გალაკტიონ ტაბიძე - Page 10 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » გალაკტიონ ტაბიძე » გალაკტიონ ტაბიძე (გალაკტიონი)
გალაკტიონ ტაბიძე
nukriaДата: ორ, 16.05.2016, 22:53 | Сообщение # 91
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქალაქს ეჩვევა წვიმები ხშირი...
და უამრავი შავი ქოლგები...
,,ცრემლი ამ მომდის, მე მაინც ვტირი"
შენ მაკვირდები ნიშნის მოგებით...

და გეშინია წალეკოს წვიმამ,
იასამნების პირველი რიგი...
ან მიგატოვოს ბოლომდე იმან,
ვისშიც აქამდე ცხოვრობდი შიგნით...

ქალაქს ეჩვევა დაცლილი გზები,
დაგვიანებით შეხვედრა ყველა...
მიახლოვდები ნიშნისმოგებით,
მე კი წვიმაში ვდგავარ და ვღელავ..

/პეტრე კოლხი/
 
nukriaДата: ორ, 16.05.2016, 22:54 | Сообщение # 92
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჰე, მამულო!

ჰე, მამულო! გრძნობა შენი მოვლისა
მარადყველა ჩვენთაგანის ვალია.
სანამ გმირმა შენთვის სული დალია,
სთქვა: სამშობლო, უპირველეს ყოვლისა!

არმოშიშარს ქარისა და თოვლისა,
ყოველ ჩვენგანს ურყევ მოზნად ექნება
მხოლოდ შენთვის თავდადების შეგნება:
მამულს გული, უპირველეს ყოვლისა!

მზეჩაჰქრება ყველა სისხლისმწოვლისა,
მზე ამოვა ყველა დაჩაგრულისა,
წამლად იქნას ყოველ დაჭრილ გულისა:
გამარჯვება, უპირველეს ყოვლისა!

დე, ბრწყინავდეს დროშად თვითეულისა
საქართველოს მკერდი ორდენოსანი,
მისი მიწა, მისი მზე სხივოსანი,
ის გვიყვარდეს, უპირველეს ყოვლისა!
 
nukriaДата: ორ, 16.05.2016, 23:08 | Сообщение # 93
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჰიტლერის გულში უდავო
რღვევის და გახრწნის ტბორია,
რად უნდა, აბა რად უნდა
სხვა ერთა ტერიტორია?

რად ენატრება მსოფლიო
ფალავნის მძლეთა-მძლეობა,
ოდეს სულშეხუთულია
თვით მისი მოსახლეობა.

სად ეძებ ნავთს და ქვანახშირს,
რად გინდა რკინის მადანი,
რომ იმ მაღარომ დაგმარხოს
სიმძიმე ვერასატანი?

რად გინდა თუჯის, ფოლადის,
ოქროს და ვერცხლის ბუდობი,
გამოგლეჯილი სხვათაგან
დაუნდობლობა-მრუდობით?

კიდევ და კიდევ რამდენი
მომზადებაში ეფლობა
სიუხვე კაუჩუკისა
და გემთა ამშენებლობა?

ან შვრიის, ჭვავის, ხორბალის,
ველები ოქრო-სიმინდთა,
რად გინდა ბამბის ფართობი,
ქერი, კანაფი რად გინდა?

რად გინდა, რისთვის გაშენდა
ველთ-საძოვარი ხშირისა,
რქიანთა, ცხენთა და ცხვართა
ველები იორქშირისა?

ხლართები რკინიგზებისა
და გემთა მძიმე ტონაჟი,
ფრანკების, მარკის, ლირების
და დოლარების კონაში.

ჰაეროპლანი, ტანკები,
ავტომობილი ამდენი,
მრავალი ვალის და ვახშის
გზით მშრომელების გამდენი.

რად გინდა აელვარება
ქვათა ძვირფასთა ფერების?
არ არის, შენთვის არ არის
აქ წვეთი ბედნიერების!

ჰმ! ვინ სთქვა, თითქოს მსოფლიოს
დაპყრობას დიდი დრო უნდა,
ელვისებური სისწრაფით
გაბატონება მოუნდა...

აგერ მოადგა ჩვენს საზღვარს...
რა მადა, რა სიხარბეა.
- შესდექ! ჰა, კიდეც დაიძრა
ჩვენი წითელი არმია!
 
nukriaДата: სამ, 17.05.2016, 14:32 | Сообщение # 94
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აბა კარგად დაფიქრდი,
როგორ არ გელხინება;
დღეს არავინ ერთ ადგილს
არ დგას, არ იყინება.

წინსვლის იმნაირია
სასიცოცხლო ანთება,
გუშინდელ დღეს სიზმრადაც
რომ არ მოელანდება.

იმ მერმისში მტკვრის პირად
წახვალ, შენ იქ გიცდიან -
იტყვი, რაც გიფიქრია,
იმღერ, რაც განგიცდია...
 
nukriaДата: სამ, 17.05.2016, 14:35 | Сообщение # 95
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მტერი მტარვალთა
წესწყობილების,
„ინტერნაციონალი“-ს
დიდი ავტორი -
ეჟენ პოტიე
ებრძოდა რა ბნელს,
მან ერთ თავის ლექსს
დაარქვა „მძორი“:
„აი, აქ გდია დამპალი ლეში,
ბუდე ყოველგვარ საშინელ შმორის,
მატლები ფუსფუსს იწყებენ მტლეში
კანონით კუთვნილ ნაწლავებს შორის.
დამფასებელი გემრიელ მძორის.
ყოველი მატლი ჩავარდა დღეში!
ავსწი ფიწალით და ვუშვი ღრეში,
ზიზღმა - რა აკლდა, არ გამაგორა.
მაშინ ამ ნეხვში, ასვრილში თიხით,
მატლმა კვამლივით იწია რიხით,
და აზრიალდა ერთხმად: ჰა-მეთქი!
პატივი ეცით საკუთრებას, წესს...
თუ ამა ქვეყნის გსურთ ააფეთქოთ
მყარნი ფუძენი? აბა რაა ეს“?
მთელი მსოფლიო
იმეორებს დღეს:
აბა რაა ეს?
აბა რას გავს ეს?
მაგრამ ავტორი
„ინტერნაციონალი“-ს
გრძნობდა, რომ წავა
ასე რეფლექსი.
შრომის მავალი
თავისუფლება
წინასწარ იგრძნო;
აი, ეს ლექსი:
„კოლოსი ხალხთ წინ წადგა რისხვითა,
დიდკაცებს, მოგვებს ეცვალათ ფერი.
ყველას აწვალებს საკითხი: მტერი!
ყველა კანკალებს: ო, აიწყვიტა!
შრომამ თავის გზა გადაიწყვიტა,
ყველაფერს, იგი, ფოლადათ მცქერი
ასწონ-დასწონის. არ გაიცვითა,
ყოფილა მონა, ახლა ძლიერი!
ის ამბობს: კმარა, თუ ედემია
მთელი მსოფლიო, იგი ჩემია!
ჩემი სასმისით სხვას მოლხენია.
მრისხანე ლანდო! გვწვავს შენი თვალი,
გაანაწილო, გსურს, კაპიტალი?
- „რა გავყო? არა! ეს სულ ჩვენია!“
და იმეორებს
კლასის გენია:
- გავანაწილოთ?
არა, ჩვენია!
 
nukriaДата: სამ, 17.05.2016, 15:56 | Сообщение # 96
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხომ მატყობ, ტკივილი კვალში დამდევს,
ჩემს წყენას ნურავის აპატიებ,
მე შევაკოწიწე ნამცეც-ნამცეც
სათქმელი და ვერ კი გაგარკვიე...
თურმე რად მიღირხარ (არ ვიცოდი),
შენ იქნებ არ გკმარა სიცილადაც,
გული ვის ასტკივდა ჩემი ცოდვით,
ნუგეშად შენი ძმობა მიწილადა...
ხელიდან იმედი ამალოკე,
ცრემლი შემიშრე და დამამშვიდე,
ვეღარ მოისვენო საღამომდე
და შემეხმიანე ერთხელ კიდევ...
შემეხმიანე და მომეხმარე,
რომ არ შემებრალოს თავი ჩემი,
სალ კლდესავით თუ არ მომეფარე,
ბოლო-ბოლო სადმე წავიქცევი...
ო, მერე ძნელია წამოდგომა,
შემეშველე, როცა სულში ბარდნის,
ვინ გამოიმეტა შენი ძმობა,
ნეტავ, ვინ მოისხა ჩემი მადლი?!
 
nukriaДата: ხუთ, 02.06.2016, 16:13 | Сообщение # 97
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პარიზის კომუნა

- აჰა, მოედო ხალხი ქუჩებს და ყველა მღერის!
პირველად მღერის გამარჯვება და პოეზია!
ეჟენ პოტიე

ამგვარად სავსე
დღის საწყაული
რომ ის აღავსოს
ახალ ნათებით -
არასდროს მსგავსი
დღესასწაული -
პარიზს არ ახსოვს
ბარიკადების!
ოქროს და ფარჩებს
აქ რომ მონებდნენ,
მწყობრად ჩამჯდარი
ეწყო ვაზნები,
მსგავს გამარჯვებებს
ვერ იგონებდნენ
მონმარტრზე მდგარი
თოფ-ზარბაზნები.
ფერს იალებდნენ,
გზას ასრულებდნენ,
თუ ტრიალებდნენ
დროშები ქარზე -
არ შრიალებდნენ,
არ ჩურჩულებდნენ,
არ ფრიალებდნენ
არასდროს ასე!
იქცა სინაზეთ
ფერად ღრუბლებით,
თითქოს ბროლია
და არა სძინავს -
არასდროს ასეთ
თავისუფლებით
არ უქროლია
პარიზის ნიავს.
არასდროს სიტყვა
ამგვარი სახის
არ განიცდიდა
ისეთ სიმართლეს -
როგორც ეს იყო
ხალხთ იარაღის
თავდაცვისა და
გამარჯვების დღეს!
უნახავს ვრცელი
საუკუნის მზე,
და ბევრი შორი
გზა გადულახავს -
ასე ნათელი
და მზიანი დღე
პარიზს მეორე
ჯერ არ უნახავს!
თითქო ღილებით
ირთვის პარიზი,
რა ხმოვანებით,
რა უზრუნველით!
და ყვავილები
უნარნარესი
აღფრთოვანების
ფშვენენ სურნელით.
მოდის ურიდი
სიახლის გრძნობა,
ახალი ქროლა
ახალი ქარის,
ასეთი დიდი
სიცოცხლით თრობა,
ასეთი თრთოლა
არ ახსოვს პარიზს.
კომუნა მოდის
იხსნას მამული,
აელვებული
ეძახის გუშაგს.
აი, ოქროთი
და მეწამულით
გადანთებული
ელავს რატუშა.
წირვათა წესი -
ბაირაღებში
ასცილდა ზემოს,
მონახა ზეცა.
და უდიდესი
ტაძრის თაღებში
ეხლა ზეიმობს
მარსელიეზა.
ახალ ზარებით
ევსება უბე,
სხივთ ათეთრებით
წიაღი ბრწყინავს.
კომუნარების
სავსეა კლუბი
და ორკესტრები
ქუჩაში გრგვინავს.
იღვრება შუქად,
შუქთა მარულად,
მუსიკის ხმაზე
თრთის ალიონი.
რაღაც მსუბუქად
და მხიარულად
მიდის ლამაზი
ბატალიონი.
და მუნდირები
ფედერატების
განაალები
მოჰგავენ ზეიმს,
რა მშვენიერად
მორთულან ქალნი,
მათი თვალები
აფრქვევენ მზეებს!
გაჰქრა ღრუბელი
და ტვირთი ჯვარის
სხვაგვარი ზრუნვა
მხარეზე ბრუნავს:
თავისუფალი
შრომა ჰფლობს პარიზს...
გვინდა კომუნა...
ვაშა კომუნას!
თუ მაინც ბედი
იცვალა ბნელით,
და გრძნობა მშვენი
მიეცა დროს შავს -
ჩვენ სისხლის წვეთით
უკანასკნელით
დავიცავთ ჩვენი
კომუნის დროშას.
აჰა, განგაში!
მიფრიალებენ
და მიღელავენ
ისევ დროშები,
მებრძოლნი მაშინ
ხმალს აელვებენ.
ელვა იელვებს
დროგამოშვებით.
წინ, მოწინავე
პოზიციისკენ!
ფორტები. თხრილი.
ათასეული.
თვალნი ბრწყინავენ
ელვარე მზისგან.
აგერ აჩრდილი
მოსჩანს გრძნეული.
ესმის არეებს
რა ხმა გუგუნებს,
რა ზეციური,
რა მიწიერი...
ტიერს ფრანგ ტყვეებს
რისთვის უბრუნებს
რკინის კანცლერი,
ბნელი კანცლერი.
რა სიხარბეა,
რა მოწყურება,
რა ნდომის ალი,
რა ასპარეზი -
რათა დარბევა -
განადგურებას -
თავისუფალი
მისცეს პარიზი.
კლდეს გაარღვევენ!
სად ბრძოლის მდომთა
და შემტეველთა
გულის სივრცეა.
ქალთა ძარღვებში
ჩქეფს სისხლი ლომთა,
როს მებრძოლებთან
ერთად იბრძვიან.
მოიღებს გრიალს
კედლების ნგრევა,
განუწყვეტელი
ქუხილით მჟღერი.
ისე ვით ფიალს
აღავსებს ელვა,
სწყდება კედელი
და რჩება მტვერი -
მტვერი, ვით ნისლი
ავის დროსანი.
სულ სხვა კედელი
სხვანაირ ტალღის,
იღვრება სისხლი
პატიოსანი
და გულკეთილი
მშრომელი ხალხის.
როგორც ძმა ძმასთან
მებრძოლნი იყვნენ
მხნე, და გამგონე...
ბრძოლა ძნელია...
აჰა, თანდათან
დაჰკარგეს სიმხნე,
დასუსტდნენ, ღონე
გამოელიათ.
ვერსალის მტვერი
მიადგა პარიზს,
მიადგა რისხვით
და დაქადებით.
და ყველაფერი
გათავდა მაშინ,
დაეცენ მაშინ
ბარიკადები...
განაჩენები
და დახვრეტები
და სასიკვდილოდ
განწირულთ რიგი.
გზებს ამშვენებენ
მთები ცხედრების,
გადასარჩენი
არ სჩანს ბილიკი.
სისხლიან კვირის
უსიტყვო ფერფლი,
წამი, საათი -
ყოფნის მიმტაცი.
მაისის კვირის
უენო მსხვერპლი
ის... ოცდაათი
ათასი კაცი.
რა ნიაღვარად
გამოიხატა
იმისი ზეცა,
იმისი ბრუნვა.
ასე, ამგვარად
დაიბადა და
ასე დაეცა
იგი კომუნა.
იგი, დიადი
წინამორბედი
ხალხთა მომავალ
ბედნიერების,
მომავლის მნათი,
მომავლის ბედი
კომუნა - შრომა,
კომუნა - შვების.
იგი აანთო
დროშების ალმა,
მისი ნათელი
ხალხებს ჰფენია,
აღფრთოვანებით
მას მიესალმა
დაუცხრომელი
მარქსის გენია.
მან გზა უჩვენა
პროლეტარიატს
საიმედო და
აუცდენელი,
დიდება ჩვენი
დიადი დროის
მედგრად ვიდოდა
ამ გზით ლენინი.
 
nukriaДата: პარ, 03.06.2016, 01:15 | Сообщение # 98
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გუშინ რა ცეცხლი სწვავდა ქუთაისს!
დღეს რომ ტფილისსაც სწვდეს იგივ ალი,
ჩვენი გული გრძნობს ცეცხლიან მაისს
და ცრემლებს მაინც არ დაღვრის თვალი.
გუშინ რომ ღარიბ მოსახლეობას
გაუნადგურდა კერა და ნიში,
დღეს რომ იგივე დაატყდეს ტფილისს
ჩვენს გულში მაინც არ შევა შიში!
ჩვენ მივაშურებთ ღარიბ სადგურებს
გულში არ იქნას ღელვა და კრთომა.
რასაც დღეს ცეცხლი გაანადგურებს,
ხვალ გულდაგული აღადგენს შრომა.
გუშინწინ რაღაც სხვაზე დავიწყეთ
ეხლა კი მასის გრგვინვა გაისმა:
კერძო დარდები, სიგულმავიწყე
გადაგვავიწყოს ათმა მაისმა!..
გვესმის შენი ხმა და გაფიქრება
ო, გადამწვარო სახლო და შროშა,
რა თანაგრძნობით შენს წინ იხრება
დღეს პოეზიის მაღალი დროშა.
ჩვენ მივაშურებთ დამწვარ სადგურებს,
გულს არ ჩაიდო შიში და კრთომა,
რასაც დღეს ცეცხლი გაანადგურებს,
ხვალ გულდაგული აღადგენს შრომა.
 
nukriaДата: პარ, 03.06.2016, 01:17 | Сообщение # 99
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცეცხლი, მახვილი, სისხლი იყოს შენი სახელი,
დაინგრეს ძველი, სიხარული მოდის ახალი,
და ამბობს ყველას გასაგონად: მსოფლიო წყნარად!
შენი წარსული, სენი აწყო იქცა არარად.
და დახარხარებს შენს ნანგრევებს: ცეცხლი, მახვილი..
ცეცხლი, მახვილი, სისხლი იყოს შენი სახელი.
 
nukriaДата: პარ, 03.06.2016, 01:17 | Сообщение # 100
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იწვება სული ხილვის ტაროსზე,
როგორც პოეტის ნაზი თდეციმა,
აფრა აშვებულ გემის აროზე
მისი მკაცრი ხმა ცივად ეცემა.

უყვარს თოვლივით ქაფის თამაში,
მძიმე ოცნების ცაზე ატანა.
მელანქოლიის ამ აკლდამაში
ბედმა დიდება გამოატანა.

ვიცი: სამყარო მას მოსწყინდება.
დარჩება ხსოვნა ყოფნას, დიონისს,
და იშვიათად თუ მობრწყინდება
სხვა საუკუნე გალაკტიონის.

ანგელოსები მას შეაფარდებს
ქრისტეს, რომელიც ჯვარზე გაკრულა
და ცა კივილით დაუშვებს ფარდებს
ამ სააქაოს წყევად და კრულვად.

ჩამოისვენებს ბრძოლის დალევით
ქვეყნის სიშავე ნისლიან ფრთებზე.
ძეგლი ცისფერი და ნამთვრალევი
აიმართება მშობლიურ მთებზე!
 
Форум » ლიტერატურა » გალაკტიონ ტაბიძე » გალაკტიონ ტაბიძე (გალაკტიონი)
ძებნა:

მოგესალმები Гость