ვაჟა ხორნაული - Page 12 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ვაჟა ხორნაული
ვაჟა ხორნაული
nukriaДата: ხუთ, 15.01.2015, 01:03 | Сообщение # 111
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მ ე ო თ ხ ე
---------------
მგელი არწივი კაი ყმა
და ჭიანჭველაც მანდ არი_
მუდამ მზიდველი ტვირთისა
/ლამაზისა და დიდისა/
სიტყვაძუნწი და მართალი
ხან მაცნე ბედნიერების
ხან ნაომარი სარდალი.

გაზაფხული და ზაფხული
შემოდგომა და ზამთარი_
სიყვარულისთვის უძღვნია
უშენებია ტაძარი
ათი ძმის გასახარებლად
/იციან ცამ და ქარებმა/
ეყოფა ერთი თავთავი.

კაი ყმა მგელი არწივი
და ჭიანჭველაც მანდ არი_
შეუმჩნეველი ზვარაკი
ოქრო მზეს ჩამონათალი
არმომდურავი ბედისა
მხარში მდგომელი ღმერთისა
წინაპრის გზაზე დამდგარი.
 
nukriaДата: ხუთ, 15.01.2015, 12:13 | Сообщение # 112
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მგელი არწივი კაი ყმა
და ჭიანჭველაც მანდ არი_
მუდამ მზიდველი ტვირთისა
/ლამაზისა და დიდისა/
სიტყვაძუნწი და მართალი
ხან მაცნე ბედნიერების
ხან ნაომარი სარდალი.

გაზაფხული და ზაფხული
შემოდგომა და ზამთარი_
სიყვარულისთვის უძღვნია
უშენებია ტაძარი
ათი ძმის გასახარებლად
/იციან ცამ და ქარებმა/
ეყოფა ერთი თავთავი.

კაი ყმა მგელი არწივი
და ჭიანჭველაც მანდ არი_
შეუმჩნეველი ზვარაკი
ოქრო მზეს ჩამონათალი
არმომდურავი ბედისა
მხარში მდგომელი ღმერთისა
წინაპრის გზაზე დამდგარი.
 
nukriaДата: ხუთ, 15.01.2015, 12:27 | Сообщение # 113
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
წავიდა დილა
და დღეს ბზარი
გაუჩნდა ხმაში.

***
ჰორიზონტიდან რა იხილე
შენ ის მითხარი
თორემ აღმართს ჭიაც კი აივლის.

***
კარგია შუაღამე ქალაქში_
ღრუბლების სიჩუმეს
და ხეების შრიალს გაიგონებ.
 
nukriaДата: შაბ, 17.01.2015, 22:11 | Сообщение # 114
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნამის სიჩუმე თუ ხმა ამბორის
ქედზე სახლები უდარაბონი.

ხატის სითბოსთან მიახლებისას
თავდავიწყება ნიავებისა...

ახალ წყაროსთან ხელადა ძველი
ღრუბელზე ჩამქრალ ელვათა მტვერი.

მარადიული სიბრძნე ცამყარის
ღმერთის კალთაში შენი სამკალი.
 
nukriaДата: კვ, 18.01.2015, 22:00 | Сообщение # 115
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბალიშს შერწყმული
საბნის
ოვალური სარკმლიდან
მოუჩანს მხოლოდ
ცხვირი და თვალები. გარეთ სიჩუმეა
დეკემბრის ქარების. როდის ამწვანდება არემარე
როდის აყვავდება კორდი. სურნელი თაფლისა და სანთლისა
ჰაერში გაერევა როდის. ღმერთისთვალება დედოფალო
სალოცავო
ცისა და მიწისა
მოდი გაზაფხულო მოდი.
 
nukriaДата: კვ, 18.01.2015, 23:33 | Сообщение # 116
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
როდესაც ბუნებას დაშორდები
მხოლოდ მაშინ იკითხავ:
“როგორი ამინდი იქნება ხვალ?” ***
სასიცოცხლოდ
დაჭრილები ვართ
მე და დედამიწა…
 
nukriaДата: ორ, 19.01.2015, 15:49 | Сообщение # 117
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცელი პრიალებს
წყარო კრიალებს
ბრწყინავს ფოთოლი-
სარკე ლელისა.
და დამსხვრული
შუშის წკრიალი
ჰგავს ჩაცინებას მანეკენისას.
 
nukriaДата: კვ, 25.01.2015, 19:18 | Сообщение # 118
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
-ასეთი ხალისით ვის მოელი
ბილილავ ბილილო ბილილ.
-ვაჟ უნდა მავიდას ბისოელი
მგელიკათ აპარეკას შვილი
იმის გამოხედვა მენატრების
რო ყანას გვალვაჩი ჩრდილი.
 
nukriaДата: კვ, 25.01.2015, 19:23 | Сообщение # 119
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უსიყვარულო ტაძარი
სკაა უსანთლო უთაფლო
ნახავ და ვერ გაიხარებ
გაგახსენდება უდაბნო.

უსიყვარულო ტაძარი
ზამთარ და ზაფხულ ცივია
ღიმილი ღიმილს არა ჰგავს_
თითქოს ყინულის სხივია.

იქ სადაც სიყვარულია
სამოთხის ხმები ხარობსო
გულიდან ამოფრენილი
უფლის მგოსანი გალობსო.

იქ სადაც სიყვარულია
სიმღერა არა ბერდება
სიცოცხლე ცისკენ ფრენაა
წყაროს წყალივით დენაა
და უსასრულოდ გრძელდება.
 
nukriaДата: სამ, 27.01.2015, 16:54 | Сообщение # 120
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გაზაფხულის ცა დაგვნათის
დღეა მშვიდი დარიანი
გარეთ მზესთან სათამაშოდ
გამოსულა მარიამი
ლამაზი და მსუბუქია-
თითქოს სანთლის ალი არი
ეხვევიან შეხარიან
გვირილები და იანი.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ვაჟა ხორნაული
ძებნა:

მოგესალმები Гость