თამაზ მეტრეველი - Page 119 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » თამაზ მეტრეველი
თამაზ მეტრეველი
nukriaДата: სამ, 29.07.2014, 15:12 | Сообщение # 1181
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბეთჰოვენის მე–9 სიმფონია

გაშმაგებული სამყაროს ვიქმნი,
გაცეცხლებული, გაცოფებული...
წავლეკავ ყველას, ვინც ხელს შემიშლის,
ზევსი ვარ მტრებზე ამბოხებული...
ღმერთებო, ყველამ განახვნეთ კარნი,
დაველოდები აისს, ალიონს,
დარისხებულნი გრგვინავენ ზარნი,
მოვდივარ, უნდა შემოვამსხვრიო!!!
მოვდივარ, მომდევს მკვდართა ლაშქარი,
თქვენ რომ ცოცხლები ასე გასწირეთ,
ვეღარ გიშველით ვერა სანგარი,
ჩვენ მკვდრებიც შევცვლით თქვენს სინამდვილეს!!!
განახვნეთ კარნი, განახვნეთ ბჭენი,
ხალხთა სულები შემოგესიათ,
ბრალი გედებათ სიკვდილში რწმენის,
ბედნიერება თუ თქვენს ხელშია...
ვეძახი ზღვებს და ოკეანეებს,
მოვუხმობ ქარებს აღვირ ახსნილებს,
უნდა დამნებდეთ, უნდა დამნებდეთ,
სანამ სამყაროს მთლად მიახრწნილებთ...
ომებში გიწვევთ, ყველას ვინც გვახრჩობთ,
ვინც ჩვენს სულებზე დღეს იარება...
განახვნეთ კარნი, რომ დაგვინახოთ,
ვერ გაექცევით ჩვენს მრისხანებას!!!


Сообщение отредактировал nukria - ხუთ, 31.07.2014, 16:33
 
nukriaДата: სამ, 29.07.2014, 15:30 | Сообщение # 1182
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მენანება მენანება, მენანება,
ჩვენი თავი მენანება,
რატომ გავჩნდით ასეთ დროში,
ის არ არის ჩვენი ღირსი,
ისე მომწონს და მანცვიფრებს,
შენი მკერდის ელვარება,
თუნდაც თავსაც გავწირავდი
მაგ ზღაპრული თვალებისთვის...
შენ არ ჩანხარ, შენ არ ჩანხარ,
თითქმის უკვე ორი დღეა,
ვისთვის ორი, მაგრამ ჩემთვის
არის მთელი საუკუნე,
სული შენი ანგელოზთა
მოხატული სამოთხეა,
სად გაფრინდი, ვისთანა ხარ,
ან სურვილებს ვის უსრულებ...
შენ არ ჩანხარ, მაგრამ წამით
ჩემ სარკმელზე ისახები,
როგორც ხატი ზეციური,
როგორც სუთქვა ველის ქართა,
თმები მხრებზე დაფენილი,
როგორც შუქი ცისარტყელის,
და რად გიკვირს თუ კი შენში,
სწორედ სული შემიყვარდა...
მოდი ერთად, ისევ ერთად,
გადავსახლდეთ სულ სხვა დროში,
სად სულიერს და უსულოს,
მართლაც, სუფთა ხელი მართავს,
წამო, თუნდა ზეცის იქით,
სულ სხვა, უცხო სამყაროში,
რომ არავინ, სულ არავინ,
იქ არ იყოს ჩვენ ორს გარდა...
 
