თამაზ მეტრეველი - Page 7 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » თამაზ მეტრეველი
თამაზ მეტრეველი
nukriaДата: ხუთ, 07.06.2012, 13:41 | Сообщение # 61
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გადაიფრინე

არ დაუჯერო, თუ ვინმემ გითხრას,
რომ სილამაზემ დაკარგა ფასი...
შენ კიდევ დიდხანს, ძალიან დიდხანს,
ნატვრის ფრთებს ისევ გედივით გაშლი...
ჩემს ცაზე სადაც კვლავ ათასობით,
ჯერაც ქორნი და სვავნი ბუდობენ,
სადაც ჯუნგლების ცივი კანონით,
ძარცვავენ, ჰკლავენ, რყვნიან, ქურდობენ...
შენც გადაიფრენ, ალბათ, დროდადრო,
სად ორბი დაფრენს ვერცხლისბრჭყალება...
მინდა მოვასწრო, მინდა მოვასწრო,
თვალი შევკიდო ამ ელვარებას...
გადაიფრინე, გადაიფრინე,
რომ დავუბრუნდეთ ბავშვობას ჩვენსას,
როცა პუტავდი საწყალ გვირილებს
და ყვავილების პერანგი გეცვა...
 
nukriaДата: ხუთ, 07.06.2012, 21:12 | Сообщение # 62
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თავისი დრო აქვს ყველა დასასრულს

ვიცი, სულ მალე აყვავილდები,
რომ ჩემს სიმშვიდეს წერტილს დაუსვამ,
ნუ გამიწყრები, ნუ გამიწყრები,
მთვარეს ღამე და მზეს კი ცა უყვარს...
და თუ მეშლება მეც მისამართი,
ჩემი კი არა, შენი ბრალია,
შენ ყველაფერი ისე წამართვი,
არც გიფიქრია, არც გიწვალია...
მე ვერ მოვიყვან ახალ გაზაფხულს,
ვერც ჩანჩქერივით გადმოვჩქეფდები...
თავისი დრო აქვს ყველა დასასრულს,
და მეც უტკბესი მიყვარს მტევნები...
შენ კი, სულ მალე გაიყვავილებ,
ააფერადებ დღეებს უფეროს,
თუ შემეშალოს, შენ დამარიგე,
რომ ჩემს სურვილებს რამე ვუშველო...
შენ ჩემი ტკბობის თეთრი ყლორტი ხარ,
მაგიჟებს ფერი შენი კანისა...
შენ მე სიყვარულს ვეღარ მომიტან,
ალბათ, ყვავილებს კი, სამარისას...
 
nukriaДата: პარ, 08.06.2012, 15:48 | Сообщение # 63
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა მქვია, იცი?

ვინა ვარ, მართლაც, ვინა ვარ, ნეტა?
რა მქვია, იცი? ჩამდგარი ქარი...
როგორ მინდოდა გრიგალთან შერწყმა,
არ გამოვიდა, ვერ მოვასწარი...
ახლა ვზივარ და შენს სახეს ვძერწავ,
და მეჩვენება, რომ ღმერთებს ვძარცვავ...
რადგან ისინი მართმევენ შენს თავს,
და მეც განვიცდი ყველაფერს მძაფრად...
რამდენი წელი გამქრალა თურმე,
რამდენი ღამე სხვებთან ალერსში,
რამდენი რამე ვერ ავისრულე,
ან ვერ ვიპოვე სხვის სიამეში...
ახლა კი, ალბათ, მეც აღარ ვიცი,
აკრძალულ ხილს თუ ვეპოტინები,
და ამიტომაც ასე განვიცდი,
ჰო, რა გამოდის, სხვას ვეცილები...
და ამიტომაც რას აღარ ვბოდავ,
ხან ქარი ვარ და ხან კი გრიგალი...
მე ყველაფერი დამამახსოვრდა,
რაც შენ გაბედე, რაც შენ მითხარი...
იცი, არა ღირს, მართლაც არა ღირს,
ამ წლებში ან ვის ექორწილება,
თორემ ქარს, აბა, მართლაც, რა დაღლის,
თუკი ყვავილებს ეკოცნინება...
 
nukriaДата: კვ, 10.06.2012, 15:17 | Сообщение # 64
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემს ელენიკოს

ყველაზე მეტად შენ გესმის ჩემი,
და მე რატომღაც დიდი მგონიხარ,
მომეცი ხელი, მომეცი ხელი,
შენ, მართლაც, ჩემი თანასწორი ხარ...
ვიცი, როდისმე უნდა დავცილდეთ,
დავემორჩილოთ ბედის კანონებს,
მაგრამ იქამდე შენ ამაცილებ,
ჩემსკენ წამოსულ ყველა ფანტომებს...
იცი, რა არის ამ ქვეყნად შვება?
შენი გაჩენა, შენი სიცოცხლე...
შვებაც, სინათლეც და გადარჩენაც,
მე შენში ვხედავ, შენ რომ იცოდე!
და ვიცი, იქნებ, ბევრი ვერც მიხვდეს,
უვე ასე რომ მეიმედები...
შენა ხარ ჩემი სულის მემკვიდრე,
ჩემი ზღაპარი და ჩემი ფრთები...
 
nukriaДата: კვ, 10.06.2012, 15:17 | Сообщение # 65
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისევ მარტო ვარ

ისევ მარტო ვარ, არავინ შემრჩა,
ყველამ წამგლიჯა უკვე თავისი,
და ყველა მუზაც, სულ ყველა ერთად,
სად ჯანდაბაში გაქრნენ არ ვიცი...
მართლაც, რა არის ბედნიერება,
ანდა, სად არის, ცის რომელ მხარეს?
მითხარ, გქონია მასთან შეხება?
ან თუ გქონია, სცვლის კი ის რამეს?
ალბათ, გრძელდება რაღაც წუთები,
რაღაც წამები აღტაცებისა,
და როგორც ოდნავ გაუყუჩდები,
ხელში ნაგლეჯი გრჩება ბედისა...
არ შემიძლია, არ შემიძლია,
უსიყვარულოდ თუნდაც წამები,
რადგან დღეები ისე მიქრიან,
ისე გძარცვავენ, როგორც ქალები...
არადა, ალბათ, მართლაც არა ღირს,
სიცოცხლე ტკბილი, უქარიშხალო,
როგორც ცხოვრება ამ ქვეყანაში,
ან ღამე მშვიდი, მაგრამ უქალო...
 
nukriaДата: ორ, 11.06.2012, 19:07 | Сообщение # 66
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიმშვიდე

არა და არა, ვერ ვეღირსე სიმშვიდეს სულის,
როგორც ტალღებად მონანავე ნიავი ბაღში,
როცა საღამოს ჰარმონია მყარდება სრული,
და ნაკადული მირაკრაკებს კვლებში თამაშით...
ეს, ყველაფერი აღარც მახსოვს თუ როდის იყო,
ახლა გულის ფსკერს ვიღაც ჩიჩქნის, ჩიჩქნის და ჩიჩქნის...
საშინელია, როცა სული არაფერს ითხოვს...
როცა ძარღვებში იყინება თავისით სისხლი...
ასე მგონია, გამუდმებით მესმის მუქარა,
ისევ უაზროდ იყრებიან დღედაღამენი...
აღარ მაწუხებს მზემ ვარსკვლავებს რა დაუბარა,
რას ჩურჩულებენ ხის ფოთლები მონანავენი...
ან რომელია, ნეტა, ჩემი ბედის ვარსკვლავი,
ნეტა, ჰკიდია ისევ ცაზე, თუ ჩამოვარდა?
შემომჩენია რაღაც ფიქრი ობობასავით,
რომელმაც ყველა სურვილები მიფანტ–მოფანტა...
თითქოს ტაატით მიათრევდნენ დროის კიდობანს,
ჩემი ცხოვრების დაღვრემილი ანგელოზები,
მე ხომ წარსულმა მხოლოდ აწმყო გადმომილოცა,
შემივსე თასი, საბოლოოდ დავილოცები...
 
nukriaДата: სამ, 12.06.2012, 15:37 | Сообщение # 67
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როგორ შევცვალო

აქ შევჩერდები, ძალიან დიდხანს,
მქონდა შეგრძნება შენი ბრჭყალების...
ცხადშიც ვაგრძელებ მე შენზე სიზმარს,
თან მიყვარხარ და თან მენანები...
როგორ შევცვალო, როგორ შევცვალო,
წლები, ქარივით გაფრენილები...
თავხედობაში არ ჩამეთვალოს,
ეს უმძიმესი გაკვეთილები...
კი, მინდა, მინდა ფეხი ავუწყო,
შენს მისწრაფებას, სულისკვეთებას...
მართლაც წამებში გადის საწუთრო,
და ზეცაც ტირის და იცრემლება...
მე ველოდები ზღვაზე მოქცევას,
და ზღვაც მედუზის მიმზერს თვალებით,
მე ხომ მომსწრე ვარ, მართლაც მომსწრე ვარ,
მზისა და მთვარის გარდაცვალების...
გაყუჩებულან, სთვლემენ ტალღები,
და მე მინდება შენი ფერება...
როგორმე ღამეს შევუთანხმდები,
დამითმოს ცოტა ბედნიერება...
და მისი ციკლი რომ გასრულდება,
როგორც კი ოდნავ, ოდნავ ინათებს,
ამოვალ ზღვიდან შენს საკუთრებად,
და იმ ერთ დილას გაგიჩირაღდნებ!!!
 
