ჩვენი საყვარელი ლექსები - Page 449 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები თბილისის ფორუმიდან » ჩვენი საყვარელი ლექსები (ჩვენი საყვარელი ლექსები)
ჩვენი საყვარელი ლექსები
nukriaДата: სამ, 26.04.2016, 19:25 | Сообщение # 4481
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შავ სილაზე გაეფანტა ბავშვს ოცნება,
შვილმკვდარ ქალაქს ჩამოემხო ზეცა თავზე ,
რა ვინატრო ვარსკვლავი, რომ ცას მოწყდება,
ვის შევუშრო წამომსკდარი ცრემლი თვალზე.

აზელილი თხუთმეტია, სცივა ივნისს,
სუნთქვაშეკრულ ქალაქს უჭირს გათენება,
ცრემლი ახრჩობს, დაგროვილი, თურმე თბილისს,
ნუთუ თოვლით ისევ ისე გათეთრდება?!

ცრემლის წვიმა ღრუბლებიდან ჩამოშლილი,
ტრაგედიად დაეფინა გულზე თბილისს,
დედის სუნთქვა გაშეშებულ-გათოშილი,
ხვალ რამდენი ტკივილი და დარდი ივლის...

მარიამ კვარაცხელია
 
nukriaДата: პარ, 29.04.2016, 20:40 | Сообщение # 4482
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ოჰ, ღმერთო ჩვენო,
ამ ქალაქში შემოგეხედა,
გელოდები ბებერ პიანისტს,
ოცდაათ სირცხვილს დაგიყრიდი ისევ ფეხებთან,
მე, ოცდაათი ადამიანი.
მეეზოვენი ალიონზე ცოცხალ-მკვდრებს გვიან,
აქა-იქ ყრია ჩვენი გულები,
შენ ისევ ისე უფალი გქვია
ხელშეკრულებით.

..........
ეჰ, ღმერთო მათნო,
ამ ქალაქში არ დაენახო,
ყველა კედელზე გამოგსახეს ფოტორობოტად,
შენ ხარ სასჯელი,
შენ ხარ ვაზი,
შენ ხარ ვენახი,
არ დაენახო,
არ გარისკო,
არ დაენახო,
რომ ხელმეორედ არ გაკურთხონ ადამიანად.

ლაშა ბიბიჩაძე
 
nukriaДата: კვ, 01.05.2016, 01:04 | Сообщение # 4483
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ასკილი, მოცხარი, მოცვი...
გზადაგზა კუნელიც გვხვდება...
აღარ წვიმს... ლამაზი მხრები
გაშალეს ლამაზმა მთებმა...
მივდივართ, მივდივართ, ცივი
სექტემბრის ქარები ქრიან...
სველ გზებზე წაბლის და იფნის
და მუხის ფოთლების ყრია...
მოვედით სამადლოს ხევთან...
ნისლებში დანთქმულა ისიც...
მე მინდა... სულ ვიყო შენთან,
როგორც ეს მთები და ნისლი!
ასკილი, მოცხარი, მოცვი,
გზადაგზა კუნელიც გვხვდება...
აღარ წვიმს, ლამაზი მხრები
გაშალეს ლამაზმა მთებმა...
 
nukriaДата: სამ, 03.05.2016, 21:41 | Сообщение # 4484
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა გაეწყობა?! აქ ვამთავრებ, ძვირფასო თეა - მზემ საბოლოოდ გამომწოვა სულიდან სისხლი.
სანაპიროა, შუადღეა, ივლისის თვეა,
ორმოცდარაღაც (ცელსიუსით) გრადუსი სიცხე.
რა გაეწყობა?! მგონი მივხვდი, რას ნიშნავს "ღჯუკენ"...
მზემ საბოლოოდ გამომჭამა სულიდან ხორცი.
ათამდე ვითვლი, მერე ისევ - ათიდან უკან
და სექტემბრამდე აღარაფერს აღარ ვწერ, მორჩა!
რა გაეწყობა?! პოეზია, იქაც და აქაც -
დროებით მაინც არ მიხსენო, ძვირფასო, ლექსი.
სიცხე - გრადუსი (ცელსიუსით) ორმოცდარაღაც,
სანაპიროა, შუადღეა, ივლისის ექვსი.

 
nukriaДата: ოთხ, 04.05.2016, 02:02 | Сообщение # 4485
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შემოეჩვია ჩემს განთიადს ჭრელი ფერები,
მე უკვე აღარც შარშანდელი წვიმა მაშინებს,
შემოვიხვიე ტკივილებზე შენი ხელები
და გულში მალე გაზაფხული გაიაპრილებს.

გაშინაურდა დიდ ზვირთებში პატარა ტალღა,
ფრთები მოურჩა გულგატეხილ ობოლ თოლიას,
შენ ჩემს თვალებში თურმე ადრე ღიმილი დაგრჩა,
მოვალ მალე და სიყვარულთან ერთად მოგიტან.

დამელოდები ცის კიდესთან მზის სხივით ხელში
და ჩემს მოსვლამდე გულის ძგერა დაიწყებს ათვლას,
შენს დასახატად არ მეყოფა მე შვიდი ფერი,
და ცისარტყელას დავუმატებ ერთ ფერსაც ახალს.

შემოგეჩვევი ისე,როგორც პეპელა ყვავილს,
ჩაგისახლდები მოიმედედ გადაღლილ სულში,
ვერ შემაშინებს ვერც ქარი და ვერც სუსხი ზამთრის,
ოღონდ სულ მუდამ გიყვარდე და მიკრავდე გულში.

თვალებს აგიხელ ალიონზე ცის ნამის წვეთით,
ღრუბლებს გავშლი და მზის ათინათს მოვიყვან შენთან,
შენ ჩემს თვალებში შემორჩენილ ტკივილებს ებრძვი,
მერე ლოცვებად მკითხულობ და მიგყავარ ღმერთთან.

თეონა კიკვაძე
 
nukriaДата: ოთხ, 04.05.2016, 15:49 | Сообщение # 4486
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ჩემი დუმილით გეტყვი, რომ - მიყვარხარ,
პასუხად შენს მაცდურ ღიმილსაც ავიტან,
ბაგე კი მოვთოკე,
გული კი ვერაფრით,
გეძახის:
სადა ხარ?
ცხოვრება გავიდა . . .

მე ჩემი რითმების ალერსით დაგათრობ,
ჩვენს გრძნობას, სიყვარულს ცის კართან ავიტან,
გონებას მოვუვლი,
ამ გულს კი ვერაფრით,
იძგერებს:
უშენოდ სიცოცხლე
არ მინდა . . .
ერთ დღესაც სიკვდილი რომ მომეპარება,
რომ მომაშორებენ ამ სოფელს თავიდან,
მე გამაჩუმებენ,
ამ გულს კი ვერაფერით,
ილოცებს:
უშენოდ . . .
ზეცაც კი არ მინდა.........

---------------
ხომალდს მიჰყვება თოვლის მადონა
და ყვავილები გიიადონა.
შენთვის გაეკრა ჯვარზე იესო,
სულო, ჭაობზე უნოტიესო.
იდუმალია ჩვენი სერობა
და ღამეების ალმაცერობა,
რომ ოცნებები ცეცხლით გალესო,
სულო, იმ ცეცხლზე უმხურვალესო.
დღეთა სინაზეს ედება კორძი...
ესე არს სისხლი, ესე არს ხორცი
და იდუმალი ლოცვა ბაგისა,
სულო, ლაჟვარდზე უსპეტაკესო.
ვარსკვლავი იგი - ფიქრთა საგანი -
ერთი უმრავლეს ვარსკვლავთაგანი,
აელვარდება ცაზე ოდესმე,
სულო, დემონზე უბოროტესო!
--------------------
რამდენი რამ ხდება ამ ცის ქვეშეთში…
დღეს წვიმაც რაღაცნაირია…
ცივი და სველი…
კამელიებიც არავის მოაქვს...წითელი კამელიები...
ზეციდან როცა გადაიხედავ, დაინახავ რამდენი ქოლგა დადის დაბლა…ფერადები, ყვავილიანები, საშუალოები…შავები...
სველი ქოლგები მუდამ სადღაც მიდი-მოდიან...
მათ ქვეშ სულ ქალები დგანან...არა, ზოგჯერ კაცებიც…კაცები უფრო შავი ქოლგებით...რატომ ემალებიან ადამიანები წვიმას?!..ზოგჯერ მზესაც...
ხანდახან თაიგულებიც იფარებენ ქოლგებს და ისინიც სხვადასხვა-ნაირები არიან, წვიმასავით…
ზოგი პანაშვიდის...…ზოგიც ჯვრისწერის…
კამელიებით რთავენ გვირგვინებს…
მე არასოდეს მიყვარდა კამელიები…
მაგრამ იგი ვინმემ ხომ უნდა მომიგიტანოს…?!
წითელი კამელიები, შავი ქოლგის ქვეშ შეფარებულნი...
ქოლგა, წვიმის ქვეშ…
წვიმა ზეცის ქვეშ…
რამდენი რამ ხდება ამ ცის ქვეშეთში…

---------------
დღეს გალაკტიონ ,ისევ ქრის ქარი,
ფოთლები ისევ ქრიან ქარდაქარ ,
მე ველი სატრფოს ... და რეკავს ზარი ,
ისმის : მოვედი, და შენ სადა ხარ ?
დღეს გალაკტიონ ,იისფერ თოვლის ,
ვიხილე ნაზად ხიდიდან ფენა ,
ისეთი გრძნობა იყო სისოვლის ,
მომინდა შენებრ ტრფობის დათმენა !
დღეს გალაკტიონ , ცის კამარაზე ,
მზე ანათებდა სასიხარულოდ
და მე არ მსურდა ,მზესა და სატრფოს ,
დავშორებოდი უსიყვარულოდ ...

-----------------
ღმერთო, იქნება მე ღირსიც არ ვარ,
რომ მოგაწვდინო ცაში ლოცვანი.
მივყვები დღეთა გადათვლილ ქარვას,
გასრულდა ჩემი კრიალოსანი.
ჩემი სანთელი ჩემ თვალწინ ქრება,
ვაი, რომ ზოგჯერ შენთვის არ ენთო!
მე სულ ვამბობდი სიცოცხლის ქებას,
სიკვდილთან ცოტა მქონდა საერთო.
მომეც ძალა და მომმადლე რწმენა,
ეშმაკის ძლევად და საზიანოდ,
აღსარებისთვის ამიდგი ენა,
შენს საიდუმლოს რომ მაზიარო.
და მე შენდობის ღირსი თუ არ ვარ,
ქარს გაატანე ჩემი ლოცვანი...
მივყვები დღეთა გადათვლილ ქარვას,
გასრულდა ჩემი კრიალოსანი.

-------------
მზემ დაჰკრა, ჩაჭკნა ყაყაჩო,
ყაყაჩო - შავი ხალებით,
როგორ არ ამტკივდებოდა,
როგორ არ შევიბრალებდი?!.
ან როგორ ჩამოვდგებოდი
აუცრემლელი თვალებით,
არ მწუხარებდნენ, გლოვის ხმას
არ გამოსცემდნენ ზარები.
ვერც ვერვინ სხვა შევამჩნიე,
მდგარიყო ნამტირალევი,
ყაყაჩოს ჭირისუფლობას
მე როგორ დავიბრალებდი.
 
nukriaДата: პარ, 06.05.2016, 05:39 | Сообщение # 4487
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *
სულს ჩამესვეტა შენი ტრფობა,
ჩემო მამულო.
რა გარჩენს, ნეტა,
შვილთა შუღლით ცრემლდანამულო?
მტრობა, ქიშპობა, დაუდევრობა
მზითა თუ მთვარით.
მივიწყებული, მიგდებული ვენახები,
ჩანგი... გუთანი,
ქართული ჯიშით ნასათუთარი.
გაკაპასება...
ძმათა სისხლი, ფუჭად მდინარი.
შოთას კალამი,
შოთას სიბრძნე -
მსოფლიო გენი,
ცით დანაფენი,
ციდან მდინარი
და ჩვენის მტრობით,
დაუდევრობით და სიზარმაცით,
მსოფლიოში დანაჩრდილარი...
ვაჟას ჩუქურთმა -
სიმბოლური ამეტყველებით,
ვაჟას სულისთქმა -
უბრალო და სავსე ღელვებით,
მაძღარ ფერებით
და გახელებით...
ცოცხალ–ცოცხალი,
პოეზიის
მსოფლიო ალი –
( მსოფლიოსათვის ჯერ უჩინარი)...
რიტმათა ჯარი...
მუზების რისხვა...
მითოსთა მეფე...
მსოფლიო თასში
ქართული სისხლის აელვარება.
ველური გზნება...
სული: ხმელი,
მკვრივი და ცხელი.
სიტყვა – უდრეკი,
სიტყვა – შუბი,
სიტყვა – თაკარა,
ფარშევანგების მეჯლისი
და
ლომების ღრენა,
სულით ანკარა.
სიტყვა – მზის თესლი,
სიტყვა – ღვთის ფესვი,
გველდანაგესლი,
დენა : ქართული,
მხარგამართული,
ცეცხლი და ცეცხლი.
ჯიში დევური,
ხმალი ხევური,
შიში? – უშიში.
რის ვაი – ვიში,
ლხინსა თუ ჭირში
მხნე... მთქმელი პირში.
რიტმი : მზიანი,
ათასიანი,
მადიანი და ხალისიანი.
რიტმი : სვიანი,
სიტყვაფხიანი,
ადამის თრთოლვით სავსე ,
დღიანი.
ეს ყოველივე, ჰეი, ქართველნო,
(დღეს საქართველო კვდომის პირზეა)
ჩვენთვის უცნობი,
ჩვენთვის უნდობი,
გაგდებული და გადაგდებული
ქართველი:
გრიგოლ რობაქიძეა...
ასე აღელვებს მსოფლიო რიტმებს
ჩვენი ჯიში და ჩვენი გენია.
სხვები ჩვენზე თუ არ ჰქმნიან მითებს,
მერწმუნეთ,აქაც ჩვენი ბრალია.
ქართველის მტერი არის ქართველი,
გაუტანლობა ,
ღვარძლი ნაჩვევი,
ქართულ სულს თელავს რუსის ჩექმა და
სხვა დანარჩენი...
ჩვენ კი ბრძოლას ვართ გადანაჩვევი...
ჩვენ კი...
ერთმანეთს ვწიხლავთ, სისხლს ვადენთ
და გვირჩევნია შემონაჩვევი.
ჰეი , ქართველნო –
სირცხვილი ჩვენი...
ყველას გვეხება ეს განაჩენი.

=============
ლამაზ ქრისტიან ქალზე ვლოცულობ,
ის ჩემი ხატი და ტაძარია,
სად მუსულმანი, სად ხატზე ლოცვა,
ჩემზე იტყვიან: რამ გადარია?!უმშვენიერეს კერპის წინაშე
გაფენილია ჩემი ფარდაგი,
სალოცავის წინ, ტურფა კერპის წინ,
დაცემული ვარ, როგორც ქადაგი. მე მის მონასტერს მივადექ დილით,
დავაკაკუნე კარზე მორჩილად.
მითხრეს: „ჯერ ბერად ვინც არ შემდგარა,
ამ მონასტერში არ შემოჭრილა“.
ნიზამი განჯელი
 
nukriaДата: პარ, 06.05.2016, 05:39 | Сообщение # 4488
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შემომეყარა ყივჩაღი
სამზღვარსა მუხრანისასა,
პურსა მთხოვდა და ვაჭმევდი,
ვურჩევდი თავთუხისასა,
ღვინოსა მთხოვდა, ვასმევდი,
ვურჩევდი ბადაგისასა,
ხორცსა მთხოვდა და ვაჭმევდი,
ვურჩევდი ხოხობისასა,
ცოლი მთხოვა და არ მივეც,
მიმყვანდა თავის ძმისასა,
ანკი ცოლს როგორ მივცემდი,
ცოლსა ჯვარნაწერისასა?!
არ დაიშალა, აკოცა
ნაწნავსა გიშრის თმისასა,
ქალმა ტირილით ამოთქვა:
"ვაჰმე, უღონო ქრმისასა",
ისეთი გული გამიხდა,
მორევსა ჰგავდა ზღვისასა.
ხელი გავიკარ ფრანგულსა,
ნაბოძებ ცოლისძმისასა,
ერთი ისეთი გადავკარ,
რისხვასა ჰგვანდა ღვთისასა,
ერთი იმანაც გადმომკრა,
ელვასა ჰგვანდა ცისასა,
იმდენი კიდევ დამცალდა,
ცოლი გავგზავნე ძმისასა,
აქეთ მე ვკვდები, იქით ის
სამზღვარსა მუხრანისასა.
აქეთ მე ვკდები, იქით ის,
ქალი წავიდა ძმისასა,
შენდობას მაინც იტყვიან,
მე და იმ ყივჩაღისასა...


Сообщение отредактировал nukria - პარ, 06.05.2016, 05:42
 
nukriaДата: პარ, 06.05.2016, 05:50 | Сообщение # 4489
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლომო, შე ლომის მოკლულო, ბუსნი ჭალაის პირსაო
===========
მოყმემ თქვა, პირშიშველამა, შიბნ გავიარე კლდისანი, მოვინადირენ, დავლახენ, ბილიკნი ჭიუხისანი. შამამხვდეს კლდისა თავზედა ხორონი ჯიხვებისანი, ჯიხვსა თოფ დავკარ ბერხენსა, ჭალას ჯახნ იქნენ რქისანი. შავვარდი ვეფხვსა ნაწოლსა, დრონ იყვნეს შუაღამისანი, ვეფხვი რომ წამამიფრინდა, თვლანი მარისხნა ხთისანი. შაიბნეს ვეფხვი, მოყმეი, მაშინ დაიძრნეს მიწანი, კლდეები ჩამაინგრივნეს, შტონ დაილეწნეს ტყისანი, დრო არარ დარჩა მოყმესა, ხანი რო ჰქონდეს ცდისანი. ფარსა უფარებს, ვერ ჰფარავს, ვეფხვი ჩქარია კლდისანი, გაზით გაართვნა კალთანი, ჯაჭვისა ჯავშანისანი. მოყმემაც ხელში იყარნა ვადანი თავის ხმლისანი. მაშინ გაუჭრა ფრანგულმა, დრონ იყვნეს წაქცევისანი. ვეფხვი კლდით გადმაეკიდა, ჩამააწითნა ქვიშანი. თაოდ კლდის თავზე შამაწვა მოყმე სულამამდინარი, ქვიშას მაჰღებავს წითლადა, სისხლი ზედ ჩამამდინარი. ვინ ეტყვის მაგის დედასა, კარს უსხედს ქადაგ-მკითხავნი. უერთოდ კი არ იხარჯნეს ჩვენ მონადირის ისარნი. იარებოდა დედაი ტირილით თვალცრემლიანი, ჩემს შვილს გზად ვეფხვი შაჰყრია გაჯავრეული, ტიალი, ჩემს შვილს - ხმლით, იმას - ტოტითა დღე დაუღამდათ მზიანი. არც ვეფხვი იყო ჯაბანი, არც ჩემ შვილ შახვდა ჭკვიანი, მათ დაუხოცავ ერთურთი, არ დარჩენ სირცხვილიანნი. ტირლით წყლულებს უხვევდა ვეფხვის კლანჭებით დაჭრილსა, შვილო, არ მახკვდი, შენ გძინავ, დაქანცული ხარ ჯაფითა, ეგ შენი კაბის კალთები ტიალმა როგორ დაფლითა? შენც იმის საფერ ჰყოფილხარ, ხმალი ქნვაში გაგიცვდა. არც იმან მოგცა მეტი დრო, აღარც შენ დააცალია, ვეღარც შენ დაიფარიე შენ ხელთ ნაჭერი ფარია, ვეღარცა ვეფხვმა ტოტები, ხმალმა დაკუწა ძვალია. მაგის მეტს აღარ გიტირებ, შენ არ ხარ სატირალია. ლაშქარში, მეგობარშია არ იყავ საწუნარია. მშვიდობით, ჯვარი გეწეროს, ეგეც სამარის კარია, ერთ შვილ ხო მაინც გაგზარდე, ვეფხვებთან მეომარია. ხან ვეფხვი, ხან თავის შვილი ელანდებოდა მძინარსა, ხან ვეფხვი ვითომ იმის შვილს ტანზეით აყრის რკინასა, ხან კიდენ იმისი შვილი ვეფხვს გადაავლევს ყირასა. აი, ამ სიზმრებს ხედავდის, გამაეღვიძის მტირალსა. ხან იფიქრებდა, უდედოდ გაზრდა ვინა თქვა შვილისა, იქნება ვეფხვის დედაი ჩემზე მწარედა სტირისა. წავიდე, მეც იქ მივიდე, სამძიმარ უთხრა ჭირისა, ისიც მიამბობს ამბავსა, მეც უთხრა ჩემი შვილისა, იმასაც ბრალი ექნების უწყალოდ ხმლით დაჭრილისა!
 
nukriaДата: შაბ, 07.05.2016, 16:11 | Сообщение # 4490
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როცა იღვიძებ ამხელ მიმალულ
მზეს და მთავრდება ღამეც შიშივით.
თუ ფულს ეძახის ვინმე სიყვარულს,
მაშინ ვყოფილვარ - ივანიშვილი
და თუ გეფსია (რაც არ მგონია)
ნარკოლოგიურ ტესტივით მოფსი.
თუ სიყვარული iphone-ა
მაშინ ვყოფილვარ მე - steve jobs-ი
დრო კვლავ უკუღმა სწრაფად დაქანდა,
ყველა იმფერი გახდა ემფერი
ბედნიერება თუა მანქანა
მე ვარ Ferrari-ს, Porsche-ს შემქმნელი.
მიყვარს ღამესთან შენზე ჩურჩული,
შენთან ტკბილი ვარ, როგორც ფახლავა
თუ სიყვარული არის ქუჩური,
კანონიერი ქურდი გახლავარ.
ღამემ ვარსკვლავი მთვარეს მოპარა,
სხვებს ამოხდებათ სული შიმშილით.
თუ სიყვარული ნაბოზრობაა
ვანო ვიქნები მერაბიშვილი,
მაგრამ ვიღვიძებ დილა ადრიან,
მე არ მცოდნია თურმე დოვლათი.
რა iphone მარტო დავდივარ,
სიხშირიანი მოტოროლათი.
ხვალის გეგმა კი : ვიხდი დილით ვალს,
სულ არ ყოფილა საქმე იოლი.
ერთი უფულო მამის შვილი ვარ,
რა ბიძინა?! და რა მილიონი?!
მე ჩამოვწიე ზეცის ურდული,
ყველაფერს ვიწყებ ისევ ნულიდან.
თუ სიყვარული არის ქურდული
მე ათასებში გათავნული ვარ.
ჩემთვის მთავარი მაინც ძმობაა,
ყველაფერსა აქვს თავის სეზონი,
თუ სიყვარული ნაბოზრობაა
პატიმარი ვარ მეშვიდე ზონის.
რა დრო გასულა... რა მედროება
(ღამეც დაიმჩნევს ლურჯად იმ ხალებს)
თუ სიყვარული არის ცხოვრება
პოეტი ვარ და ვინ შემიყვარებს?!
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები თბილისის ფორუმიდან » ჩვენი საყვარელი ლექსები (ჩვენი საყვარელი ლექსები)
ძებნა:

მოგესალმები Гость