nukriaДата: ოთხ, 30.07.2014, 00:33 | Сообщение # 1183
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე მიყვარს, თუკი ყურს ვუგდებ ქარებს,
რადგან ვამართლებ მათ გააფთრებას...
რად დამაბრალე, რად დამაბრალე,
თითქოს შენი ხმა არ მენატრება...
ამაღამ ჩემთან ქარი დაწვება,
და, ალბათ, შენზე ჭორებს მომიტანს...
ვიცი, სულ მალე დაგვიზამთრდება,
და შემოდგომას წაშლის ხსოვნიდან...
მე კარში გასულს ქარი მომატანს
და ჩემს გარშემო აწრიალდება,
და შენთან ყოფნა რომ ვერ მოვასწარ,
ვიცი, საშინლად დამენანება...
ახლა საცაა თოვლსაც ჩამოჰყრის,
გაჭირხლულია სარკმლის მინები...
და როგორც თეთრი ჩიტი სამოთხის,
მე ახალ თოვლში ჩავიყინები...
 
nukriaДата: ოთხ, 30.07.2014, 00:37 | Сообщение # 1184
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სხვა გყვარებია, როგორ მეწყინა,
მე კი მეგონა ჩემზე ფიქრობდი...
მინდოდა თავი გადამერჩინა,
მეგონა, მართლაც, ამომიცნობდი...
მე ჩემს სურვილებს ქარებს გავატან,
ქარებს, რომლებიც მოვლენ შენამდე...
როგორ არა ვთქვა, როგორ არა ვთქვა,
რად დამეკარგე, რად დამეკარგე...
ასე კაცები სატრფოს ეძებენ,
როგორც დილიდან მე შენ გეძებდი...
მზე იცინოდა ჩემს იმედებზე,
მთვარეს ართობდა ჩემი შედეგი...
მე არა ვხუმრობ, მაინც გიპოვი,
დაგეწაფები როგორც წყაროს წყალს,
მართლაც, სიყვარულს თუ გამიყოფდი,
მითხარი, სად ხარ და მე წამოვალ!
 
nukriaДата: ოთხ, 30.07.2014, 12:38 | Сообщение # 1185
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არ ვიცი, როგორ დავიწყო ლექსი,
და, მგონი, ალბათ, არც გამომივა,
შენ უხმაუროდ შემოხველ ჩემში,
და ერთის ნაცვლად ახლა ორნი ვართ...
მე მართლაც მიყვარს, როდესაც ვპარავ,
ცხოვრებას წამებს, წუთებს, საათებს,
მართლაც ყველაზე, ყველაზე მთავარს,
მხოლოდ სიყვარულს ვერ ვუღალატებ!
და მეყვარები, როგორც არავის,
როგორც ცას მიწა და ღმერთს სამყარო,
ჩვენთვის ამოვა ყველა ვარსკვლავი,
რადგან ვერ გავძლებთ ჩვენ უვარსკვლავოდ...
რომ სიამაყე შენში რაც არის,
ერთი ათად და ასად ვაქციო,
რომ თქვა, სიცოცხლე იყო ზღაპარი,
და გამიმართლა ამ ზღაპარშიო...
 
nukriaДата: ოთხ, 30.07.2014, 12:46 | Сообщение # 1186
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იმდენი გრძნობა შემომაღვარე,
რომ არც კი ვიცი, როგორ გავტოპავ,
დღეს მეც უშენოდ ვათენ–ვაღამებ,
შენთან ვწევარ და მაინც მარტო ვარ...
რომ უსასრულოდ გრძელდება ჩემი
ეს უთავბოლო გატაცებები,
რომ ამის გამო შენც მარტო რჩები,
რომ ვერ უძლებ და სულით ეცემი...
სულით დაცემა, რა სიტყვებია,
შიგ ჩაეტევა მთელი ცხოვრება,
რაც რამე მქონდა გამიცემია,
ბედიც მტაცებდა რასაც მომცემდა...
ნუღარ დამწყევლი, ეს ყველაფერი,
უმაგისოდაც გამძაღლებია,
ანდა, ამ სულში რაღას ჩამცქერი,
ან რა გგონია, ვინ დაგხვდებიან...
ჰოდა, არ არის რადგან საშველი,
ან ვინმე იყოს, რომ გაგვაშველოს,
ისევ მუმიას დავემსგავსები,
კუბოში ცოცხლად რომ ჩამასვენო...
 
nukriaДата: ოთხ, 30.07.2014, 13:26 | Сообщение # 1187
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ, ალბათ, იცი, რომ დედამიწა
კვლავ სიყვარულის ღერძზე ტრიალებს...
რომ მას ათასი ვარსკვლავი იცავს,
რომლებიც ღამით ცაში ციალებს...
რატომ მეგონა, რომ ჩემი იყავ,
რომ იასავით მკლავზე მეწვინე...
რომ გრძელდებოდა ის წამი დიდხანს,
როცა პირველად ჩემ სულს ეწვიე...
რომ განმიახლე ყველა ოცნება
მე რომ მიწაში ჩუმად ჩავფალი,
რომ რაც წამართვა უკან მომცემდა,
მტევნებში შენი ძუძუს ფართხალი...
მე კი, უბრალოდ, ვერც კი გავიგე...
ჩემი სულიდან როგორ გახვედი...
რომ ნატრისთვალი ჩემი წაიღე,
და მკერდზე დამრჩა გამონახეთქი...
 
nukriaДата: ოთხ, 30.07.2014, 20:30 | Сообщение # 1188
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არ ვაზვიადებ, მე სულ უბრალოდ
შევუღე კარი მარადისობას...
ზოგი კი ალბათ რამდენსა წვალობს,
თუმცა, ირემი რქებით იცნობა...
მეც ვაგე, ვაგე ტრფობის კოშკები,
ჟამი, რომელსაც სწრაფად მინგრევდა...
თუმცა რჩებოდა ტანზე კოცნები,
ტკბილი ჩურჩული და გარინდება...
ცხელოდა, თოვდა, წვიმდა, ელავდა,
და დუღდა, დუღდა მაჭარი სისხლში...
მიყვარდა ქროლვა კლდეზე მერანთა,
და გაელვება ქართული ჯიშის...
 
nukriaДата: ხუთ, 31.07.2014, 16:33 | Сообщение # 1189
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რად შემიყვარდი? ვინ იცის იქნებ,
რომ ამომივსო სიცარიელე,
თვითონ ვერ ვუგებ ჩემ წყეულ ფიქრებს,
ან, თავში როდის, რა გამიელვებს...
რად შემიყვარდი ასე ადვილად,
იქნებ არჩევანს აღარ ვეძებდი,
და თუ შენს მეტი სხვა აღარ მინდა,
მართლაც ყველანი გახდნენ ზედმეტნი...
ნეტა, ხომ არ გწყინს ჩემი სიტყვები,
ანდა, თავხედი ხომ არ გგონივარ,
იქნებ, გგონია ჩამოგიჯდები,
და აღარ გავალ შენი ზონიდან!
არა, ძვირფასო, უმტკივნეულოდ,
წავალ, არ მინდა, გული გატკინო,
ჩუმად, უენოდ და უსხეულოდ,
თუ მესვრი, მაშინ, არ ამაცდინო!!!
 
nukriaДата: ხუთ, 31.07.2014, 20:45 | Сообщение # 1190
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
საით წავიდე, ერთმანეთს ჰგვანან,
აქ ყველა გზები, როგორც ალვები...
ან რა აზრი აქვს, თუ საით წავალ,
ისეც და ასეც დავითარსები...
აქ ნაპრალია, აქ კლდის ნაშალი,
აქ კი გზა ლოდებს ჩაუხერგია...
დაგუბებულა ნისლი ზღვასავით
და ქარიშხლები ზვავებს ხედნიან...
ჩავეხეთქები ამ ვიწრო ბილიკს,
წუთისოფელის კენტი მხედარი...
დანის წვერივით ყინულის პირი,
და ნიაღვრები მომდევს მყეფარი...
თუკი შემთხვევით ამ ზღვარს გადავცდი,
მთებს გადაუვლის რაშის ხვიხვინი...
მოვა სიკვდილი და არ დამაცდის
ჩავყვე ამ კლდეებს რიხინ-რიხინით...
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » თამაზ მეტრეველი
ძებნა:

მოგესალმები Гость