ სიყვარულზე მღეროდეს ყველა;
მე მომისროლა ახალმა ტალღამ,
მე ისევ ძველი დროების ტყვე ვარ...
ჰოდა, დამთავრდა, არცა ღირს ახლა,
ალბათ, გადაბრალ–გადმობრალება...
ამ სიყვარულმა არ გაგვიმართლა,
ასეთი იყო ზეცის ბრძანება...
კი, მენანება, მართლაც, უსაზღვროდ,
თითქოს ვუხდიდე ჩემ თავს პანაშვიდს,
მაგრამ, გაუშვი, სხვას გაუმართლოს,
სხვამ ჩადოს თავი მაგ შენს კალთაში...
კი, ვიცი, ვიცი, სხვასთან სხვა არის,
სხვა ტუჩები და სხვა სიტკბოება...
დავიმახსოვროთ, როგორც ზღაპარი,
ამ სიყვარულის ჩამოქროლება...
დავიმახსოვროთ, ჩვენი თვალები,
როგორ განათდა, როგორ გაბრწყინდა,
როცა, ერთბაშად, ვით ვარსკვლავები
ყველა ამური შემოგვაფრინდა...
როცა, შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს,
მე მახსოვს წამი იმ გაოცების...
ჩვენს სადღეგრძელოს ცაში შესვამენ,
შეყვარებული ანგელოზები...
 
nukriaДата: ხუთ, 24.07.2014, 19:15 | Сообщение # 1175
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოდი, ასე საიდუმლოდ დარჩეს,
ყველაფერი ასე დარჩეს ზღაპრად;
თუ სიზმარში როგორ მოგიტაცე,
თუმცა გვერდით ათი მცველი გახლდა...
და მივქროდით, მივყვებოდით ნიავს,
ორი თეთრი ცეცხლოვანი რაშით,
შევცქეროდი კულულების ფრიალს,
ოქროსფერებს, გაწეწილებს ქარში...
გვიხაროდა, გვიხაროდა რაღაც,
სიყვარულზე ალბათ ბევრად მეტი...
ყვავილები ყველგან ტალღა–ტალღა,
მაყვლისფერი, ატმისფერი, თეთრი...
მთები თითქოს თავის კალთებს შლიდა,
და ხეებიც თავს გვიკრავდნენ მდაბლად,
ვარსკვლავები დაგვცქეროდნენ ციდან,
და გხედავდი, ისე, ისე ნათლად...
ასე, არც კი მინახიხარ ცხადში,
ცხადში, მგონი, მხოლოდ ორჯერ შევხვდით,
შენ პატარა ჯადოქარი ბავშვი,
მე კი, ალბათ, წამომდგარი მკვდრეთით...
 
nukriaДата: შაბ, 26.07.2014, 13:30 | Сообщение # 1176
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იყავი ჩემში შავი შურით მშურს, უშავეს შურით,
ვინც დღეებს შენთან ერთად ატარებს...
ვინც იქნებ გიყვარს, ან თუნდაც უვლი...
ვინც შენთანაა და თავს გაყვარებს...
სულ ადვილია, სულ ადვილია,
როდესაც სულში ბრძოლა იწყება,
გული სისხლისგან თუ დაცლილია,
უბრალოდ, შენი გადავიწყება...
მაგრამ არა ღირს, იყავი ჩემში,
თეთრი ყვავილი იასამანის,
რადგან ვერასდროს ვერ გაგცვლი სხვებში,
შენ სუდარა ხარ ჩემი სამარის...
 
nukriaДата: შაბ, 26.07.2014, 13:31 | Сообщение # 1177
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დამთავრდა, დავსვი ყველა წერტილი...
და გადავრაზე ყველა ჭიშკარი...
ხევის წყალივით ვარ დაწრეტილი,
სულ დავივიწყე დასავიწყარი...
რა დამრჩა, ნუთუ, ოთხი ფიცარი,
ოთხი ლურსმანით კუბოდ შეკრული,
ოთხი წყრთა მიწა საფლავისათვის,
ამოთხრილი და პირდაღებული...
თუ მივანებო ამ აზრებს თავი,
სისულეა ამისი როშვა,
რომ ფიქრი ჩემი, ეს შავზე–შავი,
ტყუილად ელის მეორედ მოსვლას!
რა უნდა, რისთვის უნდა მოვიდეს,
ქრისტე, აქ თუკი ვერაფერს შეცვლის,
ჯოჯოხეთია ისეც ორივე,
აქაც და იქაც, მისთვის თუ ჩვენთვის...
და ამიტომაც, ჯობს, როგორც არის,
დავტოვო მიწა ტალახიანი,
არაფერია აქ საოცარი,
თოვს, წვიმს, ქუხს, ელავს და დაძრწის ქარი...
იქ კი, ცის იქით, სადაც ქარიშხლებს,
განრისხებული ღმერთები სწრთვნიან,
სადაც ხედნიან აპოკალიფსებს,
და ასწავლიან გრიგალებს გრიალს...
იქ, მოელვარე მნათობთა შორის,
სადაც მგლისფერი დაჰკრავთ აისებს,
გულს მოვიჯერებ ქარებთან ქროლვით
და მხარსაც გავკრავ აპოკალიფსებს...
 
nukriaДата: შაბ, 26.07.2014, 13:33 | Сообщение # 1178
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვერ გაექცევი ამ სინამდვილეს,
სულ რომ უსწრაფეს მერნით აჭენო...
დღეებს აგირევს, თვეებს აგირევს,
რომ დაგამარცხოს და შეგაჩეროს...
რა დაგვრჩენია, რომ სულს მივენდოთ,
თუნდ მტრისაც იყოს ეს ჩემი გვამი...
სული კი ენთოს, სული კი ენთოს,
როგორც მნათობი წყვდიადი ღამის...
რომ ყველას, ყველას, ვინც ცოცხალია,
თუნდ, ერთი სხივიც რომ მიაწვდინოს,
ჩვენთან არიან თუ არ არიან,
ვისაც სურს იყოს და იარწივოს!!!
რომ ყველას, თუნდაც სიკვდილის მერე,
გზას უნათებდეს ჩვენი სულები,
როგორც ტაძრების ზარები ჟღერენ,
უკვდავებაში გადასულები..
 
nukriaДата: სამ, 29.07.2014, 14:37 | Сообщение # 1179
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეს ორი დღეა,
მოვიცალე უფრო ფიქრისთვის,
ანდა, უბრალოდ,
როგორცა ჩანს, არ მელექსება...
მე რომ სიცოცხლე
გავიარე ამ სიცოცხლისთვის,
ასე მგონია,
რომ სიკვდილის მერეც მეცლება...
რადგან სამყარო ჩემი იყო
და არ დავუთმე,
სანამ ვცოცხლობდი
კუთვნილება ჩემი არავის...
როგორ მიხვდები,
თუ ღმერთებმა ვის რა ჩაუთქვეს,
ვის სკიპტრა მისცეს,
ვის პოეტის საწერ-კალამი...
ყველა მწვერვალებს,
რომ იცოდეთ, მე ჩემით შევწვდი,
და ციდან კიბეც
თვითონ ღმერთმა ჩამომაწოდა...
ბევრი შევცვალე,
მართლაც ბევრი, მეც ვინმე შემცვლის,
რადგან მელანში
ჩემ კალმისწვერს მუზა აწობდა...
 
nukriaДата: სამ, 29.07.2014, 14:38 | Сообщение # 1180
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეს შენს სილამაზეს შენს გახსენებას ახლა მერჩია,
ალბათ, შავი ზღვა გადამეცურა...
გული ვერაფრით გადაგეჩვია,
თორემ მე ისევ ვარ ჩემებურად...
ეს დროც ტვინს ბურღავს, უკვე დილიდან,
იწყება რაღაც გლოვის ზარები,
ასე მგონია, რომ მოსჯილი მაქვს,
სულ ნერვის ფლეთა და კოშმარები...
კი, დღე არ გავა, ვუშვებ შეცდომას,
რატომღაც ყველგან ფეხი მისხლტება,
ისე ძნელია დღეს უშენობა,
არ შემიძლია გადავიწყება...
ასე მგონია, შუა ზღვაში ვარ,
და ყველა მხრიდან მიტევს ტალღები,
ჩემი ცხოვრება სულ თამაშია,
სულ ნაღვერდლებზე დავიარები...
შენ კი ასეთი ლამაზი რომ ხარ,
და ყოველ დილას ასე მაბრუებ,
შენ, იცი, უკვე რამდენჯერ მოგკალ?
დაგწვი და ფერფლად მიმოგაბნიე?
ასეა, მითხარ, გველზე ლამაზი,
გველზე ლამაზი სხვა რამ არსება,
ან როგორ გააქვს მის კანს ხასხასი,
რა დიდებულად მიიზლაზნება...
მაგრამ, ძვირფასო, შხამით სავსეა,
მისი ორკაპა ენის ნესტარი,
შენი სიკვდილი უკვე გზაზეა,
და ჩემიც, ვიცი, სწორედ დღეს არი...
სიკვდილი დგება, როცა ხსოვნიდან,
ამოიშლება ყველა ძაფები,
მე დღეს სატანა შენს თავს მომიტანს,
და, ალბათ, ერთად დავიმარხებით...
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » თამაზ მეტრეველი
ძებნა:

მოგესალმები Гость