nukriaДата: ოთხ, 13.06.2012, 00:15 | Сообщение # 68
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რად არ მოკლდება ეს მანძილები

რას ითხოვ ჩემგან, რას ითხოვ ჩემგან,
რატომ არ მეტყვი, მე რა მბრალდება...
თუ სიყვარული დავტოვე ყველგან,
სულ ბოროტება რად მისაფრდება...
ან ამ ბოლო დროს შენი სხივები,
რატომ ვერ აღწევს, მითხარ, ჩემამდე?
რად არ მოკლდება ეს მანძილები,
შენამდე მოსვლას რატომ ვერ ვასწრებ...
რად ვიხარჯები ასე სხვებისთვის,
ბოლო ლუკმასაც რომ ვერ ვინახავ...
ვიბრძოდი შენი დაბრუნებისთვის,
ვიბრძოდი, მაგრამ ვინ დაინახა...
ასე მიდიან ომში გმირები,
თავს მამულისთვის ასე სწირავენ...
მე კი ამ ეჭვებს შევეწირები,
ავსებული ვარ სევდით პირამდე...
და ველი, ველი ბოლო აკორდებს,
და მინდა წმინდა იყოს ფინალი...
ერთხელ ხომ მაინც დაგიმარტოვებ,
თუმცა ის წამი ჯერაც წინ არი...
 
nukriaДата: ოთხ, 13.06.2012, 21:27 | Сообщение # 69
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვშლი ყველა თარიღს

ასე მგონია, რაღაც უბრალო,
და ამოუხსნელ სიზმარში ჩავრჩი...
ვის გინდა გული გადაუშალო,
ყველგან ღალატი და ევას ვაშლი...
ვშლი ყველა თარიღს, რაც კი მიყვარდა,
ხსოვნას სარქველი გადავაფარე...
ლამის მისულმა ჩემს გარიჟრაჟთან,
დღე ღამისაგან ვეღარ გავყარე...
რად დგახარ მარტო, რად დგახარ მარტო,
ქარვა აყვითლებს გიშრის საყურეს,
შენს წაკიდებულ ცეცხლს ვეღარ ვაქრობ,
შენ კი ერთხელ არ მომინახულე...
მინდა რომ მითხრა, რა ჰქვია ამას,
სხეულს იზიდავ, სული კი გარბის,
და შებინდების ნაცნობი გამა,
შენს მკერდზე თოვლის ფიფქივით ბარდნის...
და მინდა მხოლოდ ფიქრებს დავჯერდე,
ნუ, ნუ მიყურებ მსხვერპლის თვალებით...
მართლაც, ვინ იცის, უკვე რამდენჯერ,
მიღალატე და კაენს დანებდი!!!
 
nukriaДата: ოთხ, 13.06.2012, 21:28 | Сообщение # 70
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე მირჩევია

ხარ მოწყვეტილი უსაზღვრო საზღვარს,
გადაჩეხილი ვით კრავი ხრამში...
და მაინც სადღაც პოულობ ძალას,
კვლავ მიუყვები მთებს ცამდე აწვდილს...
შენ კარგად იცი, არწივი საკენკს,
არც კენკავს, არც სურს, არც ეკარება,
ის თავის ჯიშზე სწვრთნის თავის მართვებს,
ცაში განიცდის ის ნეტარებას...
არ მაქვს სურვილი, არ მაქვს სურვილი,
ტყეში წიწკანებს ბუდე ვუშალო...
და მომდებია ზამთრის სუსხივით,
ჩემს ბედთან ბრძოლა მეც სამუდამოდ!
გაუშვი სხვებმა კენკონ საკენკი,
და ჯაჭვიც ყელზე სხვებმა ატარონ,
მე მირჩევია სხვათა გატკეპნილს,
გაუტკეპნელი ჩემი სამყარო!!!
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » თამაზ მეტრეველი
ძებნა:

მოგესალმები Гость