Чт, 27.07.2017, 17:58
Главная
Регистрация
Вход
აბაშის ხმა
Приветствую Вас Гость | RSS
[ Новые сообщения · Участники · Правила форума · Поиск · RSS ]
Страница 2 из 4«1234»
Форум » ლიტერატურა » პროზა » ჩანახატები
ჩანახატები
nukriaДата: Пн, 03.09.2012, 17:35 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ინტერვიუ მეორე მე-სთან


-ამბობენ კარგ ლექსებს წერსო.

-აჭარბებენ.

-ცუდი ლექსებია?

-შენ მოგწონს?

-მე გულით ვკითხულობ.

-ეს ხომ არ ნიშნავს რომ კარგია?

-არა.

-პასუხიც გაცემულია

-რა ფერია შენი ლექსები?

-შავ-თეთრი

-რატომ?

-ნამდვილია და არა გალამაზებული

-ანუ?

-ანუ ფერები არ არსებობს, ის მხოლოდ თვალების უნარია აღიქვას ლამაზად სამყარო.

-შენს ლექსებზე ამბობენ ლამაზიაო.

-ისინი შავ-თეთრია

-შენ როგორი ხარ?

-ისეთი როგორსაც მკითხულობ-ხოლმე

-ყველაზე მეტად რომელი ფერი გიყვარს?

-შავი.

-რატომ?

-იდუმალია

-მაგრამ არაა ლამაზი.

-საინტერესოა.

-როგორ შეგიძლია ლამაზი ქალი შავ-თეთრში დაწერო?

-ქალი პირველ რიგში საინტერესო უნდა იყოს.

-ხო, მაგრამ ხომ შეიძლება მისი გალამაზებაც?

-მე მხოლოდ ვწერ.

-როდის დაწერე ბოლოს?

-დიდი ხნის წინ

-რატომ?

-ხსირად მისვამენ მაგ კითხვას, მაგრამ ცოტა თუ ხვდება იმას, რომ წერა მხოლოდ კალამი და ფურცელი არ არის.

-აბა რა არის?

-ქალი, დანახული შავ-თეთრში.

-დავიჯერო ყველა ქალი ფერადია შენს ირგვლივ?

-მე შავ-თეთრად ვერავის ვხედავ ახლა.

-შენც შავ-თეთრი ხარ?

-მხოლოდ რამდენიმე ადამიანისთვის

-ვინ გიცნობს სინამდვილეში?

-დედა.

-მხოლოდ?

-კი

-დარწმუნებული ხარ?

-100 %-ით

-სხვა ვერავინ გხედავს?

-სხვებს მხოლოდ ფერები აინტერესებთ ჩემში.

-ხედავენ?

-ვცდილობ ვაჩვენო.

-სად შეიძლება შენი ნამდვილი სახის ნახვა?

-თვალებში.

-თვალები ცისფერი გაქვს.

-იგივეს ხედავენ სხვებიც.

-დედა?

-დედისთვის არა აქვს თვალის ფერს მნიშვნელობა

-ბევრ რამეს მალავ?

-ძალიან.

-რატომ?

-იმიტომ.

-უფრო საინტერესოა ადამიანი, რომელიც იდუმალია?

-ძალიან საინტერესოა

-ამიტომ მალავ ბევრ რამეს?

-არა, ლაპარაკი არ მიყვარს ბევრი

-ხშირად რომ იცინი?

-ეგ ნიღაბია.

-რად გინდა ნიღაბი?

-იმისთვის, რომ ნამდვილი სახე არ ჩანდეს ჩემი

-რა გაქვს დასამალი?

-ტკივილი.

-რომელი?

-ეგ შენ თვითონაც იცი.

-სხვებმა რომ არ იციან?

-სხვების ცოდნა რომ მინდოდეს ამ ნიღაბს მოვიხსნიდი.

-შენი აზრით საინტერესო ხარ ქალებისთვის?

-უფრო ცისფერთვალება.

-შენი ლექსებიც ხომ უყვართ?

-ლექსებშიც რითმებს აფასებენ უფრო ხშირად და არა ემოციას.

-როდემდე უნდა იცოცხლო?

-მე არასდეს მოვკვდები?

-გარდაცვალება?

-ეგ გარდა-უავალია.

ნიკო მიქაია
 
nukriaДата: Сб, 15.09.2012, 13:42 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიცოცხლე... მშვენიერია!

იდგა 1957 წლის ზაფხული. აღარ მახსოვს, ივნისი იყო თუ ივლისი. სიხარულით აფორიაქებული ვერის დაღმართზე მივიჩქაროდი. საქაღალდეში მეწყო ”ლირიკული აპრილის” - ჩემი პირველი წიგნის საავტორო ეგზემპლარები (შვიდი ცალი, როგორც მაშინ იყო დადგენილი).

ვერის ხიდს რომ მივუახლოვდი, უცებ მონუსხულივით შევჩერდი. ხიდის თავთან ზორბა ტანის კაცი იდგა, ეხურა საზაფხულო თეთრი შლაპა, ეცვა ასეთივე თეთრი, ფართოჯიბეებიანი ხალათი და განიერი შარვალი. იდაყვებით მოაჯირს დაყრდნობოდა, მარჯვენა ხელის თითები გაბანჯგვლულ წვერში ჩაეყო, იბურჯგნიდა... და მტკვარს გასცქეროდა.

რაღა ცნობა უნდოდა დიდ გალაკტიონს?!

არ ვიცი უფრო რამ შემაგულიანა: პირველი წიგნის საავტორო ეგზემპლარმა თუ საქართველოს პირველი პოეტის დიდებულმა უბრალოებამ, გენიოსებს რომ სჩვევიათ ხოლმე. გაგონილი მქონდა, გალაკტიონს უყვარს უცნობ პირებთან გასაუბრება, გაშინაურებაც კიო.

ასე იყო თუ ისე, გავკადნიერდი და მისვლისთანავე გაზეპირებულივით ვთქვი:

- მაპატიეთ, ბატონო გალაკტიონ, ძალიან მინდა მოგესალმოთ და პირადად გაგიცნოთ ჩვენი დროის... არა, ჩვენ კი არა, ყველა დროის უპირველესი მგოსანი.

მთელი სხეულით შემობრუნდა. დამინახა თუ არა, სახე გაებადრა, თითქოს ნაცნობი ვიყავი. ჯერ თავი დამიკრა, მერე ხელი ჩამომართვა:

- კეთილი, ყმაწვილო, კეთილი... ოღონდ შევთანმხდეთ, - (ამ დროს ის ხელი უკვე ჩემს მხარზე ედო) - რომ რუსთაველის შემდეგ ყველა დროის პირველი პოეტი აკაკია, არა?

- ვიგრძენი, სახე როგორ ამელეწა. მაინც მოვახერხე, მეპასუხა,

მე ცოცხალი პოეტები ვიგულისხმე-მეთქი.

- რა გვარი ხარ, ძამიკო?

ასე თქვა - “ძამიკოო“!

- ოთარ შალამბერიძე ვარ, - ვუპასუხე და ეგზემპლარებიანი საქაღალდე ხელიდან ხელში გადავანაცვლე. წამით გავიფიქრე, ჩემი პირველი წიგნი ხომ არ ვაჩუქო-მეთქი, მაგრამ ფიქრი აბეზარი კრაზანასავით ჩამოვიშორე... არც ისეთი კადნიერი გახლდით. ამ დროს თავისთვის ჩურჩულებდა:

- დიდებულია!... მშვენიერია!..

ვერ მივხვდი, რა იყო დიდებული და რა მშვენიერი. ის კი განაგრძობდა:

- ცოცხალი პოეტები... - ისევ მომიბრუნდა: - განა შოთა, გურამიშვილი, ილია, აკაკი, ვაჟა ცოცხლები არ არიან?... განა მათ სიკვდილი მოერევათ?... ცოცხალი... სიცოცხლე... კარგია!... მშვენიერია“...

- დიახ, ბატონო გალაკტიონ - ჩავურთე მე - ვინ გაიგონა, “რუსთაველი და მშვიდი?... დამშვიდება და ვაჟა ?“... “წიწამურში რომ მოკლეს ილია“...

არ ვიცი, რას შეეძლ ჩემი გაჩერება. ამასობაში ხიდი გადავიარეთ და გამომცემლობა “საბჭოთა საქართველოსთან“ შევჩერდით.

