სოსო ნადირაძე - Page 7 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » სოსო ნადირაძე
სოსო ნადირაძე
nukriaДата: კვ, 13.05.2012, 15:46 | Сообщение # 61
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
ხოხობს ჰგავს ჩვენში
თქმულებაც და
იგავ - არაკიც,
როდემდე გინდა
შვილდისარი
რომ აიცილო,
წვიმის წვეთებმა
დაანგრია
ლამის ქალაქი,
ღმერთმა არ ქნას,
ამ ქალაქში
ტყვიამ იწვიმოს...
 
nukriaДата: კვ, 13.05.2012, 15:50 | Сообщение # 62
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
აი ჟამი და
აი მეფე,
ვერას გაუგებ
დღეს ჟინიანს,
ადრე ტყვია არ
მაშინებდა,
ახლა წვიმისაც
მეშინია...
 
nukriaДата: კვ, 13.05.2012, 20:20 | Сообщение # 63
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აღსდექი მოსევ
-----
აქ ისტორია კედლებიდან
ტირის და გოდებს,
ცოდვილს ეგვიპტე
ენატრება,
ასე მგონია...
გთხოვ, გაგვიძეხი
რძის ქვეყნისკენ,
აღსდექი მოსევ!!!
მდევარი ისევ
სისხლიანი ფარაონია...

ღელავს და დრტვინავს
ფარაონის
ციხე ტიალი,
გვწყურია, გვშია,
მოთმინების წყდება სამანი,
აღსდექი მოსევ,
ჩვენთან ერთად იხეტიალე,
გვაჭამე მწყერი,
დაგვაპურე ციურ მანანით...

დრო აღარ გვინდობს,
მედროვე კი
თვალებს აცეცებს,
ფორთხვით და ლიქნით,
შეძახილით,
ტაშით დროულით...
მედროვესია ყველა სკამი,
ყველა კვარცხლბეკი,
რომ ჩავიმუხლოთ
ადგილს ვერსად
ვეღარ ვპოულობთ...

აქ ისტორია კედლებიდან
ტირის და გოდებს,
ცოდვილს ეგვიპტე
ენატრება,
ასე მგონია...
გთხოვ, გაგვიძეხი
რძის ქვეყნისკენ,
აღსდექი მოსევ!!!
მდევარი ისევ
სისხლიანი ფარაონია...
 
nukriaДата: კვ, 13.05.2012, 20:23 | Сообщение # 64
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
-----
უკვე ვერაფერს
ვერ დაგპირდები.
ახალს ვერაფერს
გამოვიგონებ,
დღეს ლექსი სუნთქავს
ჩემი ფილტვებით,
და ჩემი გულით
ფეთქავს სტრიქონი,

სულ ზედმეტია
ახლა სიტყვები,
როცა ვარსკვლავებს
ვატყობ კაეშანს,
ღამეს უჭირავს
მთვარე თითებით,
ვაი, რომ უცებ
ხელი გაეშვას?!
 
nukriaДата: კვ, 13.05.2012, 20:58 | Сообщение # 65
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღამე
----------------
როცა დილა ძალას იკრებს,
როცა მზე სცემს დაფდაფებს,
ღამე შიშით ეფარება
ჯურღმულებს და სარდაფებს...

გადაივლის ამ შენობებს
მთვარე ასე დაღლილი,
მერე ღამე ჩემს ეზოში
აყეფდება ძაღლივით...

ბაბილონის გოდოლივით,
არც ფერი აქვს, არც სახე
და სამყარო, ფოთოლივით,
მძიმე ჯვარზე ცახცახებს...

ეს ღამე
------------

ეს ღამე სულში ჩამხედავს ვიცი,
ღამე ჩემსავით ნაიარევი,
მერე ზამთარი ატეხავს სიცილს,
იქ, სადაც ხშირად დავიარები...

და მერე სადღაც,როგორც იმედი,
ცა ვარსკვლავებით გაახელს თვალებს,
ეჰ, ციმციმებდა იქ ჩემი ბედიც,
მაგრამ ცრემლივით ჩამოწყდა ღამეს...

ახლა მარტო ვარ და თუ ვიცინი,
მხოლოდ იმიტომ,რომ ვარ პოეტი,
დილა გამექცა თეთრი კვიცივით
და დამესიზმრა თეთრი სონეტი...

დაიფერფლება ეს ღამე ვიცი
და ალიონი წამართმევს ფიქრებს,
მერე ზამთარი შეწყვიტავს სიცილს
და გავიფიქრებ --გადავრჩე იქნებ...

და განათებულ ქალაქის იქით
სიცივე გაშლის ნისლის კარავებს,
დღესაც დავთვრები გაბზარულ ჭიქით,
რომ მწუხარებას ჩემსას ფარავდეს...

ეს ღამე სულში ჩამხედავს ვიცი,
ღამე ჩემსავით ნაიარევი,
მერე ზამთარი ატეხავს სიცილს,
იქ, სადაც ხშირად დავიარები...
 
nukriaДата: ორ, 14.05.2012, 14:20 | Сообщение # 66
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ახლა მარტია
---------
ახლა მარტია, ისე ვფიქრობ თითქოს დავბერდი
და სარკმელიდან სიყმაწვილის სურათს შევყურებ,
მოვა აპრილიც, პეშვს გაივსებს მწვანე საკენკით
და ყოველ დილით დააპურებს ერთგულ ბეღურებს.

ახლა მარტია, დამიჯერე, ჯერ არ ნახულა,
ჩემი სარკმელი, ასე ლურჯი, ასე ციმციმა,
ნეტა ვიცოდე ასე ჩუმად ამ გაზაფხულმა,
რომელ ბუდეში, რომელ ტოტზე გამოიძინა.

ახლა მარტია და მაკლიხარ ერთი ყვავილით,
ერთი ნუგეშით, ერთი ცრემლით, ერთი ტკივილით,
შენ ყოველ დილით ჩემს სარკმელთან ისე ჩაივლი,
რომ უმალ ლექსი ამაწყდება გულზე ღილივით...
 
nukriaДата: ორ, 14.05.2012, 14:21 | Сообщение # 67
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მეფე თამარი
---
შენს წინ ცახცახებს მტერი ვერაგი,
და თუ ციხე ხარ დილით ქვით-კირის,
ამბობენ ღამით მეფის სენაკში
ერთი უმწეო ქალი ქვითინებს...

ძნელია კაბა გეცვას ნარინჯის,
სევდას ტოვებდე სარკის მინაზე,
ყველაზე მტკიცე გქონდეს ნაბიჯი
და თან გაკრთობდეს შენი სინაზე...

ძნელია ტრფობა თუ სულს მოედო,
თუ გულიც უღვოდ დაისრულია,
გიყვარდეს შენი კარის პოეტი
და მარტო იყო მაინც სრულიად...

მზეო ადვილი ვიცი არ არის,
ტახტზე აჰყავდე ლოცვით მონაზონს,
სახელად გერქვას მეფე თამარი
და ოცნებობდე დედოფლობაზე...

შენს წინ ცახცახებს მტერი ვერაგი,
და თუ ციხე ხარ დილით ქვით-კირის,

ამბობენ ღამით მეფის სენაკში
ერთი უმწეო ქალი ქვითინებს...

რუსთველი

ხელში გიჭირავს გედის ფრთის ღერი,
ცდილობ რომ მეფეს კვლავ მოერიდო,
და დამალული გრძნობა და ფერი
თავისით ჟონავს კალმის წვერიდან...

ვარსკვლავებს თვალი გაუხელიათ...
მთვარემაც ყელი მოიყირმიზა...
და გეჩვენება მთელი წელია,
რომ მეფე ღელავს შენი ხილვისას...

მეფემ ახალი ომი მოიგო!!!
_ფართო დარბაზებს ესმით დილიდან
და პოეტს უკვე სნეულს ტრფობისგან,
ბედი გშურს ვინმე ავთანდილისა.

კვლავ უიმედოდ გაჰყურებ ნისლებს,
ნავი მიჰყვება მდორე დინებას,
და ავთანდილი გამშვიდებს ისევ
მდინარის პირას აქვითინებულს...

ხელში გიჭირავს გედის ფრთის ღერი,
ცდილობ რომ მეფეს კვლავ მოერიდო,
და დამალული გრძნობა და ფერი
თავისით ჟონავს კალმის წვერიდან...
 
nukriaДата: ორ, 14.05.2012, 19:32 | Сообщение # 68
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
დილა ურემივით
მირახუნობს,
ცრემლნი სიყვარულით
გასველებენ,
ჩემო კვაზიმოდოვ,
წერაყინით,
შენს კუზს შესევიან
მთამსვლელები...
 
nukriaДата: სამ, 15.05.2012, 23:44 | Сообщение # 69
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კაამი
--------

კალამი - გულში ამოჭრილი კბილი სარძევე,
მელანი, ლურჯი გზა, რომელსაც ვეღარ ერევი,
დიდი ხანია მოსვენებას აღარ გაძლევენ
ლექსები - რითმად დაწყვეტილი შენი ნერვები...

ქალაქს ციმციმა ნათურებით შენს წინ შესვამენ
ვარსკვლავის ცეცხლზე მოზეიმე შმაგი დევები,
უცნაურ მთვარეს დარაჯობენ დღემდე შენსავით,
ლექსები, შენზე დაღლილები ღამისთევებით.

ფურცლებზე ტანჯვით გადაწერე სულმა რაც ზიდა,
მხურვალე მზეა ცრემლიანი მიწის საშრობი,
და გული გწყდება, რომ ლექსები ისე გაზრდილან
რომ ნაკვალევიც აღარ დაგრჩა მათი ბავშვობის...

კალამი - გულში ამოჭრილი კბილი სარძევე,
მელანი, ლურჯი გზა, რომელსაც ვეღარ ერევი,
დიდი ხანია მოსვენებას აღარ გაძლევენ
ლექსები - რითმად დაწყვეტილი შენი ნერვები...
 
nukriaДата: ოთხ, 16.05.2012, 12:11 | Сообщение # 70
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

თოფს და ისარს
ხელს ნუ ახლებთ,
ჭალაში რომ
ძაღლი მოჰყეფს,
ძველ თბილისში
აფრენს სახლებს -
- გორგასალის
მამალ ხოხბებს....
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » სოსო ნადირაძე
ძებნა:

მოგესალმები Гость