სოსო ნადირაძე - Page 5 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » სოსო ნადირაძე
სოსო ნადირაძე
nukriaДата: შაბ, 28.04.2012, 14:03 | Сообщение # 41
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მთა
------------------
ცეცხლიდან იშვა შენი ღირსება
და მხრებზე გაწევს ქარის სიმძიმე,
დილით ყვავილი გეალერსება,
ღამით ვარსკვლავი შემოგციმციმებს...

წელზე დუმილის ჯაჭვს შემოირტყამ
და შენი სევდა ისე დიდია,
გსურს რომ საკუთარ გულში მოიკლა
ის რაც გინახავს, ან განგიცდია...

ტანი წვიმებით დაზაფრული გაქვს,
განმარტოებით დგახარ სრულებით,
და დაგროვილი სევდა სულიდან
გეღვრება,როგორც ნაკადულები...

სულ რომ გვაგციო ზურგი ამაყად,
ან მოეფარო შორეთს ბინდიანს
იმ დიდ ჭრილობას ვერსად დამარხავ
მაგ მხრებზე ჯვარცმით რომ აგინთია...

ტანზე სამოსიც შემოგძარცვია,
მთაო გალავნად წამომართულო,
შენ ჟამმა თითქოს ბერად გაქცია
და მძიმე აღთქმით დღემდე მარხულობ...
 
nukriaДата: შაბ, 28.04.2012, 14:03 | Сообщение # 42
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
განა ლექსს ვამბობ

მწვერვალის ჭვრეტით განა ვერთობი,
ვუახლოვდები მთებს და ქარაფებს,
მივდივარ,მაგრამ ზურგზე მეტყობა,
რაც ჩემს ზურგს უკან ილაპარაკეს...

განა ლექსს ვამბობ, ჩემს სიზმარს ვყვები,
მქოლავენ, მაგრამ მაინც მიმართლებს
და მოშურნეთა ნასროლი ქვებით
შენდება ჩემი ც ი ხ ე ს ი მ ა გ რ ე...
 
nukriaДата: შაბ, 28.04.2012, 14:04 | Сообщение # 43
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წვიმა
--------------
გარეთ წვიმაა,
ოთახში ვარ,
”სულ არ მკიდია?!”
ვწრუპავ რქაწითელს
და მიტაცებს
ლექსი ---იდეა.
ოთახს კი ცრემლი
ემატება
ღვინით გალეშილს,
რადგან ქალაქი
დგას წვიმაში
ქოლგის გარეშე..
 
nukriaДата: შაბ, 28.04.2012, 14:05 | Сообщение # 44
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
###
წყალი ჩამოექცა
ღრუბელს ტუჩებიდან...
ვერსად გავექეცი
ოთახს სარკმლებიანს,
სულმთლად გალუმპულან
ჩემი ქუჩები და,
ახლა აღმა - დაღმა
წვიმებს დაჰყვებიან.
..
 
nukriaДата: კვ, 29.04.2012, 21:10 | Сообщение # 45
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
შენიღბულია
ისევ დარბაზი,
ისევ ღიმილი
გტკივა ბაგეზე
და შიშით ხელში
როგორც ჯამბაზი
ისე გადიხარ
სიტყვის ბაგირზე...
 
nukriaДата: კვ, 29.04.2012, 21:16 | Сообщение # 46
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
გზა მიდი ჩუმად
და უცნაურად,
ცხოვრებას თითქოს
მადებს ვალად,
ახლა ჩემს სუნთქვას
ითვლის ფარულად,
ვინც თმები
ჩუმად დამითვალა...
 
nukriaДата: კვ, 29.04.2012, 23:40 | Сообщение # 47
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წრე შეჰკარით ღონივრად
---------------------

წრე შეჰკარით ღონივრად,
წრე შეჰკარით უშიშრად,
მრუში რატომ გგონივართ?!
მრუშზე უფრო მრუში ვარ!!!

ბევრმა ქვები მოზიდა,
მდინარიდან, ღელიდან,
მკვლელი რატომ გგონივართ ?!
მკვლელზე უფრო მკვლელი ვარ!!!

ქვებს სასწორზე წონიან,
ლოდის სროლა სწყურიათ,
ცრუი რატომ გგონივართ?
ცრუზე უფრო ცრუი ვარ!!!

ზნეობა გაქვთ მოტივად,
სისპეტაკე მეტივედ,
ავაზაკი როდი ვარ!
ავაზაკზე მეტი ვარ!!!

განა ველტვი იმედებს,
ან ცოდვები არ მახსოვს?
ჩასაქოლად მიმეტებთ,
ჩასაქოლზე ჩასაქოლს!!!

აჰა, უკვე ველი ჟამს,
და ხარხარებს კვლავ ქორო,
ვინაც უცოდველი ხართ,
გთხოვთ პირველმა ჩამქოლოთ...
 
nukriaДата: ორ, 30.04.2012, 19:41 | Сообщение # 48
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

ნისლში რომ მოსჩანს
არც ფრთებია,
არც აფრებია,
არც სიმღერა
არც გუგუნი
გადარჩენისა,
ყოველ ფოთოლში
ქარიშხალი
ჩამსაფრებია,
ყოველ ყვავილში
შეფარული
ხმაა ლექსისა...

და ვერ აღვიქვამ
ნელა ნელა
როგორვფითრდები,
საღამოს ცაზე
წეროები
როგორ კივიან,
აცრემლებულან
ჩემს სარკმელთან
ზამთრის ჩიტები,
მინდა ვანიშნო,
რომ ოთახი
უფრო ცივია...
 
nukriaДата: სამ, 01.05.2012, 13:26 | Сообщение # 49
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩ ე ქ მ ა
-----------
ქარი მო-
გიყვანს
ჩემთან,
წვიმა გი-
იამბობს
ჩემზე,გზა-
საც გაუცვდა ჩექმა და
გზაც გაუცვდათ ჩექმებს...

***

წიგნებში ვცხოვრობ,
ბგერების მთაზე,
აზრის და გრძნობის
ქარბორბალაში,
სახლს კედლები აქვს
ეკლებით სავსე
და დღე და ღამე
ვუსმევ შალაშინს...

სხეული სავსე
დამაქვს ხიწვებით,
ფურცელ და ფურცელ
ვფანტავ ნაფოტებს,
და ფარულ ცეცხლზე
ერთად ვიწვებით,
მე და სამყაროს
ალიაქოთი...

დონკიხოტი და ნაცარქექია
--------
რომ გადაფაროს
ჟამი ღალატის...
რომ შეუშვიროს
მკერდი სიცივეს,
დღე მაღალ მთებში
მზის მუზარადით
დონკიხოტივით
გამოიღვიძებს...

ნარიყალიდან
თავს რომ გვევლება,
მართლა ციხეა...
მართლა მეხია?!
თუ დონკიხოტის
გასამხნევებლად
დევზე შემდგარა
ნაცარქექია?!
 
nukriaДата: ხუთ, 03.05.2012, 14:58 | Сообщение # 50
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

ვინ იცის უკვე
მერამდენე
გადაიბირეს,
ვეღარ გაუძლებ
და გრძნობ მალე
უნდა დაეცე,
თუმცა ყოველთვის
მუხანათ აზრს
ახლდა ღიმილი,
ბოლო სუნთქვამდე
მაინც გულწრფელ
ღიმილს დაეძებ...

წახვალ, კარს მძიმედ
გაიხურავ,
კუშტი სახეთი,
ცხოვრებავ მიდი
იგორავე - ძველო შაურო,
დიდი წვალებით
ბეწვის ხიდზე
მაინც გახვედი
და ემზადები
ქათან ერთად
სამოგზაუროდ...
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » სოსო ნადირაძე
ძებნა:

მოგესალმები Гость