- ძამიკო, მე აქ დაგემშვიდობებით, - თქვა და ისევ ჩამომართვა ხელი.

- გმადლობთ, ბატონო გალაკტიონ, თქვენთან შეხვედრა ჩემთვის ნამდვილი ღვთის წყალობა იყო.

- ოჰ, ოჰ, ოჰ, ცოცხალი პოეტები.... სიცოცხლე.... მშვენიერია!.... მშვენიერი!.... აბა, მშვიდობით, ძამიკო!....

ორივე ხელი აღმართა, უმალვე ჩამოუშვა და ქუჩის მოპირისპირე მხარეს გადავიდა.

გავიდა წელიწადზე ცოტა მეტი და ქვეყანას საზარელი ამბავი მოედო, გალაკტიონმა თავი მოიკლა.

ოთარ შალამბერიძე
 
nukriaДата: Пт, 10.01.2014, 01:14 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შეხვედრა გიჟთან. 

-ვინ ხარ?
- გიჟი ვარ!
- რა გქვია?
-უბანში გიჟ შალიკოს მეძახიან.
-მაინც რატომ გეძახიან გიჟს?
-ალბათ იმიტომ, რომ ბევრ ჭკვიანურს ვლაპარაკობ.
- გიჟს მაგისთვის გეძახიან?
-ჰო, ალბათ.
-საიდან დაასკვენი?
- გალაკტიონზეც ამბობდნენ გიჟი იყოო და იქიდან.
-გალაკტიონს ედრები, შე კაცო?
-რატომაც არა, ისიც გიჟი იყო და მეც.
-ასეთი ბრძნული შედარება ჯერ არ მომისმენია.
-ალბათ, აქამდე გიჟთან არ გილაპარაკნია...
-გიჟი და ამდენი სიბრძნე კაცო?
- გიჟებიდან მოდის ყველა სიბრძნე. იესოსაც გიჟს ეძახდნენ.
-ვაა, გადავირიე. შენ თუ გიჟი ხარ მაშ მე რაღა ვთქვა?!
-შენ ბრბოს ნაწილი ხარ. შეშინებული ჭკვიანი, რომელსაც დაჭერის შიშით სირაქლემასავით აქვს თავი მიწაში წარგული
-შენ? შენ არ გეშინია?
- მე რისა უნდა მეშინოდეს? გიჟი თავისუფალია.
პ.ტეტუნაშვილი
 
nukriaДата: Пт, 31.01.2014, 20:11 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამ ამბავს, სამეგრელოში, ერთ ჭირის სუფრაზე მოვკარი ყური. თამადას, იქ წასულების სულის მოსახსენიებელი მოეთავებინა და აქ დარჩენილებს ადღეგრძელებდა.

"სად იყავი, სვიმონ-პატენი, ამდენი ხანი რომ არ ჩანდითო" - ჰკითხა საუკუნეს მიტანებულ ბაბუაჩემს ერთმა შუახნის კაცმა.

"იქ ვიყავიო, - მიუგო ბაბუაჩემმა, - მაგრამ არ მიმიღეს და უკანვე გამომაბრუნესო"!
"იქ თუ იყავი, უეჭველად, მამაჩემს ნახავდიო", - ჩააჟინდა თანამესუფრე.
"არა, არ მინახავს, მამაშენი იქაც მომკვდარა და სხვაგან გადაუსვენებიათო".

ანუ: ვისაც შენისთანა მემკვიდრე დარჩა, იმას სხვა რა დაემართებოდაო. ეს თუ იგულისხმა.

ეს ამბავი მოვუყევი ერთხელ ბატონ მურმანს.(ლებანიძე)

"სოკრატეს ან პლატონის პირით რომ თქმულიყო, ამ შეგონებას ქვეყანა დაიმახსოვრებდაო", - მითხრა ბატონმა მურმანმა და ჩაფიქრებულმა, სალექსო სტრიქონივით გამართული სიტყვა მოაყოლა:

"აქ ყველა ვკვდებით, მთავარია, იქ აღარ მოვკვდეთ!"

/მურმან ჯგუბურიას მოგონება/
 
nukriaДата: Вт, 04.02.2014, 03:38 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline

„როცა ჩვენ, მკვდრები, ვიღვიძებთ”
(გივი ალხაზიშვილის ლექსზე)


ბოლო დროს, როდესაც იბსენის დრამები გადავიკითხე, ბაჩანა ბრეგვაძის მიერ ჩინებული ქართულით ამეტყველებული, სულ მინდოდა, რაღაც დამეწერა უდაოვოდ გამორჩეულ დრამაზე : « როცა ჩვენ, მკვდრები ვიღვიძებთ », მინდოდა, მაგრამ რატომღაც არ მეწერებოდა.

Aახლა კი, გივი ალხაზიშვილის ახალი ლექსები რომ წავიკითხე « ჩვენს მწერლობაში »/10-16 იანვარი, 2003წ./, ერთმა ლექსმა, სახელწოდებით « გამოღვიძება », ძველი სურვილი შთაბეჭდილებათა გამოხატვისა კვლავ გამიცხოველა.
იტყვი „გამოღვიძება“ და მაშინვე იგრძნობ სიტყვის მრავალმნიშვნელობას, თუმცა ის მნიშვნელობა, რომელიც გივი ალხაზიშვილმა პირველსავე სტრიქონში ჩააქსოვა, ერთდროულად ნაცნობიცაა და და უცნობიც, მაგრამ უპირველესად მაინც მოულოდნელი.
Lლექსი კი იბსენის ციტატით იწყება : « ჩვენ როცა მკვდრები ვიღვიძებთ ». პოეტს იგივე აზრი სხვანაირად რომ გამოეხატა, მაშინ იბსენი შეიძლება არც გაგვხსენებოდა და მკვდართა გამოღვიძება ახალ აღთქმასთან, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებასთან, გურამიშვილის ან გალაკტიონის პოეზიასთან დაგვეკავშირებინა. Mმიუხედავდ იმისა, რომ ლექსის პირველივე სტრიქონმა ასოციაციების ქარიშხალი გამოიწვია, მთლიანობაში მაინც შეინარჩუნა თავისთავადობა და ბოლომდე გაჰყვა საიდუმლოების საფარველი. ჭეშმარიტ პოეზიას როგორც შეჰფერის, ეს ლექსიც აზრისა და ემოციების ასამოძრავებლად კითხვებს ბადებს.

« ჩვენ, როცა მკვდრები ვიღვიძებთ »
თვალებს კი არ ვახელთ, რომლებიც აღარ გვაქვს,
თანსაცმელს კი არ ვიცვამთ,
ღადგან სხეულები შემოგვაცვდა,
ჩვენ ვემზადებით იმასთან შესახვედრად,
ვინც გაგვაღვიძა,
ვინც ჩვენამდე მოაღწია სიტყვებში შენახული სულით
და ჩვენი თანადგომა ითხოვა,
ნაცვლად ცოცხლების დახმარებისა.

მკითხველის წარმოსახვაში ჩნდება გამოცანა: ვინ არიან ეს მკვდრები? Aან ვინ არის ის, ვისთანაც მკვდრები ემზადებიან შესახვედრად? Aან რატომ სურს მას მკვდრების და არა ცოცხლების დახმარება?
ვიდრე ამ კითხვებს ჩავუღრმავდებით, იბსენის დრამა « როცა ჩვენ მკვდრები ვიღვიძებთ »
საფუძვლიანად გავიხსენოთ. პიესაში დილემაა ხელოვნების და ცხოვრების რთული, წინააღმდეგობრივი ურთიერთობისა და ხელოვნების გზით კათარზისისა.
« ქვასაც აქვს სიკერპის მიზეზი, ის მკვდარია და მთელი ძალით გეწინააღმდეგებათ, როცა ჩაქუჩით ცდილობთ მის გაცოცხლენას,» __ ეუბნება ულფჰაიმი მოქანდაკე არნოლდ რუბეკს. Mმაგრამ ამ გაცოცხლებას არა მარტო ჩაქუჩი სჭირდება, არამედ ცოცხალი მსხვერპლი, ადამიანის სული, რათა ქვა გაცოცხლდეს /გავიხსენეოთ კონსტანტინე არსაკიძის მიერ სულის შეწირვა სვეტიცხოველისთვის.
ქვასთან შეჭიდებისას ხელოვანი ივიწყებს თავისთავს და მთლიანად ინთქმება შემოქმედებით ცეცდხლში. Aასე იყო რუბეკიც, იგი თავის ყველაზე დიდი ქმნილების ჩანაფიქრს ელოლიავებოდა, უნდოდა « მკდრეთით აღდგომა » ეწოდებინა მისთვის. « ეს უნდა ყოფილიყო ახალგაზრდა ნორჩი ქალწული, რომელიც საღათას ძილისგან იღვიძებს».

ერთი მხრივ, არის ხელოვნების ქმნილება, მეორე მხრივ კი, რეალური ნორჩი ქალწული ირენი, რომელსაც «კლავს» რუბეკი, რადგანაც თავის გულისთქმას მთლიანად ხელოვნებისკენ წარმართავს. ირენს კი ასე უხსნის თავის გულგრილობის მიზეზს, რომ უნდოდა ქალწულის ხატების შექმნა, როგორადაც ესახებოდა იგი მკდრეთით აღდგომის დღეს. «მას არაფერი უკვირს, არაფერი ეუცხოება, მისთვის არაფერია ახალი, უჩვეულო და მოულოდნელი. ის მხოლოდ უსაზღვრო ნეტარებას განიცდის, რაკიღა ხედავს, რომ არ შეცვლილა, რომ მან, მიწიერმა არსებამ ახალ, ზემიწიერ სინამდვილეშიც, მარადიული სიწმინდის უხრწნელ საუფლოშიც შეინარჩუნა თავის ძველი იერი. Eესოდენ ხამგრძლივი და მკვდრული ძილის, უსაზღვრო ძილის შემდეგ სწორედ ასეთი შევქმენი იგი, შენს ხატად და მსგავსადშევქმენი, ირენ.»
რეალური ირენი მოქანდაკე რუბეკისთვის მხოლოდ შემოქმედებითი წყაროა, ამიტომაც ქალი გრძნობს, რომ «სული ამოართვეს». Aამიტომაც გარბის და რუბეკიც ჰკარგავს შთაგონებას, თუმცა შედევრი უკვე შექმნილია, როგორც ცოცხალ ადამიანთა სულების მსხვეპლშეწირვის შედეგი: «მე შენ შემოგწირე ჩემი ნორჩი, ჩემი ცოცხალი სული! Dდა აქ, შიგნით, მხოლოდ სიცარიელე დამრჩა, დიახ, მე უსულო დავრჩი, ამიტომაც მოვკვდი, არნოლდ».
შეძლებენ კი ამგვარი ტრაგიკული ბედის ადამიანები სიკვდილისგან როდესმე გამოღვიძებას?
ხელოვნების ქმნილებამ დიდება, პატივი და ათასგვარი სიკეთე მოუტანა მის შემქმნელს, მაგრამ მას უცნაური რამ დაემართა, აღარ უყვარდა თავისი ქმნილება. გაუთავებელმა ხოტბამ, დაფნის გვირგვინებმა, გუნდრუკის კმევამ ბოლო მოუღო, სასოწარკვეთილებაში ჩააგდო და ასეთი უკიდურესი უსასოობის ჟამს თითქოს გონება გაუნათდა: «ყველაფერი, მხატვრული ქმნილება, შემოქმედება და სხვა ამგვარი ეწოდება, უეცრად სრულ უაზრობად, სიბრიყვედ და არარაობად იქცა მის თვალში» და რა გასაოცარიც უნდა იყოს, რუბეკმა ყოველივე ამის ადგილას სიცოცხლე დააყენა.
«განა მზით განათებული და მშვენიერებით გასხივოსნებული სიცოცხლე უფრო ფასეული არ არის, ვიდრე ნესტიან კუთხეში თიხის ზელვა, ან ქვასთან ქანცგაწყვეტილი ჭიდილი», მაგრამ ცხოვრებით ტკბობამ ბედნიერება ვერ აგრძნობინა შემოქმედს და მიხვდა: «განცხრომასა და ცხოვრებით ტკბობაში ბედნიერების ძიება ჩემი საქმე არ არის. Aრა. მე უნდა ვმუშაობდე წამებით ვქმნიდე უკანასკნელ ამოსუნთქვამდე».
მუშაობა, წამება, შექმნა __ იქნებ ეს არის კიდეც ჭეშმარიტი შემოქმედის ბედნიერება!
ირენი საყვედურობს რუბეკს, რადგან მან «ამოართვა სული, სული, რომელიც მხატვრული ნაწარმოების შესაქმნელად სჭირდებოდა.» თუმცა, იმავდროულად, თვითონაც განიძარცვა სულისაგან, ირენის წასვლის შემდეგ თითქოს ჩაიკეტა შთაგონების ზარდახშა.
რუბეკი საშინელმა ნაღველმა და სინანულმა შეიპყრო, ამიტომაც, თავდაპირველი ჩანაფიქრი შეცვალა. Kკვარცხლბეკი გააფართოვა და მიწის ბელტი დადო, რომლის ნაპრალებიდან მოცოცავენ ადამიანები, კაცებიც და ქალებიც, რომლებიც გარეგნულ გარსს შიგნით პირუტყვულ სახეებს მალავენ. ერთი სიტყვით, ზუსტად ისეთნი არიან, როგორებსაც შეხვდა და გაეცნო ცხოვრებაში.
Aამ სკულპტურულ ჯგუფში ხელოვანმა თავისი თავიც გამოსახა. «წყაროს პირას ზის ცოდვების სიმძიმით წელში ოთხად მოხრილი კაცი, რომელსაც ვერა და ვერ მოუხერხებია მთლიანად ჩამოიბერტყოს მიწიერი ცხოვრების მტვერი. Mმე ამ ფიგურას ვუწოდებ სინანულს დაღუპული სიცოცხლი გამო. იგი ზის, თითები წყაროს წყალში ჩაუყრია რომ განიბანოს და მთელ მის არსებას ღრღნის, აწამებს მტანჯველი ფიქრი, რომ ვერასოდეს ვერ შესძლებს ამას. უკუნითი უკუნისამდე კრული იქნება და ვერასოდეს აღდგება ახალი სიცოცხლისთვის. სამუდამოდ დარჩება თავის ჯოჯოხეთში».
ამგვარი ხანგრძლივი განშორების შემდეგ, რუბეკისა და ირენის შეხვედრა. სიმბოლურად, მკვდრების შეხვედრაა, რომელთაც გაღვიძება სურთ.
Aაი, მათი შეხვედრისას გამართული მეტად საგულისხმო დიალოგი:
« რუბეკი: ო. რა ბედნიერები ვიყავით. Mმაგრამ ვერც ერთი ვერ გავფრთხილდით. ჩვენივე თავი ჩვენ თვითონვე დავღუპეთ, ირენ.
ირენი: იმას, რასაც აღარაფერი ეშველება, მაშინღა ვხვდებით, როცა..
რუბეკი: როცა რა?
ირენი: როცა ჩვენ მკვდრები ვიღვიძებთ.
ლუბეკი:მაინც რას ვხედავთ მაშინ?
ირენი: ვხედავთ, რომ არასოდეს არ გვიცოცხლია».
სულიერი სიკვდილით გამოწვეულ გაუსაძლის ტანჯვას მოჰყვება ფიზიკური სიკვდილი. რუბეკი და ირენი ზღვაში იღუპებიან და « იღვიძებენ » ახალი სიცოცხლისთვის.
Aასე რომ, გამოღვიძება, ერთი მხრივ, გულისხმობს ხელოვნების ნაწარმოების შექმნას, აგრეთვე, შექმნილის გააზრებას, ჩაწვდომას, თვითშემეცნებას ხელოვნების გზით და სულიერი თვალებით ახელას, გამოღვიძების ახალი რეალობის დასანახავად, ღვთის გზაზე შედგომას.
გივი ალხაზიშვილის ლექსში მკვდრებს პოეტი აღვიძებს «სიტყვებში შენახული სულით». სამყარო მკვდარია მანამ, სანამ პოეტი თავის « სიტყვებში » გააცოცხლებდეს. თუმცა, პოეტს სიტყვის ძალა აქვს მინიჭებული, ის მაინც მკვდარია, დროებით გამოღვიძებული.

ის საბრალოა, რადგან ჯერ ორად არ გაყოფილა.

დადის, როგორც ფეხადგმული მიწა,
ღამით კი, როცა იძინებს
იმავე მიწით ავსებს საწოლს,
რომელიც დღისით ამაყად დაჰყავს.
მაგრამ მთავარი ის არის, რომ:
ორი წვეთი თვალი
ამჩნევს ბაბუაწვერს ყვითელი ყვავილები
როგორ ამოდიან მიწიდან და უნებლიეთ ფიქრობს :
ისინი იმიტომ ამოდიან, რომ მე ჩავიდე.

Aადამიანი, « ფეხადგმული მიწა », რომელიც მალე ისევ მიწადვე მიიქცევა, პოეზიის გზით სიკვდილს სიცოცხლედ გადააქცევს, თუმცა, თავისთავს მაინც ვერ იხსნის სიკვდილისაგან. Aარც უნდა იხსნას, რადგან სიკვდილი გამოღვიძებაა.
«ყოველდღე ვკვდები», _ წერს პავლე მოციქული, მაგრამ ეს კვდომა აუცილებელია სიცოცხლისთვის. «აღდგება სულიერი სხეული», «როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში» / 1 კორონთრლთა/.
Uუპირველესი სიტყვა ხომ უფალია, რომელიც «ძალითა მით ძლიერითა » სიცოცხლეს შთაბერავს სამყაროს. იკვრება წრე, სიკვდილ-სიცოცხლისა, რომლის ამოხსნასაც ცდილობს ხელოვნება. Eეს ცდა ადამიანებს სიცოცხლეში სიკვდილს აღმოაჩენინებს და პირიქით.
« გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში » ჩართულია ასაეთი ეპიზოდი: დედა ფებრონიას თხოვნით წმიდა გრიგოლი მკვდარ დედებს სწერს სულისშემძვრელ წერილს, სადაც ასეთი სტრიქონებიცაა: აწ მძინარენო ხორცითა და მღვიძარენო სულითა, მკვდრად შერაცხილნო მკვდართაგან და უკუნისამდე ცხოველნო ქრისტესგან ».
ცოცხალი ადამიანი, რადგან ხორციელ სამოსშია, სიკვდილს დაატარებს თან, ამიტომაც წერდა გურამიშვილი:
ცოცხალნი შობენ მკვდართა და
მკვდარნი ცოცხალთა ჰბადებენ.

სიკვდილის ასეთი სიახლოვე სტანჯავს ადამიანს, მაგრამ თანვე შეაგრძნობინებს სიცოცხლის არსს.
ლანდი ქუჩაზე აჩქარებით თავს უკრავს სხვა ლანდს,
ეს ცოცხლებია? Aარა! Gგზებზე მოდიან მკვდრები.
ეს გალაკტიონია __ სიკვდილის თავისებურად შეთამაშებული და შერიგებული.

ჩვენ მკვდრებს , გვაღვიძებს პოეზია.
ორი წვეთი ცა, ორი წვეთი თვალი, ორი წვეთი ცრემლი
სიტყვას თუ იპოვნის, ჩვენამდე აღწევს
და იმ კარიდან გამოგვიყვანს, რომელიც არ იღება,
რადგან ღიაა!
სხვა არაფერი არ გვეკითხება
და უპასუხოდ ვტოვებთ დანარჩენს,
ვინ იცის, იქნებ არმოვლენილი
დაბადებულზე მეტად გადარჩეს?!
კითხულობენ გივი ალხაზიშვილის ლექსის მკვდრები.
ვინ იცის? იმან! ვინ იმან? რომელმან...

მაია ჯალიაშვილი
 
nukriaДата: Ср, 26.02.2014, 18:48 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
- რა ჰქვია?
- ვის?
- შენს შეყვარებულს.

- არ ვიცი.
- როგორ, სახელი არ იცი?
- არა, მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი და ისიც შორიდან.
- როგორ ფიქრობ, რა არის სიყვარული?
- რავი აბაა! მე მგონი მარადიული მონატრებაა. . .

- ბებოო?
- რაო, შვილო?
- სიყვარული რა არის?
- სიყვარული არა ხაარ, მა რა ხარ ბებო გენაცვალოს!

სიყვარულის რაობისათვის ხომ იმდენივე კითხვა შეიძლება დაისვას, რამდენი ადამიანიც არის ქვეყანაზე. ალბათ ყველა პასუხი მართალი იქნება შეკითხვაზე, თუ რა არის სიყვარული. მართალი იქნება იმიტომ, რომ ყველა თავისებურად ხედავს მას, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაურკვეველი დარჩება, რადგან თვითონ ცვალებადი და გაურკვეველი ბუნებისაა სიყვარული.

გოდერძი ჩოხელი -

„9 შეკითხვა სიყვარულის შესახებ“
 
nukriaДата: Пт, 02.05.2014, 13:36 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყ უ რ ა დ ს ა ღ ე ბ ი!!! უფალი გვეკითხება:
_ გსურთ ხალხნო კეთილნო
ბეღლები.. მარნები.. ბარაქით სავსეო?..
გვპასუხობს:
_ დაიმტკიცეთო - „კანონი მიწის!“
დროზე აღიდგინეთო - „საერო სამზეო!“
უფალი კვლავ კითხულობს:
- ჩემო შვილებო
გსურთ ეზო-კარ-მიდამო სიცოცხლით სავსეო?..
აქაც გვპასუხობს:
_ აღიდგინეთო - „ქვაკუთხედი ერის!“
დროზე ააგიზგიზეთო - „საერო სამზეო!“...
.. და თუ გსურთო:
_ მშვიდობა, საყოველთაობო,
და თუ გსურთ რომ განგეღოთო:
_ „სამოთხეთ კარები“
_ დროზე აღადგინეთო - სტატუსი - „ქართვლის დედის!“
_ დროზე ააგუგუნეთო - „სამზეოს ზარები!“
აქეთ „ხავარობა“ და „უვიზო მიმოსვლები“..,
„ხელმწიფე“ მასპინძლობა და.. - „დიდი ამნისტია!“ -
მემსგავსეთო:
ჩემი ნება აქციეთო თქვენს ნებად:
_ თქვენთვის ნიმუში ხომ - ძე ღმრთისა - ქრისტეა!..
აღმართეთ:
_ თქვენ-თქვენი ოჯახის „დროშები!“ -
(ამას „ჟამი“ გკარნახობთ! ამას დრო გეუბნებათ!)
წრე შემოხაზეთ:
_ სა-„მამის ქალაქო!“
_ დაჰყავით „ქვე(და)ყანა“ – „ღვთის იერულ უბნებად!“..
და კიდევ:
_ ახალ-ახალ „სასწაულთა“ სწავლისათვის -
„საერო სამზეოს“ სითბო გჭირდებათ!
_ „სამუდამო ხსოვნის“ „დედაბოძზე“ დატოვებისათვის -
„საერო სამზეოს“ სიტკბო გჭირდებათ!
_ წინაპართა საფლავები რომ აღარასოდეს გადახნათ -
„საერო სამზეოს“ მცხუნვარება გჭირდებათ!
_ „წა-სულთა“ სახელით, „მო-სულთა“ იერებმა რომ მარად იხარონ -
„საერო სამზეოს“ სინათლე გჭირდებათ!
_ „დედათა საერთაშორისო ძალები“ რომ კეთილად მოიხმაროთ -
„საერო სამზეოს“ სიმართლე გჭირდებათ!
_ რომ აღარასოდეს დაგავიწყდეთ თუ „ვისი გორისა ხართ“ -
„საერო სამზეოს“ ელვარება გჭირდებათ!
_ ნებისმიერი საკითხი რომ წარმატებულად გადაჭრათ -
„საერო სამზეოს“ სა-ყოველ-თაობო სიბრძნის შენარჩუნება გჭირდებათ!
და თუ თქვენ ყოველივე ეს დაიბრუნეთ:
დამიჯერეთ:
_ მე - გესტუმრებით!!!!!!!....... /რევაზ თოდრია/
 
