დავით შემოქმედელი - Page 4 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 8
  • 9
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » დავით შემოქმედელი
დავით შემოქმედელი
nukriaДата: კვ, 25.11.2012, 21:07 | Сообщение # 31
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გრანელი

"არა სიცოცხლე, არა სიკვდილი”,
რაა ის, სულში ასრე რომ იწვის,
ქარების ცემით ღონემიხდილი,
გაექცე უნდა ტყვეობას მიწის.

საწუთისოფლო, ო, ეს წესია,
თუ ჩამოშლილა საყდრის ქვითკირი,
აედევნები ცივ პროცესიას,
თითქოს საკუთარ ცხედარს მისტირი.

გულშიც საფლავი რაღად დაგჩემდა,
ან ამ ცრემლ-ხილვებს რად არ ეხსნები,
ზოზიას ლოცვაც ვერ მოგარჩენდა,
სიტყვების ჯვარზე გაკრულს ლექსებით.

ზაფრით მზემ გულზე განაბზარებმა
გამოანათა თოთო ნათელი,
კაცი ხარ?! ლექსი თუ სახარება,
თუ ცა და მიწის შუა სანთელი!...
 
nukriaДата: პარ, 30.11.2012, 17:02 | Сообщение # 32
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
ხეში ჩამდგარი შემოდგომა...
მიუბრუნდი წარსულის სიზმრებს,
მომავალთანაც რა დაგრჩენია _
ზამთრების სუსხი...
ჰესე _ სიბერის აპოლოგეტი,
შენ კი პირიქით _
სიბერესა და სიკვდილს შორის
ტოლობის ნიშანს
მერამდენედ ჩამოწერ შიშით.
დაიღალა, გაცვდა კალამიც.
საფეთქელზე დრო ჩაქუჩსა გცემს,
დიასტოლური წნევა საშიშ
ზღვარზე გადადის.
მეეზოვე გვის ქუჩას უხმოდ.
შენს სულს რომელი აღსარება
გამოგვის ნეტავ?
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
არაფერი აღარ შეგრჩა
დროსთან საამბობელი,
ხვრეპ არაყს და ზიხარ ცეცხლთან,
გარეთ ყრუა სოფელი.

ხსოვნა, როგორც ფესვი ჩახმა,
სულს ცრემლისფრად აცრის.
და ყრუდ ისმის სარკმლის კართან
მონოლოგი ზამთრის...
 
nukriaДата: კვ, 02.12.2012, 19:44 | Сообщение # 33
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
სულეთის კართან მელოდე, დედა,
საცაა გაწყდეს თოკი ლოდინის,
ეს რა გულსევდა დღე დამებედა,
დამძიმებულა დარდიც ლოდივით.

წუხელ შენს საფლავს შევახე ხელი,
შენს ხამ კაბაზე თბილს და სევდიანს,
ცრემლივით წვეთდა ნისლები სველი,
ცრემლიც უბედო თურმე ბედია.

შუკაში წკეპლით დარბის ბავშვობა,
კანჭებზე ჭინჭრის ელავს ალმური,
საფლავმა სულ სხვა ჟამი მაცნობა,
მე ვარო შენი ბოლო სადგური.

გადაუარეს წვიმებმა ბალახს,
სექტემბრის უხმო დილაა თბილი,
და დედის საფლავს ვით სანთლის ქანდაკს,
მორწმუნესავით ვეხები შვილი!..
 
nukriaДата: შაბ, 08.12.2012, 21:33 | Сообщение # 34
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დაგვიანებული წერილი

წერილი არა _"იმეილი" უფრო მოდაში,
ძველ სიმბოლოებს "დილეიეთი" უბრალოდ შლიან,
მე ფურცელს როგორც ძველ მეგობარს ჩემს ცივ ოთახში,
ამ ლექსით ვავსებ სიმარტოვეს და ვგზავნი გვიან...
ჰო... ჩემო კარგო, არ იდარდო, ჩვენ არ ვბერდებით,
ჟრუანტელია ერთმანეთის შეხება ვიდრე,
ჩამოცრემლებულ სველ ჭადრებთან ისევ ვჩერდებით,
ჩვენ უფრო მეტის პატრონები ვიდრე ამ მდიდრებს
გულს არ აურევთ შეჩურთული იქს ადგილს ფული,
ვიდრე ეროსი ციკუტას შხამს მალვით არ დალევს,
და ამასაც გთხოვ არ გაგიტყდეს არასდროს გული,
ყველაზე მეტად სიყვარული აცოცხლებთ ქალებს.
ჩემთვის კი ისევ ქალწული ხარ ნამით ნამული,
ჩემი სიზმრებიც შენს საწოლთან ღამეებს ითევს,
ეს რა საყვარლად ამომწვანდა ველზე ზაფხული,
ისევ ხანძარი უკიდია შენს ბაღში ტიტებს.
წამო, ძვირფასო ეს ზამთარიც გავიაპრილოთ,
ვნების ალებთან რა შორია _ ჰადესი... ლეთა...
სატრფოსულებმა ითინათინ-იავთანდილონ,
კიდევ რამდენი გაგიჟება მოგველის ნეტავ?...
 
nukriaДата: პარ, 01.03.2013, 11:27 | Сообщение # 35
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოწყენილობა და ღრიჭოდან მოსული ქარი,
მოხუცი დედის უსმენ ჩივილს _ ,,ბერდები ცალად",
ბუნება ისე გასუდრულა, თითქოა მკვდარი,
ფანჯრიდან მოჩანს ალუჩები, შინდები, ყანა.

გარეთ წვიმაა, რა თქმა უნდა, ისევ ღონდები,
რა ცოტა რჩება, ცოტა რჩება სასიხარულო,
ქარმა ჭალისკენ გაიხვეტა სველი ფოთლები,
ეს შემოდგომაც მიილია უსიყვარულოდ...
 
nukriaДата: ოთხ, 20.03.2013, 13:12 | Сообщение # 36
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ყვითელ სახლთან ვდგავარ და გელი,
და ძვლებში ატანს ზუზუნი ქარის,
ჩალეწეს თითქოს სამრეკლოები,
და დაცემული მოთქმაა ზარის.
შენ მარტოობა ყულფივით გახრჩობს
ლაოკოონის დაღრნილი ხელით,
წამოდი ჩემთან, ლოდინი წყდება
და მღვრიე ქუჩაც ივსება შენით.
შენა ხარ ქალი, შენა ხარ ვნება,
თმებაწეწილი ხარ სიყვარული,
და ყვითელ სახლთან ჩვენი შეხვედრა,
მთელი წელია არის ფარული.
მე ყვითელ სახლთან ვდგავარ და გელი,
ვიდრე გამიტანს ზუზუნი ქარის,
წამოდი ჩემთან, უკვე ბინდდება,
და სასწაული ვიგემოთ ღამის...
 
nukriaДата: ორ, 25.03.2013, 16:24 | Сообщение # 37
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კლოუნის მონოლოგი

გავდივარ თოკზე, დარბაზი მიცქერს,
ხან აღტყინებით, ხან გაოცებით,
და ბედისწერის მაგიურ სივრცეს
სულ ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდები.

და მეც ვხარხარებ, სიცილი რადგან
ტკივილს ცეცხლგამძლე სკივრში ინახავს,
და მე მეგობარს ვუწოდებ იმ კაცს,
ვინც ამ ტკივილში ცრემლს დაინახავს.
 
nukriaДата: ოთხ, 05.06.2013, 20:32 | Сообщение # 38
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
და აბელს უჩანს ჭრილობა ღია,
და ერთად ლაღობს კაენი ყველა,
და ლოდის ქვეშაც ამოდის ია,
ღაწვზე დაბნეულ ცრემლების ხელა.

ზღვაც ღელავს,
ზვირთებს რისხვით ჰყრის ცამდე,
(მზე, თუნდაც ერთი საათით, რად ღირს!),
კაცი ხარ, ახლა შეები ტალღებს
და მერე მისწვდი იქიდან ნაპირს..
 
nukriaДата: შაბ, 08.06.2013, 20:51 | Сообщение # 39
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისევ ძველი დღიურიდან...

***
ზღვის პირას დგახარ, ტილო რემბრანდტი,
ტანზე ელვა და ცხელი ზაფხული,
მე ასეთ ქალზე ფიქრს ვერ ვბედავდი,
სიზმრისთვის მყავდი შემონახული.

****
თენდება დილა, სახით პირიმზე
( მე აქ სიცოცხელ როგორღა ვზოგო),
ლამაზი როგორც სოფლის ბილიკზე,
შეყვარებული ბიჭი და გოგო.

***
გაიმზეთბილა დილამ ეს დღე და
ხევმა წაიძრო ნისლის მანდილი,
წუხელ რომ ქარი ხმელ ფოთლებს ხევდა,
გამქრალა, როგორც ღამის აჩრდილი.

***
მზე აქოჩრილა ლორთქო ბალახზე,
შველმა ტყისაკენ გაიგდო კვალი,
ერთხელ დამიცდა ფეხი არაგვზე,
ვბარბაცებ მისი შხეფებით მთვრალი...

***
გულით სიცოხლეს ხარ გამობმული,
ჟამი ის არის, სივრცე რაც არის,
და თუ სიყვარულს ასხივებს სული,
ადამიანი არის ტაძარი...
 
nukriaДата: სამ, 15.10.2013, 23:56 | Сообщение # 40
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კაფე და ერთი
სილუეტი თვალში საცემი.
ქალი და დოინჯშემოყრილი
სიცარიელე.
შლის გვიანი შემოდგომის ქარი 
ფოთლებს აჭრილ კარტივით.
და ვანგაც ახლა, ალბათ,
ისე უსუსურია.
აზრი აქვს კი ჩვენს მოვლინებას,
განგების ხელში ტიკინებად,
ჩვრის თოჯინებად, წყალზე ნაფოტად.
სად, რომელ მეჩეჩს შეგვატოვებს
არსთა დინება,
ბედის მართვის პულტს 
ვინ გვიწილადებს?
უკვე დაგღალეთ, ქალბატონო,
თქვენს სიმარტოვეში
შემოჭრების სიხშირეებით.
1+1 ვერაფრით იქცა ორად.
სად გაილია რეალობა და
ილუზია გაგიბატონდა?
თვალს დახუჭავ და
წამწამებზე დრო აღარ გრჩება,
სახსოვარი რასაც ერქმევა.
და რამდენიც უნდა 
ვიწანწალო შენთან მოსვლამდე,
ტაბუს უფრო მკაცრად ჩაკვანძავ,
ზურგით დგები და თოკებივით
გზა იწელება.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » დავით შემოქმედელი
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 8
  • 9
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость