ჩვენი საყვარელი ლექსები - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები თბილისის ფორუმიდან » ჩვენი საყვარელი ლექსები (ჩვენი საყვარელი ლექსები)
ჩვენი საყვარელი ლექსები
verikolatariaДата: სამ, 06.03.2012, 15:20 | Сообщение # 11
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***
ღმერთო, მაპატიე აპათია,
რაც კი მაბადია - მაპატიე...
ერთსაც ვერ ვასრულებ შენაპირებს,
ნეტავ მოვაგნებდე შენს ნაპირებს.
თორემ უშენობა უმზეოა,
არ ვიცი ვისავით უმწეო ვარ...
ქვიშაზე ნაწერივით წავიშლები,
უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები
მე მივატოვე მზის შენობა,
ჩემიც აღარ მახსოვს მნიშვნელობა
იქნებ გამახსენოი გამახსენე
ყველაფერი თავიდან ამიხსენი
შენი სამი ცალი სამოსელი,
ღმერთო ფარდებივით ჩამოხსენი.
იქნებ მომაშორო ეს ნიღაბი...
უფალო მე კი არა - შენ იყავი.

რატი ამაღლობელი
 
verikolatariaДата: სამ, 06.03.2012, 15:55 | Сообщение # 12
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
ფრთები რად გინდათ პოეტებო?

ფრთები რად გინდათ პოეტებო, ცაში რას ეძებთ?
თავს რად იტყუებთ, სიმაღლისა არ გქონდეთ შიში,
რატომ გგონიათ არდადებით მიწაზე ფეხის,
მზესთან ახლოს ხართ და ამიტომ სხივისგან იშვით...

ფრთები რად გინდათ პოეტებო, ისედაც შეძლებთ,
მზე თუ ვერა და ღამ-ღამობით აინთოთ მთვარე,
მიწაზე დარჩით, სანამ სიტყვა ლექსისთვის გეძებთ,
მერე დაბერდით და ჭაღარა სტროფები თვალეთ...

და თუ ფრენაა, მაშინ მოდით იფრინეთ უფრთოდ,
ატყდება ფრთები ანგელოზსაც - გსმენიათ ალბათ,
თქვენ ხალხს სჭირდებით პოეტებო უფალზე უფრო,
ფრთები რად გინდათ პოეტებო, დაეშვით დაბლა!!!

ზაზა ფირცხალაიშვილი
 
verikolatariaДата: სამ, 06.03.2012, 16:01 | Сообщение # 13
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
გიჟის პერანგი

ერთხელ გიჟის პერანგი და ხასიათი მოვირგე,
მთვარე ახლოს მოვიჩოჩე, ღამე დავიძმობილე.
ახლა ციცქნა ვარსკვალების ჯარი მიდგას მორიგედ,
გული ისევ იასამნის სურნელებით მოვილბე.
...
მივეტანე ფიქრს დაღალულს, აზრებს ვაბდღვნი აღვირებს.
ბილიკებით სამოთხეში დამკვიდრებას ვაპირებ.
ვრჩები ბედის მოსწავლე და შვილობილი გამოცდის,
გიჟებს აღარ ეკუთვნის ჩემი სულის სამოსი.
...
გარეთ მთვარის სიყალბე, შიგნით მზე მყავს გულწრფელი,
დროა უკვე წარსულთან სარფიანად მოვრიგდე.
ახლა სულის სიმშვიდეს არავისგან მოველი,
მერე რა, რომ გიჟური ხასიათი მოვირგე...

ალექსანდრე მამაგეიშვილი
 
verikolatariaДата: ოთხ, 07.03.2012, 03:08 | Сообщение # 14
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***
დაგაგვიანდა,
მე აღარ გელი,
გათელილია გვირილების ლამაზი ველი..
დაგაგვიანდა ,
და სიყვარულში ჩვენ გაგვიავდრდა...
გელოდებოდი ,
გულისფანცქალით გელოდებოდი,
როგორ გეძახდი,
როგორ გნატრობდი,
როგორ ვღელავდი,
მაგრამ ეს გუშინ,
დღეს კი? - დღეს უკვე მე აღარ გელი!
მოცელილია გვირილების ლამაზი ველი,
და გადაღლილი ოცნებებს ვამსხვრევ საკუთარ ხელით!....

ირმა ზამბულიძე
 
nukriaДата: ოთხ, 21.03.2012, 23:58 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
წითელ ვარდებს მიაქანებს მათხოვარი,

ოცნებებით მალავს გულში მონატრებას,

მოშიებულს პურს უტეხავს მაცხოვარი,

ელოდება მადლიერის მომატებას.

იდგა იგი ქუჩის ბოლოს ხელგაწვდილი,

გამხმარ ვარდებს უცხო სუნი შესჩვევია,

ცრემლის ტალღებს არ იმჩნევდა ქანც გაცლილი,

სიამაყე თვალებს უკან შერჩენია.

მაია ჯალიაშვილი
 
nukriaДата: კვ, 25.03.2012, 18:44 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline


***
მღიმარე უმზერი დღეს მზეს,
გინდა სულ მღეროდე.. და რა?!
ერთ უმშვენიერ დღეს
აღმართზე გეტყვიან, დალალ!
ვიღაცა ჩაიცვამს შავებს,
ვიღაცას წუხილი შეშლის,
შერისხავს სიკვდილის კავებს,
მსუბუქი სიკვდილი შენი.
დაგრჩება უმთვარო ღამე,
დაჭკნება გზის პირას დელი,
ინატრებს დაგესლილ წამებს,
ვინც წარსულს ამაოდ ელის.
რა ძლიერ ვეტრფოდი მე მზეს,
მინდოდა მემღერა.. და რაა?!
ერთ უმშვენიერეს დღეს
შენ მაინც დამტოვე, დალალ!
................
მე მზეს კი აღარ ვიტირებ ეხლა,
იგი ისედაც გამითავისებს,
და სულერთია, ვიქნებით ერთად
თუ სხვა დამიკრავს ედელვაისებს.

მამუკა ესაძე
 
nukriaДата: ხუთ, 29.03.2012, 01:16 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გინდა ღიმილის დაფარვა

გინდა ღიმილის დაფარვა, ტუჩის კუთხეში მალავ,
ჩემს გულზე ფიფქად დაქარგვა მოასწარ ნუკრისთვალავ,
ზღაპრიდან გამოპარულო, ზაფრის დამცემო ძალავ,
ტრფიალის ალის მამდებო, ბრიალა ნაპერწკალავ,
ისეთი შუქით ამავსე, ისე მჩხიბავ და მთვალავ,
აგრე უღმერთოდ ლამაზი რამ გაგაჩინა ქალავ

კობა ჭუმბურუძე
 
nukriaДата: სამ, 10.04.2012, 23:32 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline

***
სხივს დაატარებს ძველ სარკეებში
მზე და დარაბებს სინათლეს მოფენს,
თქვენ ძველებურად გითრთით ხელები,
თუ შეიძლება დაგიკრავთ შოპენსს.

ეხლა ახედავთ დაორთქლილ მინას
და მიეყრდნობით სარკმელებს ზურგით
მრავალი სიზმრის თუ წლების წინათ
თავს გაწონებით ამავ მაზურკით.

მამუკა ესაძე
 
nukriaДата: ხუთ, 12.04.2012, 20:17 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

თეატრში,
როცა ეშვება ფარდა...
როგორ არ მიყვარს, ფარდის დაშვება...
სცენაზე უცებ, მზე შემოვარდა....
და თითქის სცენას ეთამაშება...

ვერ დავივიწყებ,
იმ წუთებს ახლა...
როცა სცენაზე ვიდექით მარტო...
იცი? ყველა როლს ცრემლები ახლავს,
შენ კი თამაშობ და დარბაზს ართობ...

სცენაზე,
მუდამ ვიდექით ორნი...
მე კი, თვალებით გეძებდი ხალხში...
და მერამდენედ ვიწყებდით, მგონი...
რა გაგიჟებით მიყვარდი მაშინ...

და როცა,
ძლიერ მომენატრები...
სცენაზე ისევ, გავდივარ მარტო...
მერე. მივყვები ბილიკს, ატმების....
ვთამაშობ ასე, უმისამართოდ...

სცენაზე ვდგავარ,
ვერ ვხდები რისთვის...
ვდაგავარ და ველი ფარდის დაშვებას...
ტაში გრიალებს, შენი ხმა ისმის....
და სევდა ისევ მეთამაშება....

ზვიად კეჭაყმაძე
 
nukriaДата: კვ, 15.04.2012, 00:20 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აღსარება

მარტივად,
ისე,
რომ სიკვდილზე კიდიხარ,
ცხოვრებას (დოგმაა) ტონი აქვს უხეში,
ყველა კონცეფცია და ყველა იდეა,
ყველა თეორია - მცდარია - ფუ ეშმაკს -
აქ ხვდები პარადოქსს,
ჩანს წინ წაიწევა
საქმე და სიტყვები სიტყვებში გაგრევენ,
უფალი ყოველთვის უფრო მეტს იძლევა,
ვიდრე სთხოვ,
რწმენისგან დარჩენილ ნანგრევებს -
თუ არ მოუფრთხილდი - ერთხელაც მოხდება,
დადგება განგება შემთხვევის დონეზე,
პირველი რჩევაა - მკვდარი ნუ მოკვდები,
მეორე - კაცი რომ მეტია ცხოველზე.
იცინი,
(სიმწრისგან)
რომ სერიოზული,
არის განლაგება ქაოსში საგნების -
პოეტი გქვია და ცოლი გყავს ორსულად -
რა შუაშია და - ძნელია გაგნება
გზის,
როცა სივრცესაც სჩვევია დუმილი,
მართალი ყოველთვის თავს ჩათვლის ცოდვილად,
ეპოქა წყდება და გაბმული ყმუილის
აზრია უაზრო,
ფუ შენი,
მოდი რა,
აქციე ზურგი ამ ხმას - გულისარევის,
გეგმა ვინც დაიდო წინ - იმოგზაუროს
კიდეც და მოეშვი წეს-წყობის არევას,
წესი რა წესია - თუ აურზაური,
აღრევა,
დებოში არ გამოიწვია,
ფეხები რად გინდა - თუ ძლივს არ მიათრევ,
ასეა -
შენამდეც მრავალმა იწვნია -
რომ ყველას თავისი ჰქონია სიმართლე.
რადგანაც გრძელია გზა,
გარდაუვალი -
აქამდე ყოფილთა,
არდაბადებულთა,
და შეწყალებაზე ნათქვამი უარი -
დროა,
რომ უარყო,
სანამ ჩაგეხუთა
ჰაერი,
ცხოვრება ნამდვილი ომია,
შედეგი არასდროს ემთხვევა მოლოდინს,
ვერც შენ გადარჩები - თუ არ გითხოვია
უფლისთვის - ინებოს - გახვიდე ბოლომდე.
რადგანაც ყელში გაქვს გაჩრილი ცოდვები,
ჰგავხარ უსურვილო,
უსულო თვითმკვლელებს,
სანამ შენს მყიფე ძვლებს მიწიდან მოკრებენ,
ილოცე -
მიშველე,
უფალო,
მიშველე...
დღეს ყველა სწავლული შტერია,
პედანტი,
ყველა გულმხურვალე - საზიზღარად მლიქვნელი,
ამ თემის გარშემო გამართულ დებატებს -
გამოთქმულ სირეგვნეს - გამოთქმულ სიქველეს -
ვინ რა თავში იხლის,
დროს -
წარსულს -
რა შეცვლის -
ის მხოლოდ ოდროოდ წასულებს ენდობა,
ვფიქრობ,
ყველა კითხვას პასუხი გაეცა -
დღეს თუ ხარ ცოცხალი - დღეს ითხოვ შენდობას.
მიყვები არაეულ-დარეულ დინებებს,
(აქ უკვე საშინლად გეშლება ნერვები)
ოცი საუკუნის წინ
ღმერთმა ინება
და ჩვენთვის ჯვარს ეცვა და დღემდე ევნება.

ნიკა ჩერქეზიშვილი
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები თბილისის ფორუმიდან » ჩვენი საყვარელი ლექსები (ჩვენი საყვარელი ლექსები)
ძებნა:

მოგესალმები Гость