თამაზ მეტრეველი - Page 4 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » თამაზ მეტრეველი
თამაზ მეტრეველი
nukriaДата: ხუთ, 10.05.2012, 04:11 | Сообщение # 31
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ან ხელის დაკვრით კაშხალები ვის აუგია

ასე მგონია, ყველაფერი თითქოს დამთავრდა,
თითქოს ბოლომდე ამოვწურე ჩემი სათქმელი...
თუმცა, ვერ მივხვდი, წინათგრძნობამ სად მიღალატა,
სად ცეცხლი იყო, სად კი მხოლოდ კორიანტელი...
ან ხელის დაკვრით კაშხალები ვის აუგია,
ან კი შველიან შუქურები ვითომ ხომალდებს?
მე ხომ ღმერთებთან არაერთგზის მისაუბრია,
ჰო, მიკითხია, სამოთხიდან რად გამოგვაგდეს...
დღეს ყველამ იცის, თუ გამოსცდი ჩასჭრი მეგობარს,
ჰოდა, რად გვიკვირს ევა გველთან თუკი ჩაიჭრა...
რომ ჩაჭრილი ვარ ახლა შენთან, ესეც მეყოფა,
და ცრემლიანი თუკი ვხვდები ყველა გარიჟრაჟს...
შენც კარგად იცი, შენ იყავი ჩემი აისი,
მე კი ზღვა ვიყავ აისებზე განრისხებული,
სანამ არ მოხველ, სანამ ხაზი არ გადამისვი,
და ფსკერისაკენ არ წავიდა ჩემი სხეული...
ვისთვის ანათებს თეთრ სადაფის მრგვალი საყურე,
ყველა ხომალდი ჩემი უკვე ზღვების ფსკერზეა,
ერთი ღიმილი, რით ვერაფრით დავიმსახურე,
მე ჩემი ვთქვი და ჯერი ახლა, ალბათ, შენზეა...
 
nukriaДата: ხუთ, 10.05.2012, 15:20 | Сообщение # 32
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მართლაც

მართლაც, რა არის ბედნიერება?
ბევრი რამეა, ძალიან ბევრი...
კაცი მხრებით თუ ზეცას ეხება,
ქალს სიხარულის თუ მოსდის ცრემლი...
ჩემთვის კი, ჩემთვის, ბედნიერება?
ისე შორია, მიუწვდომელი,
ზოგჯერ მუზებს თუ გაემეტებათ,
რასაც იმათგან ასე მოველი...
მე კი რაც მქონდა, ალბათ, გავეცი,
მე ჩემი სისხლი ფულივით ვხარჯე;
მე გავიარე ამ გრიგალებში
გზა ცეცხლოვანი მიწიდან ცამდე...
რა მაღალია სული, რომელსაც,
ვერ ეკარება ჭუჭყი და ღველფი...
მე ანგელოზის ხმაც კი მომესმა,
ბევრჯერ, როდესაც ჩემს ლექსებს ვწერდი...
მაგრამ რა იყო, დღემდე არ ვიცი,
განცდა, რომელიც ხშირად მქონია;
ლექსი გამომდის, მე კი განვიცდი,
რაღაც სევდას და მელანქოლიას...
იქნებ იმიტომ, იქნებ იმიტომ,
რომ ჯერაც ისევ ყალყზე მდგომელი,
ყველა ქართველის საფიქრალს ფიქრობს,
მკერდში დაჭრილი სვეტიცხოველი...
დღეს ისევ ცოდვით მძიმდება სული,
და შვებას ითხოვს მიწა ვედრებით...
იყო დიდება, იყო წარსული...
დღეს? სულ ღალატი, მსხვერპლი, ცრემლები...
 
nukriaДата: შაბ, 12.05.2012, 01:25 | Сообщение # 33
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სველი თმები

სულ მგონია, შენ რომ გხვდები,
ვიმუხტები დადებითად...
მიყვარს შენი სველი თმები,
და თვალები მაგ თმებიდან...
ამბობენ, რომ ყველა ამბავს,
აქვს თავისი ისტორია,
მე კი შენი თმებით დამთვრალს,
ვერაფერი მიპოვია...
მოკვდა, მორჩა, ძველი ხანა,
სიწმინდე და უმანკობა,
შუბლში ტყვია დაიხალა,
და სიმშვიდე ცაში ჰპოვა...
ამით იმან თავს უშველა,
მე სიმშვიდე სად ვეძებო,
მე ხომ შენი თმების ტყვე ვარ,
და შენს სურვილს უნდა ვენდო...
თითქოს ხელზე დამიხვია,
და ბავშვივით ამიჩემა;
შენ კი მიმზერ ვით სიცხიანს
და არ გინდა ჩემი შველა...
ყველა ქალი ერთმანეთს ჰგავს,
და ჯანდაბას ჩემი თავი...
მერქვას, მერქვას, გიჟი მერქვას,
ჭკვიანი კი შენ იყავი...
მაგრამ თუკი მაინც შევცდი,
ვერ მოვთოკე სურვილები,
წამეკიდა ისევ ცეცხლი,
ცეცხლი შენი სველი თმების...
მითხარ, რომ სხვებს არად ჩათვლი,
რომ გიჟდები მხოლოდ ჩემზე.
რომ გიყვარვარ როგორც ძაფი,
დაკიდული ნატვრის ხეზე...
 
nukriaДата: შაბ, 12.05.2012, 21:13 | Сообщение # 34
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნუ ჩამიქრობ

ნუ ჩამიქრობ, ნუ ჩამიქრობ,
სანთელს, შენთვის რომ ავანთე,
ნუთუ, გული არას გიგრძნობს,
ხომ იცი, რომ ხელს არ გახლებ...
გადასულა, გადასულა,
ჩემი ვაზი შენს ატამზე,
სად წასულა, სად წასულა,
შენი უღვთო სილამაზე...
გაყინულა, დათოვლილა,
გაზაფხულის ფარდაგები,
ჩემი მკერდი დაფოთლილა,
შენი ტუჩის მათრახებით...
ჩავიძინებ და თავიდან,
სიზმარს პირველ კოცნით ვიწყებ...
ვერ ავიტან, ვერ ავიტან,
თუკი, მართლაც, დამივიწყებ...
 
nukriaДата: ორ, 14.05.2012, 19:35 | Сообщение # 35
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სულ მგონია

ეს წამებიც როგორ გარბის,
მინდა, მინდა ხელი ვტაცო,
რა დრო რჩება შენს ხილვამდის,
რა ვიღონო, რა მოვასწრო...
სულ მგონია, სულ მგონია,
რომ ჩემს გამო ლამაზდები;
რამდენ ქარებს უქროლია
ამ მხარეში გაბრაზებით...
მითხარ, მართლაც რა ვაკეთო,
ამ შტორმსა და ქარიშხლებში,
სხვებმა თუნდაც გაგაღმერთონ,
შენც აენთო გარიჟრებში...
ნუ დამასწრებ, ნუ დამასწრებ,
სიტყვის დაძვრას სიყვარულზე,
ამ გიჟ ქარებს როგორ ავყვე,
როგორ ავყვე სეტყვის ღრუბლებს...
შენც სულ მალე აალდები,
შენშიც ბედი არ მქონია,
მებრძვის, მებრძვის გააფთრებით,
შენი უღვთო ჰარმონია...
 
nukriaДата: სამ, 15.05.2012, 03:48 | Сообщение # 36
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხელს ნუ ამიკრავ

ხელს ნუ ამიკრავ, მე წამებს დავთმობ,
წუთებსაც დავთმობ, თუ საჭიროა,
იცი, ძვირფასო, დღეს შენ რომ გათრობს,
ჩემი ფიქრების სანაპიროა...
სანაპიროა, ჩემი ზღაპრების,
ჩემი ოცნების სანაპიროა,
ნუ მისაფრები, ნუ მისაფრდები,
შენ და ჯაშუში? სასაცილოა.
სასაცილოა, თუმცა, რატომღაც,
აღარაფერზე არ მეცინება...
მე შენი სახე დამამახსოვრდა,
ბავშვობის ნათელ გაკვეთილებად...
ასე მგონია, მკლავებს მომხვევ და
შიგ შუა ზღვაში ჩავიძირებით,
გითხრა, რა არის გასხივოსნება?
აელვებული ზღვის ნაპირები...
 
nukriaДата: პარ, 18.05.2012, 03:10 | Сообщение # 37
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როგორ მეგონა

რატომღაც გაწყდა დროთა კავშირი,
აზრი არა აქვს თანმიმდევრობას,
რა უსასრულო გახდა მანძილი,
მე კი როგორი მოკლე მეგონა...
როგორ მეგონა, როგორ მეგონა,
რომ მოგაწვდენდი ჩემს გულის ძახილს,
უირაღოდ როგორ მეომა,
მე ხომ დიდი ხნის დაჭრილი გახლდი...
ნუთუ, ჩემს მკერდზე ჯერ არ გინახავს,
ახალთახალი ნატყვიარები,
მე ისევ ვანთებ რწმენის ჩირაღდანს,
რომ მოვირჩინო ნაიარევი...
ვიცი, პირქუშად ისევ მოღელავს,
სისხლის მდინარე აზვირთებული,
და მიყვარს, მიყვარს ცაზე რომ ელავს,
და სეტყვაც უშენს განრისხებული...
მე და ბუნება ნაღდი ძმები ვართ,
მართლაც უსიტყვოდ ვუგებთ ერთმანეთს,
შენ კი რა სწრაფად დაგვიწყებივარ,
მიხსენი, სანამ თავს მომკვეთავენ...
 
nukriaДата: პარ, 18.05.2012, 16:31 | Сообщение # 38
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვილაპარაკოთ ბავშვის ენაზე

მადლობა ყველას, ვინც ჩემთანა ხართ,
მადლობა ღმერთს, რომ თქვენ დაიბადეთ,
ყველამ, სულ ყველამ, სოფლად, ქალაქად,
ვილაპარაკოთ ბავშვის ენაზე...
ვიცინოთ, როგორც ბავშვი იცინის,
და ბავშვებივით გულით ვიტიროთ,
და დამარცხდება, მაშინ, სიკვდილიც,
ულაპარაკოდ და უსიკვდილოდ...
აღარ იქნება ქვეყნად ომები,
სავარძლებს ძალა გამოეცლებათ,
ვიქნებით ყველა თანასწორები,
ფულსაც შევხედავთ, მშვიდად, გულგრილად.
ვიქნებით ყველა ისევ ბავშვები,
გავიბუტებით და შევრიგდებით,
მუდამ კარგები, მუდამ მართლები,
და მუდამ, მუდამ, ერთად ვიქნებით!!!
 
nukriaДата: პარ, 18.05.2012, 16:31 | Сообщение # 39
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როგორ მეგონა

რატომღაც გაწყდა დროთა კავშირი,
აზრი არა აქვს თანმიმდევრობას,
რა უსასრულო გახდა მანძილი,
მე კი როგორი მოკლე მეგონა...
როგორ მეგონა, როგორ მეგონა,
რომ მოგაწვდენდი ჩემს გულის ძახილს,
უარი ვუთხარ უაიმედობას,
უარი სხეულს ლოდინით დაღლილს...
ჩემს ხელისგულზე შენ არ გინახავს,
ალბათ არასდროს ბედის ხაზები,
მე ისევ ვანთებ რწმენის ჩირაღდანს,
და შენც ჩემს გვერდით მოიაზრები...
აქ კი, ჯერ ისევ წითლად მოღელავს,
სისხლის მდინარე აზვირთებული,
რად გიკვირს ცაზე ელვა რომ ელავს,
და სეტყვაც უშენს განრისხებული...
მე და ბუნება ნაღდი ძმები ვართ,
თითქმის უსიტყვოდ ვუგებთ ერთმანეთს,
შენ კი რა სწრაფად დაგვიწყებივარ,
მიხსენი, სანამ ხელს მომკვეთავენ...
 
nukriaДата: ორ, 28.05.2012, 03:40 | Сообщение # 40
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არ მიყვარს

არ მიყვარს, როცა ტალახში გსვრიან,
მართლაც, გეკუთვნის, თუ არ გეკუთვნის...
სხვა ხარ და სულ სხვა სახელი გქვია,
როგორც გულ–მკერდში პირი ბებუთის...
საშინელია, ვერაფერს იზამ,
თავს დაგყრანტალებს გუნდი ყვავების,
ნუთუ, ყველანი უმდაბლეს წრიდან
არიან, ვისაც შენ უყვავებდი...
ნუ განიკითხავ, ნუ განიკითხავ,
ვიღაც ჩამძახის, თითქოს მაფრთხილებს,
და ჩემს სხეულშიც იბუდებს ყინვად,
უსასტიკესი ეს სინამდვილე...
ალბათ, ჯობს, ისევ პირი დამუწო,
ამათთან მაინც ვერას გახდები;
თავს ჯალათივით მადგას საწუთრო,
ის იმარჯვებს და მე კი ვმარცხდები...
რადგან, არასდროს ჩემი ბილიკი,
არა ყოფილა იით ფენილი,
ნაცვლად ამისა, მუდამ პირიქით,
მდევდა მგელივით პირდაფჩენილი...
რად ვენდობოდი, რად ვენდობოდი,
ყველას, სულ ყველას, ვინც ხელს მართმევდა;
ვისაც მოუსხამს ქურქი მონობის,
და ვერ გასწვდება ჩემს მეასედსაც...
გულს ნუ იხვედრებ, რადგან დაცინვა,
როგორც ჩანს, მათი იარაღია,
ძუძუ აწოვათ ნაღდად მაცილმა
და ტანზეც გველის ქერქი აცვიათ...
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » თამაზ მეტრეველი
ძებნა:

მოგესალმები Гость