ლაშა გახარია - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ლაშა გახარია
ლაშა გახარია
nukriaДата: სამ, 20.11.2012, 14:44 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხომ არ გინახავთ?..

წუხელ დავწერე ლექსი, პატარა,
ბუწუწა, როგორც ბაბუაწვერა;
ისე დაცალა გული – მათარა...
ნეტავი, სულაც არ დამეწერა.

რითმები წყალში გადამიყარა,
იჩარირამა ქუჩის ჩინართან...
არც შემიძულა, არც შემიყვარა
და მერე... ჩუმად გაუჩინარდა.

საით წავიდა, სად წაპანტალდა,
ვის ჩაებარტყა ბუდე–უბეში...
ხომ არ გინახავთ ლექსი – ტანტალა –
სულის ცრემლი და გულის ნუგეში?..
 
nukriaДата: სამ, 20.11.2012, 14:45 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სალაღობო


.
მთვარე აჩაღებს კელაპტარს –
სიყვარულს უდგა მაზანდა;
ჟინ მიტანს: მაგ შენ კენარტანს
მოვერტყა უსურვაზადა!

ყელამდე ამოგეხვიო,
სული გიბერო – ნიავი;
დაუხელაო ხეხილო,
უბე გიმხილო რთვლიანი.

თუნდა, ქვეყანამ მიშუროს,
თუნდა, მომყეფდნენ მწევრები...
ბაგეზე გადმოვიჟურო
შენი ნაბულა მტევნები!

მუხლიდან ყარყარ ყელამდე
ღილად აგასხა ფოთლები;
ყამარქალივით ღელავდე,
კავებ გიშალო შფოთები;

ვერვინ გვიშალოს წაწლობა,
ვერც ლიქნით, ვერცა – ომითა;
დაიწვას შენი ქალობა,
როგორც რო დამწვი ნდომითა!..
 
nukriaДата: სამ, 20.11.2012, 14:45 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიქელანჯელოს შემოახმა ჯვალო... რაფაზე
სიამის კატა ურცხვი კუდით ხატავს პაპ პინოსს.
სიქსტის მადონამ აიტატა ყრმა და რაფაელს
დონ კორლეონე კოლტის ლულით უწვდის პაპიროსს..
 
nukriaДата: სამ, 20.11.2012, 14:46 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მთვარე - შინაბერა,
მკლავებს ასავსავებს:
- აქ სტუმრებმა ღამე
როგორ გაათიონ?..

ქარი ვენახივით
არის გასასხლავი,
ბატონო გალაკტიონ!
 
nukriaДата: სამ, 20.11.2012, 14:46 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რუმე სერიშ ლანდღვერ თოლცჷ
თუთაქ სინთე ქალაჭვალჷ;
ჭველეფ ნირსი გეგნიცხონესჷ
მურიცხეფი იჭვარჭვალჷ,

ჭილამ ნეძიქ გამკოლჷ დო
ჸურუმ ქუას გიკაჭალჷ
აურე ხობწყარ მოშინთანცჷ
ევრე მაფერ მიკვაჭალჷ;

სოფელც კამაცალო ლურცჷ,
ელვოჯინექ აკან ცასჷ,
წიწინაფილ ჩაფლა ლუღის,
ბერწულ ათაკარკაცანსჷ.

თუთარჩელა მუნმოქუნცუ,
თოლ მეთხოზჷ ნაკვაცასჷ;
დია,მურე ათე ორთა-
ირფელც მუჭო დაკვაწანსჷ?!

ლანჯეფი დო თხომუეფი,
ოჯალეშით გონაბადე,
მალას მაჭარ გობორდიშანც-
ბრელ ბორულიშ მორაგადე

გედ შქჷრენი,თე ტაბაკი
ჯგირ დო სქვამით მორაბადე;
გაკოკურცხით ჯიმალეფი,
დომხვამითჲ ოდაბადე!
 
nukriaДата: სამ, 20.11.2012, 14:47 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თოვლის ლიბრეტო
ოთარ ჭილაძეს

ზღვას ათოვდა და კაფეშიც თოვდა
და ღვინოც თოვლი იყო – გემოთი
და ხელი, თითქოს ხელთათმანს მთხოვდა –
სველი, რომელსაც ასე ველოდი.

მოშრიალებდა შოპენის თოვლიც –
კლავიშებიდან – შორი ლირიკით...
და როგორც ეჭვით დაღლილი ცოლი –
აუზთან ქოლგით იდგა ტირიფი.

უქათქათებდა ფლანელის პლისე
ქვაფენილს და ბრმად ცეკვავდა თოვლი
და ბრამსის ბისზე: ისევ და ისევ
"უკრავდა ბავშვი სტუმრების თხოვნით"...

წრუპავდნენ მარტინს და პინტ–პორტვაინს
და ტორტმანებდა პორტის პორტალი;
თოვლის სიგარეტს სწევდა პორტიე,
თოვლს ატარებდა ტანტრე მომტანიც.

N–ი კვლავ წყენის ეძებდა მიზეზს
და "უმნიშვნელო ყოყმანის მერე"...
აგიზგიზებულ თოვლის ნარგიზებს
გულზე აღვრიდა ამღვრეულ ხერესს.

ცოლი კი: მართლა იდგა აუზთან –
ტირიფის ქოლგით და თოვლის თავშლით;
ეშურებოდა ტაშის პაუზას
და მოცარტ ცრემლებს ყლაპავდა ბავშვი...

თოვდა და თოვლის ქალს გაეტირა:
ფრანტი, გიტარა და სიგარეტი...
და თოვლ–კარეტით – კარტის ჰეტერას
მიაქროლებდა თოვლის ვალეტი!..
 
nukriaДата: სამ, 20.11.2012, 14:47 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვედრება

უბედო რომ ვარ... ესეც ბედია! –
დამადლებულზე რაღაცით მეტი.
ავჩერებივარ ცას – ავბედიანს,
რომ მიწყალობოს სინათლე – წვეთი.
ბედის ვარკსვლავი კუფხალმკუხეა,
ისე მქისე და ისე ისრიმი...
ისეთი თალხი სითავთუხეა...
ძლივს მიკავია სული ნისლივით.
ის ფრთები მაინც სად წაშრიალდა,
ქარიატად რომ გაჰქონდა ქარი!
შემოიმშრალა ცამ არშია და
კვლავ დამქირქილებს ბრმა ქონდაქარი;
კვლავ აკვარანცხდა მოცხარ სტრიქონზე
რითმა – ეშმაკის ხელით ნაკროლი,
ჩა–მო–მა–შვე–ლე, უფალო დროზე,
მთვარე – პოეტის მაშველი რგოლი.
 
nukriaДата: სამ, 20.11.2012, 14:47 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მეც მყვარებია გოგო,
მაგრამ ეს იყო წინათ.
ეხლა ისე ვარ,როგორც,
გადაღებული წვიმა...
 
nukriaДата: სამ, 20.11.2012, 14:48 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვაი, რა ცუდი ყოფილა,
ქართველთან ცოლზე ცილობა...
თავქვეშ ტყაპუჭი მიგდია,
ცხენიანა მჭირს ჭრილობა!
რა მწუხთში ამოწობილა
უცხო მიწა-წყლის შვილობა.
ყარყუმის ბეწვის მაგიერ -
ჭინჭნარში წოლა ტიალად;
უნდომლად ჩამორთმეული
ალალ მოწვდილი ფიალა...
მაგრამ... თუ ქალმა გაცდუნა,
მაგრამ... თუ გულმა იალა,
სისხლმა იყივლა, აგჩინჩხლა
თივისებრ აგაბრიალა!...
ხორცი - ხოხბისა კი არა,
პური - თავთუხის კი არა,
ღვინო - მუხრანის კი არა...
უმალ ბეწვი თმა მოგარჩენს,
ურჩომიმც გჭირდეს იარა.
ვაი, რა შარი ყოფილა,
ცაი, რა ზარი ყოფილა,
რა ბინდისკარი ყოფილა -
ქართველოს ცოლზე ცილობა...
ქვიშას ვჭამ მუხრანისასა
ათასგანა მჭირს ჭრილობა!
 
nukriaДата: სამ, 20.11.2012, 14:48 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენს კაბას წითელა თუ სჭირს ბატონები,
ანდა - ყაყაჩოთა სახადი? . .
ცოტაც ვიცეკვოთ და დაგეპატრონები
ვიდრე სუნს იკრავდეს სხვა ხვადი.

ამ კაბას მეწამულს და ასე შრიალას -
ნიავი მოირგებს ქილიკით:
შეხედე: მთვარიდან იელმა იალა!..
წყარომდე მოკლდება ბილიკი...

შესცოდე... და ხვადი სახადი დაცადე,
ჩვილ ბაგეს აგემე ამურის მარილი;
ნიავიც ამაღამ აიხდენს საწადელს,
გაღმა დაქარდება, ქალივით.

ცოტაც და...იწინთებს ქალწული ყაყაჩო...
გახლეჩილ ბროწეულს აუვლის ტკივილი,
და ვიდრე...და ვიდრე... იყუჩე,
მკლავებში მარწიე ტივივით!..

ცხელ ნდომით ამეკარ, ვით თონეს - ლავაში
სატევარს ქარქაში უტიე ვადამდე!..
ხვალ ისევ ჩავპურდეთ ამ ჭვავის ყანაში
და ხვალაც წითელა გადამდე...

მთვარე ყაბულსაა თაფლობის შვიდ დღეზე,
ნიავმაც მოგართვა კაბა და...
წითელბატონები წყრებიან შინდებზე:
წადითო, გეყოთო ლამბადა!...
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ლაშა გახარია
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость