დავით შემოქმედელი - Page 3 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 8
  • 9
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » დავით შემოქმედელი
დავით შემოქმედელი
nukriaДата: შაბ, 13.10.2012, 22:42 | Сообщение # 21
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამაღლება
/მერაბ კოსტავას/
საკანს გააღებს გაციებული მზერა,
გაითოშება, გაიყინება სივრცე,
ტანჯულ სხეულის უკვე დასრულდა გვემა,
სული სანთლებად აღიმართება ცისკენ.
წამებულ წმინდანთ ნაფეხურებზე დგება,
მუდამ ივერის მხნე და ამაყი ჯიში,
მარტვილის გზაზე დიდი ქეთევან იდგა,
წარსდგა თევდორემ უფლის ტაძრისკენ ბიჯი.
სივრცეს აპრილის სისხლის ფერი აქვს ახლა,
მალე პილატე ხელებს გადიწმენდს მშვიდად,
აზიდულია სიზიფეს ლოდი მზერით,
მაღლა ქერუბიმთ ოსანა ისმის წმინდა.
შენ ხომ მამულის თანაზიარ ხარ ხვედრით,
მღვრიე ჭაობში სინათლის თეთრი ხნული,
და სამსხვერპლოზე მდგარი სამშობლოს ბედით,
თეთრ გიორგივით ამხედრებული სული.
 
nukriaДата: პარ, 26.10.2012, 19:56 | Сообщение # 22
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *
დაიგვიანე,
არ შედგა ჩვენი გულების ზეკავშირი,
„უბლუთუსო“ მობილივით ვარ.
ჩემი გენეტიკური მეხსიერება
ერთი თაობით მეტ სივრცეს იტევს,
ვიდრე _შენი.
ყველა გრძნობა შენში
ჩემდამი გამთბარი,
ისე საიმედოდ „დაასეივე“, რომ
ჩემს სულში ვერა და ვერ
გადმოვწერე.
დილის ლოცვებიდან,
მწუხრის საგალობლებსა და
ღამის ორგაზმებამდე
საშოვარზე გამოსული
ბორბლებზე შემდგარი ქალაქი
ელიავას ბაზრობასავით ქაქანებს
და სიცარიელით გვფიტავს.
გაქცევით უფრო ვუახლოვდებით
ერთმანეთს,
როგორც რელსზე
ერთმანეთის გვერდზე ჩამომსხდარნი,
მატარებლის სახიფათო მოახლოებას
რომ ვერ გრძნობენ.
შენთან შეხვედრისას
ჩემი ასაკი
გამთბარ ხელისგულებში
ბაბუაწვერასავით ქრება.
იმას რა ვუყო,
ნინველობის ცეცხლით ანთებული,
ბავშვობის ზღვარგაუღწეველი
შენი სიკასკასე
ჩემს თვალებში რომ
მიბერდება ...
 
nukriaДата: ორ, 29.10.2012, 20:46 | Сообщение # 23
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა უბრალოა...

ბოლო ბაქანი მე აქ უნდა ჩამოვისვენო,
ბოლო სიშლეგე, ბოლო ჟინი და ბოლო ზარი,
წამო, სხალთაში ნისლწაკრული მთები გიჩვენო,
წამო, მახათას მთაზე სხივებ-ალერსში, მარი.
ჰო, ეს ვნებაა თუ გვალვების ველური თავსხმა,
ახელებს სისხლს და აღარ დარჩა უჯრედიც ცივი,
ხელში მიჭირავს გიშრის თვლების ფერნაზი ასხმა,
თუ შენ ხარ, მარი, ეს ნატიფი, ლამაზი მძივი.
რა უბრალოა, რა სუფთაა, თოთო ეს ლექსი,
ცხელ ზეცის კიბით ჩამორბიან ლერწამ-ბწკარები,
შენს თრთვილმკერდიდან წუხელ ცვრების სინაზე შევსვი,
ხილვაა ეს თუ ცისკრის ქულა ხელუკარები...
 
nukriaДата: ხუთ, 01.11.2012, 18:47 | Сообщение # 24
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
გავშეშდი თითქოს, წამერთვა ძალი,
გული საგულეს ამომივარდა,
სხვა არაფერი _ შემომხვდა წამით,
ქალი, რომელიც ერთ დროს მიყვარდა...
 
nukriaДата: შაბ, 10.11.2012, 14:30 | Сообщение # 25
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლოცვა
/ილია მართალს/

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,
სასუფეველად მოგვივლინე ციური ბინა,
ცოდვილთ ცოდვები მოგვიტევე ფეხთა შენს მტვერთა,
მზით გაგვინათლე და გვიცხოვლე სიამე დღეთა.
გარდმოგვივლინე სულიწმინდა ჩვენზედ ნათელი,
რომ მარად ინთოს სადიდებლად შენთვის სანთელი.
ჭირი ქართველთა აგვარიდე ურჯულოთ მიერ,
ქრისტეს მახვილით უკუნითი უკუნეთს სძლიე.
გამოაბრწყინვე ცისარტყელა იმედად ჩვენდა,
არსობის პურით გამოგვზარდე მიწასა ზედა.
სძლიე ცრუსა და ფარისეველს, ჰკურნე მართალსა,
მრევლი უმრავლე მიდუმებულს ტაძარს, საყდარსა.
თავისუფალყავ ერი შენი ქრისტეს დედული,
მათდა მარადის უკვდავყოფის გითქმოდეს გული,
და რომ ცოდვილი იბერიის, კოლხიდის საწყმსო,
შენი ძალითა ნათელით და ძალით აღავსო,
შენ შეეწიე განკითხვისას ერსა ქართველსა,
შენი სახელით აბედ-ცეცხლში ნაწამ-ნაგვემსა,
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,
მარადის შენთან სასუფევლად დაგვიდე ბინა.
 
nukriaДата: შაბ, 10.11.2012, 20:06 | Сообщение # 26
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მეგობარ პოეტებს

რომ ვდგავართ, ესეც ბედის მადლია,
ზოგჯერ გალუმპულ ჩიტებს ვედრებით,
ვინ დაგვამადლის მიწას ადლიანს,
თუ ცას ბავშვივით ვუმზერთ ვედრებით.

მასვით ზედაშე, ზარზმის ზარია,
სულზე ჭრილობა დაჭრილ ცად იქცა,
ეჰ, ძმებო, ნაღდად თქვენი ბრალია,
რომ ღამე ჩემ წინ მთვრალი წაიქცა.

ნასეტყვარ ზეცას ცრემლით ავყურებთ,
როგორმე წავა ეს ნასესხები,
ვერც შინ ჯალაბი ვერ დავაპურეთ,
ობლად გვისხედან ჩვენი ლექსები.

გაჰყვება ქარებს ცის იმედები,
უბიწო სხივით კრთება სამხრეთი,
და შემოდგომის ნაზი ხედები,
ჩანს, როგორც უფლის გადმოსახედი...
 
nukriaДата: ხუთ, 15.11.2012, 01:25 | Сообщение # 27
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გურია

მთებს ქვემოთ თოვლა ნისლის ფაფარი,
იწვა ვით მშვიდი ზღვა მოთენთილი,
წინ შემოქმედის თეთრი ტაძარი,
და მთები მთებზე შემოხეთქილი.
სამშობლო მხოლოდ ცრემლი არ არის,
ადიდგორებულ სპაზე დიდია,
მოითარეშებს ნისლთა ლაშქარი
მთებს და სამზეოს გზებით მიდიან.
აქ, ღვთის სადგომში რა დაგვაძინებს,
დადექ და ვარსკვლავთ კოცონი თვალე,
საცაა ალბათ ბეჭზე გავიდებთ,
გურიის მთებზე დაგდებულ მთვარეს.
ქარი კეცავდა სველ წიფლებს მაღლებს,
სუფრასთან ვჭექდით ოცი ფირალი,
და სულგაყიდულ ოხრანკის ძაღლებს,
ბედს აწყევლიდა ნასაკირალი.
გავტეხეთ პური ორადნახადი
არაყი ფეთქდა ვით თოფი ფილთა,
თითქოს ახადა ლექსმა ყავარი
სატევარივით ვიშიშვლეთ სიტყვა.
მასპინძელივით ხარობდა ჭერი,
ერთსაც არ ერქვა ჩვენში სტუმარი,
გურული ნენას თავშალისფერი
ღამე კარებთან იწვა მდუმარი.
უნდა გახედო მთვარეს მორკალულს,
ზეცა წმინდაა ვით ანგელოსი,
გურია უფლის ჯილდო ცის ახლო,
ამ ჩვენს ღვთის ნალოც საქართველოსი.
 
nukriaДата: შაბ, 17.11.2012, 18:52 | Сообщение # 28
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გალაკტიონის მონოლოგი

ვარ გენიოსი და ჩემ წინ სივრცე
ფითრდება, როგორც თოვლში ტაძარი,
სამყარო აფთრის თვალებით მიმზერს,
რამდენი შეთი, სულით საპყარი..

მიდის ცხოვრება კარგიც, ვერაგიც,
ცბიერ ქალივით ცრუ, შემპარავი,
და ჩემი სული წმინდა სპეტაკი,
და შუბლი ჩემი დაუდაფნავი.

ვიღაცა ღამეს ათევს კახპებთან,
ბედიც ალჩუზე მუდამ მოუდის,
მერე უჯერებს ბრბოს და მასკარადს,
ბალახსაც ნეხვის სიმძახე უდის.

ფერი წაერთოთ კადრებს წარსულის,
ვით გამხმარ ფოთლებს, ფოტოებს წვავენ,
მე სიტყვის ტორით სიკვდილი მოვკალ,
და მომავალთან ვითენებ ღამეს!...
 
nukriaДата: სამ, 20.11.2012, 20:03 | Сообщение # 29
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
ვუმზერ საყვარლად მოსაუბრე
ცისფერ ჩაიდანს,
სოლოლაკის ხედს, ორთაჭალას,
ბებერ მაიდანს.
“ზარმაცების ხაშს” მივაკითხო
ახლა იქნება,
ნაბახუსევზე, კაცმა რომ თქვას,
არის მისწრება.
სახლში არ მინდა,
ჟინი მიტანს სადღაც გავლაზე,
დამირეკავდეს ნეტა ახლა
თემურ შავლაძე.
ირევა ქუჩა, აზელილი
მტვერში, ხმაურში,
ფული რომ მქონდეს,
გავიგიჟებ თავს გუდაურში.
რუსთველზე გავალ _
ქუჩა ვნებით ნამთვრალევია,
რა ქედნის წელი,
რა თვალები,
რა ქალებია!
თუ არაფერი გამოვიდა,
ნახე სიბრაზე,
წავალ, ერთს მაგრად გამოვთვრები
მაგათ ჯინაზე!
 
nukriaДата: ოთხ, 21.11.2012, 22:46 | Сообщение # 30
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
.....
(მეუღლისადმი)

ვერ გიერთგულე, ვიყავ ჯალათი,
ვერ ვიგრძენ შენი ერთადერთობა,
მხრებზე მოსხმული ცოდვის ხალათით,
კართან ვდგავარ და ვითხოვ შენდობას.

ჯიუტ სიტყვასთან მერგო წაწლობა,
ნისლებთან ახლოს ვისურვე ბინა,
ცასთან მუდმივი მქონდა ნათლობა,
უფლის დუმილი რომ მომესმინა.

მაგრამ მიწაზეც მედგა ხელადა,
ევას მწყურვალე ვნებით ნამული,
ფლირტ ქალებისგან შემრჩა სევდა და
გედებგაფრენილ ტბის სინანული.

ავგულ დღეებით ასე დაღდასმულს,
ქარებს კაბის ფულს რომ ესესხები,
ბარბაროს წლებით სხეულდაქანცულს,
სულს თუ გითბობენ ჩემი ლექსები.

ეს ოცი წელი, ოცი ბორკილი,
თუ ზეცის თაღზე ბუდე ოცნების,
სტრიქონში ჯვარცმა მქონდა მოსჯილი
და მოჩურჩულე ქარში ლოცვები.

ახლა რა დარჩა გზა საჯილდაო,
და პარნასისკენ დაძრული ლოდი,
ჩვენი თამუნა და ჩვენი დათო,
ჩვენი გვირილა და მუხის ტოტი..
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » დავით შემოქმედელი
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 8
  • 9
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость