მამა გიორგი(ოდიშვილი) - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » მამა გიორგი(ოდიშვილი)
მამა გიორგი(ოდიშვილი)
nukriaДата: შაბ, 04.08.2012, 22:26 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შეშლილთა სახლში

სულო ბოროტო, სიახლოვეს ვეღარ მომიტან,
შენმა სიგესლემ-ულმობელმა
ვერ იხოლეროს!
ყოველი ღამე ჩემთვის არის მთვარის სონატა
და დღე ყოველი მთელი გრძნობით უკრავს
ბოლეროს.
ჰოი, ავსულო, ჩემი გზიდან გადაიწიე!
ზეცა გაიხსნა, წინათგრძნობა გამიმახვილდა,
მე ჩემს ცხოვრებას და სიცოცხლეს
არამიწიერს,
გიჟის ხელებით გავიტაცებ
ტანჯვის სახლიდან.
 
nukriaДата: შაბ, 04.08.2012, 22:27 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ალუდა ქეთელაურისადმი

ძმას ძმისთვის მტრობა სწყურია,
შენ მტერს დაუკალ კურატი...
ნამუსის ქუდი სხვას ჰქონდეს,
მე შენსას დავიხურავდი!
 
nukriaДата: შაბ, 04.08.2012, 22:28 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გიჟის ცრემლებით

პოეტისათვის სიყვარული სად არის მითხარ,
უსიხარულოდ როცა კვდები და ითიშები?
შეშლილთა სახლის შესასვლელთან
გავჩერდი დიდხანს,
რომ დამენახა მეგობრები, ძველი გიჟები.
გააორკესტრა ბედმა უკვე ჩემი წამება,
გისოსებიდან იხედება ხმელი ჭადარი...
შეშლილ დღეების მწუხარებას ეწამწამება
გული მოკლული, ნატანჯი და ნაავადარი...
ვიდექი დიდხანს, ჩემში ვიღაც შოპენს
უკრავდა,
(გრძნობა თუ შეგრჩა, კაცი ამ დროს
მოიცელები)...
ტკივილს მოწოლილს ვერ გაუძლო,
ვერ გაუმკლავდა
და ის ატირდა ვეტერანი გიჟის ცრემლებით.
პოეტისათვის სიყვარული სად არის მითხარ,
უსიხარულოდ როცა კვდები და ითიშები?
შეშლილთა სახლის შესასვლელთან
გავჩერდი დიდხანს,
რომ დამენახა მეგობრები, ძველი გიჟები.
 
nukriaДата: შაბ, 04.08.2012, 22:29 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მაშ ეგრე?

...`მცხეთა ასე ამიგია~...
თუმცა გამწარებს რაც შევქმენ,
მაინც წუნს ადებ სიკოჭლის...
არ გინდა ჩემი მარჯვენა,
აბა, მაშ მითხარ, ვის მოსჭრი?
რომ მწყევლი, სულო ბოროტო,
ვერ მავნეს შენმა ქინქლებმა,
მკლავს მაინც მოგაჭრევინებ,
კისერზეც მომწვდე იქნება.
მაშ ეგრე, ღირსად არა მთვლი,
მარჯვენას არ მჭრი, კრეტინო?
კაცი არ ვიყო, თავიც თუ
ძირში არ მოგაკვეთინო!
 
nukriaДата: შაბ, 04.08.2012, 22:30 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მთაწმინდის თოვლი

თოვლი მოდის... თოვლი მოდის, ოფელია
თოვლში თეთრად იძირება ქალაქი,
შენც სითეთრე, რა სითეთრე მოგფენია,
მიატოვე ცივი ძვალთშესალაგი.
თოვლი მოდის...
ახლა უკვე სულერთია –
საიქიო სააქაო რაც გინდა,
დღეს თბილისი ამ სამყაროს სულეთია
და სულების ტაძარია მთაწმინდა.
შენც ამ თოვლში თეთრ შროშანას
ჰგავხარ, ოდენ,
თვალისათვის თუმც არა ხარ საჩინო,
ამ თოვაში, ოფელია, გიხაროდენ,
ხორცით ყოფნა არც ყოფილა საჭირო.
თოვლი მოდის, ყური უგდე, ოფელია,
მთაწმინდაზე სულთათანას გალობას,
თბილისს თეთრად უფლის კვართი მოჰფენია,
დაივიწყე ბედის უმოწყალობა.
ზეცის ნედლი ფირუზები მეფინება,
სადაც გაჰქრა ბედი ნატალახარი,
თოვლი მოდის იებად და ზეფირებად,
სულთმოფენა არის ახალთახალი.
ჩემი სული სიყვარულით შეშლილია,
ჩემი სული ახლა ამ თოვლს ედრება,
სიმარტოვის უკვე აღარ მეშინია –
შეისმინა ზეცამ ჩემი ვედრება.
შენც ამ თოვლში თეთრ შროშანას
ჰგავხარ, ოდენ,
თვალისათვის თუმც არა ხარ საჩინო,
ამ თოვაში, ოფელია, გიხაროდენ,
ხორცით ყოფნა არც ყოფილა საჭირო.
 
nukriaДата: შაბ, 04.08.2012, 22:30 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პოეტის ცრემლი

თქვენ იმას ხედავთ, გულქვა კაცებო,
რაც დღეს არის და ხვალ არ იქნება,
რასაც თქვენ ხედავთ, ის არ არსებობს,
არსებულს ცრემლით უნდა მიგნება...
თქვენ რაც არ იცით, იცის ბალახმა
და მაინც ბალახს თელავთ ფეხებით,
აზრი აქვს მხოლოდ იმის დანახვას,
რასაც ცრემლიან თვალით ვეხებით.
თვალში ნაცარიც რომ შემაყარონ,
გრძნობა შემრჩება თავისუფალი,
პოეტის ცრემლში ვხედავ სამყაროს,
ცრემლის წვეთშია თვითონ უფალი
 
nukriaДата: შაბ, 04.08.2012, 22:31 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როგორც მადლობას

ჩემი სიცოცხლე არის ხანძარი,
შემოქმედების ცეცხლით ხარება.
სულო ბოროტო, ვერ გადამძალეს,
წყეულო, გიჭირს ახარხარება.
მტანჯავ და მტანჯავ, მაინც ვერ სცხრები,
რადგან აპრილი ჩემთვის აპრილობს,
ეს სიმღერები, როგორც მერცხლები,
გულიდან მინდა ამოვაფრინო.
მიმატებ დღეთა უსინათლობას,
შხამი იღვრება შენი პირიდან,
მაგრამ სიცოცხლეს, როგორც მადლობას,
სიმღერით მაინც ღმერთთან მივიტან.
 
nukriaДата: შაბ, 04.08.2012, 22:31 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფოთოლცვენა

ჩაყვითლებულმა გული ჩამწვეს
ჩალის ღერებმა,
`არ მოწიოს~ და `არ დალიოს~
წუწუნებს ცოლი,
ფოთოლცვენაა, ხედავ, ქალო, არ მემღერება,
შემოდგომასაც გაზაფხულის
სასწორზე სწონი,
ფოთოლცვენაა, სევდა უკვე ძვალში გავიდა,
ყელში ბურთი მაქვს გაჩხერილი მახრჩობს,
ღრიჭინობს,
ღვინო კი არა, ჩამომისხი საწამლავიდან,
თავი როგორმე საწამლავით გადავირჩინო.
 
nukriaДата: შაბ, 04.08.2012, 22:32 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხარების ნათელი

ხარების ნათელი სანთლებად აუვლის
ამ ვარდებს, ამ აპრილს, ამ სივრცეს, ამ სიოს,
დიდება ღვთისა და ჯვარცმული მამულის,
აქსიოს, აქსიოს, აქსიოს, აქსიოს,
რომ ცოდვის სოფელი ცას მიესაუბროს,
ცოდვილთა მაგიერ რომ სისხლი აქციოს,
სამწმინდა არსების, სამწმინდა საუფლოს
დიდება, დიდება, აქსიოს, აქსიოს,
რომ სხივად შეენთოს იბერთა საცხოვარს,
იქ ბანას, იქ ტაოს, აქ ჯვარს და აქ სიონს,
დიდება მხსნელსა და წამებულ მაცხოვარს,
აქსიოს, აქსიოს, აქსიოს, აქსიოს,
ვით ვარდის ფურცლობა, ვით ოქრო ცურვილი,
სიკვდილით სიკვდილი სიცოცხლედ აქციოს,
დიდება ღვთისა და სიმართლის წყურვილის,
აქსიოს, აქსიოს, აქსიოს, აქსიოს
 
nukriaДата: შაბ, 04.08.2012, 22:33 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მისი უწმინდესობის, მამისა ჩვენისა ილიასადმი

უძღები ერის მამა შენა ხარ,
მამა კოლხთა და მამა იბერთი...
შენს გამძლეობას დრო ვერ შელახავს,
თუმცა კი თეთრად ჩამოგვიბერდი.
ქვიშა დარჩება, წყალნი მიდიან,
უფალმა იცის, ვის რა ადარდებს...
შენ საქართველო გულში გინთია,
ნიკოფსიიდან დარუბანდამდე.
დრო დადგა მტერს და დუშმანს მიეზღოს,
მხრებით ხომ ზიდე უგნურთა ტვირთი.
გახსოვს, შობა დღეს, როგორც იესო
ჩემთა ცოდვათა გამოც ატირდი.
შენს გულს და გრძნობას დრო ვერ შელახავს,
ერის მამობა ძნელზე ძნელია.
საქართველოსთვის მოსე შენა ხარ,
საქართველოსთვის შენ ხარ ელია!
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » მამა გიორგი(ოდიშვილი)
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость