სოსო ნადირაძე - Page 4 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » სოსო ნადირაძე
სოსო ნადირაძე
nukriaДата: კვ, 15.04.2012, 00:39 | Сообщение # 31
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად,
ცად ამაღლდა უფალი
და ჩვენს თვალწინ გაიცრიცა
დღე მრუმე და მწუხარე.

მაცხოვარი მკვდრეთით აღსდაგა
მოთმინებით იობის,
რომ ზეცაში წარეტაცა
მზერა კაცობრიობის.

ქრისტე აღსდგა, გიხაროდენ
კარიბჭევ და ჯეჯილო,
შენც აღსდგები ჩემი სულის
წაქცეულო ჯებირო...
 
nukriaДата: ორ, 23.04.2012, 16:11 | Сообщение # 32
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნაძვები

ერთმანეთისთვის იწვიან
ოცნებები აქვთ ლამაზი,
ამ ნაძვს ათასი წიწვი აქვს,
ამ წიწვს ნატვტა აქვს ათასი,

კოცნასაც მოიპარავდა,
მაგრამ ტანზე რომ იხდიდა,
მზე მდინარეში გადახტა,
ცისარტყელების ხიდიდან...
 
nukriaДата: სამ, 24.04.2012, 02:21 | Сообщение # 33
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

უკვე მაღლობები
გაითიბა,
გიკვირს სანუკვარი
იმედივით,
როცა საკუთარი
გული სტკივათ,
შენთვის სითბოს
როგორ იმეტებენ.

მარტო აუყევი
მინდვრის ჭრიჭინს,
შუბლი შეაჩვიე
ქარს და წვიმებს,
როცა შენი მხრების
ზიდვა გიჭირს,
მიხვდი, რომ მოყვასიც
დაამძიმე...
 
nukriaДата: სამ, 24.04.2012, 14:27 | Сообщение # 34
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მასხარა

სახეს დამანჭავს, თმებს აიშლის, თვალებს მილულავს,
გულს, როგორც მარტივ სათამაშოს ნორჩებს გაუწვდის,
არ გამოიხმობს ბნელეთიდან ძალებს იდუმალს,
მოხუცი ბავშვი, მოყვარული აურ - ზაურის.

წელში მოხრილი გაუღიმებს ცირკის ქომაგებს,
დიდი მაესტრო - ჭრელ სამოსში გამოწყობილი,
ათასი შუქის ელვარება მზერას მოსტაცებს,
ბედისწერის ხაზს გაუყვება, როგორც ცდომილი.

ის წარმოდგენას მაწანწალის სახით წარმართავს,
რომ გაუღვივოს სიამაყე მოდგმას ადამის,
მათხოვრის ხონჩას მიიმაგრებს ძონძის ქამართან,
ბანჯგვლიან ხელით სასაცილოდ დათვლის ათამდის...

მხოლოდ ბავშვები გაუგებენ მოხუცს სიცელქეს,
არ დასჭირდებათ მის თვალებში ძიება სიღრმის
და როცა კოჭლი უკანასკნელ ცეკვას იცეკვებს,
ტაშს დაუკრავენ კაცს უნიღბოს კაცები ნიღბის.
 
nukriaДата: სამ, 24.04.2012, 14:28 | Сообщение # 35
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიცვალებული

ჯერ მიიტანა სიცხადე გულთან,
მერე უმწეოდ ამოახველა,
ჩამქრალ ოთახში იწვა და დუმდა,
მიცვალებული ერქვა სახელად.

მკრთალი ღრუბელი ჩუმად იწვოდა,
მთვარე რუხ ღრუბლებს ცივად ელოდა,
სული ქცეული მარადისობად
არ ჩანდა კაცთა სამფლობელოდან.

კუბო მიჰქონდათ ნისლის ხვეულებს,
შავ სამოსელში ვიღაც ტიროდა,
ღამე არ ყოფნად გადაქცეული
ლურჯად ჟონავდა საიქიოდან.

ათასი შიში შეიკრა გუნდად,
და თუმცა ყველა ერთხმად აქებდა,
იგი თავისთვის იწვა და დუმდა,
მიცვალებული ერქვა სახელად...
 
nukriaДата: სამ, 24.04.2012, 14:29 | Сообщение # 36
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
ეს გული
ცოდვისგან
გალეული,
მეზვრეა
- ძირს ახლი
თავის ქალას,
ათასგან,
ათასჯერ
დაცემული,
მტვრიან და
სისხლიან
თვალებს
ვმალავ!
 
nukriaДата: ოთხ, 25.04.2012, 01:21 | Сообщение # 37
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
ახლა ღამეა სარკმლების მიღმა
და ნათურები ანთებენ სახლებს,
ნათურა ღამეს იფარებს ნიღბად,
ღამე ნათურით ინიღბავს სახეს...

ჩემს სადარდებელს მივყვები ნელა,
და აღმოჩენა მაოცებს უცებ,
ფურცელი ნიღბად მოირგებს მელანს,
მელანი ნიღბად მოირგებს ფურცელს...

გზაგასაყართან უსიტყვოდ ვდგევარ,
საბრალოდ მზეზე ჭკნება მიხაკი
და ჩემი ლექსის ნიღაბი მე ვარ,
ჩემი ლექსი კი ჩემი ნიღაბი...
 
nukriaДата: პარ, 27.04.2012, 15:19 | Сообщение # 38
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ირაკლი ღარიბაშვილს

ცხოვრება - დიდი მიგნება,
ფსალმუნებით და გალობით,
წიგნივით ეპოტინება
ბიბლიოთეკის თაროებს.

რაც საუკუნო ძნებია,
ვენახი, ლერწი, აკიდო,
სხივივით წაჰკიდებია
ბიბლიოთეკის მაგიდებს...

სიცოცხლე, როგორც უფლება,
მეგობრულად და შენობით,
წიგნივით ესაუბრება
ბიბლიოთეკის შენობებს.

აღტაცება და ქირქილი,
ჯეილობა და სიბერე,
კვლავ მიუყვება წიგნივით
ბიბლიოთეკის კიბეებს..

ცხოვრება - დიდი მიგნება,
ფსალმუნებით და გალობით,
წიგნივით ეპოტინება
ბიბლიოთეკის თაროებს.
 
nukriaДата: პარ, 27.04.2012, 15:22 | Сообщение # 39
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გია მურღულიას

მე სიბერეშიც თავს ვგრძნობ შეგირდად,
გულში კვლავ გაკვეთილს ვიმეორებ,
და მიმზერს საწუთრო სარკმელიდან
ვით სკოლის მამაცი დირექტორი,

რადგანაც ცხოვრება წუხს და ხვნეშის
ბილიკიც ნისლივით იბურება,
დღეები სკოლების დერეფნებში
ბავშვობას სიცილით იბრუნებენ.

და თუმცა ცხოვრება მოთარეშე,
უფროსებს თანდათან გვაჩვევს ტკივილს,
ცელქობენ საკლასო ოთახებში
დღეები პატარა ბავშვებივით.

და რადგან ჩვენც, როგორც პატარები,
სკოლასთან თავიდან ვიბადებით,
კვლავ ქართულ მომავალს ანათებენ,
ბავშვები - სამშობლოს ჩირაღდნები...

მე სიბერეშიც თავს ვგრძნობ შეგირდად,
გულში კვლავ გაკვეთილს ვიმეორებ,
და მიმზერს საწუთრო სარკმელიდან
ვით სკოლის მამაცი დირექტორი.
 
nukriaДата: პარ, 27.04.2012, 16:55 | Сообщение # 40
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თბილისური განთიადი
----------------------
ღრუბლებმა მთები
ისევ დამალეს
და, თუმცა მთვარე
იჩენს სიფრთხილეს,
ღამით ლექსს მაინც
იგრძნობს მამალი
და სისხამ დილით
ამოიყივლებს... -

ჩემო აშუღო
იმღერე აგრე,
ჩამოაცალე
ფარდა სიბნელეს ,
გათენდება და
ყველაზე ადრე
მტკვარზე ხიდები
გადაირბენენ...

ცისკარმა ღამე
მოთიბ--- მითიბა,
რათა მამალი
ისევ დახელოს!
და დღესაც მიკვირს,
ისე დიდია
ფანჯარა--სახლის
მწვანე საყელო...
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » სოსო ნადირაძე
ძებნა:

მოგესალმები Гость