დავით შემოქმედელი - Page 6 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 6 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » დავით შემოქმედელი
დავით შემოქმედელი
nukriaДата: სამ, 07.01.2014, 18:03 | Сообщение # 51
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შობის ღამე.
როგორ მშვიდად და
როგორ უბრალოდ
მიახლოვდები
ზოგჯერ, უფალო...
 
nukriaДата: სამ, 28.01.2014, 19:31 | Сообщение # 52
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხან დედის საფლავს ჩავყურებ,
ხან მამის სურათს ვუმზერ,
და ჩემი წილი საწუთრო
ხანჯალივით მცემს გულზე.
უსამშობლო ვარ, უმშობლო,
უმეგობრო და უძმო,
რომელ ხატს ვთხოვო საშველი,
რომელ ანგელოსს ვუხმო.
ტირის ღობე და ალაგე,
საწნახელი და ღარდა,
და სოფლის ბოლოს, ღელესთან,
ეშვება წვიმის ფარდა...
,, წიგნიდან _ ხსოვნის ანაბეჭდები.’’
 
nukriaДата: ორ, 03.02.2014, 19:56 | Сообщение # 53
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
საცოდაობა მეტი რა გინდა _
სოფელში მოკვდა ოცი წლის ბიჭი,
და დაგუბებულ მდინარის დარად
სოფელი თავქვე ტირილით მიდის.

ჩაუტანია ზვავს ხევის ბოლოს,
დასცურებია ტრაქტორი ბედად,
და თოვლის დიდი ზვავისოდენა
გამხდარა სოფლის გაზრდილი სევდა.

დედა ქსოვს, მამა ღიღინებს ტკბილად,
ელევა ქანცი დღეს ღონემიხდილს,
და რა უწყიან, რომ სწორედ ახლა
ისინი სტუმრად ელიან სიკვდილს.

შავი ზამთარი, ყინვა და ყინვა,
და ვერ წადგმული თოვაში ბიჯი,
საცოდაობა მეტი რა გინდა ახლა _
სოფელში მოკვდა ოცი წლის ბიჭი.
 
nukriaДата: ორ, 03.02.2014, 19:57 | Сообщение # 54
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფუნაგორია

თანდათან ისევ ღივდება
ჩვნში საბჭოთა ბაცილა,
ანტიდასვლურ ვაქცინით
ტაძრებში ბევრი აცრილა!
ცუდია, მიუნჰენიდან, -
და არაერთხელ დაცდილა, -
ღარიბაშვილი მადლობით
სლუცკიმ რო გამოაცილა!
ავს დაგვმართებენ ესენი,
დღითი-დღე, ნაწილ-ნაწილად
ასე თუ გვყიდეს რუსეთზე,
ისევ გვატარეს გზა-წვრილად,
სიტყვა ევროპას იძახის,
ხელი ჩრდილოეთს გაწვდილა!..

Mixeil Ganishashvili
 
nukriaДата: სამ, 04.02.2014, 22:16 | Сообщение # 55
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იგი არც სივრცეა უსასრულო,
იგი არც მშფოთვარე ღამეა,
იგი არც ზღვა არის უნაპირო,
იგი არც მზეა და მთვარეა.

იგი არც დილაა სხივნათელი,
იგი არც სამოთხის წყალია,
ოღონდ, ეგა, რომ სიცოცხლეა,
ოღონდ, ეგა, რომ ქ ა ლ ი ა!
 
nukriaДата: ოთხ, 05.02.2014, 22:13 | Сообщение # 56
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გაუძელ, დედა, ამ ზამთრისპირს
ჩალეწილ ღობეს, შესაკეთებელს
ისევ თავიდან.
გაუძელ, დედა, ამ ყრუ თოვას,
თოვას თუ ზესკნელს,
მთელი ზამთარი
რომ არ წავიდა.
კერის ღადართან
მამაჩემის სახსრების ჩივილს,
შენს წელის ტკივილს,
ყიამეთში ფიჩხისთვის რებას,
გაუძელ, დედა,
გამაძღარი მეზობლის ქირქილს,
შენ კარგად უწყი,
უარესიც ამქვეყნად ხდება.
გაუძელ, დედა, ამ გაჯაფულ
ცხოვრებას, გული,
ვიცი მე, ახლა როგორ გტკივა,
წევხარ თუ დგახარ,
ყველაზე მეტად, ღმერთმა უწყის,
გაკლია ფული,
და მაინც რაღაც სასწაულად
შენ მდიდარს ჰგავხარ.
იწუხებ, ვიცი, შრომადღეზე
მიკლებულ თანხას,
თხუნელასავით ჩარჩი როგორ
შემძვრალა დახლში,
და როცა ვიღაც პენსიას თუ
შენს წარსულს გპარავს,
როცა დაღლილი, გულმოკლული
ბრუნდები სახლში,
ჰო, დიდი-დიდი, ეს ზამთარი,
ორ კვირას დარჩეს,
და ისევ ყანა, ისევ ეზო,
საფქვავი, წკნელი,
და ემსგავსება კერის პირას
ჩაუმქრალ სანთელს
თოვლის ფიფქივით უწყინარი
ცხოვრება, შენი...
 
nukriaДата: კვ, 09.02.2014, 19:35 | Сообщение # 57
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ონკოლოგიურ საავადმყოფოში
(ექიმ რაიბულ თოდუას)

გრძელ დერეფნებში დადის სიკვდილი,
მე გაოგნებით თქვენს კართან ვდგავარ,
აღარც ის მახსოვს, მქონდა წარსული?
აღარც ის ვიცი, ვინ ვარ და რა ვარ.

ვინ შერჩენია სოფელს ბოლომდე,
მსახრავი წლები აღარ იცდიან,
ჩვენ ის ვიდარდოთ, რაიბულ ჩემო,
საქართველოს რომ თვალწინ გვიფცქვნიან.

ექიმი იქნებ უფრო მეტია,
ვიდრე მავანი იტყვის სათქმელად,
და ჟორდანიას მაშველი რგოლი,
უფლის ხელია ციდან საშველად.

აქეთ სიცოცხლე, იქით სიკვდილი,
ბედისწერასთან ვდგავართ ორ დროში,
ოქროს ხელები რომ ჰქონდეს მკურნალს,
ჯერ გული უნდა ჰქონდეს ოქროსი.
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 22:32 | Сообщение # 58
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მამა, დასრულდა... სულ მდუმარება
და სასაფლაო, ხავსი და ჩრდილი,
ქვა, ქვა რო არის, ის იბზარება
და საშველივით მოსულა ძილი.

გავშლი გაზეთებს, კატრექსი... შველა,
ნიაღვარივით სისინებს შიდსი,
დამარცხებულა ათენი, ტროა,
უბერებელად აქვეა შიში.

მამა, ვაშორე უკვე ბალახი
და სასაფლაოს კარებთან ვდგავარ,
ბრძოლაში უხმლო, უმთავარსარდლო
და უსამშობლო ჯარისკაცს ვგავარ.

მამა, მგონია საუკუნეა,
რაც შენ წახვედი, მარტო ხარ ახლა,
ხომ დაგიამა მიწამ ტკივილი,
ხომ აღარ ჰქვია სიბერეს დაღლა.

დასრულდა უკვე ... სულ მდუმარება,
და სასაფლაო, ხავსი და ჩრდილი,
ქვა, ქვა რო არის, ის იბზარება
და საშველივით მოსულა ძილი...
 
nukriaДата: პარ, 14.02.2014, 21:49 | Сообщение # 59
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
წყურვილზე უფრო მწყურიხარ ახლა,
ლოცვაზე უფრო ლოცვა ხარ, მგონი,
და სერაფიტას სველ ნაკვალევზე
ცხელი ტერფებით დავძრწივართ ორნი.
წვიმს და ეს წვიმაც მოწვეთავს სულში
და არჩენს მძიმე, ნაცნობ იარებს,
ხომ დაგანახე ეს ზეცა ლურჯი,
ხომ მოგეფერე და მოგიარე.
მინდა, აგავსო მწიფე ყანებით,
ნანატრ განძივით აღმოგაჩინო,
მერე დაგწურო, როგორც მტევანი
და მათრობელა შეგირგო ღვინო.
ათას მეერთე ღამის სიზმარი
ათას მეორე დილით იწყება
ღმერთმა ხომ იცის მე შენ მიყვარდი,
იყო სიგიჟით თავდავიწყება.
წყურვილზე უფრო მწყურიხარ ახლა,
ლოცვაზე უფრო ლოცვა ხარ, მგონი,
და სერაფიტას სველ ნაკვალევზე
ცხელი ტერფებით დავძრწივართ ორნი...
 
nukriaДата: ოთხ, 19.02.2014, 23:24 | Сообщение # 60
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სად წავიდა პოეზია,
სად დაიდო ბინა,

იქნებ მიწვა გრილ მდელოზე,
იქნებ მიიძინა.
მიივიწყეს დედოფალი,
არ უძღვნიან ვარდებს,
დაეთრთვილათ ცრემლით თვალი
საპარნასო გრანდებს.
მენანება პოეზია,
სულ გამიფრთხა ძილი,
ბნელ სარდაფში ყრია სადღაც
ეს "სამეფო ხილი".
ვაი, ლორთქო იის კონავ,
ველზე ამოშლილო,
ჩემო სულთქმავ, ჩემო ოხვრავ,
ჩემო თვალისჩინო.
სად წავიდა პოეზია,
უხმო გულის თქმაო,
მიპასუხე, მოლოდინით
გამოხრულო ცაო.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » დავით შემოქმედელი
  • გვერდი 6 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость