ლექსები თსუ-ს ფორუმიდან - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 25
  • 26
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
nukriaДата: კვ, 08.05.2016, 20:15 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აქ ჩემი არაფერი არ არის...
აქ მე არავისი არ ვარ...
და მე არ მინდა ვიყო ვიღაცის
კედელზე ჩამოსაკიდებელი აბრა
წარწერით:" ეს ჩემი ქალია",
ქვეტექსტით: "კაცი ვარ, აბა, რა ვარ!!!"

გადაყარე, შეაფურთხე სახეში
და ყველაფერი უკლებლივ დაწვი
მოიტყუე, რომ არ გჯერა განკითხვის
და მოიშორე ეს მარაზმული "არ მწამს"!!!

ყველაფერი ეს არის ერთი დიდი ტყუილი,
რომლის სუნიც უკვე ნაგლად მწამლავს...
არ მინდა ვიღაცის ძალდატანებით გულისხმიერი
"თუ გაგიჭირდეს- აქ ვარ"- ფრაზა
მიჭირს ახლა და ვინც შემპირდით, აბა, სად ხართ???

წავედი, ჩემი ქაოსი უკან დავიბრუნო,
აქ სხვების "დალაგებული", "სუფთა" არსებობა მაბნევს...
მომინდა რაღაც გავაჩუქო...
აჰათ, თქვენ ჩემი სული და ითამაშეთ
 
nukriaДата: კვ, 08.05.2016, 20:16 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გაივლის დრო
და შენი გულისთვის
რამდენიმე თაობის ქალები
შეალეწენ ერთმანეთს მკერდებს,
აღარ იქნება მოსვენება, მხოლოდ ომები...
შენ კი იქნები ფაშასავით ფეხებმორთხმული,
მომლოდინე იმ ერთადერთისა,
ვისაც ყველაზე მაგარი მკერდი ექნება.
და მოვა იგი, გამარჯვებული,
შენს ფეხრთით დაიჩოქებს,
დაგაყრის დალალებს პაჭუა ფეხის თითებზე,
და შემოგთავაზებს საკუთარ ნაგვემ სხეულს,
შენთვის ნატანჯს და იავარქმნილს.
და შენ ამაყი,
ორი თითით აუწევ ნიკაპს და ეტყვი,
გადი გამეცალე,
მე გეი ვარ.
 
nukriaДата: კვ, 08.05.2016, 20:16 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მრავალს გაეხსნა დღეს წერის ნიჭი
ზოგს ეს ლექსები კარგი ჰგონია,
მაგრამ მე ლექსის დაწერა მიჭირს
და ვინც კარგ ლექსს წერს ბედი ჰქონია

ძლიერი ლექსი გრძნობას აუშლის
და მის წამკითხველს სულში ჩასწვდება
და წუთიერად ჩაფიქრებული
იტყვის კარგია, და ის არ სცდება
 
nukriaДата: კვ, 08.05.2016, 20:16 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"საოცარია...
როცა შორიდან
საკუთარ თავსაც ისე დაჰყურებ,
როგორც სრულიად უცხო არსებას
და ვერ პოულობ
სულ მცირეოდენ,
სულ უმნიშვნელო რაღაც მსგავსებას...
საოცარია...
როცა შორიდან
საკუთარ სულთან ამყარებ კავშირს...
მოციქულივით, წმინდა წერილში
უფლის ნებას რომ
სიტყვებად დაშლი
და საკუთარ თავს შეიცნობ სხვაში!...
თუ გინდა სული მართლა დაიხსნა...
როგორ აგიხსნა და განგიმარტო?
რომ დაგანახვო და მიგახვედრო,
საკუთარ თავსაც ზოგჯერ შორიდან,
ზოგჯერ სხვა თვალით უნდა შეხედო!
სიყვარულს ტაბუ აქვს დადებული,
დრო კი...
მკურნალი და მოამაგე
ბრმა ბედისწერის ნებას განაგებს,
ყველა სატკივარს შვებას მიაგებს,
ადრე თუ გვიან, ბოლოს და ბოლოს
სხვაში საკუთარ თავს რომ მიაგნებ!..."
 
nukriaДата: კვ, 08.05.2016, 20:16 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეს ცხოვრება არაა იმისთვის,ვისაც ეჩქარება
ეს ცხოვრებაა იმისთვისაა,ვისაც აგვიანდება...
ვინც ღმერთისთვის ბევრი ილოცა...
...ვინც აფასებს წვრილმან რამეებს,
რადგან მსხვილმანი - დაბადება და სიკვდილია
და არც ერთი ჩვენ არ გვეკუთვნის...
...ვინც იცის რომ ნიჭიერი
უღალატებს თავის თავს ხოლმე
უნიჭო კი ერთხელაც არა.
...რომ სილამაზე არსებობს იმიტომ
შეუმჩნეველი რომ იყოს ბრმებისთვის...
რომ ამ ხალხმა მხოლოდ პირჯვრის წერა ისწავლა ქრისტესგან,
ყველაფერი რაც ძნელია მას შეატოვეს...
...რომ როგორც კი ტყუილის თქმა მომინდება
ვგრძნობ თუ როგორ მიბრუნდება სიცოცხლის ხალისი,
რომ სისულელეა ადამიანებს შენზე რომ უამბობ,
ადამიანებს უნდა მოუყვე მათზე...
...რომ ბრძენი არასდროს არ დაიცავს თავის სიმართლეს,
ბრძენი ელოდება ბრმა შემთხვევას
როდესაც მას დაუჯერებენ...
...რომ ჯვარი,რომელსაც მიაყუდებ,
არ არის ჯვარი,
ჯვარი ის არის,სულ რომელიც უნდა ატარო.
 
nukriaДата: კვ, 08.05.2016, 20:16 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მზე არის ერთი და დააბიჯებს ყველა ქალაქში.
მზე არის ჩემი. მე მას არ მივცემ არავის.
არც ერთი საათით, არც ერთი სხივით. არც ერთი
მზერით- არასდროს, არავის.
დაე, დაიღუპონ ქალაქები უსასრულო ღამეში!

ხელებში დავიჭერ, რომ არ გაბედოს იტრიალოს
მრუდე თაღებში.
დაე, დამეწვას ხელები, ტუჩები, დამეწვას გული!
გავეკიდები მის ნაკვალევს, თუკი გახდება მზე ღამეული.
მზევ, შენ ხარ ჩემი!
და მხოლოდ მე ვარ მფლობელი შენი!
 
nukriaДата: კვ, 08.05.2016, 20:17 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მამაჩემი და ოქტომბერი

ღამეა სხვათა შორის
განცდათა შეჯერება,
რთულია უსაშველოდ
პოეტის განაჩენი,
ძალიან არაფერი,
უბრალოდ მეწერება
და ახლა მამასავით
მაკლია მამაჩემი.

ქარი ზის ფორთოხლებზე,
ფანჯრისკენ მივტრიალდი,
იმედი თუ იმედობს
იქნება დანარჩენიც,
დავდივარ ქუჩებში და
ვრწმუნდები იშვიათი,
ძალიან უმნიშვნელო
ქუჩაა მამაჩემი.

გავლენით არავითარ,
ვაგრძელებ ჩვეულებრივ,
ქრონიკას რეალობის
ტოტები ავაჭერი,
ვიღაცას არ ჯერავს
და
მე მართლა გეუბნებით
აი ეს ეპოქაა
(მარტივად) მამაჩემი.

ცხადია როგორც წესი
ლექსებიც ბერდებიან,
შენ უკვე დამარცხდი და
კუთხეში აიტუზე,
მამებიც შიგადაშიგ
ცოცხალი ხეებია
და ქმნიან გარდაცვლილი
მამების ჰაბიტუსებს.

ბავშვობას უმარილო
კადრებად ვალაგებ და
მშორდება იშვიათად
რაღაცა ირონია,
სხვას თავი დავანებოთ
არც მეტი, არც ნაკლები,
საბრალო მამაჩემი,
აი ეს სტრიქონია.

ღამეა გეფიცები
განცდათა შეჯერება,
რთულია უსაშველოდ
პოეტის განაჩენი
და ასე უმეტესად
ძალიან მეწერება
და ასე იშვიათად
მეც მქვია მამაჩემი.

როინ აბუსელიძე
 
nukriaДата: კვ, 08.05.2016, 20:18 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბექა აბუთიძეს

არაყი.ლუდი.სიგარეტი და წყვილი ჭიქა.
აკუტაგავა(ფანჯარაზე),პეტეფი,ოშო
და გულთან ახლოს ყველა ყლუპი დარდივით მიგვაქვს,
რომ გაგვიმძაფრდეს სამყაროზე შეტევის ხოში.

მე გეტყვი:,,სრული სიმართლეა,თუმცა კი მწარე,
(ახლოს,ფარდულში ნელი ცეცხლი ადუნებს დარაჯს)
მღვრიე ენგურში ჩაძირულა მსუქანი მთვარე,
მომეცით ხელი,გითანაგრძნობთ ბატონო თარაშ!"

შენ მეტყვი(ცუდი წინათგრძნობის დაბერავს ქარი):
,,ფიცი სიცრუე ყოფილა და ლიტონი მარტო,
ლოტხენი გუშინ გაყოლია ფულიან არიფს,
გთხოვთ ნუ ჩაიდენთ სისულელეს ბატონო ვერტერ!"

როგორც ჰგონიათ,არც ისეთი ფართოა შარა,
შემხვედრ დანტესებს მეგობარო არ ვუმზერთ თმენით,
ვბრაზდებით მერე პოეტები პუშკინის დარად,
დიდი ხნის უკან დადუმებულ მაუზერს ვტენით.

თოვლში და ჭყაპში სასიკვდილოდ დავხუჭავთ თვალებს,
მკვდარი მგოსნების ჩამოივლის სულების მარში,
ჩვენს ამბავს ირგვლივ გაიგებენ ძალიან მალე,
მოგვაკითხავენ მეგობრები ქალაქის მორგში.

დანომრილ გვამებს შეხედავენ ძრწოლით და რიდით,
დაუყვებიან მიცვალებულ(ამრიგად) ქოროს:
ახალაია-ნომ.მეხუთე,პირველი რიგი,
აბუთიძე კი-ნომ. მეათე,იმ რიგის ბოლოს!

ბექა ახალია
 
nukriaДата: კვ, 08.05.2016, 20:18 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დოდეს-კადენ - ბექა აბუთიძეს

"ორი ლამპიონი დგას ჩემი სუიციდის ქუჩაზე. ორ ხიდს შუაა ქუჩა, რელსების გვერდით. იქ გამვლელი მატარებლის ბორბლების ხმაური არ არის - დაგან-დაგან ან დოდეს-კადენ-დოდეს-კადენ. იქ ასეთი ხმა აქვთ რკინის ბორბლებს - აქ და ახლა, აქ და ახლა, აქ და ახლა, აქ და ახლა" - ბ.ა.

შენ თქვი,
რომ მგავხარ,
რომ ქუჩაზე,
ჰო -
სუიციდის,
ჰო -
სუიციდის ქუჩაზე ხარ ახლა და ორ ხიდს
შუაა შენი ქუჩა,
შენ ჩემი ძმა ხარ,
ცრიდეს,
მინდა,
რომ ცრიდეს წვიმა,
ჩვენ გუშინ მოვკვდით,
და ორ ხიდს შუა არის ქუჩა,
შენი,
და რელსებს,
რელსებს არა აქვთ ხმა - დაგან და დაგან და დაგან,
ჩვენ სხვანაირად დაგვაწყვეტენ ნერვებს და მყესებს
და გულებს გვწყვეტენ სხვანაირად,
და მტკივა მაგრად,
რომ ორ ხიდს შუა,
რომ ქუჩაა,
შენია,
მარტო,
რომ სუიციდის ქუჩა ჰქვია,
რომ დრო სისხლს გადენს,
რომ თებერვალი დამთავრდება,
დადგება მარტი,
და დოდეს-კადენ,
დაგან-დაგან,
და დოდეს-კადენ,
აქ ხმა არა აქვთ,
როგორც ყველგან,
ისეთი ბორბლებს
რკინის და დგახარ,
დღეებს გიჭამს ათასი მახრა,
დიდი ხანია წვიმის ნაცვლად ცას გასდის დორბლი,
და აქ და ახლა,
აქ და ახლა,
და აქ და ახლა,
მე მოვალ შენთან,
მოგიყვები ორი ძმის იგავს,
და ორ ხიდს შუა,
შენს ქუჩაზე,
ჰო,
სუიციდის,
ჰო,
სუიციდის ქუჩაზეა რელსების რიგი
და ვდგავართ ორნი,
და გვინდა რომ ცრიდეს და ცრიდეს -

წვიმა...

ნიკა ჩერქეზიშვილი
 
nukriaДата: კვ, 08.05.2016, 20:18 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლურჯი ქოლგა

თითებშუა სითბო,
სიგარეტის კვამლი.
წვიმა თითო-თითო,
წვიმა ცალი-ცალზე.
უცნაურად მინდა
დავლიო და მოვლბე.
მერე, აივნიდან
შენი ლურჯი ქოლგა
დავინახო უკან
როგორ გექაჩება.
მიხვრა-მოხვრით უკრავ
ტანში. ვერ გაჩერებ!
ტუჩი, თითი, ტუჩი
-გეწევი და გზოგავ.
მესიზმრება ლურჯი,
ლურჯი, ლურჯი ქოლგა...

ბექა აბუთიძე
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 25
  • 26
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость