თამაზ მეტრეველი - Page 5 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » თამაზ მეტრეველი
თამაზ მეტრეველი
nukriaДата: სამ, 29.05.2012, 03:27 | Сообщение # 41
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნეტა, რას ფიქრობ?

ნეტა, რას ფიქრობ, ან რაზე ფიქრობ,
ასე საოცრად ჩაფიქრებული,
რატომ მოაკლდა შენს თვალებს სითბო,
და, თითქოს, სიტკბოც კი შენეული...
ვის ელოდები, ვის სიტყვებს, ნეტა,
რას გიგრძნობს გული, აგისრულდება?
მიყვარს ქალების სულებში ჭვრეტა,
მომწონს იმათი შლეგი ბუნება...
მომწონს, როდესაც ზღვარს გადადიან,
და ვერაფერი ვეღარ აკავებთ;
შენ გიკვირს, ალბათ, ჩემთვის ცხადია,
მაგრამ, გეტყვი, რომ მე ვიცნობ ქალებს...
შენ ასე მშვიდი ახლა სარკმელთან,
სულ მალე ფოცხვერს დაემსგავსები,
და ქარიშხლები როცა ჩადგება,
კვლავ აგევსება ცრემლით თვალები...
ისევ ლოდინი, ისევ სარკმელი,
და წვიმის თქეში ისევ მინაზე...
ნეტა, ვისზე ხარ დღეს გულნატკენი,
გულგატეხილი და სევდით სავსე?
 
nukriaДата: ოთხ, 30.05.2012, 00:22 | Сообщение # 42
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გჯეროდეს მოვა კვლავ შენი წუთი

ერთხელ წააგე? არაუჭირსრა,
ერთხელ ღმერთებიც აგებენ თვითონ!
მტვერიღა რჩება ზოგჯერ გუნდისგან,
წაგებაც უნდა კაცურად ზიდო!
გჯეროდეს, მოვა კვლავ შენი წუთი,
ზოგჯერ ჯურღმულშიც აღწევს სხივები,
წამოგაყენებს დაცემულს ზურგით,
ხშირად მომავლის მცირე იმედი...
კი, მტერი მოდის, როგორც სარანჩა,
მოაქვს სიცივე და მიაქვს სითბო,
მაგრამ გახსოვდეს, ვინც ვერ გადარჩა,
ის ცაში მიდის და ზეცას იპყრობს...
უნდა შეება ზოგჯერ თვით სიკვდილს,
არ შედრკე მტერი თუ მოგერია,
რადგან ვინც მუდამ სხვებზე წინ მიდის,
თუნდაც სიკვდილში, ის პირველია!
 
nukriaДата: ოთხ, 30.05.2012, 12:03 | Сообщение # 43
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვარდი მესროლე

როცა ყველაფერს, როცა ყველაფერს,
უიმედობის დაფარავს ხავსი,
აღარ ვიქნებით ქვეყნად მე და შენ,
და ხსოვნაც ყველა წიგნიდან წაგვშლის...
ვის გაახარებს, ნეტა, ვარდების
ჭრელი ფერები ულამაზესი,
აქაფებული კლდეზე ჩანქერის
ვარდნა ქუხილით და გაბრაზებით...
ასე ყოფილა, ასე იქნება,
რადგანაც მუდამ დრონი მეფობენ...
მრავალი ვარდი გაიცრიცება,
მაგრამ დღეს ხომ ვართ, შენც დღეს მესროლე...
 
nukriaДата: ოთხ, 30.05.2012, 12:07 | Сообщение # 44
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რომ სული ჩემი ქარიშხალია

ვიცი, არაფერს უნდა ველოდე,
მაგრამ რაღაცას ყოველთვის ველი,
ისე, როდემდე უნდა მჯეროდეს,
როდემდე ღმერთის, როდემდე შენი...
კი, გააჩნია, მართლაც, არჩევანს,
და, ალბათ, იმას, ვის, ან რას ელი,
რა ადვილია ხშირად წაქცევა,
წამოდგომა კი ყოფილა ძნელი...
მე ისიც ვიცი, რომ ახლობლები,
ჩემგან არაფერს აღარ ელიან,
არც არაფერში არ გამოვდგები,
მე არც ბოლო ვარ, არც პირველი ვარ...
ან როგორც ვეფხვი გააფთრებული,
როცა მეუღლე წამეკიდება,
მიწას რად სწყდება ჩემი სხეული,
ზეცისკენ კიბეს რატომ მიჰყვება...
როგორ ავუხსნა, როგორ ავუხსნა,
რად გამომიხრეს გული ეჭვებმა,
რომ ის აღარ ვარ, ვინც მას საჩუქრად,
ამოუყვანეს წყლიდან გედებმა...
რომ უკვე ძალზე დიდი ხანია,
მე გრიგალებმა დამისაკუთრეს,
რომ სული ჩემი ქარიშხალია,
და მარტო ებრძვის ის ამ უკუნეთს...
რომ ამ უნიჭო ტანცი–მანცებში,
მან სათავისო ვერა იპოვა,
რადგან არ ჰქონდა ბრჭყალი მტაცებლის,
და სწამდა მხოლოდ "არა იყო რა"...
აქ გავჩუმდები, ჩემი ნათქვამი,
გააახმიანეს ხეთა ფოთლებმა...
ისიც, ნაპოვნი ბედის ვარსკვლავი,
სადღაც გააქრეს ანგელოზებმა.
 
nukriaДата: ოთხ, 30.05.2012, 12:15 | Сообщение # 45
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქვაზე დახატულ ეშმაკს ჰგავხარ

ნეტა, ღმერთი რატომ ხატავს,

რატომ ხატავს ეშმაკს ქვაზე,

ერთს დედოფლად თუკი ნათლავს,

სხვას ლუკმაპურს რატომ ართმევს...

კაცმა რომ თქვას, ისე მართლაც,

რა დროს სხვებზე დარდებია,

მე მექცევა ბედი მკაცრად,

მუზებს მაცნობს წამგებიანს...

ან, შენ, თუნდაც, რატომ გახდი,

როგორ გახდი, ჩემი მუზა?

სად დგას შენი ოქროს ტახტი,

შენ სულს მშვიდად ვინა ფურცლავს...

მე აქ ხანძრებს ვემალები,

გადარჩენის ზღურბლზე მდგარი,

რომ ეგ შენი მწვერვალები,

ვერაფრით ვერ დავიპყარი...

იღრუბლება, იღრუბლება,

ზეცა, ჩემი საკუთარი,

ქარიშხლები წყება–წყება,

თოვლი, წვიმა, სეტყვა, ქარი...

ჩემს ხელთ არი, ჩემს ხელთ არი,

და ვაპირებ შენსკენ ვგზავნო,

მოდი, მაგრად ჩამეკარი,

და გრიგალებს დავემგზავროთ!!!
 
nukriaДата: ხუთ, 31.05.2012, 19:59 | Сообщение # 46
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წინ, მერნებო!!!

სულ პირველი დილის სხივი,
როცა გაჭრის ქართლის ველებს,
და შროშანი ვარდის ღიმილს
ტიტასავით შეიფერებს...
გამოვრეკავ კარში რემას,
მაყვლისფერი ტაიჭების
სანამ ჯანღი აირევა,
ნაღვლისფერი ქარიშხლების...
წინ, მერნებო, თქვენს სილაღეს,
ვერაფერი დაუდგება,
სულერთია სად მიმაფრენს,
გახელებულ ცხენთა რემა...
დავძრავთ ნისლებს, დავძრავთ ზვავებს,
და დაიწყებს მიწა გრიალს,
მთას ღრუბლებში მოტორტმანეს,
ხელი ცისთვის ჩაუვლია...
წინ, მერნებო, თქვენი ქროლა,
ველს და ქედებს გადაედოთ,
ნისლმა ელვა აიყოლა
და მეხის ხმა გრგვინავს ექოდ!
მიქრის მთებში ცხენთა რემა,
გატაცებით, გახელებით...
როგორც მოჭმულ დროთა ნგრევა,
როგორც კდიდან ჩანჩქერები!!!
 
nukriaДата: შაბ, 02.06.2012, 13:51 | Сообщение # 47
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აშკარად გატყობ

აშკარად გატყობ, გატყობ აშკარად,
შენს მთლიანობას გაუჩნდა ბზარი...
ის სიყვარულიც თითქოს გამქრალა,
რომელსაც ერთ დროს გაუღე კარი...
და მეტიც, თითქოს ძაფზე ჰკიდია,
შენი ამაყი სული, ღირსება...
თუ რამ გადაგრჩა, მასაც ჰყიდიან,
მასაც ჰყიდიან და იყიდება...
თუ რამ შეეძლოთ, შენმა თვალებმა,
თითქოს ბოლომდე გამოასხივეს...
სადღაც გამქრალა ის მრისხანებაც,
თავდაჭერაში რომ აქვთ არწივებს...
და ხვდები, უკვე სხვისი ჯერია,
რომ სხვებს უფენენ წითელ ხალიჩას...
ბედნიერება, ვით მისტერია,
წლებმა გულიდან ამოგაგლიჯა.
დაბნეული ხარ, რა არის შენი,
შენი რა არის, ვეღარ მიმხვდარხარ...
ეს ღამეც, როგორც გველის ნაკბენი,
შენს ლურჯ თვალებში ამოითალხა...
განიცდი, მაგრამ ვერაფერს შველი,
ვეღარ ატარებ ქარვის ყელსაბამს...
კარგი, ნუ დარდობ, მომეცი ხელი,
შენ ჩემთვის ჯერაც აღმოჩენა ხარ!!!
 
nukriaДата: შაბ, 02.06.2012, 19:07 | Сообщение # 48
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

არ ვიცი, როგორ გავექცე წარსულს,
დავკარგე ყველა გზაგასაყარი...
ახლა ვზივარ და ველი დასასრულს,
დასაწყისი კი აღარსად არი...
დავკეტე ყველა შემოსასვლელი,
გულსაც სუდარა გადავაფარე,
თითქოს ეშმაკი მიტევს სანთელით,
თითქოს შიშველი ხელით მფატრავენ...
მწყურია, მაგრამ წყალს არვინ მაწვდის,
დამშრალა ჩემთვის ყველა წყარონი,
გაბოროტებულს დაღლილს და აჭრილს,
არცა მჭირდება ხელი წყალობის....
 
nukriaДата: კვ, 03.06.2012, 19:23 | Сообщение # 49
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თუკი თვალები შემოგაფეთე

არ ვიცი, როგორ გავექცე წარსულს,
დავკარგე ყველა გზაგასაყარი...
ახლა ვზივარ და ველი დასასრულს,
დასაწყისი კი აღარსად არი...
დავკეტე ყველა შემოსასვლელი,
გულსაც სუდარა გადავაფარე,
თითქოს ეშმაკი მიტევს სანთელით,
თითქოს შიშველი ხელით მფატრავენ...
მწყურია, მაგრამ წყალს არვინ მაწვდის,
დამშრალა ჩემთვის ყველა წყარონი,
გაბოროტებულს დაღლილს და აჭრილს,
არცა მჭირდება ხელი წყალობის....
ვინ გამოგიწვდის, ვინ გამოგიწვდის,
ქარი ვარ, ვბორგავ, ცას ვეხეთქები...
გამომყოლია ნაღველი სიზმრის,
მძინავს თუ მღვიძავს ისევ ვერ ვხვდები...
ისევ ვერ ვხვდები, საით მივდივარ,
როდემდე ვკეცო მარათონები...
არც დრომ არაფრით არ შემირიგა,
და არც არავის არ ვაგონდები...
კარგა ხანია, კარგა ხანია,
გავითავისე ყველა უფსკრული...
ჩემი ცოდვების ვაკხანალიას
მუდამ მიყვება სიძვა ჩურჩულით...
და სანამ განმსჯი, შენს გულს ჩახედე,
რაზე ტრიალებს მთელი სამყარო...
თუკი თვალები შემოგაფეთე,
შევუყვარდიო, არ დამაბრალო!
რადგან, ვინ იცის, თვალების იქით,
რა საიდუმლოს მალავს წარსული...
ან, იქნებ, მართლაც, არის პირიქით,
სწორედ შენგან ვარ დღეს დათარსული...
 
nukriaДата: ორ, 04.06.2012, 01:51 | Сообщение # 50
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
საოცარია, ვის არ გადაგყრის,
ვის არ გადაგყრის ზოგჯერ დროება...
ასე მგონია სულის ხარაკირს,
მომთხოვს ამ დღეთა ამაოება...
ბევრს არა, მაგრამ შენ კი გენდობი,
შენ ფრინველი ხარ და ბუმბულს იცვლი,
შენ გესმის ჩემი უიმედობის,
რომ მეც მჭირდება დღეს სხვისი სისხლი...
რადგანაც ჩემი ვეღარ პასუხობს.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » თამაზ მეტრეველი
ძებნა:

მოგესალმები Гость