nukriaДата: Пн, 05.05.2014, 17:31 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეგ, რანაირი, სიყვარულია?! ეგ, რანაირი, სიყვარულია?! წონა არა აქვს...– თქვა დედაჩემმა.
ეგ, რანაირი, სიყვარულია ?! ქონი არა აქვს...– თქვა მამაჩემმა.
ეგ, რანაირი ,სიყვარულია?! ცალფეხაა და კუზიანი... –წამოსცდა ჩემს ძმას.
ეგ, რანაირი, სიყვარულია?! დაობებულა...– გამოაცხადეს ნათესავებმა.
აბა, ეგ, რა სიყვარულია?! ბაზრობისას ჰგავს... – დააკვირდნენ მეგობრები და დაიწუნეს.
უფრო ვნებაა, შევამოწმოთ თუ აალდება! – სამსახურში ლუპა დაადეს.
სიყვარული, უფრო ,სხვაა! – უცებ სიბრძნე დაიბრუნეს ოცი წლის წინ გათხოვილებმა,წამით თვალი მოსწყვიტეს ეკრანს და მოღალატე ქმრებს
მიაფარეს ჭრელი პლედები.
სიყვარული არა ,ტოროლა !– უბნის კახპამ ასე დაასკვნა.
სიყვარული? თანაც, ამ დროში? –ბაბუაჩემმა საიქიოში ჩაიქირქილა. ეკა ქევანიშვილი
 
nukriaДата: Ср, 11.06.2014, 13:50 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩვენ
...საკმარისია ხელისგულზე დაიდო და მიხვდე,რომ პეშვი ულამაზესი,პატარა ქარგით მოირთე,რომ ის განსხვავდება თავისნაირებისგან...რომ ის მარტო მობზრიალებს უსასრულო სივრციდან,რომ მას თავისი გზა აქვს და თავის სახეს ინარჩუნეს ამ მრავალრიცხოვნებაში...საკმარისია ხელისგულზე დაიდო დასანამ მისი სილამაზით ტკბობას მორჩები,სანამ გაოცების წამები ჩაივლის,ის დნება და შენს ხელისგულს ერწყმის,შენად გარდაიქმნება...ეს შენ ისურვე ასეთი ცხოვრება ქონოდა მას,თორემ თავად იქნებ ერჩია,არავის შეემჩნია,ჩუმად შერეოდა თანამგზავრებს და იქ მიწებებოდა ვინმეს–იქ მას ხომ უფრო ხანგრძლივი ცხოვრება ელოდა...
მხოლოდ იმიტომ,რომ რამოდენიმე წამით,მისი სილამაზით დამტკბარიყავი,იქნებ არ ღირდა ხელისგული შეგეშვირა...რატომ მოინდომე?და თუ გიღირდა,მაშინ იცხოვრე მისით,რატომ გინდა რომ დაივიწყო და არაფრად ჩათვალო?არადა,რა ლამაზად ამოიქარგა შენს ხელისგულზე...
თუმცა,იქნებ სხვა უარესადაც მოქცეოდა,მუჭებში მოექცია ის და უამრავი მისი მსგავსი,განსხვავება ვერც ეგრძნო,დაემრგვალებინა და მზერის მიმართულებით ესროლა უაზროდ...
არა,ის ბედნიერია,რომ შეამჩნიე,რომ ხელისგულზე დაიდე...
მერე,როცა ისევ მოვა სითეთრე,როცა უამრავი წვრილი ქარგი აბზრიალდება ცაზე,ისევ გაგახსენდება...
ისევ გაგახსენდება და ხელისგულზე დაიხედავ,ისევ გაგიკვირდება,ისევ იგრძნობ მას შენში...
ასე ვფიქრობდი,როცა პირველად მატკინე გული...
ის პატარა ფიფქი მეგონა თავი,შენში გადამდნარი...
მისი თვალებით ვუყურებდი სამყაროს ...მენანებოდა უხეში,ტალახიანი,ნაკვალევი ხალიჩადქცეულ ქათქათა თოვლზე.
ფანჯარასთან ვიდექი,თოვდა...ვიხსენებდი,როგორ მოხვედი ჩემს ცხოვრებაში...როგორ ნელ–ნელა,მშვიდად,შემომეპარე...ასეთი რამეები ასე არ იწყებოდა და დიდი,შავი თვალებით,გაოცებული ვუმზერდი სამყაროს...
ვერავის ვერაფერს ვკითხავდი,არ შეიძლებოდა,შენ არ შეიძლებოდი ჩემთვის!ჩვენ არ შევიძლებოდით ერთად–ეს უნდა გამომერიცხა...
უნდა...უნდა...უნდა....
რამდენი ,,უნდა..." იყო ცხოვრებაში...
რამდენი ვალდებულება...
რამდენი გასართობად მომართული ყური და თვალი...
მე ჩემთვის მინდოდა ცხოვრება,მე მქონდა ცხოვრება,,ჩვენ"–საჭირო აღარ იყო!"

იყო,არ იყო?ვინ გვეკითხებოდა ჩვენ?

მაშინაც,თოვდა,მაშინაც...,,ლაგუნადან“–საცურაო დარბაზიდან გამოვედი...შენც...წინ მიდიოდი,არასოდეს მითქვამს,მაგრამ თვალი შენმა საჯდომმა წაიყოლა,მერე შენს მაღალ ფეხებს ჩაუყვა...

–კარგი,კაცია!–გავიფიქრე,მეტი არაფერი და მანქანის გასაღებს დავუწყე ძებნა ჩანთაში...ეს რა ჩვევა მქონდა,ჩავაგდებდი,სადმე,მექანიკურად და მერე სულ ვეძებდი...იმდენი ხანი ვჩიჩქნე ჩანთა,ვერც ვიგრძენი თმები როგორ შემითეთრა ფიფქებმა..ვიპოვნე,ცას ავხედე,წერტილიც არ იყო თავისუფალი,სივრცე სულ ამ პატარა ყაჩაღებს დაეპყრო...თვალი ისევ,მექანიკურად,წინ გამექცა...კვლავ შენ დაგინახე,იდექი,მიყურებდი და იღიმებოდი...ახლაღა მივხვდი,სულ თეთრი რომ ვიყავი,შავი,გაშლილი თმები,ყურებპანტურა ძაღლივით,დავიფერთხე და ირგვლივ მიმოვფანტე პატარა ალქაჯები...შენ კი ისევ მიყურებდი...უფ!შენ ისედაც ჭაღარა იყავი და ფიფქები შენს თმებში შინაურულად ჩანდა...

ამეკვიატა შენზე ფიქრი–თქო,ვერ ვიტყვი,რადგან იმდენი საქმე მქონდა,სამი კაცი მყავდა სახლში მოსავლელი,მართალია შინამოსამსახურე მყავდა,მაგრამ,ფსიქოლოგიურდაც ძნელია გაწვდე სამ კაცს...მითხარი,მითხარი სად მეცალა მეოთხესათვის,ან რად მინდოდა?

ბედი თუ არაა,აბა,რა ჭირმა გააფუჭა მანქანა,მაშინ,ფეხით რომ მომიწია,,ლაგუნაზე“ მოსვლამ?

ისევ თოვდა...

გზაზე მივდიოდი და მსუბუქი მელოდია ამეკვიატა,რაღაც ახალი და მელანქოლიული...ახალი იმიტომ,რომ მე თვითონ ვწერდი მუსიკას და ეს მელოდიაც ჯერ არგაგონილი და არგანცდილი იყო...

მოვდიოდი და მსუბუქ რეფრენად მომყვებოდა ფეხდაფეხ ახალი ოქტავები,უკვე სანოტო სისტემაზე შევასკუპე ნოტები,ელექტროგადამცემებზე მჯდარ მობუზული ბეღურებივით...

–გამარჯობა!–მომესმა უცებ...

ნოტები ჩიტებივით დაფრთხნენ და გაიფანტნენ...

–დიახ!–გავიხედე და ჩემი ლაგუნელი დავინახე,მანქანა მოეყენებინა გვერდზე...

–თუ ინებებთ,გაგიყვანთ...საით მიდიხართ?

–არააა,მადლობა!–დავიბენი...

არადა,ისე იღიმოდა...ჭაღარა თმა უკან გადაეწია,სწორი ცხვირი და მკაცრი,მამაკაცური სახის ოვალი ქონდა...თვალები,რაღაც ძალიან მიმზიდველი...უფ!სად მეცალა?!

–კარგით,მაგრამ ცივა და ვიფიქრე...მე ვაკეში მივდივარ და თუ იქეთ...

გამაკანკალა...მართლა ციოდა,თან ნააუზარი!დავთანხმდი...დავთანხმდი,რა?დიდი ამბავი,პატარა თბილისელები ერთმანეთს თუ დავეხმარებოდით.სხვაზე არაფერზე ვფიქრობდი...

დავჯექი,ჩვეულებრივი მერსედესი ყავდა,კაკაოსფერი...

–მეც ვაკეში ვცხოვრობ,ყიფშიძეზე...–ვუთხარი,–მხოლოდ მაგიტომ დაგთანხმდით,რადგან იქეთ მიდიოდით...არ მიყვარს ადამიანების შეწუხება...

–არ ვწუხდები...იმ დღეს ისეთი სასაცილო იყავით...–და გაიღიმა...

–ოოოო,კარგი,რა?!გავიფიქრე,ეგ მინდოდა კიდევ?თეთრი კლავიტურა ქონდა,კბილები კი არა!–ისე,რა ვართ ადამიანები,ყველაფერს ჩვენს საქმიანობას ვადარებთ...–სასაცილო?

–ხოოო,სასაცილო...მაპატიეთ!–და კვლავ გაიცინა...

ნიკაპი ავიბზუე...მეტ ქათინაურს ველოდებოდი!

–არ გეწყინოთ,რა?დიდიხანია აქ დადიხართ?–შეაბზრიალა საუბარი.

–კი...ძალიან!თქვენ რაღაც ადრე არ მინახიხართ...

–ხო,მე ახალი ვარ,მოსკოვში ვცხოვრობდი...მეძნელება,მაგრამ ვეჩვევი აქაურ გარემოს...

–რატომ?

–ტრაბახად არ მიიღოთ,მაგრამ,იქ სულ სხვაა...მოსკოვის ცხოვრების დონე სხვაა...

–აქაც სხვა იქნებოდა,პუტინი რომ არ გვაცამტვერებდეს!–უი,დედა!ჩემი ქმრის ფრაზა ჩაბუდებული გნოლივით,რომ არ ელი,ისე უეცრად ამოფრინდა მეხსიერებიდან.უფ!ეს პოლიტიკოსის ცოლობა...

–ჰაჰაჰა!პოლიტიკოსივით ლაპარაკობთ...–მითხრა და ისეთი თბილი თვალებით შემომხედა,პატარა,საყვარელ ბავშვს რომ შეხედავენ,თითქოს იმასაც მიხვდა,რომ ეს ფრაზა ჩემი არ იყო...

–ხოო?!კიდევ,რა არ მოგწონთ თბილისში?

–არა,რა მომწონს,ეს მკითხეთ!თუმცა,მე ერეკლე მქვია...–და გაიცინა...

–მე,ნია...


...მას მერე შემოდგომა შემიყვარდა.

შემოდგომაზე გავიცანი...

მთელი არსებით შევიგრძენი წელიწადის ეს დრო,მხოლოდ ახლა შევამჩნიე განსაკუთრებულად ლამაზი რომ იყო...ფერები მაგიჟებდა.ქარს აყოლილი რტოები,თითქოს ხელის მტევნებიაო, გამომწვევად იქნევდნენ ფერად–ფერად თათმანებს,ჯერ კარგად უნდა გართობილიყვნენ,ქვეყნიერება უნდა გამოეწვიათ,სანამ ღონემიცლილები საბოლოოდ და მთლიანად მინებდებოდნენ ქარს...

მე სიყვარულით არ გავთხოვილვარ.მას მერე რაც ჩემმა რჩეულმა სხვა მოიყვანა,ავდექი და ჯინაზე უბნის საუკეთესო ბიჭს გავყევი ცოლად.

გავყევი და რაა,მერე?ის კი იყო ძალიან,ძალიან კარგი,მაგრამ ჩემს გრძნობას ვერა და ვერ მოერგო.თუმცა საუკეთესო ცოლიც დავდექი და საუკეთესო დედაც–ორი გოგონა გავაჩინე,მაგრამ...ვერა და ვერ შევიყვარე...

ასე გავიდა წლები,გადავცდი ორმოცს,დაიზარდნენ ბავშვები,გაიმართა ოჯახი...

ჩემი მეგობრები რომ სიყვარულზე იწყებდნენ საუბარს,თავდავიწყებაზე,ნეტარებაზე და სხვა,გრძნობის თანამდევ პროცესებზე,ვდუმდი.რა იყო ეს განსაკუთრებული ჟრჟოლვა ვერც წარმომედგინა...

ის კი გაბუშტული,თეთრი,ვერცხლისწყლისთვალება,პირველი დანახვისთანავე მიიღო გულმა...

ჩემი სიძის გამოფენაზე გავიცანი,იდგა და ჭკვიანი თვალებით ათვალიერებდა ნახატებს...

–თქვენ გაიცანით უკვე ერთმანეთი?–მითხრა ჩემმა დამ მის გვერდზე მდგომი რომ დამინახა...ის ვერც მამჩნევდა.შეცბა და ახლაღა შემომხედა,თვალებში მზე ჩაეღვენთა.

–აჰ...არაა?!–რა დახვეწილი ხმა ქონდა...

–გაიცანით,ლევან,ეს ჩემი დაა,ნინა!

–სასიამოვნოა!–მითხრა და ხელი ჩამომართვა...

–არ მოიწყინოთ,მე წავალ,სხვა სტუმრებს დავხედავ...–თქვა ჩემმა დამ და გაცქრიალდა...

–როგორ მიყვარს მაკო,გაუმართლა გიგას!–გიგა ჩემი სიძე იყო...

–ხოოო,ძალიან!–და გამეცინა,გამახსენდა სულ რომ ჩხუბობდნენ...–ნიჭიერია გიგა,მომწონს მისი ნახატები...

–კი,ამბობენ ძალიან თავისებური და ძლიერი ხელწერა აქვსო!

–ამბობენ?–კეკლუცად გავიცინე–აი,ბატონო,გამოფენა და დარწმუნდით!

–იცით?მე კიბერნეტიკოსი ვარ,რა თქმა უნდა,ვერკვევი მხატვრობაში,მაგრამ ჩემებურ პრიზმაში ვატარებ...გონების ტექნიკური ასპექტები მაინტერესებს და მათი კავშირი ტექნოლოგიებთან...მაინტერესებს,რამდენად იმეორებს ერთიდაიგივე შტრიხს თითოეულ ნახატში...

–ანუ,ესთეტიკურ მხარეს,ინდივიდუალურობას,გამოსახვის თავისებურ ხერხებს არ აქცევთ ყურადღებას?

–არა!იცით,რა?ცხოველი,თუ წინაღობას შეუქმნით რომელიმე მიმართულებით,იმ გზას იმახსოვრებს და სხვის პოვნას ცდილობს.ანუ,იმდენად იმახსოვრებს,რომ მას ალტერნატივის შემთხვევაში აღარ გამოიყენებს...მაინტერესებს,გიგა იყენებს თუ არა ერთიდაიგივე მანევრს სხვადასხვა ნახატის იდეის განსახორციელებლად...

ღმერთო!რა გატაცებით საუბრობდა ამ თავის კიბერნეტიკაზე,მე კი,სად შემეძლო მივყოლოდი გონებით და ამ მეცნიერების ლაბირინთები მერკვია!არა,გენაცვალე...ვერასოდეს ჩავწვდებოდი,ვერც იმას მივხვდებოდი,გიგას ფერწერასთან კიბერნეტიკა რა კავშირში იყო!

სამაგიეროდ,ვუყურებდი მის გაბუშტულ ლოყებს,მის ღაბაბს,მის ტუჩებს,ჩაწიკწიკებულ კბილებს,სიცილს,რაღაცნაირად რომ დგაფნებდა და,ვგრძნობდი,ვგრძნობდი ნეტარებას...

მერე,გამოერკვია,მიხვდა,რომ ახლა კიბერნეტიკის დროა არ იყო და,სასმელი შემომთავაზა...ცოტა ხანში ჩემი დეკოლტესაკენ გაეცა თვალი,მერე ტუჩებისაკენ,მერე კი,თვალებშიც ჩამხედა...

...მობილურმა დაურეკა.

–მაპატიეთ!–თქვა დაგვერდზე გავიდა...

საშუალო ტანის იყო,გამხდარი კი არა და,საკმაოდ ჭარბწონიანიც...ახლა ზურგიდან ვხედავდი,რაღაცნაირად პინგვინის დგომა ქონდა,ფეხები მიტყუპებული და ქვემოთ ცოტა განზე გაწეული...

–საყვარელი!–გავიფიქრე და ჩემს თავზე გამეღიმა,ეს კაცი უზომოდ მომწონდა და ახლა,ყველაფერი მისი,მელამაზებოდა...

–მაპატიეთ!უნდა დაგტოვოთ,შეხვედრაზე მივდივარ...–მითხრა და ჩემი ხელები ხელებში მოიქცია,ზედ დახედა,მერე თვალებში ჩამხედა,რაღაცნაირად,ახლა დიდი,მძიმე,აისბერგი უნდა ყოფილიყავი ამ ორი ლურჯი ოკეანისათვის რომ გაგეძლო...–ულამაზესი ქალი ხართ,მადლობა კომპანიონობისათვის!–ერთი ხელი ტუჩებთან მიიტანა,თან ისე,რომ თვალი არ მოუცილებიადა მითხრა–დროებით!

წავიდა.გაშტერებული დავრჩი ნახატთან...

–მოგეწონა,ხომ,ეს ბროწეულები?ძალიან ლამაზია,ყველას მოსწონს,უცხოელს მოეწონა,მომყიდეო,მაგრამ,გიგამ უარი უთხრა,არადა ახლა ისე მჭირდება ფული,გოგო,შუბა ვნახეეე?

–რა?–ახლაღა მოვედი აზრზე,ჩემი და მელაპარაკებოდა,ბროწეულები სულაც არ შემიმჩნევია,მისმა წასვლამ თითქოს გული ამომგლიჯა...

–და,ლევანი?წავიდაუკვე?რა უცნაური კაცია,მიკვირს გოგო,ეს მხატვარი,ის კიბერნეტიკოსი და გიჟდებიან ერთმანეთზე...პრინციპში,ორივე დაქნეულია და რაა გასაკვირი?

–დაქნეული,რატომ?

–უიმეე,ისეთი უცნაური კაცია,გიგა მონაგონია მაგასთან...

–საინტერესო მეჩვენა!

–კიი!ეგ,კია!უზომოდ საინტერესო!ყველა ორიგინალური ექსპონატი საინტერესოა...

–გავალ,მეც!–გავლა მინდოდა,სასიამოვნო სიმძიმე მაწვა გულზე...

–კარგი და საღამოს რესტორანში მოდით,ხომ?–მოდითში ჩემს ქმარს,ნიკას ,გულისხმობდა...

–ხო,რა ვიცი...ნიკა მანქანებს ხვდება და...–ჩემს ქმარს უცხოური მანქანების რამდენიმე მაღაზია ქონდა და სულ დარბოდა...

–ნუ,შენ მაინც მოდი...გიგას მეგობრებში მაგრად ვხალისობ,ყველას თავისი თავი და შემოქმედება რომ გონია სამყაროს ათვლის წერტილი...ესენი ერთ კუნძულზე უნდა შეყარო,ცალკე,საზოგადოებას აფუჭებენ...

–კაი,კაი,ნუ,დაიწყე...–ჩემი და ძალიან პრაგმატული იყო და ყველა შემოქმედი,,დაქნეულად“ მიაჩნდა,ისინი იდეებზე,ფერებზე,კაცობრიობის კი არა,გალაქტიკისეურ ფორმულებზე საუბრობდნენ და ჩემ დას კი ის უფრო აინტერესებდა,სახლის რომელი კუთხე როგორ მოეწყო და სად რა ავეჯი დაედგა,სად წასულიყო დასასვენებლად,ბავშვები ელიტას არ ჩამორჩენოდა–მათი სკოლები,გასართობები,ჩაცმა...

გიგასთან მივედი:

–გიგა,ხომ იცი შენი ფანი ვარ,ძალიან გაფასებ,უზომოდ მომწონს ყველაფერი...

–მადლობა,ნინკა.მეც გაფასებ,მომწონს შენი ნაწერები,უზომოდ ნიჭიერი ხარ,მიყვარხარ!მადლობა,რომ მოხვედი...–მითხრა და გადამკოცნა...

წამოვედი...

გამოფენა ვაკეში იყო და ,,მზიურთან“ მოვხვდი.

რაღაც მემართებოდა და ჩემს თავში უნდა გავრკვეულიყავი...

ყველაფერი მქონდა ცხოვრებაში,რა მადარდებდა,რამ ამაფორიაქა?რად მინდოდა ისეთი განცდა,რაც შინაგანად შემარყევდა და შემშლიდა?არც ისეთი პატარა ვიყავი კაცის გამოწვევის შედეგები არ მცოდნოდა.ისიც კარგად ვიცოდი,კაცებისათვის გრძნობა რას წარმოადგენდა,ეს გაზაფხულზე გაყინულ წყალზე დგომის ტოლფასი იყო,ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ჩამტყდრიყო და ან ჩაყოლოდი,ან ფაფხურის ფასად,როგორღაც გადარჩენილიყავი.სიყვარულის მარადიული ზღაპრების არ მჯეროდა.ირგვლივ ბევრი მეგობარი მყავდა აღტაცებულ–დაღ–ტაცებული...ლიტერატურა სავსე იყო სიყვარულის ტრაგედიებითა და მძაფრი დრამებით...მშვიდი ცხოვრების ფასი არაფერი იყო...უნდა გამექრო,ჩამექრო,გამომშრალჩალის ზვინივით ნაპერწკალმოკიდებული გული...

–რად,მინდა?რად?რის ფასად დამიჯდება?მთელს ჩემს ცხოვრებად დაღად უნდა დააჩნდეს ღალატი!მშვენიერი ქმარი მყავს...ბედნიერია...–კი,კი,ის კია ბედნიერი,მაგრამ შენ იცი რა არის ბედნიერება?თუ რეინკარნაციის გჯერა და სხვა ცხოვრებაში ასე აღარ მოიქცევი,იპოვნი სიყვარულს და ისე გათხოვდები...–შენ არ გაქვს ბედნიერების უფლება?არ გაქვს...–რატომ არ გაქვს თუ ორას მილიარდ სპერმატოზოიდში გაიმარჯვე და სიცოცხლის უფლება მოიპოვე...–გეყოფა,ახლა!არსებობს ცხოვრებისეული ნორმები,რომელსაც ვერ გადახვალ...–ნორმები?ვინ დააწესა?სადაც სიყვარული ფეხს ადგამს,იქ ყველა ნორმა ქრება,არ იცი?–მერედა სადაა ეგ სიყვარული?ჯერ არაა და არც გინდა!–ასე ვესაუბრებოდი საკუთარ თავს,უზომოდ მიზიდავდა გრძნობა,მაგრამ ვხვდებოდი,ეს არ იქნებოდა განცდა,რომელიც მხოლოდ ბედნიერებას მომიტანდა,ეს იქნებოდა დიდი ტანჯვაც,რომლის ატანა არამც და არამც არ მინდოდა.

საღამოს რესტორანში კი მაინც წავედი,იმ იმედით რომ ის მოვიდოდა!

ლიკა ყიფშიძე
 
nukriaДата: Пн, 14.07.2014, 18:49 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიშიკო ჭავჭავაძე
14 июля 2014 г. в 13:21 მიშიკოჯიში უცნაური ფენომენია, ისნიჭივითაა, რადგან ისიც ასხივებს.გიყურებდა მიშიკო ჭავჭავაძესევდანარევი თბილი ღიმილით და ეს ღიმილი გათბობდა,
გამხნევებდა, რადგან თვალებიდანასხივებდა თავისი დიდებული გვარის ჯიშს. მის ქელეხზე ვიღაცამ იკითხა,გახსოვთ გაქცეული მიშიკო ჭავჭავაძეო? მე კი არა,
ბავშვობის მეგობრებმაც ვერგაიხსენეს, წარმოსადგენადაც კი მიჭირს მორბენალი
მიშა. გაქცეულს კი არა დაგაბრაზებულსაც ვერ ვიხსენებ, თვითონ კი სულ
სხვების დაწყნარებაში იყო. „თვინიერს“, რომ ვიღებდით, მე დალევ დუროვმა ვიჩხუბეთ, ის იძახდა, რასაც შენ იღებ ეგ დოსტოევსკი არააო,
მევეუბნებოდი, შენ არ გესმის თორემ ზუსტად ესაა დოსტოევსკიო, ჩხუბმა
კულმინაციას,რომ მიაღწია, მიშა მივიდა დუროვთან და უთხრა ერთი წუთით
გვერდზე გამოდი რაღაც უნდაგითხრაო და გაიყვანა. მე დაწყნარებაც ვერ
მოვასწარი, რომ კარი გაიღო და ოთახშიგაღიმებული დუროვი შემოვიდა, მოვიდა
ჩემთან, ხელი გადამხვია და მკითხა, ფილმსრატომ არ ვიღებთო? რა უთხარი
ამისთანა თქო ვკითხე ჭავჭავაძეს, არაფერიო, ამიქნიახელი მიშამ, მიდი
გადაიღე, ეგ ხმის ამომღები აღარაო ო და გავიდა ოთახიდან. ვერმოვისვენე და
ეხლა დუროვს ვკითხე, რა გითხრა ასე უცებ, რომ დაწყნარდი თქო, დაიწყოსიცილი
დუროვმა, ჯერ ღვინო დამისხა, დამალევინა და მერე მკითხა - შენც, მეც,
მიშამაღალაშვილიც (ოპერატორი)  და ნინოთარხან-მოურავიც (მთავარი როლის
შემსრულებელი) თავადები ვართო და გვეკადრება ეხლაგლეხ ვარსიმაშვილთან
კამათიო?, მაგათმა 1917 წელს მოგვიგეს ბრძოლა და შევეგუოთბოლო ბოლო მაგ
ამბავსო.    როდესაც ვინმე მსახიობს ვეუბნები რომ მანკეთილშობილი არისტოკრატი უნდა განასახიეროს, ფიქრებში მიშასთან მივქრივარ,
რადგანპირადად ჩემთვის ისაა არისტოკრატობის ეტალონი და ვცდილობ მსახიობს
მოვურგო მისიქცევა, სიარულისა და მეტყველების მანერა, მაგრამ ვერასდროს ვერ
ვაღწევ ამას,რადგან ასეთად უნდა დაიბადო, ეს გენეტიკით უნდა მოგყვებოდეს,
მას ვერ შეიძენ,სწორედ ესაა ჯიში. შეიძლება ვინმესთვის დაუჯერებელი იყოს, მაგრამსპექტაკლის კეთების დროს, მისთვის, მხატვრისთვის არასოდეს არ
იყო მთავარი დეკორი,ის მთლიანად სპექტაკლზე ფიქრობდა და არა ცალკე აღებულ
დეკორაციაზე. ამიტომაც მისისაუკეთესო სპექტაკლების დეკორაციები სრულიად
წარმოუდგენელია განიხილო ცალკე,სპექტაკლის გარეშე. ერთი წამით წარმოიდგინეთ
სპექტაკლი  „„სამანიშვილის დედინაცვალი“, განა შეიძლებასპექტაკლის გარეშე
იქ დეკორაციაზე საუბარი? ცალკე, სპექტაკლის გარეშე ესჩვეულებრივი
პროვინციული მუზეუმის პავილიონია, მაგრამ როგორ ცოცხლდებოდა ესმუზეუმი
სპექტაკლში, რა ზუსტი თეატრალური ფორმა იყო მოძებნილი იმ
გროტესკულისამყაროსათვის, რომელშიც ასე ფანტასტიურად აჟღერდა ქართული
თეატრის ისტორიისათვისერთ ერთი ყველაზე საეტაპო სპექტაკლი. მისთვის მთავარი
იყო რეჟისორთან ერთადსპექტაკლის შექმნა და არა უბრალოდ კარგი, ანდა ლამაზი
დეკორაციის შექმნა, მასთვითონ ეცინებოდა ასეთ დამოკიდებულებაზე, როცა
დეკორაცია ცალკე არსებობსსპექტაკლში და სპექტაკლი კიდევ ცალკე, ალბათ თვით
თემურ ჩხეიძესაც არ უნახავს “გუშინდელნის“ მაკეტი, ვინმემ შეიძლება
წარმოიდგინოს ამ სპექტაკლის მაკეტი? რომ არიცოდე, რომ ეს სპექტაკლის
დეკორაციაა, იტყვი, რომ ვიღაცამ  დაზგაზე შემთხვევით დააგდო  გრძელი ხის
მაგიდა, მაგრამ ვისაც ესარაჩვეულებრივი სპექტაკლი აქვს ნანახი, მან იცის,
რომ ამ მაგიდის გარეშე  წარმოუდგენელი იქნებოდა ეს სპექტაკლი.
ჭავჭავაძესარც აინტერესებდა უბრალოდ დეკორაციის კეთება, ის აუცილებლად უნდა
ყოფილიყორეჟისორთან ერთად სპექტაკლის თანაავტორი და არა უბრალოდ დამხმარე
პერსონალი,ამიტომაც ის ადვილად ელეოდა თავის ჩანაფიქრებს თუ ხედავდა, რომ
სპექტაკლისმთლიანობაში ის არ ჯდება. ამაზე ყველა მხატვარი არ მიდის, მე
ვიცნობ მხატვრებს,რომლებიც კედლების ფერზეც კი იწყებენ გაუთავებელ
დავას.ჭავჭავაძე კი არასოდეს არდაობდა, მისთვის მთავარი იყო „სპექტაკლი
გამოვიდეს კარგი“, სწორედ ამიტომაცმისთვის პრინციპიალურად მნიშვნელოვანი
იყო ყოფილიყო რეჟისორის თანამოაზრე,თანამზრახველი, ეცქირა
რეპეტიციებისათვის და რეპეტიციების შემდეგაც ყოფილიყორეჟისორის გვერდით და
თუ ხდებოდა ისე, რომ ეს კონტაქტი არ დგებოდა მასსა დარეჟისორს შორის,
ჩუმად, არისტოკრატულად გაეცლებოდა საქმეს, როგორც მოიქცა კიდეცთავის დროზე,
როდესაც ყველასათვის მოულოდნელად დასტოვა მისთვის სათაყვანებელირუსთაველის
თეატრი.      მიშა ძალიან ბევრს დააკლდა,დააკლდა სტურუას, ჩხეიძეს, გაწერელიას, ძალიან დააკლდა სანდრო მრევლიშვილს დადამაკლდა მეც.
რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მაკლია, ის ნიშა, რომელიც მანდატოვა
ჩემში, ისევ ცარიელია და ალბათ ვერც ვეღარავინ შეავსებს.
თეატრალურიმხატვრები არიან, ასეთი პიროვნებები აღარ არიან, მე ღრმად ვარ
დარწმუნებული, მიშა,რომ ცოცხალი ყოფილიყო „თეატრალური სარდაფიც“ სხვა
თეატრი იქნებოდა და „თავისუფალითეატრიც“ ბევრად უკეთესი, არა მარტო
შემოქმედებითი თვალსაზრისით, არამედერთმანეთთან დამოკიდებულების
თვალსაზრისით, რადგან მას, თვითონ უმაღლესი მორალურიკრიტერიუმების
მატარებელს, ჰქონდა ფენომენალური უნარი დაერეგულირებინა ადამიანებსშორის
ურთიერთობები. ვისაც ჩემი „ჰამლეტის“ პროგრამააქვს წაკითხული, მან იცის, რომ სპექტაკლი მიშა ჭავჭავაძის და ტანია ბუხბინდერის ხსოვნასმივუძღვენი.ხანდახან მიშა მესიზმრება ხოლმე,მოდის, მიღიმის თავისი საოცარი ღიმილით და მიდის
ისევ იქ „საიდანაც არც ერთიმგზავრი უკან აღარ ბრუნდება“, ამ სიზმრის შემდეგ
კარგ ხასიათზე ვიღვიძებ, რადგანზუსტად ვიცი, რომ ის დღე ძალიან კარგი
მექნება. Avtandil Varsimashvili
 
Форум » ლიტერატურა » პროზა » ჩანახატები
Страница 2 из 4«1234»
Поиск:


| Copyright MyCorp © 2017 | |