გალაკტიონ ტაბიძე - Page 7 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » გალაკტიონ ტაბიძე » გალაკტიონ ტაბიძე (გალაკტიონი)
გალაკტიონ ტაბიძე
nukriaДата: სამ, 24.06.2014, 16:12 | Сообщение # 61
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გამარჯობა, აფხაზეთო, შენი! -
ლურჯო მთებო, თეთრო სანატორია!მომენატრა მზე, სინათლის მფენი;
მომენატრა ზღვა, რომელიც ვრცელია.მომაგებე შენ იგივე პალმა,
სად ოდესმე მშვენიერმა ქალმაგადიწერა ჩუმად ლექსი ჩემი,
მომაგებე მშობლიური გემი,მომაგებე მშობლიური მიწა,
შენი ძველი მეგობარი მიცან..
 
nukriaДата: სამ, 24.06.2014, 16:17 | Сообщение # 62
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დომინოშევდივართ სასახლეში.
წმინდაო, დამიცევ! სუროში, საშიშრად მივარდნილ კედლებით
ეს სახლი მაგონებს დაწყევლილ სამარეს:
აქ მკვდრები დაქრიან ზღაპრული რაშებით და ბედის ეტლებით,
ჰაერი სიკვდილით დაფარეს…
განდეგილ ცხოვრებით დღეგრძელი მოხუცი
ცხოვრობდა აქ ერთ დროს,
ვინ იყო? სახელი არავინ იცოდა.
ათასგვარ წამლით და შელოცვით ეძებდა ბედნიერ სამკვიდროს
და მუდამ ფარული ღელვებით იწვოდა…
მის თვალწინ ქარივით დგებოდნენ ყოველღამ ფერმკრთალი ქალები.
სანთლების, წიგნების წყევლა და ვედრება!
ისინი ტიროდნენ, ისინი რეკავდნენ თვალების რკალებით.
რისხვა! ამხედრება!
აქ ხშირად ვხედავდი საყვარელ აჩრდილებს:უეცარი გახელა, საოცარი შენობა,
როგორ მოვანდომინო.
მესმის უცხო სახელი, მტანჯავს მე უშენობა,
იდუმალი დომინო!
არაფერი ეშველა: ნიღაბები წითელი,
ნიღაბები ათასი!
მაგრამ მე მომეჩვენა ჩემი ცა უწინდელი
უფრო უდიადესი.
ლანდად სჩანდა ხელები და გეძებდი თვალებით,
დაღალული თვალებით!
რეკდნენ ცისარტყელები ფერის ჩუმი ცვალებით
და მძაფრი გამალებით.წმინდაო, დამიცევ! სუროში საშიშრად მივრადნილ კედლებით
ეს სახლი მაგონებს დაწყევლილ სამარეს:
აქ მკვდრები დაქრიან ზღაპრული რაშებით და ბედის ეტლებით,
რომელთაც ჰაერი სიკვდილით დაფარეს.თეთრი კვამლი ზღაპრების,
ამართული კანკელი.
მესმის ამ გამძაფრების
წამწამების კანკალი.
ქალთა ხმაში ფარული
ყვავილები სუროთი,
თოვლის ფერ-უმარული -
გაფითრების სურათი!
და თვალების წყვდიადი
და სიცილის ფერება -
როგორც ყრუ ბაიათი -
ფიფქით დამემტერება.
ოჰ! ვიცი: სიცივიდან
ტერფამდე ვარ დიდება!
მასთან ალებს მივიტან,
ვეტყვი… არდარიდება!
ვიცი: ფრთასაც ვერ ახებს
იდუმალად ბეჯითი,
თითების გრძელ ზამბახებს
დაჩრდილული ბეჭედი.
ლანდივით მაქვს ნახული
ბეჭდის თვალში მოლები,
მოტეხილი ზაფხული
და ოხვრის პაროლები.წმინდაო, დამიცევ! სუროში საშიშრად მივარდნილ კედლებით
ეს სახლი მაგონებს დაწყევლილ სამარეს:
აქ მკვდრები დაქრიან ზღაპრული რაშებით და ბედის ეტლებით,
რომელთაც ჰაერი სიკვდილით დაფარეს.
დარბაზში ისმოდა:
დომინო!
დომინო!
გამოჩნდა დომინო.
 
nukriaДата: სამ, 24.06.2014, 16:18 | Сообщение # 63
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ერთხელ საღამოთიბათუმის მზე ჩასავალად ენთო,
მშვიდი ქარი ხმაურობდა ზღვაზე.
ცხოვრებისგან დაღალული „დენდი”
გემს უცდიდა და მიამბო ასე:
მახსოვს ქალი, ვერონიკა, ლაღი,
ორკესტრით და ხალხით ფეთქდა ბაღი,
ვერონიკას მოსწყენოდა შუბლი,
ვერონიკას შუბლზე აჩნდა ზრახვა;
ჩამოსულთა მარტოობის ღრუბლი,
არც შეხვედრა, არც ნაცნობის ნახვა.
მეგობრებში მე ყველაზე ადრე
ფიქრში მყოფ ქალს ახალგაზრდამ მკრთალი
სალამი და თაიგული ვკადრე
და ვიგრძენი მშვენიერი ქალი.
რა წრის იყო – იკითხავდა ვინა?
ვადარებდი ვერონეზეს ნახატს, -
სადმე ძვირფასს გადავკრავდი ღვინოს,
თუ ხელგაშლით ვთამაშობდით ქაღალდს.
შემდეგ მოხდა… პეტროგრადის ხანა:
ახლობელი აქ არავინ მყავდა,
მოწყენილი, მღვრიე ყავახანა
ჩემს უმიზნო მარტოობას ჰგავდა.
გამოვედი გზად ბურანში მყოფი,
ნევას ედგა შენისლების ბუნდი.
ერთ ქალს მხარზე გადაედო თოფი
და გარს ერტყა მეგობრების გუნდი.
ვერონიკა! ვერონიკა! დადგა.
აჰ, საით სად! იგი გასცდა ხიდეს,
რა თქმა უნდა, ვერ შემიცნო, რადგან
კლასი კლასის წინააღმდეგ მიდის.
მე კი ვიდექ წყალთან საღამომდე,
სადაც მღვრიე დამდგარიყო ღვარი,
„უცხო ქვეყნად მარტოობას გრძნობდე,
ნეტარება არის რაღაცგვარი”.
გავცქეროდი კაფეებს და კინოს,
მივყვებოდი მოგონებათ ნაკადს,
როცა ძვირფასს გადავკრავდი ღვინოს
და ხელგაშლით ვთამაშობდი ქაღალდს.
მეორე დღეს ისევ შემხვდა იგი
და მომესმა საუბარი მისი:
„საქართველო ეს ზღაპრული მზეა,
უკეთესის ბედისაა ღირსი.
ამ მხარეზე უფრო მეტი ვიცი,
იგი უფრო შეიქმნება მშვენი!
როცა ძალა და უფლება მტკიცე
დამყარდება იმ მხარეში ჩვენი.
ერთხელ გრძნობა მარტოობის მდევდა,
ასე მოხდა – კაცია თუ ბედი,
სალამი და ყვავილების კონა
არავისი მახსოვს, ერთის მეტი!
ის დღე, როგორც ახალგაზრდა მუხა,
საუცხოო, ფრიალოზე ნარგი,
ის დღე ჩემთვის ყველაფერი იყო,
ყოველ დღეზე უჩვეულოდ კარგი!”
„ვერონიკა” – მსურდა მეთქვა მაშინ,
მაგრამ გრძნობამ შემაჩერა რაღაც,
ჩვენ ხომ… ძვირფასს გადავკრავდით ღვინოს
და ხელგაშლით ვთამაშობდით ქაღალდს.
კლასი კლასის წინააღმდეგ! მკვეთრი
ხმით დაიძრა მესამე დღე რუხი,
რა თქმა უნდა, მე ვიყავი თეთრი,
როს თოფების ატყდა ჭახაჭუხი…
ვერონიკა მე ვიცანი გვიან,
რომ იჭექა და ამღვრეულ ბოლში
მკერდში, გულთან გამიარა ტყვიამ
და დავეცი, სისხლიანი, თოვლში.
„ვერონიკა!” – დავიძახე მაშინ
და გაფითრდა ქალის თვალთა ცქერა,
რაღაცასი გახსენება მსურდა
და, ვერასგზით… და ვერა და ვერა.
ან კი როგორ? სხვა სახელიც ერქვა
ვერონიკას, ხელთ თოფი რომ ეპყრა.
ქარხანაში უწოდებდნენ თურმე:
გაბედული კალუგელი ვერკა.
ან კი როგორ? რომანტიულ სახეს
და ლამაზ ხელს შრომა აჩნდა დაღად.
ჩვენ კი… ძვირფასს გადავკრავდით ღვინოს
და ხელგაშლით ვთამაშობდით ქაღალდს.
 
nukriaДата: სამ, 24.06.2014, 16:18 | Сообщение # 64
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
“სარკმელი საღამომ და ფარდამ დაბურა,
სანთელი მბჟუტავი მთლად გაუდაბურდა,
მას შემდეგ რაც შენი სახება ბინდბუნდზე,
სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა…”
 
nukriaДата: სამ, 24.06.2014, 16:19 | Сообщение # 65
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მგელი ბატკანს შეხვდა ნავსად,
შეკრთა, დაიბანდა…
ცად კი ერთი კასრის მსგავსად
მთვარის დისკო ჩანდა.
მგელმა ბატკანს ჰკითხა: – კასრის
მსგავსი რაა გარეთ?
ბატკანმა თქვა:- ჩემის აზრით,
ცაზე ბრწყინავს მთვარე…
მგელმა ბატკანს (რა გგონიათ?)
გაჰკრა კბილი ბასრი:
- როგორ ბედავ, იქონიო
საკუთარი აზრი?!
 
nukriaДата: სამ, 24.06.2014, 16:22 | Сообщение # 66
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წამყე ბეთანიისაკენ. იქ, სადღაცა, ახლომახლო,იყო ორბელიანებისდა ირაკლის სამოსახლო.გზაზე, სადაც ცაცხვებია და მუხნარი უმეტესი,არსად ქვეყნად არ მინახავსადგილები უკეთესი!ადგილები, ასე მშვენი ვარდისაგან, იისაგან…სანადირო ადგილები…წამყე ბეთანიისაკენ!მოდი, სადმე უდაბური ვპოვოთ კუთხე ქედმომაღლო,გადმოვხედოთ მაღლით თბილისს -მე აქ უნდა დავესახლო!წამყე ბეთანიისაკენ! იქ, სადღაცა, ახლომახლო,იყო ორბელიანებისდა ირაკლის სამოსახლო.
 
nukriaДата: სამ, 22.07.2014, 23:24 | Сообщение # 67
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე და ზამბახი ბნელ ღამის დროს წყნარი ძილი რომ ეწვევა თეთრ ზამბახებს, მათ ნარნარი მთის ნიავი უალერსებს, აცახცახებს. დასჩურჩულებს: სიზმრად ვნახე, თქვენი სახე მომხიბლავი, და მოფრენა განვიზრახე, გენაცვალოთ ჩემი თავი! მზეს ნუ ელით... დღე დიდია, სიზმარს უნდა ყურისგდება, ხანმოკლეა ეგ სიზმარი, გაკოცებს და გაფრინდება. გაფრინდება... მერე ცეცხლის მზე ამოვა, დღე მწვავდება და გგონია, თითქო იგი არასდროს არ გათავდება! მეც, მეც ასე მიჩურჩულებს იდუმალი ფიქრთა გროვა, დავივიწყო, ვინაც ჩემში გრძნობათ ცეცხლი ამოსწოვა, მაგრამ მაინც ჩემი სული, ვით ზამბახი მინდორ-ველის, მზის ამოსვლას უდარაჯებს და სიყვარულს ელის, ელის.
-- გალაკტიონ ტაბიძე
 
nukriaДата: ორ, 24.11.2014, 00:14 | Сообщение # 68
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წინ, მეეტლევ!
ეგ ცხენები გააქანე, გააქანე!
მსურს, რომ ერთხელ კიდევ ვნახო გაზაფხული მთები მწვანე,
მსურს, რომ დაფნით გადავხლართო მძიმე ფიქრთა ოკეანე!..
წამიყვანე!
მთები! როგორ შვენით მათზე გაზაფხულის ბუჩქ-ფოთოლი!
როგორ შვენის ველზე ნამი, გამჭირვალე, როგორც ბროლი!
ცა ისეა მოწმენდილი, ცა ისეა შეუმკრთალი,
რომ ანგელოზს დაინახავს მოდარაჯე კაცის თვალი.
კიპარისი ისე ღელავს, ისე ღელავს, ისე ღელავს,
ისე ტოკავს, ისე ტოკავს, როცა ქარი გადათელავს…
წყარო კლდეში მოჩუხჩუხე, წვეთანკარა, ვით ცის ვნება,
დაფნის ბუჩქთა მწვანე ჩარჩოს ეომება, ეხეთქება.
და ჩანჩქერი მთით ნასხლეტი, დაფლეთილი დილის სხივით,
ძირს ეშვება და იფრქვევა და გადადის რძის ქაფივით.
ვდგევარ მთაზე… და სიჩუმის იდუმალი მესმის ენა,
და მიტაცებს სწრაფი ფრთებით პოეტური აღმაფრენა.
ვხედავს სურებს, ვხედავ დაფნარს, ვხედავ მდუმარ ნასაკირალს,
ვხედავ სოფლებს სიცოცხლისას, განახლების თვალით მზირალს.
ჩუმად!
ვიღაც მღერის მთაზე… რა ძალაა ამ ტკბილ ხმაში!..
არსად ისე არ მღერიან, როგორც აქ, ამ ქვეყანაში,
არსად, არსად არ არსებობს ბრძოლის ჟინი, ბრძოლის ქარი,
არსად ისე არ გადმოხეთქს უმანკობის ნიაღვარი,
და არსად, მთელ ქვეყანაზე არ ჰკოცნიან ისე ვნებით,
ისე ცეცხლით, ისე ჟინით და იმგვარი გატაცებით,
ვერსად ისე ვერვინ გაგვხვევს გამოუცნობ ცეცხლის ტბაში,
როგორც ლერწამქალწულები - აქ, ამ წარმტაც ქვეყანაში!
და, მეეტლევ,
თუ მათ ალერსს
ვერ ვეღირსე, გეთაყვანე,
საალერსოდ ისევ მიწვევს გაზაფხულის მთები მწვანე…
მაშ, გარეკე ეგ ცხენები,
სადმე შორს, შორს წამიყვანე,
გამაქანე,
გამაქანე!
 
nukriaДата: სამ, 03.02.2015, 23:17 | Сообщение # 69
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სულს ბორკილები
რისთვის დაადე?
რად შემჭერ ფრთები,
კაეშნის ბადე?
სტირიან მთები..
მოსთქვამენ ფრთები..
გეძახი: ვკვდები...
გამომეცხადე!

დაიმსხვრა სული
ფრქვეული ცამდე,
გაჰქრა ფარული
ცის სიდიადე.
აღმეძრა წყლული,
სევდით მოკლული,
ატირდა გული:
გამომეცხადე!

ღუზალანდებათ ვნება
რად გამიხადე?
სულს მოსვენება
რისთვის უქადე?
შავ ფიქრთა კრება
კვლავ აღარ ცხრება
და გევედრება:
გამომეცხადე!
 
nukriaДата: ორ, 09.03.2015, 23:03 | Сообщение # 70
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცხენთა შეჯიბრებაზე ჩემი ლურჯა ცხენები
ჰქროდნენ ეფემერული და ფერადი ქარებით,
იყვნენ საუკუნენი, მაგრამ ვერ ვიხსენები
გაფრენილი პირველი წყების ნიაგარებით.
ვწუხვარ: ერთადერთი ვარ და ზეცაზე სწერია
ჩემი გზა და ახალი ლალის კართაგენები,
ბედი - ქროლვის გარეშე - ჩემთვის არაფერია,
ჩემთვის ყველაფერია ისევ ლურჯა ცხენები.
ჰე, ქაოსში დაკარგულს ქარი დამედევნება
ძახილით: გალაკტიონ! და ძნელია მიგნება.
სადაც ახლა ჯვარია და გვიანი მტევნები,
იქ უკვდავი მაგიის მარმარილო იქნება.
რამდენი ქარავანი, მთებზე გადამართული,
გაიშლება - მცნობელი მღვრიე უდაბნოეთის,
წვეთი სისხლის არ არის ჩემში არაქართული,
ძაფი ნერვის არ არის ჩემში არაპოეტის.
ო, რამდენი დაცხრება შურიანი თვალები,
რომ მარად იმარჯვებენ იდუმალი მშვენებით
ლექსთა შეჯიბრებაზე - მხოლოდ ინტეგრალები,
ცხენთა შეჯიბრებაზე - ისევ ლურჯა ცხენები!
აჰა! შორით მოისმის ქვეყნიური გუგუნი.
ელვა ელვას გაეკრა, დაელეკა ცას ღვარი,
გაქრა, როგორც ღუმელი, ცოდვით გადაბუგული,
უკანასკნელ ძებნათა სევდიანი საზღვარი.
კიდეები შეშლილი, ღამეები ველური
დაიტვირთონ წამებით, ღამე მთვარეს მოებას.
სულს სწყურია საზღვარი, ისევ ეფემერული,
სულს სწყურია საზღვარი, როგორც უსაზღვროებას.
სთქვი, რას ნიშნავს ზენიტზე მდგარი შორი პალმები?
წინ! იმ უსაზღვრობაში მწუხარებას აიტან.
ჩემებრ დიდ საიდუმლოს მე იქ მივესალმები,
ყოველმხრივ სივრცე იყოს, შველა კი - არსაიდან.
ო, უბრალო ხმებისთვის არასდროს არ მეცალა,
დაისერა მსოფლიო გამოუცნობ წყლულებით.
კოშკებს სიზმარეთისას ნისლი გადაეცალა
და იქ მიექანება სული განწირულებით.
ნეტავ ჯოჯოხეთისა დარდმა გამიყოლიოს,
სადაც ვარდებს ბაღისას მაისობა უქრება.
მძიმე ქვების ქუსლებით დავეყრდნობი პოლიუსს,
როცა ქარი მოსკდება და ცას შეემუქრება.
როგორც უხვი მემკვიდრე, ვისვრი სავსე პეშვებით
ფანტასტიურ მკვლელობებს და ოცნებას მკათათვის,
წარსულში, მომავალში წყევლით გადავეშვები,
რომ ძეგლები ავმართო მღვრიე მშვენებათათვის.
თქვენ შეხედეთ: პირველი ჩნდება მერიდიანი,
ვეძებ ისევ დაღუპვას და დავცინი სიბერეს,
წარსულს სწყდება ფოთლების წყება იმედიანი,
შემოდგომის ქარვებმა გზები გადამიფერეს.
დე, თამაშის თუ ბრძოლის ვიყო ცქერით გართული,
იყოს მზეთა ორგია და მაგია მთვარისა,
ვიყო ამ ღრიანცელში მარად ხელაღმართული,
ლანდი - არაქვეყნურ დარდით გადამწვარისა.
დამრჩეს ეს საიდუმლო, როგორც წმინდა ემბაზი,
ეფემერა მომექცეს, როგორც ღამეს ენებოს.
ცხენთა შეჯიბრებაზე! ცხენთა შეჯიბრებაზე!
ცხენთა შეჯიბრებაზე გასწით, ლურჯა ცხენებო!
 
Форум » ლიტერატურა » გალაკტიონ ტაბიძე » გალაკტიონ ტაბიძე (გალაკტიონი)
ძებნა:

მოგესალმები Гость